ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 4 » ბადრი ვადაჭკორია: ფოტოხელოვანისთვის პირველი ფოტო პირველ კოცნასავით არის    

17:55:15
ბადრი ვადაჭკორია: ფოტოხელოვანისთვის პირველი ფოტო პირველ კოცნასავით არის

"ხელოვნება მუდმივი უკმაყოფილებაა. ასეთი უკმაყოფილებისგან ჩნდებოდნენ შერეკილები, რომელთაც გაფრენა სურდათ”
.

"ლანჩხუთსკი პარენ” – ასე უწოდებს თავს და მიაჩნია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, სიყვარულის დედაქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. საზოგადოება დიდი ხანია იცნობს ბადრი ვადაჭკორიას, ცნობილ ფოტოხელოვანს, ჟურნალისტსა და დიპლომატს. მან უკვე არაერთი ფოტო აჩუქა "კვირის პალიტრის” მკითხველსაც საახალწლო კალენდრების სახით.

.

- ბავშვობაში ფოტოგრაფიის სპეციალურ შემსწავლელ წრეზე დავდიოდი. მერვე კლასში უკვე "ლელოს” რეგიონული გამოცემის ფოტოკორესპონდენტი გახლდით. სკოლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ჩავირიცხე. მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა ტელევიზიაში, სადაც 34 წელი ვიმუშავე. მაშინაც ვმუშაობდი პირველი არხისთვის, როდესაც დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი. 1994-98 წლებში, თურქეთში საელჩო რომ გაიხსნა, პირველი მდივანი გახლდით. შემდეგ 1998-2002 წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აკრედიტირებული ჟHურნალისტი ვიყავი. არამხოლოდ ქართული გაზეთებისთვის ვწერდი სტატიებს.
.

- პირველი ფოტო გახსოვთ?
- ფოტოხელოვანისთვის პირველი ფოტო პირველ კოცნასავით არის. ფოტოგადაღება კი ვისწავლე, მაგრამ აპარატი არ მქონდა. მეექვსე კლასში ვიყავი, მეზობელმა "სმენა” მათხოვა და მისი შვილები გადავიღე. ის ფოტო ახლაც ინახება მათ ოჯახში. მეცხრე კლასში რომ გადავედი, მამამ მიყიდა "ზორკი”.
.

- რა არის ფოტოგრაფია ბადრი ვადაჭკორიასთვის?
- საკმაოდ შემოსავლიანი ჰობი. შეკვეთებზე ვცდილობ ნაკლებად ვიმუშაო, ან თუ მაძლევენ შეკვეთას, სრული თავისუფლებაც უნდა მომანიჭონ. მგონი, ეს ჩანს კიდეც დაკვეთით შექმნილ ალბომში – "ბათუმი, აჭარა”.
.

- თქვენი ალბომების ჩამოსათვლელად თითები არ კმარა.
- 1983 წელს "საქინფორმმა” გამოსცა ალბომი "საბჭოთა საქართველო”. მას შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოზე საიმიჯო ალბომი დიდხანს არ გამოცემულა. ასეთი ფოტოალბომი პრესტიჟულად ითვლება, შენს ქვეყანას წარმოაჩენ საუკეთესო კუთხით.
.

- როგორც მახსოვს, საიმიჯო ალბომი სააკაშვილის ხელისუფლების დაკვეთითაც მომზადდა.
- ალბომის შექმნა მსოფლიოში ყველაზე ელიტურ ფოტოსააგენტო "მაგნუმს” დაუკვეთეს. კულტურის სამინისტრომ გადაიხადა ფული, ლეგენდები დადის, 2 თუ 4 მილიონი ევროო. ის კი ზუსტად ვიცი, რომ ათი ფოტოგრაფი ჩამოიყვანეს და თითოეულს 50.000 ევრო გადაუხადეს, გინახავთ ეს წიგნი? ეს არის მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს საიმიჯო ალბომი. ამიტომაც არ აჩენენ არსად. მასში თავმოყრილია, თუ რამე ჭუჭყი და უბედურებაა საქართველოში. თითქოს მხოლოდ მაწანწალების და ლოთების ქვეყანა გვაქვს. საიმიჯო ფოტოებს ვერ გადაიღებ ქვეყნის შესახებ, თუ მას კარგად არ იცნობ. ვიცი, რომ ჩემი გადაღებული საქართველოს ნახვის შემდეგ ბევრმა აიკიდა ზურგჩანთა. ამ ალბომებს ჩუქნიან უცხოელებს, რადგან რაც საამაყოა, ის დევს მათში. 9 წლის განმავლობაში საავტორო 12 ალბომი შევქმენი. კიდევ იმდენი ფოტო მაქვს, 30 ალბომს შევქმნი.
.

- თქვენი ზოგიერთი ფოტო მუსიკის ასოციაციას ქმნის. გიბიძგებს მელოდია მოუძებნო.
- ფოტოხელოვნება საშუალებას გაძლევს შენი აღქმა სხვას გაუზიარო. ხელოვანისთვის მიზანი მაშინ არის მიღწეული, როდესაც სწორად, ზუსტად გაგიგებენ სათქმელს. ვცდილობ, სილამაზე დავიჭირო ყველაფერში, ბუნებაში, ადამიანში. ყველა ადამიანი ლამაზია, მხოლოდ დანახვა უნდა. თუ სილამაზეს მკაფიოდ, მძაფრად შეიგრძნობ, სხვასაც მიანიჭებ ესთეტიკურ სიამოვნებას. მე ჩემი ფოტოების გამზიარებლების ემოცია მავსებს.
.

- თქვენს ბოლოდროინდელ შემოქმედებაში შთამბეჭდავია რაკურსი ციდან. თითქოს დიდებულ მხატვართან, დავით კაკაბაძესთან გაჯიბრება გადაწყვიტეთ, ისეთი პეიზაჟები გადაგიღიათ იმერეთში.
- ყველა საგანს ოთხი მხარე აქვს. ფოტოხელოვანისთვის ყველა მნიშვნელოვანია. თუ მხოლოდ ერთი რაკურსით გადაიღე და კმაყოფილი ხარ, ე.ი. არა ხარ ხელოვანი. ხელოვნება მუდმივი უკმაყოფილებაა. ასეთი უკმაყოფილებისგან ჩნდებოდნენ შერეკილები, რომელთაც გაფრენა სურდათ, რომ ღვთის შექმნილი საოცრება, ქვეყნიერება ციდან დაენახათ. საქართველოს სხვანაირი სილამაზე აქვს, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია ციდან. ერთი და იგივე ქვეყანა, ადგილი ან საგანი ყველა მხრიდან განსხვავებულია.
.

.
.

.

- თქვენთან მრავალი ფერია კადრებში, თუმცა, შავ-თეთრიც ბევრია.
- როდესაც ფსიქოლოგიური ან სოციალური თემატიკა გინდა წარმოადგინო, შავ-თეთრი ბევრ ფაქტორს უსვამს ხაზს. როდესაც საქმე ეხება პეიზაჟს, იქ ფერი უნდა იყოს მთავარი, არ უნდა დაზოგო, რომ მაქსიმალურად დაანახო სილამაზე მნახველს.
.
გაზეთი ”კვირის პალიტრა” #3, 2013 წ.
.
.

ხევსურეთი, ტანიეს ტბა
.
.

ჭიათურა, კაცხის სვეტი
.
.

წალენჯიხა, ჩანჩქერი სერიიდან ”მეგრული ჩანახატები”
.
.

ქვიშხეთი, დილა მტკვარზე
.
.

საფარა, ახალციხე
.
.

ადიგენი, ზანავის ციხე
.
.

მარტვილი, სალხინო
.
.

აჭარის მთები
.
.

ფასანაური
.
.

ახალქალაქის რაიონი
.
.

გარეჯის მიდამოები
.
.

ტყიბული
.
.

იკვი, კასპის რაიონი
.
.

ხევსურეთი, შატილის გზა
.
.

სამცხე-ჯავახეთის ტყე
.
.

გარეჯას გზა
.
.

ლეჩხუმი
.
.

მანგლისის მიდამოები
.
.

სამეგრელო, აბაშის რაიონი
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

ბადრი ვადაჭკორია და მილა იოვოვიჩი



წყაროhttp://.kvirispalitra.ge
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 3316 | დაამატა: butatino | ტეგები: ფოტო ხელოვნება | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 77777   (05.03.2013 14:28:51) [მასალა]
10 10 10

0   Spam
2 raha   (05.03.2013 11:49:16) [მასალა]
ძალიან მომეწონაა:10: 10 10 10 10 10 166 166

0   Spam
1 badri94   (04.03.2013 20:46:50) [მასალა]
10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика