ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აპრილი » 22 » წლინახევრამდე ასაკობრივი ჯგუფის მონადირე ჯიშის ძაღლების წინასაგამოფენო დათვალიერება    

15:52:54
წლინახევრამდე ასაკობრივი ჯგუფის მონადირე ჯიშის ძაღლების წინასაგამოფენო დათვალიერება

 დღეს თბილისში , ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართა მონადირე ძაღლების წლინახევრამდე ასაკობრივი ჯგუფის დათვალიერებე-გამოფენა, გამოფენის მიზანი იყო ახალი თაობა სხვადასხვა მონადირე ძაღლის ჯიშებისა დაეთვალიერებინათ და არა შეეფასებინათ, ამის მიზანი ის არის რო მაისში ძაღლებს საველე დიპლომების გამოცდები უწევს, შესაბამისად ძაღლები ამ ახალი თაობიდან უნდა გავიდნენ საველე გამოცდებზე.ძაღლები დაათვალიერეს და შეამოწმეს ექსპერტებმა , ინგლისურებიდან (პოინტერი, ინგლისური სეტერი) არცერთი ძაღლი არ ''დაიბრაკა'' . მრავლად იყო პოინტერები, ინგლისური სეტერები, კურცჰაარები და დრათჰაარები. რამოდენიმე ირლანდიური ''ყვინჩილაც'' იწონებდა თავს. ძაღლებმა საველე გამოცდებამდე უნდა აიღონ პასპორტები რისი უფლებაც ფაქტიურად დღევანდელი შემოწმების შემდეგ მიეცათ. მწყერიც ნელნელა გამოჩნდა თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე , ბალახის საფარია დაბალი რაც მწყერის მასიურად შემოსვლას და ძაღლის მომზადებას ხელს უშლის , მაგრამ სადღაც ერთ კვირაში ალბათ ყველაფერი კარგად იქნება და სუფთა სისხლის ძაღლის პატრონებს თავიანთ ოთხფეხა შეგირდებთან ერთად მოუწევთ ვარჯიშები და მეცადინეობები საველე დიპლომებისთვის. რაც შეეხება თავად გამოფენას მინდა ავღნიშნო რო ხალხის აქტიურობა აშკარად იგრძნობოდა, აღსანიშნავია აგრეთვე ჩვენი კოლეგა საიტი-კლუბის ოჩოპინტრე ჯის მონდომება სუფთა სისხლის ძაღლების მოშენებაში, სადღაც 15ტამდე წლინახევრამდე ასაკობრივი ჯგუფის ძაღლი ყავდათ გამოყვანილი გამოფენაზე და საველე დიპლომებზეც დიდ იმედებს ამყარებენ. მე კიდევ ვიდექი მარტო ჩემს პერისთან ერთად... მგონი დროა რო უფრო მეტად გამოვფხიზლდეთ და სმაილების წერის მაგივრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც ვაკეთოთ ჩვენი საიტისთვის


[img][/img]

ესეც ოჩოელები:


[img][/img]
.ესეც ჩემი პერი:
[img][/img]
.
[img][/img]
.
[img][/img]
.
[img][/img]
.
[img][/img]

წყაროhttp://კრიმანჭული
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 2678 | დაამატა: krimanjuli | ტეგები: წლინახევრამდე ასაკობრივი ჯგუფის მონ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
+2   Spam
6 zaza2124   (23.04.2012 01:59:48) [მასალა]
ძალიან მიხარია რომ მონადირეების უმეტესობა უკვე ისწრაფვის საგვარეულო-ჯიშიანი მეძებრების მოშებით !! ეს მიმართულება იძლევა სწორი ნადირობის კულტურის დამკვიდრებას ჩვენთან , რაც სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობით სავალალო მდგომარეობაშია :( თორემ ნადირობით მურია და მურადა რომ არ მყავდეს ისედაც მოვიპოვებ ნადირ-ფრინველს სხვადასხვა ხერხებით , მაგრამ მე ამ ყველაფერს ნადირობისთან ვერ ვაკავშირებ !!! მე არ ვაძაგებ უჯიშო მეტისს მონადირე ძაღლებს!! ძალინ კარგი მომპოვებლები არიან :) მაგრამ საგვარეულო-ჯიშიანი ძარლებით ნადირობა მაინც სულ სხვა ტრადიციაა ნადირობაში , მარტო იმათ რა ღირს რომ შენ წვალებით და ნერვების ფასად გაზრდილი ძარლი საველე-გამოფენებზე რომ გასახელებს ??? არანაკლებ სიამოვნებას განიჭებს რასაც სანადიროთ განიცდი მონადირე :) ასე რომ ბიჭებო დროა უკვე სწორი მიმართულება მივცეთ მომავ მონადირეებს და ნელ-ნელა დამკვდრდეს სწორი ნადირობის კულტურა და ბრაკონიერობა - მავნებლობა მოისპოს :) ბევრმა ნამდვილად არ იცის რომ მისი ნამოქმედარი ბრაკონიერობაა და ნადირობას ეძახის თავის საქციელს !! მართებულად მიმაჩნია კლუბების აგიტაცია ამ საქმის ირგვლივ , ბევრმა შეიცვალა აზრი და სწორ გზას დაადგა რაც სასიხარულოა პირადათ ჩემთვის :)

იმედია მომავალ გამოფენებზე ბაზერიდან ბევრ მონადირეს ვიხილავ გამოფენა-საველეებზე , ჩვენთან ოჩოპინტრეზე თითქმის ყველას გყვავს საგვარეულო მქონე ძარლები , დღეს უმეტესობამ ვერ მოახერხა კიდევ გამოყვანა .3 წლის უკან იგივე პრობლემა გქვონდა ცვენც რაც ადმინი წუხს უჯიში-ჯიშიანი მეძებრებისპოლემიკით , მაგრამ დავძლიეთ :) ასე რომ დამწყებო და მომავალო მონადირეებო დაუჯერეთ თქვენს ადმინებს და მომავალ სეზონისთვის ჯიშიანი ძაღლები გამოგეყვანოთ ასპარეზზე :)

წარმატებებს გისურვებთ 167

+2   Spam
5 nugomonadire   (22.04.2012 20:58:51) [მასალა]
მართალი ხარ ჩემო კრიმანჭული. ახალგაზრდები არიან და საერთოდ არ აინტერესებთ ეს პროცესები. 18 წლის ვიყავი პირველად ბათუმში გამოფენაზე რომ წავიყვანე ავტობუსით ჩემი შოტლანდიური სეტერი. მეც მივიღებ მონაწილეობას ჩემს როქსისთან ერთად საველე გამოცდა-გამოფენაში, როგორც კი ასაკით წლინახევრის შესრულდება...

+3   Spam
4 krimanjuli   (22.04.2012 20:03:40) [მასალა]
ნელნელა ჩვენთანაც მომრავლდება იმედი მაქვს სუფთა სისხლის ლეკვები და შემდეგში საველე დიპლომებიც ექნება საიტს, ამის დიდი იმედი მაქვ რადგანაც ამის პოტენციალი აშკარად ჩანს, მცირე მაგრამ მაინც, მთავარია რო მონდომება იყოს ახალგაზრდებიდან, სურდეთ ლეკვი და რო იზრუნოს მასზე ამისთვის მზად იყვნენ. გასაგებია ისიც რო ყველას არ ესმის ღირებული და ფასეული მხარე სუფთა სისხლისა, იმაზე მეტი ითქვა ამასთან დაკავშირებით ჩვენთან ვიდრე საჭირო იყო , მაგრამ ხალხს ხო ხედავ მაინც სხვა აზრი აქვს და ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდიან, ამიტომ საერთოდ უნდა ვუგულვებელვყოთ ესეთი თემები, 4000 კაცამდე დარეგისტრირებული წევრიდან კარგადაც გამოჩნდა საქმეში ვინაა ნამდვილად წევრი და ვინ არა, ხოდა შემოვა ვიღაც 4001-თე და იტყვის-- რავა ძამა მე რო მყავს მურადა რეიზაა შენს არისტოკრატზე ნაკლებიოოო? ხოდა მერე დავიწყებთ თავიდან ახსნას ისევ ამიტო და ამიოტოვო!!! ისევ დაიწყება დებატები ისევ იგივე და ისევ წყლის ნაყვა. ასე რო f60f8 ვინც უსაბუთოს ახსენებს( ვინც არაწმინდა სისხლის აგიტაციით დაკავდება)

0   Spam
3 ლაშა86   (22.04.2012 17:47:02) [მასალა]
krimanjuli 10 10 კეთილი შურიტ მშურს ოჩოელების, იგრძნობა რომ ბევრი პროფესიონალი მცოდნე ყავთ და უსმენენ, ჩვენთანაცაა ასეთი ხალხი(მე პირადად ბექა ვიცი) და არც კი ვუსმენთ.
შენ კი გილოცავ ასეთ კარგ მეგობარს, სულ ტიტულებით გახარებულიყავით.
მეც მინდოდა ჩამოსვლა მაგრამ ძაღლი მყავს ავად(კანის პრობლემა აქვს და იმედია მალე მოვარჩენთ), თან ოჩოზე წავიკითხე რომ 3დან 10 თვემდე ლეკვების დათვალიერება იქნებოდა.

0   Spam
2 bendeksi   (22.04.2012 17:46:04) [მასალა]
და პლიუს რა? სად? როდის? დაემთხვა..
აი მე რომ ავიყვან შემოდგომამდე ინგლისურს... მერე აუცილებლად გამოვალ!
აუ მართლა მაგრად დამწყდა გული.

0   Spam
1 fshavelo   (22.04.2012 17:04:16) [მასალა]
166 166 166 ეეეჰ, ძალიანაც გვინდოდა მე და ბენდეკსის წამოსვლა,აჩი,მაგრამ ხვალ2 გამოცდამაქვს და ფიზიკურად ვერ მოვახერხე ვერანაირად 02

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика