ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მაისი » 10 » უცნაური კუნძულები    

01:12:14
უცნაური კუნძულები

Palm Islands, Dubai

ეს არის ერთ–ერთი უჩვეულო კუნძულთა შორის, რადგან ადამიანის ხელითაა შექმნილი. კუნძული მოთავსებულია დუბაიში, სადაც გადახურული, ხელოვნური სათხილამურო მთები და 160–სართულიანი ცათამბჯენია. პალმ იუმეირა palm jumeirah პალმის ფოთოლის მსგავსი კუნძული შედგება 1 კმ სიგრძის „ტოტებისგან", რომლებიც შემოსაზღვრულია 11კმიანი წრიული ბარიერით. კუნძულის წვეროდან საწყის ნაპირამდე 5 კმ–ია და მთლიანი ფართობი 31 კვ კმ–ია. კუნძული ააგეს სპარსეთის ყურეში ახლომდებარე მთის ქანებითა და 92 მლნ კუბური მეტრი ზღვის ქვიშით. Sheikh Mohammed bin Rashid Al Maktoum –ის თაოსნობით Nakheel–ის მიერ კონსტრუირებულმა კუნძულმა დუბაის 68 კილომეტრიანი სანაპიროს სიგრძე გააორმაგა.

თუმცა ეს კუნძული ერთ–ერთია იმ ოთხიდან, რომელთა მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. Palm jebel ali  ორჯერ დიდი იქნება palm jumeirah-ზე, ხოლო palm Deira ყველაზე დიდი იქნება. საბოლოო, მეოთხე პროექტი –კუნძული „The world” 300მდე კუნძულის ნაკრებია, რომლებისგანაც აიგება დედამიწის გეოგრაფიული რუკის მოხაზულობა. სამწუხაროდ, 2008 წლის დუბაის კრიზისმა ეჭვქვეშ დააყენა პროექტის განხორციელების შესაძლებლობა.

La Isla de las Munecas (The Island of the Dolls), Mexico

დიდი ხნის წინათ ქალაქ მეხიკოსთან ახლოს კუნძულზე საცხოვრებლად გადავიდა გაუბედურებული  ადამიანი დონ ხულიანი, რომელსაც მთელი ოჯახი ტრაგიკულად დაეღუპა. ერთ ღამეს მას მოესმა ახალგაზრდა ქალის განწირული კივილი, რომელიც არხში იხრჩობოდა. დონ ხულიანი მაშინვე გავარდა მის გადასარჩენად, წყალში გადაეშვა და გოგონა ნაპირზე  ამოიყვანა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო – ახალგაზრდა ქალიშვილი დაიღუპა. მას შემდეგ დონ ხულიანს ღამ–ღამობით გამუდმებით ესმოდა გოგონას ხმა. მისი სულის შესაშინებლად და განსადევნად ხუანმა ხეეზე დამახინჯებული თოჯინების დამაგრება დაიწყო. მას ახლომდებარე ქალაქის მოსახლეობაც ეხმარებოდა. დონ ხულიანი 2005 წელს შეუერთდა სულთა სამეფოს, კუნძული კი შემზარავ სანახაობად გადაიქცა – ხეებზე მოქანავე აბლაბუდის ქსელებში გახვეული შემაძრწუნებლად მახინჯი თოჯინები, რომელთა ცარიელ თვალბუდეებში მწერები და მატლები დაცოცავენ.

Socotra Island, Yemen

სოკოტრას კუნძული განსაკუთრებულია არამხოლოდ იმიტომ, რომ ორ ყველაზე სახიფათო ქვეყანას – იემენსა და სომალს შორის არის მოთავსებული. კუნძულის ფაუნა და ფლორა ხასიათდება მკვეთრად გამორჩეული ენდემური ჯიშებით. 300 სახეობის მცენარე, 24 რეპტილია და ფრინველთა 6 სახეობა მხოლოდ ამ კუნძულზე ბინადრობს.  მათ შორისაა ძალიან უცნაური „დრაკონის სისხლის ხე" და უცნაურად ლამაზი სოკოტრას უდაბნოს ვარდი.

რომ არა ასეთი „აქტიური" ქვეყნების მეზობლობა, სოკოტრა თავისი უნიკალური ბიოსისტემით ტურისტებისათვის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული კუნძული იქნებოდა.

Fort Boyard, France

რა უნდა იყოს შუა ზღვაში ამოზრდილ ციხე–სიმაგრეზე უცნაური? 1660 იან წლებში, როდესაც ლუი XIV–მ მისი მშენებლობის ბრძანება გასცა, კარის მთავარმა ინჟინერმა მოახსენა: „ თქვენო უდიდებულესობავ, უფრო ადვილი იქნებოდა მთვარის კბილებით დაჭერა, ვიდრე ამ დავალების შესრულებაა ასეთ ადგილას." შესაბამისად, ციხე–კუნძულის მშენებლობა გარკვეული ვადით გადაიდო და მხოლოდ 1804 წელს, ნაპოლეონ ბონაპარტეს იმპერატორობის დროს დაიწყო. მუშებს 75000 ტონა ქვის ლოდების პირდაპირ შუა ზღვაში ჩაყრა მოუწიათ. მშენებლობა 1809 წელს ბრიტანელთა შემოტევების დროს შეწყდა და 30 წლის შემდეგ, ლუი ფილიპის თაოსნობით გაგრძელდა. საბოლოოდ კი 1857 წელს დასრულდა. 32 მ სიგანისა და 20მ სიმაღლის ფორტს 250 ჯარისკაცისა და 74 ზარბაზნის დატევა შეეძლო.

მე–20 საუკუნიდან ციხე–სიმაგრე გამოიყენებოდა როგორც სამხედრო ციხე, შემდეგ სხვადსხვა ფილმებისა და ტელეშოუების გადასაღებად, ყველაზე პოპულარული კი ცნობილი ფანგული თამაშის „ფორტ–ბოიარდის"  შედეგად გახდა.

Madagascar

დედამიწის სიდიდით მეოთხე კუნძული მადაგასკარი, შეიძლება ითქვას, სხვა პლანეტიდანაა ჩამოვარდნილი. მისი ფლორისა და ფაუნის 90% (!) უნიკალურია და არ გვხვდება არსად დედამიწაზე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კუნძული აფრიკის კონტინენტს 165მლნ წლის წინ მოწყდა და მას შემდეგ სახეობები დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ. აქ ნახავთ პოპულარულ აწოწილ ბაობაბებსა და მხიარულ ლემურებს. თუმცა მადაგასკარის წარმომადგენლები  არამარტო ტურისტებში, არამედ შავ ბაზარზეც საკმაოდ პოპულარულები  და ძვირადღირებულები არიან. არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციისა და სიღარიბის გამო ბრაკონიერები აჩანაგებენ მადაგასკარის ბუნებრივ სილამაზეს.

Alcatraz Island, United States

1775 წელს ესპანელმა მოგზაურმა ხუან მანუელ დე აიალამ აღმოაჩინა კუნძული ახლანდელს სან–ფრანცისკოს ყურეში და უწოდა „Isle de los alcatraces” (ვარხვების კუნძული). 1853 წლამდე კუნძული მხოლოდ ამ ზღვის ფრინველებს ეკუთვნოდათ. შემდეგ კი აშშ–ს სამხედრო მთავრობამ აქ ააგო ციხე, რომელსაც ომის დროს იყენებდა სან–ფრანცისკოს ყურის დასაცავად, მშვიდობიანობის დროს კი პატიმართა სატუსაღოდ. შემდეგ ციხე კუნძულიანად გადაეცა ციხეების ფედერალურ ბიუროს, რომელმაც იგი გადააქცია ამერიკის ისტორიაში ყველაზე უფრო დაცულ ციხედ, რომლიდანაც შეუძლებელი იყო გაქცევა. ამ ციხეში „მოღვაწეობდნენ" ყველაზე ცნობილი და საშიში დამნაშავენი – ალ კაპონე, ალვინ კაპრისი, „ტყვიამფრქვევი" კელი, ბასილ „ბუ" ბენგჰარტი და მიკი კოჰენი – სანამ მისი კარი სამუდამოდ დაიხურებოდა 1963 წელს.

შემდეგ კუნძულს თავი შეაფარეს ინდიელმა აჯანყებულებმა, რომლებიც, მართალია ამერიკის მთავრობის მიერ ძალის გამოყენებით დამარცხდნენ, მაგრამ ინდიელებისთვის გარკვეულ გაუმჯობესებულ პირობებს მაინც მიაღწიეს.

Hashima Island, Japan

ნაგასაკიდან 15 კმ დაშორებით მდებარე ჰაშიმა ყურადღების საგანი გახდა მის წიაღში ქვანახშირის აღმოჩენის შემდეგ. 1887 წელს ფუკაჰორის ოჯახმა კუნძულზე პირველი მაღარო გათხარა,  გარკვეული დროის შემდეგ კი მიცუბიშის კომპანიას მიჰყიდა 100 000 იენად (1300 $) . კომპანიამ გააფართოვა წიაღისეულის მოპოვება, განავითარა ინფრასტრუქტურა და 1959 წელს კუნძულის მოსახლეობამ პიკს მიაღწია – 5259 მაცხოვრებელი ( ძირითადად მუშებისა და მაღაროელების ოჯახები). კუნძულს ჰქონდა თავისი სკოლა, გიმნაზია, სპორტკომპლექსი, კინოთეატრი, ბარები და რესტორნები, მაღაზიები, სალონები, საავადმყოფო და ბუდას ტაძარიც კი. კუნძულის დაცარიელება დაიწყო 1960 წლიდან, როდესავ ქვანახშირი ბენზინმა ჩაანაცვლა. ოფიციალურად კი უზარმაზარი „მაღარო" 1974 წელს დაიხურა.

Easter Island

უცნაურ კუნძულთა სიაში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო აღდგომის კუნძულები თავისი გიგანტური, სამსართულიანი სახლისხელა ქანდაკებებით. როგორ შეეძლო კუნძულის მოსახლებას აეგო ასეთი ზომის ქანდაკებები მხოლოდ ქვის და ძვლის იარაღების გამოყენებით. ეს კითხვა აწუხებთ მეცნიერებს დღესაც, 1772 წლიდან მოყოლებული, როდესაც პირველად იქნა აღმოჩენილი „მოას" სტატუები.

ლინგვისტები და არქეოლოგები თვლიან, რომ კუნძულის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ პოლინეზიელები, რომლებიც კანოეთი მოვიდნენ და დასახლდნენ ჩვ.წ. 400–800 წლებში. მოსახლეობა  შეადგენდა დაახლოებით 1000 –1680 ადამიანს, შემდეგ კი მათმა რიცხვმა 9000–ს მიაღწია.

4 მეტრის სიმაღლის 14 ტონიანი ქანდაკებები გამოკვეთილია კუნძული აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე რანო რარაკუს ვულკანური კრატერის უზარმაზარი ლოდებისგან. სულ კუნძულზე 882 მოაა,  მათგან 397 რარო რარაკუშია, 288 გადატანილია „აჰუ"–ში ( სადაც საბოლოოდ უნდა განთავსებულიყო ყველა ქანდაკება), ხოლო 92 ქანდაკება „ტრანზიტშია" (რანო რარაკო–აჰუს  გზაზე) დგას.

მათი ტრანსპორტირების  ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა ბოლომდე ახსნა ამ ფენომენისა შეუძლებელია.

Poveglia Island, Italy

პოვეგლია ერთ–ერთ ყველაზე უფრო საშიშ, იდუმალ და მოჩვენებებით დასახლებულ კუნძულად ითვლება. ისტორიაც შესაბამისი აქვს: 421 წელს, ბუბონური ჭირის სახეობის ეპიდემიამ იფეთქა ვენეციაში. მომაკვდავ და დაინფიცირებულ ავადმყოფებს პოვეგლიას კუნძულზე აგზავნიდნენ და ბევრ მათგანს უზარმაზარ კოცონზე წვავდნენ. იგივე განმეორდა 1630 წელს, როდესაც შავი ჭირი დაერია ვენეციასა და სხვა ქალაქებს.

თუმცა კიდევ უფრო შემზარავი კუნძული გახდა მას შემდეგ, რაც 1800 წლებში აქ გაიხსნა თავშესაფარი სულიერად ავადმყოფებისთვის. გადმოცემებით, „ექიმები" ატარებდნენ ექსპერიმენტებს პაციენტებზე, 1930 წელს მოხდა გახმაურებული შემთხვევა – ერთ–ერთი პაციენტი ექიმის შთაგონებით ზარის კოშკიდან გადმოხტა. მას შემდეგ კუნძულზე ისევ ისმის ზარის ხმა, თუმცა თავად ზარი და კოშკი დიდი ხანია აღარ არსებობს.




წყაროhttp://verzonti.wordpress.com/2012/02/09/%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%A
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 6223 | დაამატა: lengo88 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 zoro   (12.05.2012 07:20:07) [მასალა]
166 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика