ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ივნისი » 29 » "ქუთაისში 3000 ჩინელის ჩასახლება იგეგმება"    

20:55:15
"ქუთაისში 3000 ჩინელის ჩასახლება იგეგმება"


ქუთაისში 3000 ჩინელის ჩასახლება იგეგმება და მათთვის ავტოქარხნის ტერიტორიაზე სპეციალური საცხოვრებელი ფართი შენდება. ამის შესახებ "რეზონანსს" პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონალური განვითარების უფროსმა გოგი წულაიამ უამბო.

ასევე, ამავე ტერიტორიაზე შენდება ჩინური სავაჭრო ცენტრი. როგორც წულაია ამბობს, რაც ხდება, ძალიან სახიფათოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და თუ გავითვალისწინებთ ქართველებისა და ჩინელების გამრავლების კოეფიციენტს, ქუთაისი რამდენიმე წელიწადში შეიძლება ჩინეთს დაემსგავსოს.

გოგი წულაია:

"მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ქუთაისში 3000 ჩინელის ჩასახლებას აპირებენ. კერძოდ, ავტოქარხნის ტერიტორიაზე შენდება საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც 3000 ადამიანზეა გათვლილი.

ასევე ვიცი, რომ ამავე ტერიტორიაზე აშენებენ უზარმაზარ ჩინურ სამრეწველო ბაზარს. ის სიდიდით ქუთაისის ყველა სამრეწველო დაწესებულებაზე დიდი იქნება, რაც, ბუნებრივია, უდიდეს დარტყმას მიაყენებს სამრეწველო ინდუსტრიაში დასაქმებულ ადგილობრივებს.

იქ მუშაობენ ჩემი ახლობლები და მათგან მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მშენებლობას ჩინელები აფინანსებენ და ბუნებრივია, ჩინელები სხვისთვის არაფერს გააკეთებენ. საცხოვრებელი კომპლექსი გათვლილია 3000 კაცზე, რაც ძალიან დიდი ციფრია.
ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისში ქურთების რაოდენობა 1000-მდე გაიზარდა. ისინი თურქეთიდან გამოაძევეს და ახლა დიდ პრობლემებს უქმნიან ადგილობრივ, ქუთაისელ მოსახლეობას - ყველა მათგანი მათხოვრობით არის დაკავებული, თუმცა იმას, რასაც ისინი აკეთებენ, უფრო ყაჩაღობა ჰქვია.

მოსახლეობაში ძალიან ცუდი განწყობაა - თუ გავითვალისწინებთ ქართველების და ჩინელების გამრავლების კოეფიციენტს, ქუთაისი რამდენიმე წელიწადში შეიძლება ჩინეთს დაემსგავსოს. ეს არ შეიძლება ვინმეს მოეწონოს.

მაქვს ინფორმაცია, რომ ხარაგაულში ჩინელებმა ქართული გვარები მიიღეს. ისინი მთელ დასავლეთ საქართველოში ხე-ტყის პატრონები არიან. დაუნდობლად ანადგურებენ ასწლოვან ხეებს და ამაზე სახელწმიფო თვალს ხუჭავს. მათ არანაირი ჯარიმა და სანქცია არ ეკისრებათ ამის გამო. ანალოგიური საქმიანობისთვის ქართველს ძალიან დიდი თანხით აჯარიმებენ. ჩინელები კი ჩეხავენ ჩვენს ხე-ტყეს და ამას არავინ აკონტროლებს".

"რეზონანსი" კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის პრესსამსახურის უფროსს, გია ქობალიანსაც ესაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით.

გია ქობალიანი:

"არ ვიცით, კონკრეტულად რა იგეგმება, მაგრამ ფაქტია, რომ ავტოქარხნის ტერიტორია ჩინელებითაა სავსე. აქ შემოსაზღვრულია გარკვეული ადგილი, გაკეთებულია ჩინური წარწერები და, სავარაუდოდ, იქ ჩინელები ცხოვრობენ".

კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელმა ზაზა მეთაფლიშვილმა კი შემდეგი გვითხრა: "აქ უამრავი ჩინელია, ყოველდღიურად იზრდება მათი რაოდენობა. საღამოს შეიძლება ოთხი შევიდეს და დილით რვა გამოვიდეს, ეს ძალიან დიდი პრობლემაა და, სამწუხაროდ, არავინ არაფერს ამბობს".

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლაც მიმდინარეობს მშენებლობა და ამას ჩინური და ეგვიპტური კომპანიები ახორციელებენ, თუმცა მისი თქმით, მერია არ ფლობს ინფორმაციას იქ ჩინელების ჩასახლების შესახებ.

ქეთი დეისაძე:

"ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას ჩინელების ჩამოსახლების შესახებ. რაც შეეხება ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, ეს არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სამუშაოებს ჩინური და ეგვიპტური კომპანიები ახორციელებენ".

დემოგრაფი ანზორ თოთაძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ თუ 3000 ჩინელი ქუთაისში მართლა ჩაასახლეს, ეს უბედურების გარდა ქართველებს არაფერს მოუტანს.

ანზორ თოთაძე:

"ამის შესახებ ჯერ არ გამიგია და არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ თუ ქუთაისში 3000 ჩინელი ჩაასახლეს, ეს უბედურების გარდა ქართველებს არაფერს მოუტანს. ყოველივე ძალიან ცუდად მენიშნა, რადგანაც შარშან პრეზიდენტმა აღნიშნა-ქუთაისში 500 000-მა ადამიანმა უნდა იცხოვროსო. ამჟამად ამ ქალაქში 194 000 კაცი ცხოვრობს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაზიკასაც ვაშენებთ. ასევე რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა თქვა, რომ ბათუმში 450 000-მა ადამიანმა უნდა იცხოვროს. ჩვენ არ გვაქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ ეს ქალაქები ასე გაიზარდოს მოსახლეობით. სოფლის მოსახლეობა რომ ავყაროთ და ამ ქალაქებში ჩავასახლოთ, მაინც არ იქნება საკმარისი.

ვიცით, თუ როგორი გამრავლების უნარის მქონენი არიან ჩინელები. თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეა, ქართველებმა უნდა გავიღვიძოთ და გამოვიდეთ საღათას ძილიდან".

ხატია ვარდოსანიძე
გაზეთი ”რეზონანსი”

წყაროhttp://www.ambebi.ge/sazogadoeba/56205-qquthaisshi-3000-chinelis-chasakhleba-igegmebaq.html
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1897 | დაამატა: temuri85 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 15
0   Spam
15 zaza123   (31.08.2012 19:25:53) [მასალა]
ჩინელები არ უქმნის ჩვენს ეროვნულობას საფრთხეს?

0   Spam
14 gogita12   (04.07.2012 20:23:10) [მასალა]
რა იყო რა ვალი გვაქ ჩინელების ასეთი.......?
ან რაში აწყობს უცხო ადამიანი თავისი ყავს საზღვარგარეთ ოხრად და საწყლად გაყრილი ამ ცხოვრებას.. ეგენი დააბრუნონ ქუთაიში და გამრავლება მერე ნახე ქუთათურების შენ.... ვინც ვართ ისინიც ძლივს ვღაფავთ სულს და კიდე უცხო ხალხი გვინდაააააააა........... 25 25

0   Spam
11 rezoo   (30.06.2012 21:45:23) [მასალა]
ჩინელებსსსსს 39 :39: 39 :39: 069 :069: 069 :069: :069:xumrobitttt

0   Spam
10 rezoo   (30.06.2012 21:38:29) [მასალა]
ქართული კულტურა გვეკარქება,ტრადიცია ეროვნება ,სარწმუნოება,ადამიანებმა სიყვარული დაკარქეს ერტმანეთში გაგება,საქართველო გაიყიდა მტლიანათ და გამოდის 4 butatino და ჩინელები ჯობია რუსებსოო,

0   Spam
12 butatino   (30.06.2012 22:38:39) [მასალა]
ჯერ ერთი არ გამოვდივარ, მერე მეორე ეგ ქრისტიანი იყო ეკლესიებს რო გვინგრევდა და ახლა რო წაგვართვა მიწები და იქ ჩვენი ფრესკები წასალა ეკლესიებზე, ისტორია კარგად გადაიკითხე მეგობარო ჩვენ არ ვეომებოდით რუსეთს მეგობრობა გვინდოდა და მეგობრულად გვაქცია მონებად, თუ ის გენატრებათ 37 მანეტად გადაფრენა, ქრისტიანი ქრისტიანი არ ვიყვარვათ იმ ერს და უზახე ქრისტიანი რა აქვთ მაგათ ქრისტიანების, რწმენა რო უნდოდათ ჩაეკლათ და პატრიარქები საპყრობილეში ჩაგვიგდეს და ეკლესიები დაგვინგრიეს მაგ ქრისტიანებზე ამბობ?

0   Spam
13 butatino   (30.06.2012 22:47:02) [მასალა]
ქართველებს რაც სეეხება სამწუხაროდ თვითონ გვარდება ქართველი ერი, ვისი ბრალია ზმა ზამას კლავს და საკუტარ დედას იხსენიებს ყოველ წუთში ლამაზად, თუ ესეც ვინმემ დაგვაზალა ჰა? ყველაფრის გადაბრალება გვიყვარს ქართველებს რა, იარეტ ტაზრებსი და ნახეტ ერთი რამდენი ქართველი დგას ყოველ კვირას იქ, ქარტველმა კაცმა კონსტანტინე გამსახურდია არ იცის ვინაა და დავით აღმასენებლის ძეგლზე კრასკებით ხატავს და ჩვენ ხმა როგორ უნდა ამოვიღოთ საერთოდ რამეზე, მე მიყვარს ცემი ქვეყანა და ყველაფერს მირცევნია მაგრამ ის რაც გვჭირს ბევრი რამ ჩვენი ბრალია და ბევრი ჩვენი ქრისთიანი კეთილი ძამიკოს, სული რო ამოგვხადა საუკუნეების მანძილზე

0   Spam
9 rezoo   (30.06.2012 21:33:15) [მასალა]
4 butatino რასაა რომ ამბობ????/ჩინელებში ცვლი რუსებს და ან რას ადარებ აზეხარ???/რუსები ქრისტიანი ხალხია და ჩინელები ურიები არიან,არ გეწყინოს და ეგ მთავრობა ძმაო გუპავს საქართველოსსსსსსსსს

0   Spam
8 gigilo-408   (30.06.2012 19:27:29) [მასალა]
აგვიხდა ნანატრი ოცნება,რაღა გვიჭირს აბაა.
თან სარანჩებივიტ მრავლდებიან და ალბათ ცოტა ხანში ქუთაიში ჩვენზე მეტნი იქნებიან 25 25 23 23

0   Spam
7 doxe   (30.06.2012 17:23:52) [მასალა]
ეს მთავრობა რას აკეთებს ქართველებო გადაშენდით და ჩინელებო გაიხარეთო,მალე ამოისუნთქებს ქართველი ხალხი, ცოტაც მოითმინეთ ქართველებო და ოცნება აგიხდებათ

0   Spam
6 DatuNiko   (30.06.2012 17:01:06) [მასალა]
(:(:(:...!!!

0   Spam
4 butatino   (30.06.2012 09:36:38) [მასალა]
ეგრეც არ შეიძლება ხალხო, ყველა განვიტარებულ ქვეყანაში ატასი ჯიშის ხალხია ჩასახლებული და ცხოვრობს მაგრამ გადაშენებულს ჩვენ უფრო ვგავართ მე მგონი, რუსეთი რო გვჭამდა მაშინ არ ამოუღია რამდენს ხმა კაი იყოო ის პერიოდიო რუსის ნაშასთან გადავფრინდებოდითო და ამ გადაფრენას ნახევარი საქართველო შეეწირა, უცნაურია ქართველი კაცი რა, ეს უტვინო და უკულტურო რუსი უნდოდათ და ჩინელები ვიდზე არ გვევასება რა არ არის ეგრე, გადახედეთ ისტორიას და ვისი კულტურა და ისტორია რამდენს ითვლის ნახეთ, ქუთაისლებს ყველაზე მეტად უნდა გახსოვდეთ ვინ ჩამოასახლა პირველად უცხოური ტომები საქართველოში და თუ მეხსიერება არ მღალატობს საქათველო არასოდეს ყოფილა მასეთი ძლიერი და დიდი როგორც მაგ დროს

0   Spam
5 fshavelo   (30.06.2012 12:25:30) [მასალა]
მერე სად ყივჩაღები და სად ჩინელები?! და სად ის პერიოდი და სად ეს პერიოდი?! არ შეიძლება ეგეთი მიდგომა და ეგრე მსჯელობა! ეს ჩვენს ეროვნულობას უქმნის საფრთხეს...

0   Spam
3 kiro   (30.06.2012 08:40:27) [მასალა]
ამას ქვია ცმებო ქუტაისლებო და სრულიად ქართველებო გადაშენდითო რაც თურქ-სელჩუკებმა და სხვა დამპყრობლებმა ვერ გვიქნეს ამას ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ჩვენივე ხელით გავიღვიცოთ ხალხო თორე მალე ქუთაისელი კაიჭების მაგიერ ეგ ნ............ გვეყოლება---- არა მაპატიეთ ----იქნებიან და მაგენი იკაჩავებენ 15 47d9 . 1000569 1000569 1000569

0   Spam
2 Kaxa   (30.06.2012 03:55:54) [მასალა]
ძალიან ცუდი ფაქტია და ყვეალს გთხოვთ დაფიქრდეთ რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. 47d9 47d9 47d9 47d9

0   Spam
1 temuri85   (29.06.2012 21:04:41) [მასალა]
ისე მრავლდებიან ჩინელები მემგონი მალე მწყერთან ერთად ჩინელებზეც გასცემენ ლიცენზიებს (შავი იუმორი)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 12
    სტუმარი: 12
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика