ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 18 » თაფლი ტკბილი საოცრება...    

12:09:07
თაფლი ტკბილი საოცრება...
თაფლი

ტკბილი საოცრება

ფუტკრები თაფლს ნექტარისგან, ტკბილი წვენისაგან ქმნის, რომელსაც ხის ფოთლები და წიწვები გამოყოფენ, ასევე იმ მწერების მიერ გამოყოფილი ბლანტი სითხიდან, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. თაფლი ორგანიზმისთვის საჭირო თითქმის ყველა მიკროელემენტს შეიცავს

30%-იანი თაფლის წყალხსნარი თავისი შემადგენლობით სრულიად შეესაბამება ადამიანის სისხლის პლაზმას.  

თაფლის შემადგენლობაში შემდეგი ფერმენტები შედის: დიასტაზა(ამილაზა), კატალაზა, ფოსფატაზა. ასევე ვიტამინები: ტიამინი,რიბოფლავინი,პირიდოქსინი, პანტოტენის მჟავა, ნიკოტინის მჟავა, ბიოტინი, ფოლიუმის მჟავა და ასკორბინის მჟავა. გარდა ამისა მასში აღმოჩენილია ფიტონციდები, ნივთიერებები, რომელთაც აქვთ ბაქტერიოციდული თვისებები. ესენი არიან ბუნებრივი ანტიბიოტიკები, რომლებიც ებრძვიან პათოგენურ მიკროფლორას.თაფლში არის პროტეინები(0.5-15%), ამინომჟავები(0.6-500მგ 100გ თაფლში). ორგანული მჟავები (ჭიანჭველმჟავა, ძმარმჟავა, რძემჟავა და სხვა) ცვლიან ორგანიზმის PH-ს, რის გამოც ორგანიზმი უფრო კარგად უმკლავდება სხვადასხვა ინფექციებს, ზრდიან ორგანიზმის ტონუსს, იზრდება შრომისუნარიანობა და ამტანობა. ბუნებაში ორი პროდუქტიარსებობს , რომლებიც ჩვენი ორგანიზმის მიერ სრულად შეითვისება. ეს ჩვილობისას მშობელი დედის რძეა და ხოლო მოზრდილებისთვის თაფლი.

თაფლი არა მარტო  გემრიელი საკვები პროდუქტი, არამედ უნივერსალური დამცავი საშუალებაა. დაცვის მექანიზმი ძალიან მარტივი, მაგრამ ამავე დროს უაღრესად ეფექტური –ნახშირწყლებისა და ფერმენტების შეხამება და ურთიერთქმედება.

 

ჩამოვთვალოთ 5 მიზეზი, თაფლის სიყვარულისა:

 

1.  ნახშირწყლები -  დაცვა სიცივისა და შიმშილისაგან.  თაფლის კალორიულობა –  100გრამში 400კკალ, რომელიც მთლიანად ათვისებადია ორგანიზმის მიერ.  

ფუტკრები ამას პრაქტიკული მოსაზრებით აკეთებენ: ზამთარში სხვა მწერების მსგავსად კი არ იძინებენ,  არამედ  სკაში თბილ და მყურო გარმოს  ქმნიან და ყველაზე მკაცრ ყინვებშიც კი   ტემპერატურა   +21 გრადუსამდე აქვთ შენარჩუნებული.  ამას მუდმივი შრომით აღწევენ. სითბოს შესანარჩუნებლად უწყვეტი რეჟიმით მუშაობენ.  სკის ცენტრში „საწვავით" ანუ იგივე თაფლით  მარაგდებიან და გარე საზღვრებთან მდგარ  „სითბოს დარაჯებს"  ენაცვლებიან.   შემდეგ ისევ ცენტრისკენ და ამ „მუდმივ ძრავას" შეფერხების გარეშე, მთელი ზამთრის განმავლობაში, ამუშავებენ. ზამთრის, რომელიც ჩრთილოეთში 7 თვემდე გრძელდება. 

 

2.  დაცვა სისუსტისაგან - თაფლის ნახშირწყლებისა და ფერმენტების არაჩვეულებრივი კოლექცია. ნახშირწყლები ორგანიზმში მოხვედრისთანავე გარდაქმნას იწყებენ, რომლის პროცესშიც,  გარდა ორგანიზმის ტოქსინებისაგან წმენდისა, დიდი რაოდენობით ენერგიაც გამოიყოფა.

ენერგია ძალზე რაციონალურად ნაწილდება:  ერთი ნაწილი უცებ იხარჯება და თან ასეულობით კილოკალორიას გამოყოფს, რაც  სიხლის მოძრაობის გაუმჯობესებასა და ენერგიის მოზღვავებას იწვევს;  დარჩენილი ნაწილი კი  ღვიძლში „შეინახება" და საჭიროების შემთხვევაში თანდათანობით გამოიყოფა.

 

3.  დაცვა მიკრობებისგან - ნახშირწყლებისა და ფერმენტების ურთიერთქმედება.

ამერიკელმა ბაქტერიოლოგმა სეკეტმა  კვლევების მთელი სერია ჩაატარა – თაფლში მოათავსა ყველაზე საზარელი დაავადებების შტამები და დაელოდა შედეგს. მუცლის ტიფის გამომწვევი შტამპი  48 საათის შემდეგ დაიღუპა, პარატიფის ბაქერიები - 24 საათის შემდეგ, დიზენტერიის გამომწვევი კი 10 საათის შემდეგ. სანკტ–პეტერბურგში  ანალოგიური ცდები ჩატარდა Helicobacter  pylori–ზე (კუჭის წყლულისა და კიბოს ძირითადი გამომწვევი ბაქტერია).

 

4. საუკეთესო საშუალება  ჯანმრთელობისთვის და კარგი განწყობისთვის!

სრულყოფილი კვებისთვის ნახშირწყლების 4–ჯერ მეტი რაოდენობაა საჭირო,  ვიდრე ცხიმებისა და ცილებისა. ნახშირწყლების გარეშე საციცოცხლო პროცესები ფერხდება, სისხლი ბერდება და სქელდება, ტვინის უჯრედები იფიტებიან. ასე, რომ  ჩვენს სხეულში მუდმივად 2%  „სიტკბოა"!

ნახშირწყლების მარაგის აღსადგენად  თაფლი ყველაზე მისაღები პროდუქტია: უსაფრთხო, ადვილად შეთვისებადი და ყველაზე ტკბილი ნატურალური პროდუქტი – 25% –ით ტკბილია შაქარზე.

როგორ ფიქრობთ, რატომ უწოდებენ „ტკბილს" ყველაზე სასიამოვნოს: კოცნას, ძილს ან მუსიკის მშვენიერ ჰანგებს?

იმიტომ, რომ მათგან მიღებული სიამოვნება ისეთივეა, როგორც ტკბილეულის მიღებისას. ორგანიზმში ვითარდება ერთი და იგივე რეაქცია – თავის ტვინის ქერქვეშა ბირთვებში ხდება ენდორფინების,  „სიამოვნების ჰორმონების"  სინთეზი. თავისი ბიოქიმიური არსით „ტკბილი" პროცესები – ეს არის ძალზე სასარგებლო ნივთიერებების გამომუშავება, რომელიც სასარგებლოა, მთელი რიგი პროცესებისთვის:  ეწინააღმდეგება სტრესებს, არეგულირებს არტერიული წნევასა და სუნთქვის სიხშირეს, აწესრიგებს თირკმლებისა და საჭმლის მომნელებლი სისტემის მუშაობას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენასა და მოტეხილობების დროს ძვლის ქსოვილის შეხორცებას, ამაღლებს იმუნიტეტს და ააქტიურებს შემოქმედებით და ინტელექტუალურ პროცესებს.

ასე, რომ ხშირად აკოცეთ, გამოიძინეთ, დატკბით ხელოვნებით, სიამოვნებით მიირთვით ტკბილეული, გაიუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი და ჩართეთ ამაში საკუთარი ორგანიზმი.

 

 

5.  თაფლს  ამაყად შეუძლია ატაროს - ადამიანის მოდგმის გამგრძელებლის სახელი 

ტერმინი „თაფლობის თვე" პირველად ნორვეგიელებმა შემოიღეს.  ეს დაკავშირებული იყო უძველეს ტრადიციასთან, რომლის მიხედვით, ახალდაქორწინებულები პირველ თვეს დიდი რაოდენობით თაფლი უნდა ეჭამათ და თაფლისგან დაყენებული სასმელები დაელიათ.  სხვათაშორის, მსგავსი  ტრადიცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყო. ახალდაქორწინებულებს თაფლით სავსე კასრებს ჩუქნიდნენ, რომელიც მთელი თვის განმავლობაში უნდა ეჭამათ.

ეს ისედაც გასაგებია: თაფლი განუმეორებელად ტკბილი და სასარგებლო პროდუქტია, რომლის მირთმევაც კი გვაბედნიერებს.  ის ყველა დროში გამოიყენებოდა, როგორც უძლიერესი აფროდიზიაკი – მგრძნობელობისა და  სექსუალური აქტიურობის გასაძლიერებლად. ასევე მისი განსაკუთრებული თვისებები, და ძლიერი ენერგეტიკა დადებითად აფორმულირებს ახალგაზრდა მეუღლების ურთიერთობას, ხდის  განსაკუთრებულად ჰარმონიულს, რადგან ჩასახვა მოხდეს უპრობლემოდ, ორსულობა - გართულებების გარეშე  და ბავშვი დაიბადოს ჯანმრთელი.

ასე, რომ გამოთქმა „თაფლობის თვე"  არა შემთხვევით,  არამედ პირდაპირ კავშირშია თაფლთან.  



წყაროhttp://tentorium.ge/index.php?page=more_products&id=53&pid=163
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2351 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: თაფლი... | რეიტინგი: 5.0/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 neo   (18.03.2012 21:09:50) [მასალა]
10 კაი რამეა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика