ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » იანვარი » 17 » ძაღლმკვლელთა დაჯგუფებას - შპს "დებიუტს" თბილისისა და რუსთავის მერიებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა    

16:23:31
ძაღლმკვლელთა დაჯგუფებას - შპს "დებიუტს" თბილისისა და რუსთავის მერიებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა
  
   2011 წლის 31 დეკემბერს, ძაღლმკვლელ ორგანიზაციას შპს "დებიუტს" თბილისის მერიასთან უზედამხედველო ცხოველთა მასიურ დახოცვაზე კონტრაქტის ვადა ამოეწურა,
შპს "დებიუტმა" 2007 წლის 26 ივნისს გააფორმა პირველი ხელშეკრულება თბილისის მერიასთან, რის საფუძველზე მას ევალებოდა დედაქალაქში უზედამხედველოდ დარჩენილ ცხოველებზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების მომსახურება 2009 წლის 31 დემებრამდე, აღნიშნულ პერიოდში შპს "დებიუტმა" სახელმწიფო ხაზინიდან მიიღო 1 600 000 ლარზე მეტი და მის მიერ სასტიკი მეთოდებით დაჭერილი და მოკლული იქნა 50 000-ზე მეტი ცხოველი. ამ პერიოდში აღნიშნულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ცნობილი ძაღლმკვლელი ნუგზარ ბოლქვაძე, რომელიც ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთ პარტნიორს წარმოადგენდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მერიის მიერ ტენდერი ოფიციალურად არ გამოცხადებულა.
2010 წლის 1 აპრილს, კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ქალაქ თბილის მერიასა და შპს "დებიუტს" შორის "ქალაქ თბილისში მაწანწალა - უზედამხედველო ცხოველების ჰუმანური დაჭერა იზოლაციისა და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების შესახებ". აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დაჭერილი და განადგურებულ იქნა 34 100 ცხოველი, ხოლო ამ სასტიკ ქმედებაში შპს "დებიუტმა" სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო 1 120 000 ლარი, ამ პერიოდში შპს "დებიუტს" ხელმძღვანელობდა ბექა გელაძე (ორგანიზაციის ერთ-ერთი პარტნიორი). ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
2011 წლის1 ივნისს შპს "დებიუტმა" გააფორმა ხელშეკრულება ქალაქ რუსთავის მერიასთან "თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიერ მოხეტიალე და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა, საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და გაუვნებელყოფის მომსახურების შესყიდვის" გამოცხადებული ტენდერის თანახმად. რომლის საფუძველზეც 19 640 ლარად უსასტიკესი მეთოდებით დაჭერილი და მოკლული იქნა 550 ძაღლი, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 31 დეკემბრამდე.

საერთო ჯამში შპს "დებიუტმა" 2007 წლის 26 ივნისიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე თბილისსა და რუსთავში უსასტიკესი მეთოდებით გაანადგურა 85 000-ზე მეტი ძაღლი და კატა. ამ დანაშაულებრივ ქმედებებში ბიუჯეტიდან აითვისეს დაახლოებით 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი. დაჭერილი ცხოველების რაოდენობრივ მაჩვენებელში არ შედის დაჭერილი უსუსური ლეკვების რაოდენობა, რომელსაც განუსაზღვრელი რაოდენობით იყვანდნენ და ანადგურებდნენ. აღნიშნული კი ძაღლის ხორცის უკანონო ბიზნესში იწვევს საფუძვლიან ეჭვს.

შპს "დებიუტს" არ გააჩნდა როგორც ცხოველთა თავშესაფარი, აგრეთვე სხვა ვეტერინარული აუცილებელი ტექნიკური ბაზა ამ პროგრამის განსახორციელებლად. მის მიერ სატენდერო ხელშეკრულებაში თაშესაფრის მისამართები ყალბია.

  მუნიციპალიტეტისა და შპს "დებიუტის" არასწორმა, მიუღებელმა პროგრამებმა და ურთიერთობამ გამოიწვია ცხოველთა მასობრივი განადგურება-ჟლეტა სასტიკი და ბარბაროსული მეთოდებით, რასაც შედეგად მოჰყვა საერთაშორისო ცივილიზირებული საზოგადოების გულისწყრომა, ცხოველთა პოპულაციის დესტაბილიზაცია, დაავადებათა უკონტროლობა, არაბუნებრივი მიგრაცია, უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის ზრდა და მომეტებული აგრესიულობა, სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, არაკეთილსინდისიერი და უკანონო ქმედებების შედეგად ცალკეული კერძო პირების გამდიდრება, მოსახლეობის ცხოველთა მოყვარული ინტელექტუალური ნაწილის გაუცხოება და იმედგაცრუება,
 შ.პ.ს. "დებიუტი"-ს მეპატრონეები, ხელმძღვანელები და მომსახურე პერსონალი GSPSA-ს მიერ აღიარებულნი არიან ცხოველებისადმი უდიდესი სისასტიკის განმხორციელებელ არსებებად.



წყაროhttp://www.gspsa.org.ge/home.php?option=more&cat=news&id=235&stat=active&lang=ge#.UPfcc0cZk4V
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 4147 | დაამატა: avtandil | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 251 2 »
0   Spam
23 PePe   (15.07.2013 02:18:09) [მასალა]
ამის ჩამდენი ადამიანსაც არ დაინდობს. ძაღლი რა თქმა უნდა შეიძლება ზოგისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ სინამდვილეში მას ადამიანზე მეტად შეუძლიa სიყვარული და თვაგანწირვა.

მოარიდეთ სისასტიკეს ბავშვები. პატარაობიდანვე ნუ აჩვევთ ადამიანს ცოცხალი არსების წამების და მოკვლის ნორმალურ ამბად მოღებას.

0   Spam
21 WIWKAN@   (21.01.2013 21:22:00) [მასალა]
არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება ასევო რომ ამბობთ,არ ხდება მართალია,კიდევ ბევრი რამ არ ხდება სხვაგან რაც აქ....

0   Spam
20 WIWKAN@   (21.01.2013 21:20:31) [მასალა]
თAვშესაფარია ქვს თAმქზ ელიზბარაშვილს და რაც ეტეოდა ამქსიმუმი ყავდა,თAვისი ფინანსებით უვლიდამაგრამ არ წყვეტდა ეგ არაფერს...

+1   Spam
19 WIWKAN@   (21.01.2013 21:19:20) [მასალა]
არა დზმაო რა ცოდო,პროსტა ხალხის წინა რ უნდა ხდებოდეს ეგ ანრ აგაც ზომები უნდა მიიგონ ცოტა მსუბუქად დაიწირონ ხოლმეროაკივლებენ ხოლმე დილიტ დგისით ხოლმე,თორემ ეგრე ერთ დვარნიასჰკას რო უყურებთ ძმაო გეცოდებათ და აბა მარტო რო მიდიხარ გორებზე და რო გაგეჩითება ხროვა,გინდა მგელი გაგჩითვია დაგინდა ეგ,ისე შეგწამენარც დაფიქრდებიან ტო,თან როცადედალი მძუნავს შეიკრიბება ხოლმე ხროვა და შუა ქუჩაში დაძრწიან ხოლმე,და ყველაზე ყოჩმამითომ დედალი დაიცვას დაგფლითავს,კარგით რა....

0   Spam
22 BAGMAN   (22.01.2013 23:20:09) [მასალა]
აქ თქვეს რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასეაო, და იმიტომ დავწერე არსცერთში არ ხდება მეთქი. აქ ამ თემაზეა საუბარი და ბევრი რამ რაც იქ ხდება ისიც არ ხდება აქ და პირიქით. დახოცავ მაგ ძაღლებს და სხვა მოვა მაგის ადგილას, ვერსად ვერ გააქრეს მაგით ძაღლი. უნდა დამუშავდეს, კასტრაცია ჩაუტარდეს და იგივე ადგილას გაეშვას( ნორმალური ფსიქიკის ძაღლი) , მარა მასე სად არის )

0   Spam
18 BAGMAN   (21.01.2013 20:57:55) [მასალა]
ტყუილია არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება ასე თრევა ცემა და წამება.
http://www.facebook.com/groups/273101446120798/permalink/365006026930339/

0   Spam
17 zaza123   (21.01.2013 18:46:27) [მასალა]
რატო უნდა არჩინოს სახელმწიფომ ტყუილად მაწანწალა ძაღლები?ზუსტადაც,უნდა განადგურდეს

0   Spam
16 mamalixarazuli   (20.01.2013 19:15:48) [მასალა]
პედიატრი. გეთანხმებით. მართალია არც ერთ მონადირეს თუ უბრალო ადამიანს გაუხარდება ამის ნახვა,მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო ძვირფასია ამ შემთხვევაში. თუ არ შეგიძლია ძაღლის შენახვა არც უნდა აიყვანო! 25 აქ მართლა როგორ უნდა იმუშაოს კაცმა...

+2   Spam
15 Admin   (20.01.2013 16:13:44) [მასალა]
ასეთ სამსახურში ნამდვილად ვერ ვიმუშავებდი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ არ უნდა არსებობდეს, თუმცა შეიძლება ამ საქმეს ისინი გადაჭარბებული სისასტიკით ახორციელებენ და ეს სხვა თემაა. მარტო თბილისში და რუსთავში 85000 ცხოველი რომ იქნა დაჭერილი, რაც ვერ დაიჭირეს და რაც დანარჩენ საქართველოშია რომელ თავშესაფარში უნდა დაეტიოს?ან რა ხარჯი დასჭირდება? მაწანწალა ძაღლები ბუნებასაც არანაკლებ ზიანს აყენებენ,მათი ხროვები მგელზე და ტურაზე ნაკლებ მავნებლები არ არიან და ეს სტატიებით და მათში მოყვანილი მაგალითებითაც არის დადასტურებელი. ყველაზე მეტი დამნაშავეები ამ საკითხში არის მოსახლეობა,რომელიც მაწანაწალა ძაღლების რაოდენობას, სახლიდან ტყეში თუ სხვა რაიონში გადასმით (ზოგს ბეზრდება,ზოგი მისი ჭკუით არ გამოადგა და ...) ზრდის და ეს ხალხია პირველ რიგში ყველაზე მეტი უგულო და სამაგალითოდ დასასჯელიც.

0   Spam
24 WIWKAN@   (30.10.2013 01:54:17) [მასალა]
გეთანხმები 100% .

+3   Spam
14 პედიატრი   (20.01.2013 14:22:29) [მასალა]
სად ნახეთ აქ სისასტიკე, ყველა ცივილურ ქვეყანაში ასე იჭერენ მაწანწალა ძაღლებს. უგულოსაც ნუ უწოდებთ ამ ადამიანებს, მაშინ რას დაარქმევ იმ ადამიანს, ვინც მთელი წელი ზრდის, ეფერება, ღუტაღუტას ეძახის თავის ღორს და მერე წამოაქცევს და ყელს გამოსჭრის, ან საცოდავ გოჭს დაგიკლავს და თქვენ გემრიელად შეახრამუნებთ... ნუ წამოეგებით რა ასეთი ტენდენციური ორგანიზაციის ტენდენციურ სტატიებს... დღე არ გავა, რომ ქალაქის საავადმყოფოში მინიმუმ 2-3 ადამიანი, უმეტესად ბავშვი, რომ არ მოიყვანონ ძაღლის დაკბენილი და მინიმუმ 7 ნემსია გასაკეთებელი( რასაც ცოფისაგან დაცვის გარდა ზიანიც მოაქვს ორგანიზმისთვის, გარდა ჩხვლეტა-ფსიქოლოგიური ტრამვისა)... გინახიათ, როგორი ჯოჯოხეთური წამებით კვდება ცოფშეყრილი ადამიანი? და ბოლო წუთამდე სრულ გონებაზეა, იცის რაც ჭირს...სხვათაშორის ეს ორგანიზაციები მონადირეებსაც უგულო ადამიანებს ეძახიან და გადაყარეთ თოფები და საერთოდ ხორცის ჭამასაც დაანებეთ თავი, თუ მაგათ ეთანხმებით.

+1   Spam
13 bacho1987   (19.01.2013 17:08:15) [მასალა]
ფუიი მართლა ამათიიიიი დდდდდდდდდდდდ d587 d587

0   Spam
12 sandala777   (19.01.2013 13:14:29) [მასალა]
pu amati . da mere meriisas aseti sisastike rogor sheidzleba 48

0   Spam
11 tiniko1978   (19.01.2013 01:46:01) [მასალა]
აუფფ ეს რა საცოდაობაააა, ვაიმეეეე..რა გული აქვტ ამ ადამინებსს

+1   Spam
10 kaxa75   (18.01.2013 16:06:29) [მასალა]
მანდ ყველა არაადამიანი მუშაობს. მშიერი რომ მოკვდე კაცი მაგ საქმე როგორ უნდა აკეთო და ფული აიგო

0   Spam
9 giogio1   (18.01.2013 12:48:19) [მასალა]
167 167 167 167 167

+1   Spam
8 avtandil   (18.01.2013 01:03:21) [მასალა]
არის ამნაირი ძაღლების თავშესაფარი და საკმაოდ ფუნქციონირებადია. რაც მთავარია ისეთი ხალხის ხელშია ვისაც ეს ნამდვილად აწუხებს

0   Spam
25 WIWKAN@   (30.10.2013 01:55:53) [მასალა]
ელკიზბარაშვილს აქვს გაკეთებული ძმაო ვიცი,ვიცნობ კიდევაც მაგ კაცს მაგრამ მაქსიმუმ ჰა ჰა 50 შეინახო ისიც ამქსიმუმ ამგდენი ვოლიერიც არ აქვს და ადმინმა რა ციფრიც დაწერა შეხედე და შედარება გააკეთე,ათასი დაავადების გადამტანი არსებაა ბინძური და ჭირიანი ცოფის იმხელა საშიშროებას ქმნიან კარგით არ არის ძმაო ანღდად დასაცავი

1-15 16-22
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика