ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » სიცოცხლე და მოძრაობა აინტერესებს. ჩვენც ხომ გვაინტერესებს, მაგრამ ლევან ბუთხუზი, ამ შემთხვევაში, წინაა, მან ეს სურვილი თუ ინტერესი თავის პრო    

01:50:08
სიცოცხლე და მოძრაობა აინტერესებს. ჩვენც ხომ გვაინტერესებს, მაგრამ ლევან ბუთხუზი, ამ შემთხვევაში, წინაა, მან ეს სურვილი თუ ინტერესი თავის პრო

სიცოცხლე და მოძრაობა აინტერესებს. ჩვენც ხომ გვაინტერესებს, მაგრამ ლევან ბუთხუზი, ამ შემთხვევაში, წინაა, მან ეს სურვილი თუ ინტერესი თავის პროფესიად აქცია.

24 საათი 26.02.12

სიცოცხლე და მოძრაობა აინტერესებს. ჩვენც ხომ გვაინტერესებს, მაგრამ ლევან ბუთხუზი, ამ შემთხვევაში, წინაა, მან ეს სურვილი თუ ინტერესი თავის პროფესიად აქცია.

ყველაფერი სიცოცხლეს უკავშირდება. კოსმოპოლიტია, ალბათ ესეც ეხმარება, რომ თავისთავად, ძალდაუტანებლად გააკეთოს მოულოდნელი ნახტომი ახალ კვლევებში და აღმოჩენებში. ბუნება ხომ ამოუცნობია და უსასრულო. "...ყველგან სიცოცხლეა. ბიოლოგიაში პროგნოზები არ კეთდება. სტანდარტები არ არსებობს. ამიტომ ბიოლოგია ახალ-ახალი აღმოჩენებიდან ვითარდება."

არც ერთი დღე სხვა პროფესიით არ უმუშავია.…მოკლედ, ბავშვობიდან იცოდა, რაც უნდოდა და პროფესიულ არჩევანში არც შემცდარა.

ლევან ბუთხუზი ჩემს წინ ზის. საუბრობს. ისე, როგორც ხუთშაბათობით, რუსთავი 2-ის "დღის შოუში". ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ კამერა არ არის. დიქტოფონია, ესეც რომ არ იყოს, მაინც ასე ისაუბრებდა - თავისუფლად, ბუნებრივად, ხალისიანად და საინტერესოდ. მისთვის ტაბუდადებული თემა არ არსებობს. მართალი გითხრათ, არ ვარ ამ გადაცემის მაყურებელი, მაგრამ ამასწინათ ვუსმინე ლევან ბუთხუზს და აი... "ნაკრესამდე" მოვედი, "ველური ბუნების და ბიომრავალფეროვნებების შესწავლის" ცენტრში. ეს ორგანიზაცია უკვე 20 წელია არსებობს და არც ერთი დღე არ შეუწყვეტია მუშაობა. თავიდან ოთხნი იყვნენ - ლევანი - მაშინ პირველი კურსის სტუდენტი იყო. იასონ ბადრიძე, გია თოდუა, ზურა გურიელიძე (თბილისის ზოოპარკის დირექტორი), გიგი თევზაძე (ილიას უნივერსიტეტის რექტორი). "ნაკრესმა" ბევრი საინტერესო რამ გააკეთა. დღეს ცენტრი კიდევ უფრო გაიზარდა, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა პროექტები აქვთ. კეთდება პერსონალური კვლევები.

- თავისთავად ბიოლოგია დინამიური დისციპლინაა. ძალიან ბევრი რამ ხდება. ძირითადად ვმუშაობთ ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ველური ბუნებაა. ეს, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიებს, დაგეგმარებაში ვიღებთ მონაწილეობას - როგორ უნდა იმუშაოს უფრო ეფექტურად ნაკრძალმა. ვთქვათ, ტურისტს რა და როგორ უნდა ანახო, რომელი ცხოველის ბილიკი ანახო და ა.შ. ეს, ასე ვთქვათ, გამოყენებითი ნაწილია, მთელი ინდუსტრიაა და "ნაკრესის" ერთ-ერთი მიმართულება.

- საქართველოში ველური ბუნება სად არის?

- თბილისიდან რომ გახვალ, ყველგან ველური ბუნებაა. საქართველოში 20 დაცული ტერიტორიაა 14 ადმინისტრაციით. ლაგოდეხის ნაკრძალი ხომ გაგიგიათ? მთელ საქრთველოში ზურმუხტებივით არის ჩალაგებული მწვანე-მწვანე ადგილები, - მპასუხობს ცოტა გაოცებული. დაუფიქრებლად ვიკითხე, რადგანაც "ველურ ბუნებას" ჩემს წარმოსახვაში აფრიკაში, ავსტრალიაში, ან შორეულ ციმბირში მივყავარ. სხვათა შორის, მისი საყვარელი ქვეყანა აფრიკაა. მეორე სამშობლოს ეძახის. გარეგნულადაც აქვს რაღაც "აფრიკული", ცხელი ქვეყნების. ისე, ყველგან იცხოვრებდა, "ოღონდ ზამთარი არ იყოს"...

ჯერჯერობით თბილისში ცხოვრობს, ამ ქალაქში, ექსპედიციებში და კვლევებში...

- გააჩნია რას ვიკვლევთ. მაგალითად, ერთ-ერთი დიდი პროექტი, ეს არის დათვის კვლევა, ლეოპარდის, მგლების კვლევა. როგორც წესი, ყველაფერი იქიდან იწყება, რომ უნდა გაიგო, დღის განმავლობაში რა ცხოველი როგორ მოძრაობს, სად მიდის, საიდან მოდის, რას აკეთებს. პირდაპირი ვიზუალური დაკვირვება ძალიან რთულია. ვიჭერთ ამ ცხოველებს, ვაძინებთ. ვუკეთებთ რადიოგადამცემებს და შემდეგ ვუშვებთ. ეს რადიოგადამცემი გატყობინებს, რუკაზე ზუსტად აღინიშნება, დღის რა მონაკვეთში სად არის. შემდეგ მკვლევარი უყურებს რუკას და ხვდება, რა ადგილი გაიარა, სად გაჩერდა, სად დაიძინა, რა ჭამა და ა.შ. მართალია, ვიზუალურად ცხოველს აღარ უყურებ, მაგრამ წარმოდგენა გექმნება აბსოლუტურად დღის ან თუნდაც, წლის განმავლობაში, როგორ მოძრაობდა და რას აკეთებდა. ამის ანალიზის შედეგად მიხვდები, თუ რამდენი ცხოველია დანიშნული, მიხვდები, რომ ეს არის ერთი ოჯახი, ვთქვათ, რომელიც ცხოვრობს აქ... მგლებზე თუა ლაპარაკი, მგლები ასე დადიან.. აქ ცხვრის ფარას დაეცნენ, ე.ი. პრობლემა იყო... ცხოველები საერთოდ კონსერვატიულები არიან იმ თვალსაზრისით, რომ არჩეულ ბილიკებს და მარშუტებს ძალიან ხშირად იყენებენ. ამიტომ, შენ უკვე იცი, რომ ამ ბილიკზე მაღალი ალბათობით მგელი გამოივლის. როდესაც ტურისტი მოდის, შეგიძლია წაიყვანო და ანახო ცოცხალი მგელი, რომელიც ძალიან იშვიათი სანახავია. ან, ვთქვათ - ლეოპარდი, რომელიც "ნაკრესმა" აღმოაჩინა 2003 წელს და მას მერე სულ ვიღებთ ფოტოხაფანგებით. მკითხველისთვისაც რომ მარტივი აღსაქმელი იყოს, ასეთი ტიპის სამუშაოები გვაქვს, თუმცა, სიღრმისეულ, ბიოლოგიურ მხარეზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს ძალიან სპეციფიკურია. ნებისმიერი მსხვილი ძუძუმწოვარი, მსხვილი ცხოველი, - ჯიხვი, არჩვი, დათვი, მგელი, ლეოპარდი, აფთარი ზოლებიანი, რომელიც ძალიან ცოტაა შემორჩენილი აზერბაიჯანის საზღვართან... - ყველა ჩვენი კვლევის სფეროში შედის.

- ფილმის გადაღება არ გიცდიათ? ფოტოებს თქვენ უღებთ?

- ველურ ცხოველებს რომ ჩაუვლი, როგორ გინდა არ გადაუღო, კამერაც კარგი მაქვს... ფილმის გადაღებას რაც შეეხება, საქრთველოში საკმაოდ რთულია ამისთვის თანხების მოძიება. "ბიბისის" ჰქონდა რამდენჯერმე მცდელობა, აქ გაკეთებულიყო ფილმი, თუმცა, მათი ასევე ფინანსების შეზღუდვის გამო, ეს პროექტები ჩავარდა. ჩვენ დამოუკიდებლად არ გვიცდია, სიმართლე გითხრათ. ამაში "ნაკრესი" უკვე ნამდვილად ვერ არის კომპეტენტური, ამას უნდა რეჟისურა, ოპერატორი. თან იმდენ დროს მოითხოვს, მთლიანად უნდა გადაერთო, ჩვენ ამის ფუფუნება არა გვაქვს. თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ. მაგალითად ახლა, "რუსთავი-2"-დან თომა ჩაგელიშვილი იღებს ფილმს კავკასიურ ნაგაზზე. გარკვეული დაფინანსება მიიღო და ჩვენ კონსულტაციას სიამოვნებით ვუტარებთ. პრინციპში ეს იქნება ერთადერთი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ჩვენს ექსპედიციებში იღებს მონაწილეობას, გადაღებები მიმდინარეობს.

- ექსპედიციები ხშირად გაქვთ?

- ამ დილითაც გავუშვით ექსპედიციაზე რამდენიმე ადამიანი. რომ გითხარით, ცხოველებს რადიოსაყელურები აქვთ შებმული, ან ვთქვათ ცხოველები დასაჭერები არიან და რადიოსაყელურებია დასადები, - ეს ყველაფერი ყოველ წუთს ველზე ყოფნას მოითხოვს. ეს უსაფრთხო ხაფანგებია, არ ვნებს ცხოველს, მაგრამ ცხოველი მაინც მიჯაჭვულია ერთ ადგილზე. ერთი წამით დატოვებაც არ შეიძლება. ამიტომ მუდმივად უნდა იყოს ვიღაც, გაებმება თუ არა, წუთების განმავლობაში უნდა მიხვიდე, დააძინო ნარკოზით, შემდეგ გამოაღვიძო და გაუშვა. ერთი საათი, ან ორი საათი, ცხოველის დატოვება სიცივეში, თან ასეთ სტრესულ სიტუაციაში არ შეიძლება. ამიტომ ექსპედიციაში მუდმივად ვიღაც არის. ასევე საჭიროა მათი მუდმივი მონიტორინგი. ამიტომ ხშირად ექსპედიციები იცვლება. ახლა, ამ წუთას ჩვენები არიან ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ადეროგენის საზღვარზეა ნაკრძალი და მის გარშემო ტერიტორიაზე არიან. მგელზე და დათვზე მუშაობენ. ამის გამოყენებითი მხარე რაში მდგომარეობს? დაცული ტერიტორია არის რაღაცა ადმინისტრაციული ერთეული, რომელმაც უნდა იარსებოს. გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სახელმწიფო ფული საკმარისად ბევრი იხარჯება, რომ შენარჩუნებული იყოს იქ არსებული პირველქმნილი ბუნება, მაგრამ დაცულმა ტერიტორიამ თუ თვითონ არ შემოიტანა ფული, მას სახელმწიფო ყოველთვის ვერ შეინახავს. ერთ-ერთი შემოსავლის წყარო დაცულ ტერიტორიებს, შეიძლება ჰყავდეს ტურისტი. ეს ერთ-ერთი კომპონენტია იმ მრავალთაგან, რასაც კვლევები იძლევა. ძალიან ბევრი ტურისტი ჩადის დათვის თუ მგლის სანახავად, მაგრამ გიდმა თუ არ იცის სად წაიყვანოს, სად ანახოს ეს ცხოველები, ტურისტი ვერასოდეს ვერ მოძებნის დამოუკიდებლად, რადგან ძალიან ფრთხილად მისასვლელია. ჯერ-ერთი, საშიშია ცხოველი, მერე - არასოდეს არ გაგიჩერდება ასე. ტურიზმი არის ერთ-ერთი სერიოზული ბიზნესი ამ სეგმენტისა. ტურისტებს ყოველთვის სურთ, ნახონ ველური ბუნება თავისი ცოცხალი ორგანიზმებით, ამისთვის კი ჩვენ ვართ.

- დათვთან შეხება გქონიათ ალბათ...

- კი, ცხადია, ყველა ჩვენგანს.

- დათვს რა აქვს განსაკუთრებული?

- ძალიან საშიში ცხოველია იმ თვალსაზრისით, რომ მიმიკა არა აქვს. პროფესიონალი, ძირითადად მიმიკის მიხედვით, მეტნაკლები პროგნოზით ხვდება, რა იქნება ცხოველის შემდეგი ქცევა. დათვი ისეთი რთული ცხოველია, რომ მისი სახე, ან მისი ქცევა არანაირად არ გატყობინებს, შედეგი რა იქნება, ამიტომ ძალიან საფრთხილოა. მგელს ახლო დისტანციაზე რომ შეხედავ, იცი, ის გასაქცევად არის მზად, თუ თავდასასხმელად და შენ უკვე მზად ხარ. დათვი კი ზის, გიყურებს და თვალებში არაფერი არ იკითხება, შეიძლება ის ძალიან შეშინებული იყოს და შეიძლება თავდასასხმელად ემზადებოდეს... პროგნოზს ვერ გააკეთებ..

- აფთარი?.

- აფთრები ძალიან ცოტა გვყავს, სულ რამდენიმე ინდივიდია დარჩენილი საზღვარზე და ისიც საქართველოს საზღვარს გადმოდიან-გადადიან. 5-6 ინდივიდია და ძალიან იშვიათია. გვინდა საქართველოში პერსპექტიულად გაიზარდოს აფთრის პოპულაცია იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო სანახავია, თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს, ძალიან საინტერესო ცხოველია. თუ საქართველოს ევროპას მივაკუთნებთ, ერთადერთი ქვეყანაა მთელ ევროპაში, სადაც აფთარი არის. ვმუშაობთ ამაზე, რომ იგივე ნაკრძალში აფთრის პოპულაციამ, ანუ რაოდენობამ ნელ-ნელა მოიმატოს. ჯერჯერობით, ამას დიდი თანხები ჭირდება.

ძირითადი პრობლემა არის ბრაკონიერობა. ეს ცხოველებს სპობს. მაგრამ, ნელ-ნელა უკვე გვარდება. თუმცა, აფთრის შემთხვევაში, პრობლემა ბრაკონიერობა არ არის, უფრო მისი საკვები ბაზის დავარდნაა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრაკონიერები ეტანებიან ჩლიქოსნებს, მაგალითად, ჯეირანს, რომელიც გადაშენდა და უკვე საქრთველოში აღარ არის. ჯეირანი აფთრის ძირითადი საკვები იყო. როგორც კი საკვები მოაკლდა, მისმა რაოდენობამ დაიწია. ჯეირანი ადრე თბილისამდე, რუსთავამდე ჩამოდიოდა და 80-იან წლებში ბოლო ინდივიდიც მოკლეს. ჯეირანი უკვე აღარ გვხვდება, ამას ავტომატურად მიჰყვა აფთრის განადგურებაც. ასე რომ, თუ აფთრის აღდგენაზეა ლაპარაკი, პირველ რიგში ჯეირანი უნდა აღდგეს, საკვები ბაზა უნდა არსებობდეს, რომ შემდეგ ამას მტაცებელი მიჰყვეს. ჯეირანის აღდგენა საკმაოდ რთული პრობლემა. მთავრობას აქვს პროექტი, უნდათ ჯეირანის აღდგენა, იმიტომ რომ შემდეგ მთელმა ეკოსისტემამ ნორმალურად დაიწყოს ფუნქციონირება. რამდენად წარმატებული იქნება ეს პროექტი, არ ვიცი, ამას დრო გვაჩვენებს.

- მოგზაურობთ ხშირად...

- თუ საქმე მოითხოვს. თუნდაც იგივე აფთართან დაკავშირებით, საერთო პროექტები გვქონდა. აფთარი ისეთი ცხოველია, ასე მარტივად ვერ შეისწავლი. მითუმეტეს 5-6 რომ გყავს საქართველოში. ამიტომ, შესასწავლად უნდა ჩავსულიყავით იმ ქვეყნებში, სადაც ის ბევრია. რამდენიმე წელი იორდანიაში და აფრიკაში ვიმუშავეთ. ლათინურ ამერიკაში ხანგრძლივად არა, მაგრამ, სამ თვეში ერთხელ ჩავდიოდით. ეს ყველაფერი მუდმივ ცვლილებებს ითხოვს, როტაციას ადამიანებს შორის... აფრიკა, თავისთავად, ძალიან პარადოქსული კონტინენტია. საინტერესოა ყველა თვალსაზრისით, ადამიანები იქნება ეს თუ ბუნება. საოცარი კონტინენტია, განსაკუთრებით კენია, ტანზანია, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით.

თავის პროფესიულ "საიდუმლოებებს" მარტივი, გასაგები ენით მიხსნის. ზუსტად ამას ითხოვს ტელევიზიაშიც.

- ჩვენმა მედიკოსებმა იციან ხოლმე "ნიუსებში", ვთქვათ, უბედური შემთხვევა მოხდა, ჟურნალისტი ეკითხება ექიმს, რა შემთხვევაა... და იმ წუთშივე იწყებენ ისეთი ტერმინოლოგიით ლაპარაკს, რომ ვერასოდეს ვერ გაიგებ, ადამიანი რა ადგილას დაშავდა - ლავიწის მეხუთე ძვლის, მეექვსე, მჭყლეტავი რაღაც ჭრილობის გამავალი, გამომავალი... ვერაფერს ვერ მიხვდები. ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას ადამიანურად.

თუ შენს პროფესიაში თავს კარგად გრძნობ, ნებისმიერ სხვა პროფესიაში რაც შეიძლება ყველაზე კარგად გააკეთო, ეს არის დასვა კითხვა. იმიტომ, რომ ინტერესიანი ადამიანი სვამს კითხვას. ჩვენ ყველას ჩვენი სფეროები გვაქვს და ვიცით, მაგრამ უამრავი საინტერესო რამ გვერდზეც არის და რა მოხდა, რომ იკითხო? ამ კითხვაში ყოველთვის იშლება ხოლმე თემა..

აბსოლუტურად არ უნდა გრცხვენოდეს თუ რამე არ იცი, გულრწფელად თუ დასვამ კითხვას ეთერში და არ დაიწყებ ტლიკინს, ვითომ რაღაც იცი, ჯობია. იმიტომ, რომ მაყურებელსაც ზუსტად ისევე აინტერესებს ის კონკრეტული კითხვა, როგორც მე. არცოდნა არ არის მოსარიდებელი. ერთადერთი, რასაც ვაქცევთ ყურადღებას გადაცემაში, როცა მოწვეული სტუმარი მძიმე ტერმინოლოგიით ლაპარაკობს. იმიტომ, რომ ეს გადაცემა არ არის გამიზნული ვიწრო აუდიტორიაზე. მე თვითონ, ხუმრობით ვეძახი დიასახლისების გადაცემას, რადგან სწორედ იმ დროს გადის ძირითადად, როცა დიასახლისები უყურებენ. ამიტომ ყველა სტუმარს ვეუბნებით ხოლმე, თუ შეიძლება აუხსენით, ოღონდ თითქოს ბაღის ბავშვს უხსნი და რა თქმა უნდა, ყველა გაიგებს. სტუმარი მოგივყვება ამაზე და შემდეგ ტრადიციულად, ურთულესი კონცეფციებიც კი "შუადღეში" ძალიან მარტივად იხსნება ხოლმე.

- ტელევიზიამ დაგაინტერესათ?

- არა, ცოტა პარადოქსულ რაღაცას გეტყვით, ტელევიზორს მე არ ვუყურებ. არ მაინტერესებს ტელევიზია, ნაკლებად ვიყავი ჩართული, თოქ-შოუებსა და ასეთ რაღაცეებს არ ვუყურებდი. ასე რომ, არც ვიცი ამ ბაზარზე რა ხდება და როგორ ხდება. მე ვიცი, რომ მყავს 4 არაჩვეულებრივი მეგობარი, რომელთანაც ერთად ვზივარ ეთერში. ოჯახური სიტუაცია შევქმენით, კამერა არც ახსოვს არავის, სტუმარსაც კი... ძალიან შემთხვევით მოვხვდი. პროდიუსერმა ნესტან კვინიკაძემ, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია, დამირეკა, მთხოვა, ხომ არ ცდიდიო. ძირითადი, ასე ვთქვათ, მიზანი, რის გამოც მივედი, საზოგადოებაში ძალიან ბევრი სტერეოტიპი არსებობს და ძირითადად სამედიცინო თემებზე, ან მეცნიერებასთან დაკავშირებით. თუ ხუთშაბათობით, როდესაც ეთერში ვარ, მომეცემა საშუალება, რომ არასწორი სტერეოტიპები დავანგრიოთ და ამას შევუწყოთ ხელი, მაშინ სიამოვნებით წამოვალ. მითხრეს, ზუსტად ეს გვინდაო. აი, აქ დაემთხვა ჩემი და ტელევიზიის ინტერესები. ამიტომ წავედი. არსებობს ბევრი სხვა საკითხიც, რომელიც მართალია ბიოლოგიის სფეროში არ შემოდის, მაგრამ საზოგადოებას აწუხებს. იგივე ქსენოფობია, უმცირესობებთან ურთიერთობები... გვინდა არსებული არასწორი წარმოდგენები გაეფანტა არა ვინმე ლევან ბუთხუზს, არამედ სტუმარს, რომელიც ამ საქმის პროფესინალია.

სულ მიმიხარია სტუდიაში, არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. იქ რომ არ იყოს კარგი ატმოსფერო, რაც არ უნდა საინტერესო იყოს, ტელევიზია ჩემი საქმე არ არის. რადგან ბიოლოგი ვარ, რაც მედიცინას, ბიოლოგიას და გარემოს ეხება, ყველაფერი მაინტერესებს. ამიტომ ცოტა მოჩლუნგებული მაქვს იმის განცდა, რაც მაყურებელს დააინტერესებს. მაგალითად, ძაღლის ბეწვზე რომ გავაკეთო გადაცემა, სიამოვნებით გავაკეთებ, მაგრამ ვის აინტერესებს?

- მე მაინტერესებს და ალბათ ბევრს, ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს.

- ძაღლის ბეწვი საშიში მხოლოდ და მხოლოდ იქ არის, სადაც ცხვარია. სადაც ცხვარი არ არის, გინდა ქალაქი იყოს, გინდა სოფელი, ძაღლის ბეწვი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. თოთო ბავშვი იქნება თუ ზრდასრული ადამიანი, ძაღლის ბეწვი რომც გადაყლაპოს, არ იქნება სასიცოცხლო ჩვენების. სადაც ცხვარი და ძაღლი ერთადაა, იქ სიფრთხილეა საჭირო. ცხვრის გარეშე ეჰინოკოკი არ არსებობს. ასე რომ, ეს ყველაფერი სტერეოტიპები და ურბანული ლეგენდებია. ქალაქში არ შეიძლება ეჰინოკოკი დაგემართოს, თუ არა მწვანილიდან, ძაღლთან მაგას არანაირი კავშირი არა აქვს. ამიტომ, მწვანილს უნდა კარგად გარეცხვა. ჩვენთან შემოსული მწვანილი აზერბაიჯანელ მოსახლეობას მოჰყავს, მათ ტრადიციულად ცხვარი ჰყავთ ხოლმე. ცხვარი, ძაღლი და მწვანილი ერთად უკვე ძალიან საშიშია. ასე რომ, მწვანილს სერიოზული გარეცხვა უნდა. მაგრამ კარგი "ნიუსი" მდგომარეობს იმაში, რომ თუ კარგად გარეცხავ, ასი პროცენტით გადარჩენილი ხარ.

* * *

ბავშვობიდან სულ ჰყავდა ცხოველები - კატა, თუთიყუში, კუ, ვირთხა (ლაბორატორიული), ზღვის გოჭები... და ძაღლები.. "ჩემი თავი არ მახსოვს ძაღლის გარეშე". ახლა როტვეილერი ჰყავს, 13 წლისაა. "ხელისგულზე ვატარებ ხოლმე".

"ბავშვობიდანვე მოძრავი ვიყავი, პირდაპირი მნიშვნელობით, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. ყველგან ადაპტირება შემიძლია". ყველაზე კომფორტულად კი თავს ექსპედიციებში გრძნობს, თავის ბიჭებთან და გოგოებთან, ასე თანამშრომლებს ეძახის. "არა აქვს მნიშვნელობა, სად, ყველაზე-ყველაზე მეტად კომფორტულად მაინც აფრიკაში ვარ ხოლმე. სავანაში, კარავში, რომ დაღამდება და სადღაც ლომის ბრდღვინვა ისმის... აი, ის არის ჩემი ნამდვილი სამშობლო. ბიოლოგიური სამშობლო... სადღაც იქ..."



წყაროhttp://სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2012-02-26/25789.html
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1695 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 gigagiga239   (11.11.2012 03:00:46) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика