ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მაისი » 28 » ბრაკონიერებმა რეინჯერი მოკლეს    

20:41:43
ბრაკონიერებმა რეინჯერი მოკლეს
"მხეცებს კბილი არ დაუკარებიათ რეინჯერის ცხედრისთვის"

17 მაისს, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, მდინარე ტეფურის ჭალაში, მარელისის უბნის უფროსი რეინჯერის, მერაბ არევაძის ცხედარი ნახეს. 15 მაისს მერაბი რეინჯერ თამაზ ცისკაძესთან ერთად ლომის მთის მიდამოებში პატრულირებდა. საკონტროლო შემოვლის შემდეგ ცხენებთან ერთად საგუშაგოზე დაბრუნება გადაწყვიტეს, რომ შორს, მთაზე ცხენოსანთა მცირე ჯგუფი შენიშნეს. მერაბ არევაძემ მეწყვილეს ურჩია, ცხენებს მიხედე, მე კი ვნახავ ვინ არიან, თუ დამიღამდა, სოფელ სახვლარში დავრჩები და დილით საგუშაგოზე დავბრუნდებიო. ამის შემდეგ მერაბი არ გამოჩენილა.

ორი დღე და ღამე ამაოდ ეძებდნენ, სოფელ სახვლარშიც მოიკითხეს, თუმცა ამაოდ. იმ ადგილს, სადაც მოგვიანებით იპოვეს ცხედარი, სამჯერ მაინც აუარეს გვერდი, რადგან ვერც კი იეჭვეს, თუ ასე მოშორებით, ტეფურის სანაპიროზე იპოვიდნენ დაკარგულს.
იმის გამო, რომ დაცულ ტერიტორიებზე შინაური პირუტყვის  საძოვრებია, აქ ხშირად შეხვდებით მწყემსებს. კოლეგების ვარაუდით, მერაბმა ცხენოსნები მწყემსებად მიიჩნია, მაგრამ მაინც გადაწყვიტა უცნობები შეემოწმებინა.  
მერაბი ვახანელი იყო, მკვლელობაში ეჭვმიტანილები მეზობელი სოფელ ბაბნების და ქვების მკვიდრნი ყოფილან, როდესაც გაუჩინარებულ რეინჯერს ეძებდნენ მოგვიანებით ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთს (არავინ იცის რატომ გაამხილა) უთქვამს, არასწორი მიმართულებით ეძებთო და ზუსტი მარშრუტი მიუნიშნებია.
50 წლის მერაბ არევაძე ფიზიკურად ღონიერი კაცი ყოფილა. ამიტომაც ექვსი შეიარაღებული მონადირისგან სავარაუდოდ ერთ-ერთმა ჯერ ცხენი დააჯახა, შემდეგ კი სცემეს და გადააგდეს. აღნიშნულ ტერიტორიებზე ირემი ბინადრობს. სავარაუდოდ, ბრაკონიერებიც ირმებზე უკანონოდ მონადირეები უნდა ყოფილიყვნენ.

ივანე კუპრაძე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მარელისის უბნის დაცვის განყოფილების უფროსი: - მერაბის მამაც მეტყევე იყო,  ბუნების სიყვარული, რომ იტყვიან, სისხლში ჰქონდა გამჯდარი. რამდენიმე წლის წინ აბასთუმნის ტყეს ხანძარი რომ მოედო, ერთი გენახათ, რა თავგამოდებით იბრძოდა მის ჩასაქრობად. ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წითელ ნუსხაში შეტანილი ირემი და დათვი ბინადრობენ, აქაურობა დროდადრო ბრაკონიერების სათარეშო ადგილი ხდება. მერაბს შეეძლო  ტყეების ბინადართა გამო სიცოცხლე გაეწირა. გაზაფხულზე ოთხკაციანი ჯგუფი დააკავა. იცით, რა სიყვარულით აგებდა ფოტოხაფანგებს, რომ ადგილობრივი პოპულაციები დაეფიქსირებინა, აღეწერა და დაეთვალა. პატარა ბიჭივით უხაროდა ბოლო წლებში ხარაგაულის ტერიტორიაზე კვლავ რომ გამოჩნდა ირემი. ამ პერიოდში წითელი წიგნიც რომ არ გიკრძალავდეს, დაუშვებელია ირემზე თუ დათვზე ნადირობა, მათ ახალი გაჩენილი ჰყავთ შვილები და მშობლების დახოცვა შვილების შიმშილით სიკვდილის ტოლფასია. რაც საბოლოოდ ანადგურებს რიგ პოპულაციებს. მერაბს მდინარეში დენის აპარატით რომ ვინმე ენახა, აპარატს დაუმტვრევდა.”

ტარიელ ხიჯაკაძე, რომელიც მერაბ არევაძის გვერდით 20 წელი მუშაობდა, ამბობს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს მერაბი ერთი წლის წინაც გადაეყარა. ბრაკონიერები ახალგაზრდები იყვნენ, ამიტომ სთხოვა, არ მინდა რამე დაგიშავოთ, გასცილდით აქაურობას, მაგრამ თუ მეორედ კიდევ წაგაწყდებით, აღარ დაგინდობთო, მეორე შეხვედრა კი ტრაგედიით დასრულდა.

ტარიელ ხიჯაკაძე - მერაბის მკვლელები არაკაცები აღმოჩნდნენ. ერთია, რომ ბრაკონიერობ, მაგრამ კაცის კვლას  არანაირი გამართლება არა აქვს. მერაბს მოხუცი მშობლები, ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა, რომელსაც სამსახური არა აქვს. მერაბი ავადმყოფი ძმის ოჯახსაც ინახავდა. ის ღირსეული და ღვთისნიერი ადამიანი იყო. ეტყობა, ცხოველიც გრძნობდა მის კეთილ და მზრუნველ გულს. ორი დღე-ღამის განმავლობაში კბილი არ დაუკარებიათ მისი სხეულისთვის.

ლევან თაბუნიძე
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი: - მერაბი შიშველი ხელებით, მარტო წავიდა მათთან შესახვედრად. იმდენად მართალი კაცი იყო, ვერ წარმოედგინა, რომ არაკაცებს გადაეყრებოდა. გვჯერა, რომ დამნაშავეები მაქსიმალურად დაისჯებიან. მას სამსახურებრივი, სატაბელო იარაღიც კი არ ჰქონია თან. ესეც მის ღირსებაზე მეტყველებს. იმხელა სიყვარულს ატარებდა, არ ეგონა, თუ იარაღი დასჭირდებოდა ოდესმე.

რეინჯერების განმარტებით, იმის გამო, რომ ბრაკონიერობაზე სასჯელი გამკაცრდა და ეროვნული პარკების თითქმის ყველა პერიმეტრს დაცვა აკონტროლებს, მონადირეების უკონტროლო თარეშმა იკლო, თუმცა, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში წელიწადში 9-10 ფაქტი მაინც ფიქსირდება.

წყარო
კატეგორია: ბრაკონიერობა | ნანახია: 6272 | დაამატა: SNAIPER | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 8
0   Spam
8 avtandil   (28.07.2012 12:04:07) [მასალა]
ყველაზე ცუდი ისაა რომ ამით მაინც არაფერს ესჰველება და მაინც გაგრძელდება არაკაცობა
167 167

0   Spam
7 ekinrot   (23.06.2012 16:18:41) [მასალა]
ჯერ უნდა გააატყაო და მარილი უნდა დაააყარო და ეგრე ტანჯვით უნდა ამოდხეს სული

0   Spam
6 xidasha777   (18.06.2012 12:53:55) [მასალა]
ნაბ..რები!!!

0   Spam
5 giohunt1982   (08.06.2012 16:30:06) [მასალა]
მასეთებზე აფრიკული კანონი უნდა ვრცელდებოდეს. დახვრეტა მაგატი დედაც........

0   Spam
4 lengo88   (29.05.2012 19:23:41) [მასალა]
დასახვრეტია ვინც ეგ გააკეთა, ან ადამიანებს თვალს როგორ უსწორებენ 25 25 25

0   Spam
ძაან სამწუხარო ფაქტია

0   Spam
2 xarata   (29.05.2012 15:25:29) [მასალა]
ასეთი კაცი ვინც გაიმეტა ისინი ცოცხლად დასაწვავები არიან

0   Spam
1 chibati   (29.05.2012 14:48:41) [მასალა]
ნეტა ბევრი იყვეს ასეთი ადამიანი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика