ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ივლისი » 26 » ზესტაფონის "ფერო" - ონკოლოგიური დაავადების კერა    

19:59:48
ზესტაფონის "ფერო" - ონკოლოგიური დაავადების კერა
ზესტაფონის "ფერო" - ონკოლოგიური დაავადების კერა
ზესტაფონის "ფერო" - ონკოლოგიური დაავადების კერაწლების წინ, მაშინ, როცა მსოფლიოში ცივილიზაციას ასეთი სახიფათო საზღვრები არ ჰქონდა შეძენილი, ფრანგმა მეცნიერ-მკვლევარმა კუსტომ გონივრულად აღნიშნა: ადრე ბუნება ემუქრებოდა ადამიანს, ახლა კი ადამიანი ემუქრება ბუნებასო. თუმცა, ცივილიზაცია უფასოდ არ მოდის, ზოგჯერ შესაძლოა, საფასურის გადახდამ სიცოცხლითაც მოგვიწიოს და ამის ნათელი მაგალითია ზესტაფონი!.. არაერთი პუბლიკაციის მიუხედავად, იქ სიტუაცია არ იცვლება. ამასობაში კი რაიონში ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2007 წელს ზესტაფონში ონკოლოგიური დაავადების 942 შემთხვევა აღირიცხა, 2008 წელს - 1023, 2009 წელს - 1067, 2011 წელს კი - 1133. ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული ამ საწარმოსთან. ადგილობრივების თქმით, ლაპარაკია სს "ჯორჯიან მანგანეზზე", რომელიც პროდუქციას აწარმოებს, ყიდის, მოგებას ნახულობს, მაგრამ ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს. 

ნიკოლოზ მჟავანაძე, "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტი:
- ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ამჟამინდელი მფლობელის "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ აპრილში მავნე ნივთიერებები რამდენჯერმე გაიფრქვა ჰაერში, რითაც გარემოსა და მოსახლეობას საფრთხე შეექმნა. 
არადა, გავრცელდა ერთ-ერთი ოპერატორის, შოთა ფერაძის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, როგორ იფრქვევა ქარხნიდან ჰაერში გაურკვეველი ნივთიერება. ქარხანაში გაზგამწმენდი ფილტრები სისტემატურად არ მუშაობს. არადა, შევიტყვეთ, რომ ქარხნის ხელმძღვანელობამ მაროკოდან შემოიტანა მადანი, რომელსაც არა აქვს სერტიფიკატი, ტყვიის შემცველი და მომწამვლელია. როგორც ქარხნის პერსონალი ამბობს, საღამოობით გაზგამწმენდი ითიშება და მავნე ნივთიერებები ჰაერში იფრქვევა.

შოთა ფერაძე, ზესტაფონის მკვიდრი: 
- აპრილიდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევამ სისტემატური ხასიათი მიიღო, ქარხანაში აღარ მუშაობდა სპეციალური ფილტრები. ადგილობივი არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავდნენ, მაგრამ ქარხნის ხელმძღვანელობამ გვთხოვა, გადაგვედო.
არავის ადარდებს, რომ საწარმო გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მუშაობს, უგულებელყოფილია სტანდარტები, არ არის დაყენებული გამწმენდი ფილტრები. როცა ამ საკითხებზე მასალა დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებსა და მთავარ პროკურატურაში გავგზავნეთ, გარემოს დაცვის სამინისტროსგან მოგვივიდა წერილი, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს და სს "ჯორჯიან მანგანეზი" 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. 

მარინა კვესიტაძე, ზესტაფონის მკვიდრი:
- დილაობით მანქანის მინები დანისლულივით არის. ჰაერში სუნი მკვეთრად იგრძნობა. მეცნიერული კვლევის ჩატარება არ არის საჭირო, რომ მიხვდე, რასთან გვაქვს საქმე, ქალაქში კვამლისგან ისეთი ბურუსი დგას, სუნთქვაც კი შეუძლებელია. ქარხანა დაახლოებით 80 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული და მისი ინფრასტრუქტურის გადატანა დასახლებული პუნქტიდან უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ხომ შეიძლება თანამედროვე ფილტრაციის სისტემები დააყენონ? 8 ღუმლიდან ფილტრი მხოლოდ 3-ზე მუშაობს, ისიც არასრული დატვირთვით, ბევრ ელექტროენერგიას ხარჯავსო და უფრთხილდებიან. ბავშვები სად წავიყვანო, არ ვიცი. ონკოლოგიური სავსეა ზესტაფონელებით. ფეროს ქარხანას ბოლო 20 წელია კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. ისიც მესმის, რომ მის დახურვას ვერ მოვითხოვთ, 2000-ზე მეტი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩება და ქალაქი მოკვდება, მაგრამ რაღაც გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს? როდემდე უნდა ვიყოთ ასე, ბარემ დაგვხოცონ და ეგ იქნება. 

ნინო ჩხობაძე, ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები":
- ფეროშენადნობთა ქარხანაში ფილტრების შეცვლა ადრეც შეეძლოთ, მაგრამ ამის გაკეთება მომგებიანი არ არის. ფილტრები ძვირი ღირს, ექსპლუატაციაც ძვირი ჯდება. დენის წყარო სჭირდება ფილტრებს. შესაბამისად, ყველა ქარხანა ცდილობს, არ ჩართოს ფილტრი.

მირიან მესხი, ექიმი-რადიოლგი:
- ჰაერის დაბინძურება ონკოლოგიური დაავადების ერთ-ერთი კერაა. ლაპარაკია ტყვიის შემცველ მადანზე, რომელიც ჰაერში განუსაზღვრელი რაოდენობით იფრქვევა. გერმანიაში ვიღაცამ ტყვიის შემცველი ლითონის ჭურჭელი გაყიდა, რომლის ხშირი მოხმარების გამოც ათეულობით ოჯახი დაავადდა. მის შემომტანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ზესტაფონში ჰაერის დაბინძურება მხოლოდ ამ რაიონის კი არა, მთელი საქართველოს პრობლემაა. ახლახან მსოფლიოს ოთხას ქალაქს შორის თბილისი უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-200 ადგილზე გავიდა. ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ჰაერის დაბინძურება იყო.

მსოფლიოს მეცნიერულ საზოგადოებაში "ცივილიზაციის საფასურისთვის" თავის არიდების ოპტიმალურ ვერსიებს განიხილავენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ცივილიზებულ მსოფლიომდე რომ ბევრი გვიკლია, ამის კიდევ ერთი დასტური ზესტაფონის ქარხანაა...


ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/public/13176-zestafonis-qferoq-onkologiuri-daavadebis-kera.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1751 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика