ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ივლისი » 28 » პაპუა-ახალ გვინეაში კანიბალებმა ოპოზიციის აგიტატორები შეჭამეს...    

20:06:22
პაპუა-ახალ გვინეაში კანიბალებმა ოპოზიციის აგიტატორები შეჭამეს...

როგორც პრესა.გე უკვე წერდა, პაპუა-ახალ გვინეაში კანიბალებმა არჩევნები ჩაშალეს. ხმის მიცემა ორი კვირით იმიტომ გადავადდა, რომ ამომრჩეველი კაციჭამიების შიშით სახლიდან გარეთ ვეღარ გადიოდა. ახლა კი ამ კანიბალიზმის ახალი დეტალები გაირკვა, თანაც, პოლიტიკური:  აღმოჩნდა, რომ კაციჭამიებს არჩევნებში მონაწილე  ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის 7 აგიტატორიც შეუჭამიათ. ეს არც ფანტაზიაა და არც გაზვიადებული ამბავი. ჯუნგლებში, რომელიც ქალაქ მადანგს ებმის, მკვლელობების მთელი სერია განხორციელდა. მადანგი, პაპუა-ახალი გვინეის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, რომელიც შიდა რაიონებისგან მთებითაა გამიჯნული. წვიმების დროს ის მოწყვეტილი რჩება დანარჩენ სამყაროსთან და კაციჭამიების მადაც სწორედ ამ პერიოდში აქტიურდება. 29 კანიბალი მაშინვე დააკავეს. მათ სრული სიზუსტით აღწერეს, როგორ მოკლეს და შეჭამეს აგიტატორები. მაგრამ ეს 29 ადამიანი ახლა გამოძიებას სხვა „თანამოტრაპეზეების" დადგენაში ეხმარება და ამ დროისთვის, როგორც ირკვევა, სამართალდამცველები უკვე ასზე მეტ კანიბალს ეძებენ. ისტორია მართლაც ტრაგიკომიკურია. გამოძიება ამუშავებს ვერსიას, რომ მკვლელობებს სჩადიან „კარგო-კულტის" მიმდევრები, რომელთაც, მეორენაირად ე.წ. „თვითმფრინავთთაყვანისმცემლებიც" ჰქვიათ, რამდენადაც, თურმე, ავიაგადაზიდვებს აღმერთებენ, რაც ასევე მათ რწმენას უკავშირდება და იმდენად ფანტასტიკად გამოიყურება, რომ ახსნა არც ღირს. საბოლოოდ დადგინდა, რომ კანიბალების მოტივი იმ ჯადოქრების განადგურება იყო, რომლებიც ხალხს, ვითომდა მკურნალობაში, ფულს სცინცლავენ. სწორედ ამ ჯადოქრების რიგებიდან ყოფილან ის აგიტატორებიც, რომლებიც კანიბალებმა ერთ-ერთი პირველი დააგემოვნეს. „ჯადოქრობასთან მებრძოლები გაერთიანდნენ და შავი მაგიის მიმდევართა განადგურება დაიწყეს" - ჰყვება ადგილობრივი პოლიციის კომისარი ტონი ვაგამბი. მისივე თქმით, კანიბალებს ჯადოქრებზე სულები მიუთითებდნენ, ისინი კი, მსხევრპლს ბუჩქების საჭრელი დანებით უმკლავდებოდნენ. არც მეტი, არც ნაკლები, ადგილობრივი დეპუტატი კენ ფერვეზერი კი ამბობს, რომ პაპუა-ახალი გვინეის მოსახლეობის დიდ ნაწილს, და არა მარტო ჩამორჩენილს, სჯერა, რომ ჯადოქრობა, - ადგილობრივ ენაზე „პურიპური", იარაღია, რათა დაწყევლო, მოკლა ან მოწამლო ადამიანი.„თვით ზოგიერთი ჩვენს პოლიტიკურ ლიდერსაც კი ეშინია „პურიპურის", რომელიც მათში კოშმარებს იწვევს. ეს ოკეანეთის აბორიგენთა კულტურის ნაწილია" - ამბობს დეპუტატი.

წყარო
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 2182 | დაამატა: ზურა333 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 10
0   Spam
10 hita   (01.09.2012 02:41:16) [მასალა]
როცა გიჭირს აბა რა უნდა ქნა. 23 gimili

0   Spam
9 zaza1982   (31.07.2012 21:36:30) [მასალა]
ადამიანი ცხოველზე უარესია, კაი აიგეტ ნადირობის სეზონი მოდის რა დროს კანიბალებია

0   Spam
8 gelka72   (31.07.2012 10:08:38) [მასალა]
რა ქნან აბა ჩიჩია ყვარებიათ 069 069

0   Spam
7 გიორგი   (30.07.2012 09:33:03) [მასალა]
ოხ ENUQICHI გადარეული ვარ ამ კაცის მჭერმეტყველებით 39 მართალი ხარ, ცოდვებით დამძიმდა მსოფლიო. ხალხს კიდევ გონზე მოსვლა არ უნდა.

0   Spam
6 ENUQICHI   (30.07.2012 00:20:00) [მასალა]
ცოტა ხანში მსოფლიოს ბევრი ხალხი დაემსგავსება ამათ და მერე მართლა დავრწმუნდები რომ ოდესღაც იყო ცივილიზაცია, შემდეგ გადავშენდით, მერე ისევ ამოვიყარეთ გამოქვაბულებიდან და ასე ბრუნავს ერთი და იგივე 069
ნუგომონადირე სასულიერო პირია, რომელსაც გახსნილი აქვს მესამე თვალი, ადრე თუ ერთი ეშმაკი ებრძოდა ეხლა 12 ებრძვის და ცნობადობაც უფრო მეტი აქვს. მე როცა მივედი ეკლესიაში მეც ამეხილა ეს თვალი და უფრო სიღრმისეულად უყურებ თითქოს უმნიშვნელო ამქვეყნიურ ცოდვებს! ბობოქრობს ეშმაკი და ლოცვით, ერთმანეთთან აზრების გაცვლით, თანადგომით და თანააზროვნებით თუ მიიღწევა და გაგრძელდება ის შედეგი, რომელიც წინაპრებმა მოგვიტანეს რის ფასად ღმერთმა უწყის!
არ დავემსგავსოთ ამათ! ვისი დროც არ უნდა "მევიდეს" ჩვენ მაინც უნდა დავრჩეთ იმ სიმაღლეზე რომელზეც დაბადებიდან გვამყოფებს მამა-პაპანი სისხლით და ოფლით.

+1   Spam
5 nugomonadire   (29.07.2012 19:52:22) [მასალა]
პაპუასები და კანიბალები შეჩვეული არიან ასეთ რამეებს და არაა გასაკვირი. მაგრამ საქართველოში 17-18 წლის ბიჭები რომ გამოდიან და ინტერვიუს აძლევენ: არ არის პრობლემა თუ ქალწულს არ მოვიყვან ცოლად და ქართული სუფრის ტრადიციები გოიმობააო, ეს მართლაც დასაფიქრებელია ძმებო და ცოდვის ნიაღვარი რომ ინთხევა ტელევიზიებიდან და წალეკვით ემუქრება მართლმადიდებლობას და ჩვენს ეროვნულ ღირსებებს აი ეს არის ტრაგედია...

0   Spam
4 mesximonadire   (29.07.2012 13:14:27) [მასალა]
მაგარი ხალხია ეტყობა უსამართლობას ვერ იტანენ ტა ასე გამოხარავენ პროტესტს. 166 166

+2   Spam
3 grenader21   (29.07.2012 01:01:17) [მასალა]
ჩვენი ოპოზიციაც ხომ არ შეეჭამათ თავის მთავრობიანად მასე მაინც გამოადგებოდნენ ხალხს რამეში თანაც დაპირებებსაც შეასრულებდნენ მშიერების დაპურებაზე/

0   Spam
2 zuraba   (28.07.2012 23:27:09) [მასალა]
გმერტო დაიფარე ეს სამკარო სიგიჯის და სისულელეებისაგან 23 23 23 167

0   Spam
1 გიორგი   (28.07.2012 21:25:47) [მასალა]
სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика