
როგორც მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები პირად საუბრებში ამბობენ, თევზის დახოცვა ტბაში, სავარაუდოდ, გოგირდის წყლის გაჟონვამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ლისის ტბიდან რამდენიმე მეტრში გოგირდის აბანო მდებარეობდა, თუმცა სარემონტო სამუშაოების დროს გოგირდის წყალი გადაკეტეს, რის შემდეგაც წყალმა ტბაში გაჟონა და თევზის მასობრივი გამორიყვა და დახოცვა, შესაძლოა, ამას გამოეწვია.

ლისის ტბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი, პირად საუბრებში ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მეთევზეები "კარასის" ჯიშის თევზს იჭერენ და შემდეგ ნაპირზე ყრიან.

ლისის ტბის ტერიტორიაზე ამ დროისთვის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.