ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ივლისი » 29 » ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია    

23:18:43
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა სპორტულმა დელეგაციამ ოქროს ანგარიში გახსნა. ჩემპიონის ტიტული ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა – 20 წლის ბიჭმა, რომელიც ლონდონურ წარმატებამდე ერთ პერსპექტიულ ახალგაზრდა სპორტსმენად იყო მიჩნეული და რომლისგანაც არათუ ოქროს, სხვა სინჯის მედალსაც თითქმის არავინ ელოდა.
66 კილოგრამი წონითი კატეგორია ბოლო წლებში ერთ-ერთი პრობლემატური იყო და გასული წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ შეიძლებოდა ოლიმპიური ლიცენზიის გარეშე დავრჩენილიყავით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შანსი ლაშა შავდათუაშვილს მისცა. ამანაც გაუმართლა, საერთაშორისო ტურნირებზე უხვად აკრიფა სალიცენზიო ქულები და ბოლოს იმდენი ქნა, ოლიმპიურ ქვოტაშიც მოხვდა.
გუშინ, ლონდონის ტატამზე გასულ ქართველ ვაჟკაცს არც პატარა ასაკი ეტყობოდა და მით უმეტეს, არც გამოცდილების ნაკლებობა. ყველაზე მთავარი კი ის შემართება იყო, რომელიც შავდათუაშვილის ჭიდაობისას აშკარად იგრძნობოდა. მსგავსი ცივსისხლიანი ჭიდაობით ხშირად აშკარა ფავორიტებად მიჩნეული უხვტიტულა ფალავნებიც ვერ დაიკვეხნიან. ქართველი ახალგაზრდა ტატამზე პირველი წრიდან ფინალის დასრულებამდე ისე აკეთებდა თავის საქმეს, ნერვიც არ ატოკებია. არც მაშინ აჰყოლია ემოციას, როდესაც მეოთხედფინალში, ინგლისელი კოლინ ოუტსი გულშემატკივრების არანორმალური ქომაგობის ფონზე, შებოჭა და არც მაშინ, ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი მასაში ებინუმა რომ დააიპონა.
საჩემპიონო გზას ჩილელი ალეხანდრო ზუნიგას ძლევით შეუყვა. მეტოქეს თავიდანვე მძლავრად შეუტია და ორი შიდოთი მიღებული იუკოს უპირატესობით დაწინაურდა, მეორე წუთის მიწურულს კი წმინდა გდებით მოამთავრა საქმე.
ფრანგ დავიდ ლაროშთან და კოლინ ოუტსთან შეხვედრები დამატებით დრომდე მივიდა და ლაშამ ორივე შემთხვევაში იპონით ასიამოვნა საგამოფენო ცენტრ "ექსელის” ძიუდოს დარბაზში შეკრებილი 50-მდე ქართველი გულშემატკივარი. ბეჭებზე გააკრა ებინუმაც, რომელიც არა თუ ამ შეხვედრის, საერთოდ ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა. ფრანგისა და ბრიტანელისგან განსხვავებით, იაპონელს მხოლოდ ორი წუთი აკმარა.
ფინალში შავდათუაშვილმა თავისზე 11 წლით უფროს მეტოქეს, ევროპის სამგზის ჩემპიონ უნგრელს – მიკლოშ უნგვარის თავიდანვე აუღო იუკო და ეს უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნა.
ლაშა შავდათუაშვილი 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი იყო. 2002 წელს, მაშინ, როდესაც მიკლოშ უნგვარი ევროპის ჩემპიონი გახდა, შავდათუაშვილი სულ რაღაც 9 წლის იყო.
"ამ გამარჯვებას ყველა გულშემატკივარს ვუძღვნი და რა თქმა უნდა, ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ტატამზე ამ დღეებში უნდა გავიდნენ. მათთვის ჩემი ოქრო უდიდესი სტიმულია” – უთხრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა "მსოფლიო სპორტს” ფინალის დასრულებიდან ორიოდ საათში, ლონდონში ქართული სახლის გახსნის ცერემონიალზე.


http://worldsport.ge


წყარო
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2312 | დაამატა: ზურა333 | რეიტინგი: 3.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 11
0   Spam
11 lengo88   (30.07.2012 19:09:38) [მასალა]
166 166 166 10 10 10 10 10 39 39 39 39

0   Spam
10 aleko   (30.07.2012 18:20:32) [მასალა]
საღოლ ზემლიაკ,ძლიერი და გონიერი მოჭიდავე ხარ. ეს მხოლოდ დასაწყისია... 10 10 10 10

0   Spam
9 ENUQICHI   (30.07.2012 16:56:44) [მასალა]
ბევრი ოლიმპიელი ნადირობს, ჩვენ საიტზე ვისურვებდი მაგათ ხილვას, რო დაბრუნდებიან ლონდონიდან ვეტყვი რამოდენიმეს. გუჯეჯიანი და ცირეკიძე მონადირეები არიან, ცირეკიძე მიწუნებს ლაბრადორს თუარა კაი ბიჭია ისე 167

0   Spam
8 IKAHUNTER   (30.07.2012 15:28:31) [მასალა]
მთელი გულით ვულოცავ ლაშას და მთელ საქრთველოს ამ გამარჯვებას, ვიმედოვნებ რომ სხვა სპორცმენებიც გაახარებენ უახლოეს დღეებში ქართველ გულშემატკივარს 10 39

0   Spam
7 xan-007   (30.07.2012 13:44:41) [მასალა]
08-boy- 1000294 2daf4

0   Spam
6 DatuNiko   (30.07.2012 13:43:15) [მასალა]
ვიმეორებ krimanjuli -ს გრძნობას და
გიერთდებით ყველას ვისაც საქართველოს წარმატება გვახარებს!
ეს ერთი და სხვა მრავალი......
39 39 39

0   Spam
5 boika555   (30.07.2012 13:34:32) [მასალა]
გენაცვალე ძმა მაგარი კაცი ხარ. 10 10 10

0   Spam
4 krimanjuli   (30.07.2012 10:40:59) [მასალა]
ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას.
ასეთ მომენტებში უფრო ამაყი ხდები ადამიანი და შენზე მეტი პატრიოტი თუ არის ქვეყნად არ გგონია... ესეთი სიხარულებით ერის სიმტკიცე და ერთიანობაც იკვრება,
დიდებული წამები გაგვაცნდევინა ტელეეკრანებს მიჯაჭვულ გულშემატკივარს....
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ დიდ წარმატებას...
ღმერთმა გაგახაროს ლაშა
08-boy-
04
a4

0   Spam
3 beqarichi   (30.07.2012 10:01:35) [მასალა]
39 39 39 39 შენ შემოგევლე ლაშაა ,საამაყო შვილი ხარ

0   Spam
2 zoro   (30.07.2012 09:48:24) [მასალა]
კარგი კაცი გაახარა ღმერთმა 166 166 166

0   Spam
1 გიორგი   (30.07.2012 09:46:13) [მასალა]
საღოლ ლაშას, მაგარი კაცია... 20 წლის ბიჭია, ერთი წელია დიდებში გადავიდა, ოლიმპიური ლიცენზია აიღო და... ნამდვილად ფენომენია, უდიდესი გამოცდილების სპორცმენებს რა უყო. ვულოცავ მთელს საქართველოს, ჯერ დიდი გამარჯვებები წინ არის. 10 10 10 10 უფლის შემწეობით ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика