ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 21 » გილოცავთ ხვთისმშობლის შობის დღესასწაულს...    

10:32:38
გილოცავთ ხვთისმშობლის შობის დღესასწაულს...

ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გულმოწყალებითა გარდამოიხილე ჩუენ ცოდუილთა და მდაბალთა ლოცუათა ზედა და ევედრე ძესა შენსა, რაჲთა მოგუმადლოს სულიერი და ხორციელი სიმრთელეჲ ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და ყოველი საჴმარი საუკუნოჲსა და ჟამიერისა ამის ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რაჲთა მოგვიტევოს ყოველნი ცოდუანი ჩუენნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველთა მწუხარებათა და სნეულებათაგან და ყოველთა ზედამოსვლათაგან და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან გვიჴსნას ჩუენ.

ჵ, დედუფალო ჩუენო ყოვლადსახიერო, შეუძვრელო სასოო ჩუენო და მეოხო უბრძოლველო! ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, მრავალთა შეცოდებათა ჩუენთათჳს, არამედ განგვიპყარ ხელი დედობრივისა გულმოწყალებისა შენისა და ნიში კეთილი გარდამოავლინე ჩუენ ზედა. გამოაჩინე მდიდარნი წყალობანი შენნი და კეთილმოსწრაფებითა სახიერებაჲ აჩუენე ყოველსა საქმესა შინა; ყოვლისა საწყისისაგან ცოდუილსა და ბოროტისა ზრახუისაგან განგუარიდე ჩუენ, რაჲთა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა და თაყუანისვსცემდეთ პატიოსანსა ხატსა შენსა და ვადიდებდეთ ღმერთსა მამასა და მხოლოშობილსა ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტჱსა და წმიდასა სულსა, ყოველთა წმიდათა თანა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ღმრთისა მშობელო დედუფალო, უფროჲსად დიდებულო დედაო უხუებისა და კაცთმოყუარებისაო, გულმოწყალეო მეოხო ყოვლისა სოფლისაო, შევრდომილნი მონანი შენნი, შენისა საღმრთოჲსა შუამდგომლობისა მომართ მოლტოლვილნი და ყოვლადსასწაულმოქმედისა ხატისა შენისა მომართ ლმობიერებითა მხმობელნი გევედრებით შენ: მხურვალებითა ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, ჵ, ყოვლადსაგალობელო დედუფალო, რაჲთა ყოველთა სნეულებათა და მწუხარებათაგან გვიჴსნას ჩუენ მიერ შენსა და ყოველთაგან ცოდუათა განგუანთავისუფლოს ჩუენ და ზეციურისა სამეფოჲსა თჳსისა მემკუიდრედ გამოგუაჩინოს. დიდი და გამოუთქმელი კადნიერებაჲ გაქუს შენ წინაშე მისსა, ვითარცა დედასა და ყოველივე ძალგიძს, რაჲცა გენებოს, მხოლო სახიერო და კურთხეულო. ამინ.

 

დაუჯდომელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

პარაკლისი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ლოცვანი ღმრთისმშობლისადმი

● ლოცვა დღითი-დღე სათქმელი წმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ, 
უკეთუ გსურის ხილვა მისი ჟამსა სულისა შენისა განყოფისასა

● ლოცვა სავედრებელი ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ 
წმიდისა მამისა ჩუენისა მარკოს მონაზონისა

● ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი

● ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ 
თქმული გერმანოს კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა

● დღითი-დღე სათქმელი ხუთგზის ლოცვანი 
ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ 
წმიდისა მღვდელმთავრისა დიმიტრი როსტოველისა

● სადღესასწაულო ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე 
წაკითხული სახარების განმარტება 
მღვდელ გრიგოლ დიაჩენკოს მიხედვით


● უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 
ქადაგებანი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე 
(1988 წ. - 1992 წ. - 2004 წ. - 2007 წ. - 2008 წ. - 2009 წ. - 2010 წ.)

● წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) 
სიტყვა დღესა ღვთის-მშობლის შობისა, თქმული გელათის მონასტერში 
სიტყვა თქმული გელათის სობოროში, ჩყჲა-სა წელსა ჱ-ს სექტემბერსა
მოძღვრება გენათს სექტემბრის ჱ-სა, ჩყჲგ-სა წელსა
სიტყვა, თქმული გელათის ყოვლად-წმიდის მარიამის შობის დღეს
მოძღვრება ჱ-ს სეკტემბერს ჩყჲდ-ს წელსა, გენათს მონასტერსა შინა
სიტყვა თქმული გელათს ჱ-ს სექტემბერს
სიტყვა თქმული ღვთისმშობლის შობის დღეს გელათს
სიტყვა ღვთის-მშობლის შობის დღესა, თქმული გელათის მონასტერს 1877 წელსა
მოძღვრება თქმული გელათს 1869 წელსა 8 სექტემბერს

უფალმა, ადამის მოდგმა რომ ეხსნა, კაცობრივი ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გამოირჩია.

ძველი აღთქმის წიგნებში ბევრგან გვხვდება წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: „რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი" (ეზ. 44:2); დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: „მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი" (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა, ხოლო ესაია ღაღადებდა: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეჲ" (ესაია 7:14).

მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა - ტარიგად, ოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად, ესაიამ - იესეს ძირად.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა" (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და „დაფარულს" ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.

უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ  იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა.

გავიდა ხანი და ანამაც იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს.

მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისა, ვინც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა „ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად".

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა".

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებიტ მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.

საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეულად მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ერთულად მსახურებ უფალს; თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, იგი სასჯელად იქცევა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 21 (ძვ. სტ. 8) სექტემბერს დღესასწაულობს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს", რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.




წყაროhttp://www.orthodoxy.ge/
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1617 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: სარწმუნოება., მამული, ენა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 ზურა333   (21.09.2012 12:57:39) [მასალა]
გილოცავთ ღვთისმშობლობას მონადირეებო! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика