"რაც მედლები მაქვს, ყველას ერთად მირჩევნია, რომ ბევრი მთAMAამსვლელი მყავს გადარჩენილი, ყველაზე მეტად ის მიხარებს გულს, ადამიანს სიცოცხლეს რომ შევუნარჩუნებ."მიხეილ ხერგიანი
"30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრი კლდეზე მცოცავი მინახავს, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ალპინისტებთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ხერგიანი ყველას სჯობდა."
არმადო და როიტი,
მთამსვლელი, იტალიელი სენატორი
მთამსვლელი, იტალიელი სენატორი
"ის იყო არა მარტო მამაკაცი ყოველივეში, არამედ”თენსინგი (თენსინგ ნორგეი, ევერესტის პირველი დამლაშქვრელი, - ავტ.) ადამიანებს შორის".
ჯონათან ჰანტი

წლების წინ, მაშინ, როცა მსოფლიოში ცივილიზაციას ასეთი სახიფათო საზღვრები არ ჰქონდა შეძენილი, ფრანგმა მეცნიერ-მკვლევარმა კუსტომ გონივრულად აღნიშნა: ადრე ბუნება ემუქრებოდა ადამიანს, ახლა კი ადამიანი ემუქრება ბუნებასო. თუმცა, ცივილიზაცია უფასოდ არ მოდის, ზოგჯერ შესაძლოა, საფასურის გადახდამ სიცოცხლითაც მოგვიწიოს და ამის ნათელი მაგალითია ზესტაფონი!.. არაერთი პუბლიკაციის მიუხედავად, იქ სიტუაცია არ იცვლება. ამასობაში კი რაიონში ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი იზრდება. 
