ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აგვისტო » 3 » მკაცრი გამოთქმები ანუ ჩრდილო ქართლი და არა სამხრეთ ოსეთი    

12:22:46
მკაცრი გამოთქმები ანუ ჩრდილო ქართლი და არა სამხრეთ ოსეთი
ასეთ შეცდომას, ასეთ უცოდინრობას და ა. შ. არც ერთი ერი არ დაუშვებდა. მაგალითად, სომხები არაფრისდიდებით არ დაარქმევდნენ აირარატის მხარეს აღმოსავლეთ თურქეთს, ან დვინის მიწას ჩრდილოეთ ირანს, ყარაბაღს - სამხრეთ აზერბაიჯანს და ა.შ. აზერბაიჯანელები არასოდეს შეარქმევენ ყარაბაღის მხარეს აღმოსავლეთ სომხეთს. საკუთარი ძირძველი ტერიტორიისათვის, ისტორიული მხარისათვის, უცხო ეთნოსის სახელწოდების მიკუთვნება არის მხოლოდ ქართველებისთვის დამახასიათებელი. იმის გამო, რომ ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი ერთი პერიოდი სომხებს (სომხურ დინასტიას) ჰქონდათ დაპყრობილი, ამ მხარეს, (ლორე-ტაშირს, ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილს) ქართველებმა უწოდეს „სომხითი". მხოლოდ ქართველები უწოდებდნენ ასე. არც ერთი ერის წყაროებში „სომხითად" არ არის მოხსენიებული ეს მხარე, მათ შორის არც არმენულ (სომხურ) წყაროებში. ქვემო ქართლს მანამდეც და მერეც არმენულ წყაროებში „ვრაც დაშტი" - ქართველთა ველი ჰქვია. მით უმეტეს, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იქ ქართული იყო. საერთოდ, ქვემო ქართლის საზღვარი გადიოდა დღევანდელი ბამბაკის ქედზე. ვინაიდან ერთი პერიოდი ერთ-ერთი სომხური დინასტია, ცოტა ხნით, ქვემო ქართლში იჯდა. ლორეს მხარეს სომეხთა „მეფის საჯდომი ადგილი" უწოდეს. სახელწოდებას, დამოკიდებულებას საკითხისადმი აქვს საკრალური ძალა, ამიტომ მეოცე საუკუნის ოციან წლებში დავკარგეთ ლორე-ტაშირი, ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი. იგი მიითვისა არმენიამ, რუსებისა და სტალინის მეშვეობით. ქართულმა იდეოლოგიამ უდიდესი შეცდომა დაუშვა ლაზეთთან მიმართებაში. თამარ მეფის მიერ დაარსებული ტრაპიზონის იმპერიის კეისარს, ქართველი ავტორები ბერძენთა მეფეს უწოდებდნენ გვიან საუკუნეებში, ხოლო ტრაპიზონ-ქალდეას, შუა და დასავლეთ ლაზეთს - საბერძნეთს. ზოგიერთის აზრით, ტრაპიზონის კეისრები, კომნენოსები, რომლებიც მანამდე ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზეც ისხდნენ, წარმოშობით ქართველები, ლაზები იყვნენ. შეიძლება ეს ვარაუდი არ არის სწორი, მაგრამ ფაქტია, ტრაპიზონის პირველი იმპერატორი, ალექსი, თამარ მეფის კარზე იყო გაზრდილი ქართულად. ტრაპიზონის  „იმპერიაც" საქართველოს ავტონომიურ ნაწილად იყო ჩაფიქრებული. მით უმეტეს, ამ საკეისროს ტერიტორია რომ ლაზური ანუ ქართული იყო, უდავოა. თანაც ტრაპიზონის საკეისროში მოსახლეობის 70%-ზე მეტი ლაზი იყო. მაშ როგორ იყო ტრაპიზონი ბერძენთა მეფის სადგომი, ან როგორ გამოდის ლაზეთი საბერძნეთი?! ასეთმა სენმა თავისი შედეგი გამოიღო, დავკარგეთ ლაზეთი და ლაზების შემობრუნებაც ურთულესია. ლაზეთის ისტორიის დაბრუნებაც ჭირს, რაც მხოლოდ პავლე ინგოროყვამ დაიწყო, სხვა ისტორიკოსები კი არ აჰყვნენ დღემდე (ახალი ქართული საისტორიო სკოლა ამ მიმართლებით მუშაობს, თუმცა ბევრი ვერ განიკურნა ძველი დაავადებისაგან). ჩვენ მოვახერხეთ და აფსუებს (აფსნიებს) აფხაზები დავარქვით და აფხაზეთს ვჩუქნით. აფსუა საწყენი სიტყვა სულაც არ არის, ისინი თავის თავს აფსნი-ს უწოდებენ.    ანალოგიური რამ ხდება სხვა მიმართულებითაც. რის ახსნასაც ახლა ვცდილობ, ყველა ნორმალური ქართველისთვის გასაგები უნდა იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებას დღესაც არა აქვს შემუშავებული ადეკვატური დამოკიდებულება პრობლემებისადმი. მეტიც, პირდაპირ უნდა ითქვას, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არის დასნებოვნებული ქრონიკული იდეოლოგიური დაავადებით, რადგან ძირძველ ქართულ მიწას „ოსეთს" უწოდებს. პოლიტიკური ელიტის (განსაკუთრებით ლიბერალური ოპოზიციის) წარმომადგენლებისაგან ხშირად გაიგონებთ - „ოსეთი ჩვენია", „ოსეთი ქართული სახელმწიფოს ტერიტორიაა" და სხვა. თუ ოსეთია (?), ჩვენი როგორღაა. თუ ოსეთია (?), ოსების ყოფილა და მაშ აგრესორები ვართ რუსებისამებრ?! ქართულ ელექტრონულ მედიაში ძალიან ხშირად გაისმის ტერმინი „დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი". ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად ანუ ნამდვილად ეს ტერიტორია არის სამხრეთ ოსეთი („დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" ოდნავ ნაკლები სისულელეა). უფრო მეტიც, იდეოლოგიური სენი უფრო წინ წავიდა და გაჩნდა ტერმინი „დე-ფაქტო ოსეთი".   ქართულ მედიას უყვარს ტერმინი „დე-ფაქტო პრეზიდენტი" და მერე სახელდება ოსი ან აფსუა-აფხაზი სეპარატისტ-ტერორისტი. ასეთი ტერმინიც ვერ არის მთლად ჯანსაღად მოაზროვნის გამოგონილი ან გამოყენებული (ისე, რომ ვიცოდეთ რუსეთის შემოგდებულია). „პრეზიდენტი" არის კანონიერად არჩეული სახელმწიფოს მეთაურის ტიტული. ხოლო სოხუმისა და ცხინველის რეგიონის „პრეზიდენტები" არიან უკანონო, სეპარატისტულ-ტერორისტული ბანდების მეთაურები, საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელები. ამიტომ მათ შესახებ უნდა ითქვას: ე. წ. პრეზიდენტი, ან უკანონო „პრეზიდენტი", ან „სეპარატისტულ-ტერორისტული სახელმწიფოს „პრეზიდენტი". დანაშაულია რუსების მიერ შემოგდებული კიდევ ერთი ტერმინის, „თვითგამოცხადებული რესპუბლიკის" გამოყენებაც. თვითგამოცხადებული ნიშნავს, რომ არ არის აღიარებული, მაგრამ კანონიერი საფუძვლები (იურიდიული, ისტორიული და სხვა) აქვს ამ „თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას" და მომავალში მოხდება სხვათა მიერ მისი აღიარებაც.  საერთოდ, ყველა სახელმწიფო თვითგამოცხადების საფუძველზეა შექმნილი, საკუთარი თავის მიერ (თვით) გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე.  დანაშაულია ტერმინ „არაღიარებულის" გამოყენება ტერორისტულ-სეპარატისტული რეჟიმების მიმართ. არაღიარებული, ანუ ჯერ არაღიარებული, კანონიერი?  ხშირად მინახავს ქართველი ახალგაზრდები ან ბავშვები დიდი რიხით აცხადებენ, რომ „წავლენ საომრად და არავის დაუთმობენ ოსეთს". უცხო თვალისთვის ეს შოვინისტური გამოხდომაა, იმპერიალისტური ფსიქოლოგიაა. რადგან, ვიმეორებ, დალოცვილებო, თუ ოსეთია რას ვერჩით. სინამდვილეში არ არის ოსეთი, არც სამხრეთ ოსეთია. არ არის სწორი სამაჩაბლოც. მაჩაბლების სათავადო ძალიან პატარა იყო, ის არ მოიცავდა მთელს ცხინვალის რეგიონს. გარდა მაჩაბლებისა ამ ტერიტორიაზე არსებობდა ფალავანდიშვილთა და სხვა ფეოდალთა სათავადოები. ცხინვალის რეგიონიც ხელოვნური ფორმაა. გეოგრაფიისა და გეოგრაფიული ტერმინების მნიშვნელობის ზრდამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა თანამედროვე ტოპონიმიკაში, თანამედროვე ინფორმაციაში, ასევე გეოპოლიტიკაში და სხვა. გაჩნდა ახალი მიდგომები. ძველად საქართველო იერუსალიმისათვის ჩრდილოეთის ქვეყნად მოიაზრებოდა. „წმიდა ნინოს ცხოვრება" მოგვითხრობს, როცა წმიდა ქალწული გამოიკითხავდა უფლის კვართის სამყოფელს, მას უპასუხეს, ის მცხეთაშიაო. „ხოლო იგი ეტყოდა: - სადა არს მცხეთაი? ხოლო მან (სარა ნიაფორმა) ჰრქვა, ვითარმედ: - არს ქვეყანაჲ ჩრდილოეთისაჲ და სამკვიდრებელი წარმართთაჲ შორის სპარსეთისა და ოვსეთისა. და ქალაქი არს მცხეთაჲ". შემდეგ წმიდა ნინოს გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: „წარვედ ქვეყანად ჩრდილოეთისა და უქადაგე სახარებაჲ ძისა ჩემისაჲ".ამის მიხედვით კარგად ჩანს, რომ საქართველო მის სამხრეთით არსებული ქვეყნებისათვის მოიაზრებოდა ჩრდილოეთ ქვეყნად. მაშინ ირანი უდიდესი იმპერია იყო. მას დაპყრობილი ჰქონდა სომხეთი. ასე, რომ ირანსა და ოსეთს შორის (ჩრდილოეთ კავკასია) არსებობდა საქართველო. საინტერესოა, რომ ოსეთი უფრო ჩრდილოეთით იყო, მაგრამ, საქართველოს მაინც „ჩრდილოეთის ქვეყანას" უწოდებდნენ. დღესაც თუ ისრაელისათვის საქართველო ჩრდილოეთია, რუსეთისათვის სამხრეთია (მივაქციოთ ამას ყურადღება). თუ რუსეთისათვის ისრაელი ახლო აღმოსავლეთშია, აზიის ცენტრალური ნაწილისათვის ის უკიდურესად დასავლეთ აზიაშია. ყველა გეოგრაფიული ტერმინი, რომელიც ასევე გეოპოლიტიკურ დატვირთვას იძენს, უნდა ეყრდნობოდეს ისტორიზმსა და სამართლიანობას (აუცილებლად) და ეროვნულ ინტერესებს. რუსული და ოსური ინტერესების გამო ძირძველ ქართულ მიწას უწოდეს სამხრეთ ოსეთი. ჩვენი ინტერესები მოითხოვს, და სამართლიანიცაა, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად მოვიქცეთ და არ შევხედოთ პრობლემებს რუსული გადმოსახედიდან. ეს მხარე არის შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილი, ამიტომ საუბრებში უნდა ვუწოდოთ ჩრდილო ქართლი. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, ასეთი რამ ისტორიაში არ ყოფილაო. ისტორიაში ცნობილია, სანამ ჩვენს ქვეყანას საქართველოს უწოდებდნენ, არ ერქვა საქართველო. არც ტერმინები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო არსებობდა მეოცე საუკუნემდე, მაგრამ, ახლა ყველასათვის ძალიან ბუნებრივია. ისტორია განვითარებადი ფენომენია, ისტორიზმი ითვალისწინებს მოცემული დროის რეალობას. მაგალითები ზემოთ, მგონი, საკმაოდ მოვიტანე, მზად ვარ საჭიროების შემთხვევაში კამათი განვაგრძო. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი საუბრების დროს გვთავაზობდა ტერმინს ზემო ქართლი. ტერმინი ზემო ქართლი არ გამოგვადგება, ვინაიდან ზენა, ზემო ქართლი ერქვა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიას. აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ უარყოფითი აზრი არ გამოთქვა ტერმინ ჩრდილო ქართლთან დაკავშირებით. ასევე, საფიქრელად შემოგვთავაზა ტერმინი მისი რედაქტორობით გამოსული წიგნის სათაურიდან - შიდა ქართლის მთიანეთი. დიახ, საქართველოს აქვს ომი რუსეთთან და მთელმა ერმა უნდა მოისურვოს გამარჯვება ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში. ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ავუხსნათ, რაც მთავარია, ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არის ჩრდილო ქართლი და არა მისი საპირისპირო ე. წ. სამხრეთ ოსეთი. სხვათაშორის, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის, საზოგადოებისათვის, შინაგანად, საქართველოს ნაწილად არ მოიაზრება ჩრდილო ქართლი, იმიტომ, რომ ისინი დავარწმუნეთ რომ ეს ტერიტორია „ოსეთია". დასავლეთის პოლიტიკოსთა პრინციპულობა საქართველოს მხარდაჭერის დროს რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგოა და საზღვრების ურღვევობის პრინციპს ეყრდნობა, თორემ შინაგანად სხვა განწყობა აქვთ, დარწმუნებული ვარ. განწყობას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. თანაც, ჩვენ არ ვიცით, როდის შეიცვლება საზღვრების ურღვევობის პრინციპი და როდის რა პრინციპი გაბატონდება მსოფლიო პოლიტიკაში. კოსოვოს პრეცედენტმა არასასიამოვნო, ჩვენთვის დრამატული შედეგი მოიტანა (დროებით). არ ვამბობთ ტრაგიკული, ვინაიდან ამ ტერიტორიის დაბრუნების იმედი გვაქვს.  ქართულ საზოგადოებაში გაბატონებული ტერმინი „სამხრეთ ოსეთი", არის უნებლიე ღალატი, საინფორმაციო ომში ჩადენილი. საინფორმაციო ომი უმნიშვნელოვანესია XXI საუკუნეში.არაფრის დიდებით არ შეიძლება აღნიშნული მოღალატური ტერმინების გამოყენება პირად საუბარში, შვილებთან ლაპარაკისას, უცხოელებთან ურთიერთობისას და მედიით. ასე რუსების მიერ შემოგდებული ტერმინები, ფსიქოლოგიურად დამშლელი იდეოლოგია, გაგვიჯდება ძვალსა და რბილში და დაგვღუპავს. ყველა, ვინც ჩრდილო ქართლს „სამხრეთ ოსეთს" უწოდებს, მით უმეტეს საჯაროდ, არის პუტინის, მედვედევის, და მისი მონა-დამქაში სეპარატისტს-ტერორისტის მოკავშირე საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომში. ისინი ჩვენი მომავალი თაობის იდეოლოგიური მკვლელები არიან. აღნიშნული „რესპუბლიკების" მიმართ უნდა გამოვიყენოთ ტერმინები (კონტექსტის მიხედვით): „ანექსირებული ჩრდილო ქართლის ტერიტორია", „დაპყრობილი ტერიტორია", „კრიმინალური „რესპუბლიკა", „ტერორისტულ-სეპარატისტული ხუნტა", „სეპარატისტულ-კრიმინალური რეჟიმი", „ქართულ ტერიტორიაზე ქართველთა გენოციდის და ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილი „სახელმწიფო" და ა. შ.  თუ ქართული საზოგადოება არ გაიზიარებს ჩემს ნათქვამს და ჯიუტად გაიმეორებს ტერმინებს: „სამხრეთ ოსეთი", „დე-ფაქტო ოსეთი", „ოსეთი", ძირძველი ქართული მიწის მისამართით, ჩვენ ფსიქოლოგიურად მოვემზადებით ამ მიწის დაკარგვისათვის.  რაც შეეხება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენას", თუ დადგება ამის აუცილებლობა მსოფლიო პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ კავკასიურ-ქართულად, სამართლიანად განწყობილი ოსები შეძლებენ ჩრდილო ქართლის ოსური მოსახლეობის შემობრუნებას ქართული სახელმწიფოსკენ, ჩემი აზრით, გონივრული პოლიტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა ოლქის ან ავტონომიის გამოყოფა-აღდგენა ამ მხარისათვის, მხოლოდ იმ პირობით, რომ აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს სახელწოდებაში აღნიშნული ტერიტორიის ქართულობა. კერძოდ, აღნიშნულ რეგიონს, ოლქს, შეიძლება ეწოდოს: „ჩრდილო ქართლის - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" ან „ჩრდილო ქართლის ქართულ-ოსური რესპუბლიკა" ამ მსგავსი. სახელწოდება ჩრდილო ქართლი უსათუოდ უნდა იყოს გამოყენებული. არაფრის დიდებით არ შეიძლება ამ მხარეს დაერქვას სამხრეთ ოსეთი. თუ იქაური საზოგადოება არ მოინდომებს საქართველოს წიაღში დაბრუნებას, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი მისია. მოვა დრო და ამას ჩვენ შევძლებთ.  

წერილი III  
http://presa.ge    აი რას გვართმევენ ძმებო...
 

წყარო
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1765 | დაამატა: ზურა333 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 grenader21   (06.08.2012 10:44:31) [მასალა]
მაინც რომ არ ვეშვებით წამრთმევს და მაინც მათ ჭკუაზე რომ დავრბივართ?

0   Spam
2 ზურა333   (04.08.2012 20:07:19) [მასალა]
შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით - თრიალეთის ქედით.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის მხარეში შედის, მცირე ნაწილი - მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, ახალგორი) და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.

0   Spam
1 ბუთუთი   (04.08.2012 07:57:51) [მასალა]
ხო შიდა ქართლი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика