ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ივლისი » 16 » "ჩინელის მიერ გაუპატიურებული 13 წლის გოგონას ოჯახს სხვა სოფელში გადახვეწა ურჩიეს"    

01:12:39
"ჩინელის მიერ გაუპატიურებული 13 წლის გოგონას ოჯახს სხვა სოფელში გადახვეწა ურჩიეს"
"ჩინელის მიერ გაუპატიურებული 13 წლის გოგონას ოჯახს სხვა სოფელში გადახვეწა ურჩიეს"
ადამიანის უფლებათა დამცველმა გიორგი თევზაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ მოსაკიდელში ჩინელმა მამაკაცმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა. დამნაშავე პასუხისგებაში არ მიუციათ, გოგონას ოჯახი კი სოფლიდან გადაიხვეწა.

გიორგი თევზაძე: - ხარაგაულში აღმაშფოთებელი რამ მოხდა - ჩინელმა მამაკაცმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავე პასუხისგებაში მიეცათ, ხელისუფლებამ გოგონას ოჯახს სხვა სოფელში გადასვლა, გადახვეწა ურჩია. 

- კი მაგრამ, დამნაშავის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა? 
- როგორც ვიცი, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ისიც არ ვიცი, ოჯახმა იჩივლა თუ არა, მაგრამ თუ ისინი მოგვმართავენ, აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს პროკურატურის წინაშე. ამ დანაშაულის მიტევება არ შეიძლება, რა ეროვნებისაც უნდა იყოს დამნაშავე. 

- ბევრი ჩინელია ჩასახლებული ხარაგაულში?
- ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ ბევრი. ასევე, აპირებენ 3000 ჩინელის ჩასახლებას ქუთაისში. არ ვამბობ, რომ მარტო ჩვენ უნდა ვიცხოვროთ საქართველოში, მაგრამ ხვალ-ზეგ ქართული გენოფონდი, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. გარდა ამისა, თუ ასე გაგრძელდა, ეთნიკური დაპირისპირება გარდაუვალია.

- მომხდარის შემდეგ რა განწყობაა ადგილობრივ მოსახლეობაში, ეთნიკური დაპირისპირების ნიშნები ხომ არ შეიმჩნევა?
- ხარაგაულში ქალიშვილებს მშობლები გარეთ ვეღარ უშვებენ და სკოლაშიც თვითონ აცილებენ, ისე არიან შეშინებულები. არ მესმის, რატომ არ რეაგირებს ასეთ ფაქტებზე ხელისუფლება, რატომ ხუჭავს თვალს და არ აძლევს პასუხისგებაში უცხოელ მოქალაქეებს?! რატომ ხდება უცხოელთა უფლებების დაცვა ქართველთა უფლებების დარღვევის ხარჯზე?!

უკვე არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას, მაგრამ საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია. თუ სახელმწიფო გვაქვს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა დავიცვათ. ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ და ეს ბოროტად არავინ უნდა გამოიყენოს. დროა, შეწყდეს უცხოელების ჩამოსახლება და ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროება! ჩვენ ხელისუფლებას მოვთხოვეთ რეაგირება არა მხოლოდ გაუპატიურების ფაქტზე, არამედ აჭარაში თურქების მიერ ქართველების შევიწროებაზეც. გასათვალისწინებელია ქუთაისის პრობლემაც - ქუთათურები ეწინააღმდეგებიან ავტოქარხნის ტერიტორიაზე 3000 ჩინელის ჩამოსახლებას. მათი დასახლების პროცესი უკვე დაწყებულია - დასრულდა ჩინელებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში, ქუთაისში ეთნიკური დაპირისპირების კერაც გაჩნდეს. ქალაქს იმავე საფრთხის წინაშე აყენებენ თურქეთიდან დევნილი არალეგალი ქურთები (რომელთა რიცხვმა 1000-ს მიაღწია) და რამდენიმე ასეული ინდოელიც. ეს ნიშნავს ქართველების დისკრიმინაციას საკუთარ სამშობლოში. ნუთუ არ უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებაც, შეეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?!

ნანა ფიცხელაური


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/56969-qchinelis-mier-gaupatiurebuli-13-tslis-gogonas-ojakhs-skhva-sofelshi-gadakhvetsa-urchiesq.html#ixzz20ix2ClnU


წყარო
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3916 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 1.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 481 2 »
+1   Spam
48 gigilo   (22.07.2012 18:54:37) [მასალა]
აღარ ვიცი რა ვუწოდო ამ ყველაფერს, ეს უკვე მეტისმეტია, ქვეყნის ხელისუფლება თავისი ერისა და ხალხის ინტერესებს უნდა იცავდეს და ემსახურებოდეს მათ, ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით ხდება, რასისტი არც მე ვარ მაგრამ ამ ამბავმა ისე იმოქმედა ჩემზე რომ მზად ვარ ჩემი ხელით დავახრჩო ის ჩინელი

0   Spam
43 ENUQICHI   (19.07.2012 16:57:42) [მასალა]
ზურა იმდროინდელი უარყოფითობები გამოწვეული იყო ყველა ფაქტორით, ეხლა განვითარება ჩვენს ქვეყანასიც შემოვიდა, მსოფლიო იცვლება და ადრე თუ გვიან ჩვენც შეგვეხებოდა ისედაც..ნუ რევოლუციამ დააჩქარა და ესთავისთავად მოხდა რაც დღეს არის, ვიღას ცალია სალოთაოდ და ბირჟაზე დასადგომად ამდენი უაზრო დროის ტყუილა გასაფლანგად. ეხლა ინტერესია უფრო მეტი და შენ რა დროც გახსოვს მაშინ უინტერესო იყო ხალხის უმეტესობა..მე ვამბობ ცოტა უფრო ადრეულ პერიოდს, რომლის ცოტას მოვესწარი მე..მოკლედ ჩვენ უნდა მოვძებნოდ ფორმა რომლითაც შევჯერდებით და ბოლო-ბოლო გვინდა თუ არა ეკლესია მართავდეს სულიერად ხალხს? მთელს იტალიას მართავს რმის პაპი და არა მარტო ვატიკანს, ეს კიარა მთელს მსოფლიოს თუ მასონები მართლა ასეთი ძლიერები არიან:)) ამიტომ გადავხედოთ მუსლიმანურ სახელმწიფოებს, რელიგიური დოგმა თუ შეხედულება თუ არ გაუშვებს კანონს ის ვერც ინიცირებული იქნება და ვერც მიღებული! ჩვენ თუ არ გვინდა სახელმწიფო რელიგია იყოს მართლმადიდებლობა, მაშინ იყოს მისი უზენაესობა და ეკლესიას მიკუთვნებულ საკითხებში მაინც გაითვალისწინონ! აზერბაიჯანში კაზინო კიარა მინი პოკერ-კლუბებიც კი არაა, არც ტოტალიზატორი! რა გგონიათ ნურსურთანი არ დარბის ქალებში და არ არღვევს ყურანს? რამაზანი და რამადანი ერთი ფეხები იქნება მთავრობისთვის..მაგრამ რელიგიას და ხალხს ვერ ახტებიან თუარა ბაქოში ვინც იყო იტყვის რა ქალაქია და ინფრასტრუქტურა კიდე დამატებით რო შევიდეს მთელი ქვეყანა უმდიდრესი გახდება, ტურისტების ნაკადი არ შეწყდება, მაგრამ ამას მოყვება მათი დინჯი, უხმაურო სიცოცხლის ხელის შეშლა, ათასი გარყვნილების შესვლა და ქუჩებში ეს დინჯი ხალხი ვერ იგრძნობენ კარგად და დაფასებულად თავს. ახლაც წვეტიანი ტუFლებით და კოსტუმის შარვლებით დადის უმეტესობა, ულვაშები აუცილებლად და დაფასებული სალამი..რამოდენიმე თვის უკან ვიყავი მეორედ და ისევ ისეთები არიან. ჩვენ ასეთები ვართ და რამდენ რამეზე დაგვიხუჭია თვალი ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. როგორც ჩოხოსანი და ეკლესიის მრევლი ჩემთვის სირცხვილია რაღაცეებზე აქ ამდენი საუბარი მითუმეტეს ერთხელ ნათქვამია უკვე

0   Spam
44 ზურა333   (19.07.2012 18:09:26) [მასალა]
რატომ გონია ზოგიერთს, რომ რაც კარგი მოხდა ჩვენს ქვეყანაში – თავისთავად დრომ მოიტანა და ადრე თუ გვიან მაინც იქნებოდა. შენ თუ გახსოვს წყალტუბოს რა ეძახდნენ? პატარა კოლუმბიას, ნარკოვაჭრობის ბუდე იყო წყალტუბოში, განარკომანებული იყო დიდი და პატარა, ბავშვებს და ქალებს წამალს აყიდინებდნენ, პრესტიჟულიც კი იყო წამლის კაიფში ყოფნა. ქუთაისი ქურდების მექა რომ იყო, ბევრს შეიძლება გული წყდება, რომ აღარ არის, მაგრამ მე ასეთი ქუთაისი უფრო მომწონს. ეს დიდი ბრძოლით იქნა მიღწეული და მარტო ამიტომ ვაფასებ ჩვენს მთავრობას, სხვა უამრავ მიღწევებზე რომ არაფერი ვთქვა.
საქართველოში ხალხს სულიერად ეკლესია მართავს ისევ, 70 წლიანი კომუნისტური პაუზის შემდეგ და ამას საბედნიეროდ მიღწევა არ სჭირდება, შენ მუსლიმანური რელიგიური ფუნდამენტალიზმი თუ მოგწონს და მზგავსი გინდა ჩვენთანაც ეგ სხვა ამბავია, საქართველოს მზგავსი წყობა ნამდვილად არ გამოადგება, მასე პროგრესზე ზედმეტია ლპარაკი. ჩემი აზრით სწორი გზა გვაქვს არჩეული და უნდა მივყვეთ ამ გზას, არ დავივიწყოთ ენა, მამული, სარწმუნოება და ყველაფერი კარგად იქნება.

0   Spam
47 ENUQICHI   (19.07.2012 21:29:40) [მასალა]
მაგალითად მოგიყევით ხალხის ნება რას ნიშნავსთქო აზერბაიჯანის მაგალითზე, თუარა წყობა და კანონები დამიჯერე ვიცი რა ჯობია და რა არა..ის რომ წამალი არ იყიდება ქუჩებში ესეც ჩვენი და თანამედროვე მსოფლიოს ნება იყო, სახელმწიფო ყიდის ყოვეკლთვის წამალს როცა ასეთი მარტივად გასაკონტროლებელი ქვეყანაა ვგულისხმობ პატარა სახელმწიფოს! რეიტინგებში რაზეც ვიწონებთ თავს არის: კორუფციის დაბალი მაჩვენებელი, განვითარების სწრაფი ტემპი და რეგიონში მართლაც პირველები ვართ, დანაშაულის მნიშვნელოვნად შემცირება, მოქნილი სახელმწიფო სტრუქტურები და უმნიშვნელო მსოფლიოსთვის კიდე რაღაც მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამე-რუმეები..რომ არა ინფრასტრუქტურაში დახარჯული მილიონები, რომ არა რეკლამა (სხვადასხვა კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავებით)საიდან მოიწონებს ლეგიტიმური მთავრობა ამერიკასთან და ევროპასთან თავს. აი ნახეთ მობრძანდით თუარ კეთდება და შენდება ბატონო ქალაქები. მე მადლობა ქუთაისში რაც კეთდება მაგრამ ეს არ არის რაღაც საოცრება, ეს ისევ ჩვენი ფულით და მაგათ სასიარულოდ კეთდება, კი ბატონო ფულიც უნდა იშოვონ მაგრამ კლანს როცა შექმნიან ისევ ის კლანი აღარ გაუშვებს უკვე თავიანთი ქონების შესანარჩუნებლად და ამას ქვეყანა ეწირება, თუარა პრეზიდენტს ფული უნდა ქონდეს აბა არ უნდა ქონდეს?! რომელი კერძო ბენზინ გასამართი სადგური იცით? მე თითზე დასათვლელი და თუ ღირს ვისოლზე და სხვა მაგათ კალონკებზე ვთქვათ 2 და 10 თეთრი რეგულარი, კერძო ვისაც დაუტოვეს უნდა ღირდეს იგივე ხარისხის ორი თეთრით მეტი 2,12! კორუფცია არ არის გზაში გაი როარ გვაჩერებს და მართლა რამე რო გვჭირდება უცებ ხდება ერთი ფანჯრის პრინციპით და უპრობლემოდ, თუარა ელიტალური კორუფცია არის! არც ამაზე არაა ბაზარი აწი საქმე აკეთონ და დასაქმდეს ხალხი, რაც იშოვენ იშოვენ ოღონდ ნელ-ნელა გადანაწილდეს და ხალხისთვის დაიწყოს რეალური ზზრუნვა როგორც სულიერად ასევე ფინანსურად! ვერ ვხედავ სხვა პოლიტიკურ ფიგურას ვისაც მიშაზე მეტი პოტენციალი გააჩნია და უნდა გავაკეთებინოთ რადგანაც ჩვენ უხდით ფულს და გვყავს დაქირავებული 5 წლის ვადით. თუ ეს გაინტერესებდა ჩემი აზრი კი იციან ისედაც შესაბამისმა სამსახურებმაც და აგერ თქვენც იცოდეთ 069

0   Spam
38 bendeksi   (19.07.2012 00:45:13) [მასალა]
შენ რაღა იცი რომ სიცრუე იყო? 069 069
ასე ამტკიცებს მეცნიერთა 80%... ახლა იმ კვლევებს ნუ დამადებინებ კაცურად...

0   Spam
37 ENUQICHI   (19.07.2012 00:38:31) [მასალა]
მარსი ადმინისტრაცია რა შუაშია რამდენი საპატიო წევრები გვყავს და ასეთი სიტყვები მარტო ამ ხალხის გამო არ ღირს, მითუმეტეს ამდენი ხანია აქ ხარ ამ საიტზე, მერე კიდევ ბევრი შემოდის სტუმარი და იმათაც უნდა ვცეთ პატივი, ჩმეი თხოვნაა ჩააასწორო ტექსტი და ამოიღოთ შენც და რაზგააამაც გინება.
ჩემი აზრი კი იცით და გამოხატული მაქ აქ რა სიმკაცრეცაა საჭირო, მაგრამ გინებით ვერაფერს მნივაღწევთ. ჩვენ ინტერნეტში ბავშვ ბიჭებს უნდა აუხსნათ რომ ეს ასეა და ამიტომ და ამიტომ უნდა იყოს ასე და არა ისე როგორც უნდათ ან არის უკვე რამდენი რამე. ადრე უბანში როცა ხალხი იდგა და მართლა ქუჩის აკადებია არსებობდა, იქ მიდიოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პატარები უსმენდა ხალხს..ზოგი სამსახურიდან მოსული იყო, ზოგიც საზღვარგარეთიდან ჩამოსული, ზოგი სოლიდან და ზოგიც ქალაქიდან..საღამოს სხვადასხვა თამაშებით და ცოტა პურმარილით იკრიბებოდნენ სადაც შეძლებდი მსოფლიო ამბების მოსმენას. კიდევ იდგნენ ხალხი არ დავკონკრეტდები...ახლა ახალგაზრდებმა სად მოისმინონ დისკოტეკაზე? სკოლაში მანდატურიდან? თუ სად? თუ ვიცით რომ ყველა აქ შემოდის და ინტერნეტია ჩვენც ვიზრუნოთ ახალგაზრდების სწორ განვითარებაზე და ასე მაინც მივაწვდინოთ ხმა, სხვანაირად არ გამოდის

0   Spam
39 ზურა333   (19.07.2012 01:45:56) [მასალა]
ბირჟები ახლაც არის ენუქიჩ, ფასიანი ქაღალდების 069 ჩემს ქუჩაზე ახლაც არის ბირჟა, მაგრამ ძალიან განსხვავდება ძველი ბირჟისგნ. მაშინდელ ბირჟებს დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი ქონდა - გაუთავებელი სმა და თამაში,თავპირის მტვრევა, პლანის წევა, წამლის კეთება და ქურდული მენტალიტეტის ფესვების გადგმა. ზრდილობა, ეთიკა და კულტურა ძირითადათ ოჯახში და სკოლაში უნდა ისწავლოს ბავშვმა.

0   Spam
36 marsi   (19.07.2012 00:16:25) [მასალა]
კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს ვუხდი ადმინისტრაციას მაგრამ ამ ფაქტმა ძაან განმარისხა

0   Spam
35 giiiivi   (18.07.2012 22:49:19) [მასალა]
აქ არ იგინებიან და გაითვალისწინე

+1   Spam
34 ENUQICHI   (18.07.2012 08:28:02) [მასალა]
ერთი ვიცი რომ ყველას ერთი გვტკივა მაინც, როცა შევიკრიბებით სრულიად ბაზიერი მაშინ სანამ ტრაპეზს მოგვართმევენ და სიგარეტს ვეწევით რესტორნის ეზოში იქ განვიხილოთ ეს ამბები სხვა თემებთან ერთად, ყველას აზრი ვიცით და ერთი და იგივეს დავწერთ აწი ასე მგონია 23_30_126

+1   Spam
32 nugomonadire   (17.07.2012 23:13:29) [მასალა]
დიდგორზე დავით აღმაშენებლის ერთგული ყივჩაღები იბრძოდნენ და არა გეები და ჩინელები... 23

0   Spam
41 nugomonadire   (19.07.2012 10:19:58) [მასალა]
ხო ყივჩაღების ნაცვლად _ ჩინელები და თურქები კი დავასახლეთ შვილო და ბიზნესები გააჩაღეს საქართველოში, მაგალითად ბორდელები ააშენეს აჭარაში, ესენი იბრძოლებენ საქართველოსთვის? ეგ კიარადა დაწყებით კლასებში თურქები ბავშვებს ასწავლიან ბათუმი ჩვენი ტერიტორიააო.

0   Spam
25 bendeksi   (17.07.2012 21:37:48) [მასალა]
ახლა არ მითხრათ, რომ გეების პარადით და ჩინური დიასპორის გამო იკარგება ქართული სახეო... დიდგორის ველზე 30% ჩვენ მხარეს უცხო ერი იბრძოდა, მაგრამ ამას ქართველობა არ შეულახავს... მაკედონელიც გეი იყო, მაგრამ მაკედონიის სიკაშკაშე დღესაც მთელ მსოფლიოს სჭრის თვალს... ქართველობა მარტო ტრაბახი და სმაში გარჯა არაა... ქართველობა ძარღვებში მიედინება... დავძაბუნდით და გადაგვარების გზაზე თუ შევდექეით, ამაში არც მიშაა დამნაშავე არც პეტრე არც პავლე, ამაში ყველა ის ინდივიდია დამნაშავე, რომელსაც ქვეყნის გადაგვარებისთვის წვრილ წვრილი წილი შეაქვს... და რომელსაც მთლიანობაში ჰქვია ქართველობა... დიახ ჩვენ ვართ დამნაშავე...

0   Spam
26 ENUQICHI   (17.07.2012 21:56:50) [მასალა]
ბენდექსა ერთი ორი შემთხვევით არ იკარგება მართალია ქართველობა, მაგრამ თუ ამაზე ხმასა რ ამოვიღებთ და ჩვენ სიმაღლეზე არ დავდგებით მერე უკვე სსსაქმე ცუდად იქნება! თბილისის კლუბებში გეი მოძრაობებია, ბიჭები ერთმანეთში ზასაობს, ქალი კაცს ემსგავსება ნელ-ნელა და კაცი ქალზე ცრდილობს დამსგავსებას! ცისფერები სულ იყვნენ მაგრამ სად ჩანდა, ახლა იქეთ ეხება ჩემს როგორც ნორმალურის უფლებებს და ამაზე კანონითაც შეიძლება ლაპარაკი ძალიან ჩვეულებრივად. რას გვიხსნი რაგინდა რა არ მოგწონს ჩვენს მსჯელობაში ეს გვითხარი ახლა შენ..გამორიცხე ძალადობა და ვინ გვაომებს ჯერ რაც არ უნდა გვინდოდეს, ცვენ ვიტყვით ასე გვინდა ქართველ ერს და თუ გვინდა და თუ ბევრი ვართ ასეც იქნება, სხვა არც შეგვიძლია. ქუთაისშიც დაიწყეს პეძიკებმა სიარული მარა კი ვართ წყნარად არ გამიგია ვინმე ეცემოთ, უბრალოდ ჩემსავით როცა მინდა და სადაც მინდა ისე ვერ დადიან..

+1   Spam
24 ზურა333   (17.07.2012 21:37:00) [მასალა]
მეც არ მგონია ეს ამბავი მართალი, ასე რომ იყოს ამას სოფლის და რაიონის მხრიდან სერიოზული ხმაური მოყვებოდა.
რაც შეეხება ქართველების რჯულის შეცვლას, ეს გამორიცხულია, ნამდვილი ქართველი არასოდეს უარყოფს მართლმადიდებლობას, გადახედეთ ვინ გახდა იაღოველი ან ბაპტისტი, ნორმალური არავინ. დღეს ქართველი ერი როგორც არასდროს ისეა შემობრუნებული ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოებისაკენ, ძალიან ბევრი ეკლესია აშენდა და შენდება.
უამრავი რჯულის ხალხი გვეხვეოდა ქართველებს, საუკუნეები ვყავდით მონობაში, მაგრამ ქართველობა არ დაგვიკარგავს. ვერც ახლა დაგვაკლებენ ვერაფერს, მთავარია ჩვენ ვიდგეთ ჩვენს სიმაღლეზე.

0   Spam
22 bendeksi   (17.07.2012 21:32:24) [მასალა]
მიმიფურთხებია მუშტიკრივით და ძალადობით მოგვარებული პრობლემისთვის.... როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება... ან უნდა იომო, ან დიპლომატიურად მოგვარდეს... ასე კანტიკუნტად სირცხვილია მათი ზრახვა... ჩინეთი თანაც ხელწამოსაკრავი ქვეყანა და კულტურის მქონე არაა... ჩვენზე დიდი ისტორიაც აქვთ და ჩვენზე დიდი კულტურაც... ჩვენზე განვითარებულებიც არიან და ჩვენზე ტრადიციულებიც...
ახლა ვინმემ არ გამიგოს, რომ მათ ვემხრობი და მათი დიასპორების მომხრე ვარ... მე უბრალოდ არ ვემხრობი უაზრო ლანძღვა გინებას...
იტალიაში გამარჯობაო რომ დაიძახო, გაუმარჯოსო ქართულად მოგაძახებენ... ასევე საბერძნეთში, კვიპროსში საერთოდ ქართული რესტორნებია... ესპანეთსა და საფრანგეთში... ჩვენ თუ სხვა ერს ასე დავჩაგრავთ, იმ ხალხსაც დაგვიჩაგრავენ... ისე არაა როგორც ვიღაცას მოეპრიანება და წამოისვრის.... ისეა და ისე უნდა იყოს, როგორც სიმართლეს სურს, როგორც ეთიკა და მორალი მოითხოვს... როგორც ისეთ ერს შეჰფერის როგორიც ქართველობაა... ჯერ იმას მივხედოთ, ქართველი რომ ქართველობას კარგავს და შემდეგ მსოფლიო პრობლემები განვიხილოთ...

0   Spam
21 bendeksi   (17.07.2012 21:18:37) [მასალა]
ძალადობაზე საუბრობთ თქვენ უკვე მეგობრებო, ეს კი ყოვლად მიღებელია ჩემთვის... ფართო მაშტაბიანი ძალადობა... მუშტი კრივი თქვენ პრობლემის გადაჭრა გგონიათ? საოცარია პირდაპირ... ძველად იყო სხვა დრო წინაპრები, რომ ფარხმალს იღებდნენ და იბრძოდნენ... ახლა ხმალი და მკვლელობები ვერ გამოგვადგება, ისევ ჩვენი თავის საზიანო იქნება და მიტომ... ვერასოდეს ვერ ვიტანდი ამ რასისტულ შეხედულებებს და ვერც რასისტებს... არასოდეს არ ვყოფილვართ მოძალადე ერი და არც ვიქნებით...
არც იმას ვამართლებ, რომ ეშინია იმ ერთ საცოდავ, დაუცველ ოჯახს გამოსვლა გარეთ და არც გეი პარადის გალახვას.... რატომ კაცო, იმ საცოდავ ჩინელს გული არ უცემს მკერდში? თუ მის ძარღვებში სისხლი არ მოძრაობს? ვისაც ემიგრანტი ყავს ოჯახის წევრი ის მიხვდება ჩემ სიტყვებს... სულ იოტისოდენა დაფიქრება უნდა და მიხვდება ადამიანი... ერთი იმდენი რაც საქართველოში ქართველი ვართ, საზღვრებს გარეთ არის... მაშ იმათაც ასე უნდა მოექცნენ? ეს ძალადობაა!!! დაუცველ, გადახვეწილ ხალხს, რომელებიც ლუკმა პურს თავისი შრომით შოულობენ უნდა წაართვა, აგინო და სცემო? ესაა ვაჟკაცობა? ეს დაგვიტოვეს წინაპრებმა? ამას გვასწავლის ქრისტიანობა? არა!!!

0   Spam
23 ENUQICHI   (17.07.2012 21:33:58) [მასალა]
არასწორად გებულობ ჩემს ფოსტებს ან რომელიმესას? chuuuu ერთი ამ კაცს ეწერა რაღაც ისეთი მკაცრი და დანარჩენმა როგორ ჩამოვაყალიბეთ რატო მიიღე ძალადობად,? საზღვარგარეთ 30% არის მუშა პერსონალი, რომელიც ხელსი გულზე ყავთ, დანარჩენი ვიპარავთ, ვინც მუშაობს ისენი უშვებენ სახლებში სხვებს და აპარინებენ, იცი რა სახეს კერავენ ქართველი ხარო რო გაიგებენ ავსტრიაში და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში? იქ გამკაცრებულია კანონი და ერთ გოჯ მიწას არ მოგყიდიან! ვიზას სამუშაოს ძლივს იღებს ემიგრანტი! ეს არალეგალურად ვართ უმეტესობა იქ, მთელი ქუთაისი ევროპაშია კატრგად ვიცი რაც ხდება და იქაური ხალხი ჩვენზე უარესს იძახის მართლა შეწუხებული რო გვყავს! მიწის საკუთრების შესახებ კანონები მთელს ევროპაში მკაცრია! ასევე ემიგრანტებზე იმდენი შეზღუდვააა, აქ ჩვენთან არავითარი! აი ამაშია საქმე თუარა ავტომატს მოვკიდოთ ხელითქო მაგას ვინ იძახის?! ჩვენ ვაფიქსირებთ სიმართლეს და მოგიწოდებთ სუყველას ვინც ასაკით პატარაა და არ იცის ან არ სმენია იმდენი რომ ეს მოთხოვნა არის სრულიად ნორმალური და არაფერი რასისტული ამაში არ არის! დემოკრატიიიის შუქურა ქვეყნებშია ასე და ეს რო რასისტობა ყოფილიყო ვის ექნებოდა ასეთი კანონმდებლობა?ჩვენ არ უნდა გავყიდოთ მიწები სხვა ქვეყნის მოქალაქეეებზე და არ მოვახდინოთ მაშტაბური დასახლებები ისედაც პატარა მიწაზე

0   Spam
27 bendeksi   (17.07.2012 21:59:58) [მასალა]
ძალადობაცაა აქ პოსტებში თუ კარგად გადახედავ... და საერთოდ ზოგადად არის ასეთი დამოკიდებულება... გარეთ გახვალ და ზიზღს აფრქვევს საზოგადოება ამ ზანგების და ჩინელების მიმართ... აი მაგასვამბობ მე ზუსტად...

რათა მარტო მაგ კაი კაცი ენუქიჩ? აგერ ჩემი ძმა ფშაველო ამბობდა ძალადობააზე, აგერ პირველ პოსტებში ზიზღია და მთლიანობაში გამოდის ძალადობრივი დამოკიდებულება...

0   Spam
28 bendeksi   (17.07.2012 22:04:13) [მასალა]
ეჰ ნეტა ყველა ჩემნაირად სწორად იგებდეს დაწერილებს 069 :069: 069
სად ნახე, რომ არასწორად გევიგე რამე?

+1   Spam
31 nugomonadire   (17.07.2012 23:05:52) [მასალა]
შვილო ძველად ქართველი ფარხმალს რომ აიღებდა, იცოდა კონკრეტულად ვინ იყო მისი მტერი. დღეს კიდევ ვინ არის შენი მტერი და ვინ მოყვარე ძნელი გასარჩევია. ამერიკა თუ გვეხმარება მას რაღაც უნდა და თავისი ინტერესები ამოძრავებს, ეს ინტერესები უმეტესად ანტიქართულია და ანტიმართლმადიდებლური. რუსეთი თუ გვებრძვის მასაც თავისი იმპერიული და შოვინისტური ინტერესები გააჩნია საქართველოზე. ამიტომ უნდა გააკეთოს ქართველმა კაცმა არჩევანი რა გზას დაადგეს. ღმერთი დაგვეხმარება და ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ნერვიულობთ... 39

-1   Spam
33 fshavelo   (18.07.2012 02:51:00) [მასალა]
წყალწაღებულის ამბავი ალბათ თქვენ ჩემზე უკეთ გეცოდინებათ მამაო! ღმერთი მხოლოდ გამრჯე და მოწადინებულ ხალხს ეხმარება და არა ჩვენსავით მხოლოდ უფლის იმედზე მყოფთ!

+1   Spam
40 nugomonadire   (19.07.2012 10:08:21) [მასალა]
შენი აზრით შვილო უფლის იმედზე ვინც არის წყალწაღებულები ჰქვია მათ? ან იმედი რატომ გაქვთ ასე გადაწურული პირტიტველა ბავშვებს. რა გინახიათ ცხოვრებაში ისეთი რაც სასოწარკვეთის უფლებას გაძლევთ. ამაზე მეტ განსაცდელში ყოფილა ჩვენი ქვეყანა და არ გადავშენებულვართ. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი დალაგდება ღვთის წყალობით.

-1   Spam
42 fshavelo   (19.07.2012 13:33:07) [მასალა]
მამაო, მე არ მითქვმას რომ უფლის იმედზე მყოფი წყლაწაღებულია-თქო. უბრალოდ წყალწაღებულის ამბავი ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, ხავსს რომ ეჭიდებოდა და უფალს შველას სთხოვდათქო, და ხელი გაანძრიე და გეშველებაო რომ უთხრა უფალმა, ასე არის ჩვენი ამბავიც-თქო, მხოლოდ უფლის იმედზე ყოფნა გვინდა და ხელის განძრევა არათქო!
და დღეს ფრო ჭკვიანები გვებრძვიან უფრო ჭკვიანურად და უფრო დახვეწილი მეთოდებით, ასე რომ ამაზე მეტი განსაცდელი მე მგონი რომ ჯერ არ უნახავს საქართველოს!

0   Spam
18 chuuuu   (17.07.2012 19:36:41) [მასალა]
ქუთაისში ჩამოასახლონ ჩამოასახლონ და უკან დაბრუნება სანატრელი ექნებათ .... გადამრია ამ ხალხმა წყალტუბოში ერტი ცინელის ოჯახია და ღამე გარეტ გამოსვლა ეშინიატ .......................... ვერ ვიტან მაგ ხალხს რასისტი კიარა ვისაც რაუნდა ის დაარქვას მეზიზგება მა წვრილტვალება ვითხებიი 25 25 25 25

0   Spam
20 ENUQICHI   (17.07.2012 20:58:44) [მასალა]
რასისტობა არაა ჩვენი მოთხოვნა, ჩვენ გვინდა შევინარჩუნოდ ის რისთვისაც ჩვენი პაპები იბრძოდნენ და ეწირებოდნენ თავიანთი სიხლით! ოფლით მოგვიტანეს და რის ვაივაგლახით შეინარჩუნეს აქამდე ყველაფერი რაც ასე გვეამაყება და რაც დავკარგეთ და გული შეგვსტკივა! ვინც ამის შენარჩუნება-აღდგენაში ხელს შეგვიშლის სავსებით სამართლიანად მოვითხოვთ აღიკვეთოს ასეთი ქმედება და ამაში გასაკვირიც კი არაფერია, აღარაფერს ვამბობ აზრის მცდარობასთან დაკავშირებით დავაზე! ეს საკითხი გადაწყვეტილია კაი ხნის უკან და ჩვენ გინდა ქართველობა მხოლოდ მართლმადიდებლობით და ეროვნულობით, გვიყვარს სტუმარ-მასპინძელი მაგრამ ვერავის გადავაგვარებინებთ ვერაფერს!

0   Spam
29 ზურა333   (17.07.2012 22:09:21) [მასალა]
ლევან, შენ ჯერ მგლები გაწყვიტე შენს სოფელში და მერე გადადი ჩინელებზე 069

0   Spam
14 DatuNiko   (17.07.2012 13:19:26) [მასალა]
,,-არ ეცნობით მედიას?

- არა იმფორმირებული ხართ!

- ეცნობით მედიას?
- დეზინფორმირებული ხართ"
ჯეფერსონი.

0   Spam
16 bendeksi   (17.07.2012 13:52:03) [მასალა]
ნამდვილად ბატონო დავით...
თუმცა დუმბაძესი არ იყოს, ჯეფერსონმა მაგი აშშ-ში თქვა, სადაც სრულიად დამოუკიდებელი მედია არსებობდა ოდითგანვე და არა საქართველოს პოლიტიზირებული ჟურნალ/გაზეთები/ტელევიზია/...

0   Spam
13 Nikadzia   (17.07.2012 13:06:28) [მასალა]
ხო ქართველები გადახვეწეს და ჩინელი რომელმაც ეგ ქნა იქ ცხოვრობს თავისუფლად? ხალხი არ ცხოვრობ იმ სოფელში კაცები არ ყავსთ რათ უნდა ამას ხელისუფლება დავკოდავდი ეგრევე და ავახვევინებდი იქიდან. თუ ამას ვერ შვრებიან იქაური კაცები მეტის ღირსები არიან. მაგრამ მეეჭვება ვინმეს მოეთმინა ეგ ამბავი თუნდაც ძალითაც რომ დაევალებინათ პოლიციისთვის ხელი არ ახლოთო :) ტყუილია ტყუილი

0   Spam
15 bendeksi   (17.07.2012 13:49:10) [მასალა]
მაგას ვამბობ მეც.... ცოლი რომ ქმარს უღალატებს იმაშიც კი ხელისუფლებას ადანაშაულებენ... ჩვენ ერშია პრობლემა და არა ხელისუფლებაში... ხელისუფლება წარმოადგენს ჩვენს ნებას... რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ავირჩიეთ... უფრო სწორად თქვენ, მე მაში ბავშვი ვიყავი... როგორ შეიძლება 3 არჩევანიდან არცერთი არ მოგწონდეს და ყველას გადაგდება ვითხოვოთ... იქნებ პრობლემა ჩვენშია, ამას არ ვუკვირდებით... ახალგაზრდები გალოთდნენ, გაირყვნენ ამაშიც ხელისუფლებაა დამნაშავეო...

0   Spam
19 nugomonadire   (17.07.2012 19:39:30) [მასალა]
ხალხის არჩეული ხელისუფლება ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ხალხი კიდევ ამ შემთხვევაში ქართველი ერია, უძველესი მართლმადიდებელი ქრისტიანი ერი. ყველაფერი რაც შეარყევს ეკლესიის საძირკველს შეარყევს და გაანადგურებს ქართველ ერს. ხელისუფლების დიდ შეცდომად ვთვლი მე რელიგიური თანასწორუფლებიანობის კანონის დამტკიცებას ჩვენს ქვეყანაში...

0   Spam
30 ზურა333   (17.07.2012 22:24:29) [მასალა]
მამაო, მე როგორც ვიცი მაგ კანონის მიღება არც მთავრობას ეხატება გულზე, მაგრამ ევროპამ თავის ოჯახში რომ მიგვიღოს ამისათვის უწევთ გარკვეულ დათმობებზე წასვლა.

0   Spam
45 nugomonadire   (19.07.2012 20:19:24) [მასალა]
თუ ეშმაკთან გარიგებას გვთავაზობს მავანი და ჩვენი ქრისტიანული ფესვების ამოთხრის ხარჯზე უნდა გვცნოს თავისი ოჯახის წევრად, გვჭირდება ზურა ასეთი ევროსაბჭო?

0   Spam
46 ზურა333   (19.07.2012 21:00:15) [მასალა]
ორი არჩევანი მოგვცა ისტორიამ, ან განვითარებული და ცივილიზებული ევროპა ან კორუმპირებული და კრიმინალური რუსეთი, მარტო გაგვიჭირდება ყოფნა. მე მჯერა იმისი რომ, რომ რანაირი კანონიც არ უნდა იყოს რელიგიის შესახებ, ქართველი ხალხი მართლმადიდებლობას არაფერში გაცვლის.

1-15 16-26
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 22
    სტუმარი: 22
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика