ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 17 » ”იორის ჭალები” სამონადირეო მეურნეობა    

01:31:58
”იორის ჭალები” სამონადირეო მეურნეობა

”იორის ჭალები” სამონადირეო მეურნეობა

კომპანია ”ყაზბეგს” სამონადირეო მეურნეობა ”იორის ჭალები” კახეთში ყორუღისა და ჭაჭუნას აღკვეთილში აქვს. მეურნეობას საგარეჯოს რაიონში 1000, ხოლო დედოფლისწყაროს რაიონში 700 ჰექტარი ფართობი უკავია. მდინარე ივრის ჭალებში თევზაობის გარდა, ღორზე, ხოხობზე, სხვადასხვა სახეობის წყალმცურავ ფრინველზე

(იხვი, ბატი და სხვა), ასევე მტაცებლებზე – მგელზე, ტურაზე, კატასა და მელიაზე არის ნადირობა შესაძლებელი. ნადირობის სეზონი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება და პირველ იანვრამდე გრძელდება. გამონაკლისის სახით-ტახზე ნადირობა პირველ თებერვლამდეა ნებადართული. სამონადირეო მეურნეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურაც არის განვითარებული. მონადირეებისა და მეთევზეთათვის განკუთვნილ სასტუმროს ერთდროულად 12-15 სტუმრის მომსახურება შეუძლია.
ივრის ზეგანზე ჩამოყალიბებულია მშრალი სუბტროპიკული ვაკე-წვრილმთიანეთის სტეპური და არიდული ტყე-ბუჩქნარის ლანდშაფტები. ახასიათებს მაღლობ-წვრილმთიანი რელიეფი, ანტიკლინური სერები და სერებშორისი ვაკე-ტაფობები, პლატოები და მშრალი ხევ-ხეობები. ჰავა მშრალი კონტინენტურია. 
ზამთარი ცივი, ზაფხული ცხელი და გვალვიანია. გაბატონებულია დასავლეთის ქარები, განსაკუთრებით ძლიერი ქარი იცის ზამთარში. ასეთ კლიმატურ პირობებში მცირე და საშუალო სისქის შავმიწა, წაბლა, დამლაშებულ, გაჯიან და ტყის რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე გავრცელებულია სტეპისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, ზოგან ნათელი ტყე-ბუჩქნარი.

კომპანია „ყაზბეგის" გარდა ქვეყანაში ამჟამად სულ 30-მდე სამონადირეო მეურნეობა არის შექმნილი. ცხოველებზე ნადირობას და სამონადირეო მეურნეობის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აკონტროლებს. ყოველწლიურად ტარდება ფრინველთა და ცხოველთა  მონიტორინგი, რაზეც არსებობს შესაბამისი, ზოოლოგიური აუდიტის დასკვნები.

სამონადირეო მეურნეობა "იორის ჭალები" ფასები და პირობები

ზოგადი ინფორმაცია სამონადირეო მეურნეობა "იორის ჭალები" - ის შესახებ ადრეც დაიწერა ჩვენს საიტზე მაგრამ საიტის მომხმარებელთა თხოვნით ამ პოსტში მოცემულია კომპანია ყაზბეგის მიერ გამოქვეყნებული სამონადირეო მეურნეობის მომსახურებით სარგებლობის ფასები.

მდინარე, ტბები, ჭალის ტყეები - მშვენიერი არჩევანი და მონადირული აზარტი. 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გზაზე მდებარე ხიდიდან ხელმარცხნივ, მდინარე იორის დინების მიმართულებით, 1000 ჰექტარის ფართობზე უმშვენიერესი ჭალა და ტყეებია გაშლილი. აქ  ტრადიციული სამონადირეო მეურნეობა დაგხვდებათ, სადაც შესაძლებელია როგორც ნადირობა, ასევე თევზაობაც.

დედოფლისწყაროში, თბილისიდან 2 საათის სავალზე, მდინარე იორის ხეობაში, 700 ჰექტარის ფართობზეა გაშლილი ჭალის ტყე და იორის ზეგანის ნაწილი, სადაც უამრავი  ფრინველი და ცხოველი ბინადრობს-კაკაბი, კურდღელი, ხოხობი, იხვი, გარეული ღორი და მტაცებლები-მგელი, ტურა, კატა, მელა. ყველა მათგანი შეგიძლიათ მოინადიროთ.

როგორც საგარეჯოში, ისე დედოფლისწყაროში მწყერზე ნადირობა 20 აგვისტოდან ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება. მეურნეობა ვალდებულებას იღებს მოგაძებნინოთ კარგი სანადირო ადგილი, მოგამარაგოთ ძაღლებით, იარაღით (საჭიროების შემთხვევაში) და ტყვიით, შემოგთავაზოთ ღამის გასათევი და, რა თქმა უნდა, კვება. სამონადირეო სასტუმროს ერთდროულად 12-15 მონადირის მომსახურება შეუძლია. აქ დაგხვდებათ კომფორტული ნომრები, ცხელი წყალი, კვება. ორი ბუხარი და თონე, როგორც შენობაში, ასევე ღია ფანჩატურში. სტუმრების თვალწინ ხდება ტრადიციული კახური კერძების მომზადება: დაიგემოვნებთ მწვადს, თონეში  გამომცხვარ შოთის პურებს და სხვა.

სამონადირეო მეურნეობის «იორის ჭალების» კლუბის წევრების საყურადღებოდ!     

         1.  კლუბის წევრს უფლება აქვს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოიწვიოს მონადირეთა ჯგუფი და თავად გათავისუფლდეს გადასახადისაგან.

          2.  კლუბის წევრს  უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ინადიროს:

                   I.  ტახზე-5-ჯერ.

                  II.  კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე 5-ჯერ.

                  III.  მტაცებელ ცხოველებზე–შეუზღუდავად.

                  IV.  კლუბის წევრობის წლიური  გადასახადი შეადგენს 2000 ლარს.    

ტახზე (გარეული ღორი) ნადირობა

(პრეისკურანტი საქართველოს მოქალაქეებისათვის)

        1.   ნადირობის ღირებულება ერთ პერსონაზე ერთი სანადირო დღის განმავლობაში შეადგენს 200 ლარს.

        2.  ღირებულებაში შედის:

                I. ტახზე  გარეულ ღორზე) ნადირობა.

                II.  ეგერების მომსახურება.

                III. ორჯერადი კვება (საუზმე და  ტრადიციული ქართული ვახშამი);

        3.  ყოველ მოკლულ ღორზე დამატებითი გადასახადი შეადგენს  500 ლარს

        4.  სასტუმროში ერთი ღამის გათენება ერთი პერსონისათვის-50 ლარი;


კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობა

(პრეისკურანტი საქართველოს მოქალაქეებისათვის)

      1.    ნადირობა დაშვებულია მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებულ ნადირობის სეზონზე.

      2.    კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობის ღირებულება ერთი სანადირო დღის განმავლობაში  თითო  ადამიანზე  შეადგენს  150 ლარს.

      3.    კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობის  1 დღედ ითვლება ან საღამო-დილა ან დილა– საღამო.

      4.   ღირებულებაში შედის.

            I.        ეგერების მომსახურება.

            II.      ორჯერადი კვება.

            III.    3-3 ეგზემპლიარი ფრინველის მოპოვება 1 სანადირო  დღის განმავლობაში.

            IV.    ნორმის ზემოთ მოპოვებული ფრინველის ყოველ ერთულზე გადასახადი შეადგენს 40 ლარს.

      5.       სასტუმროში ერთი ღამის გათენება 1 პერსონაზე - 50 ლარი.


პრეისკურანტი უცხოელი მონადირეებისათვის იხილეთ ბმულზე: http://kazbegi.com/index.php?sec_id=103&lang_id=ENG 


ნადირობის საფასურის 100%-იანი წინასწარი გადახდა.

ნადირობის წესები და უსაფრთხოების ზომები სამონადირეო მეურნეობაში

         1.      სამონადირეო მეურნეობაში ნადირობა წარმოებს ეგერების სავალდებულო მონაწილეობით და მითითებით.

         2.      ნადირობისას გამოიყენება მხოლოდ გლუვლულიანი სანადირო თოფი.

         3.      აკრძალულია.

                  I.        სროლა ხმაურზე, თუ ნადირი კარგად არ ჩანს.

                  II.      მიზანში სროლა და ხმაური.

                  III.    ეგერის მიერ მითითებული სასროლი ადგილის ("ნომრის”) შეცვლა და მოძრაობა.

                 IV.    ნადირობის დროს ალკოჰოლის გამოყენება.

                 V.     სანადირო თოფში ტყვიების ჩადება ნებადართულია მხოლოდ  სასროლ ადგილზე ("ნომერში”) ყოფნისას.

«იორის ჭალების»  ადმინისტრაცია

სიახლე:

სამონადირეო მეურნეობა „იორის ჭალები" გთავაზობთ დათვსა და ჯიხვზე ნადირობის  ტურის ორგანიზებას.  ტურის დაგეგმვა და ღირებულების განსაზღვრა მოხდება წინასწარი ინდივიდუალური შეთანხმებით სამონადირეო მეურნეობის ადმინისტრაციასთან.


თევზაობა     

თევზაობის მოყვარულებსაც სასიამოვნო გარემო და შესაბამისი ფაუნა ელოდებათ. ხელოვნურ ტბორებში მოშენებულია საზანი, კობრი, თეთრი ამური. მდინარე იორში კი, ხრამული, მურწა, წვერა, ჭანარი და კიდევ ნაირ-ნაირი თევზი ბინადრობს. მსურველებს უკვე შეუძლიათ თევზაობა. 

მეთევზეებს მოემსახურება სასტუმრო კოტეჯი (ერთდროულად შესაძლებელია 8 მეთევზის დაბინავება). კოტეჯში არის მოსასვენებელი ოთახები, კეთილმოწყობილი სამზარეულო და ბუხარი.

საგარეჯო,

სამონადირეო მეურნეობა

"იორის ჭალები"


საკონტაქტო პირები:

577 774 777  გიორგი თოფაძე

574  22 8 1 10;  2 22 81 10  გია ასათიანი

599 17 47 94  ვალიკო სულაშვილი

599 35 80 60  ნიკოლოზ სონღულაშვილი

599 57 11 52  დათო შალათაშვილი

ტელ : (+995 32) 2 22 81 10

ფაქსი: (+995 32) 2 94 20 46

თბილისი, უზნაძის 68ა,

კომპანია "ყაზბეგის" ოფისი,

ოთახი 7, ოთახი 13.

www.kazbegihotels.ge

e-mail: hunting@kazbegi.com

ინფორმაციის წყარო: www.kazbegi.com 

გამოქვეყნების თარიღი  03/02/2012.  ფასების განახლებები გადაამოწმეთ მითითებულ ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით. 



წყაროhttp://hunters.ge/samonadireo-meurneobebi/160-ivris-walebi-samonadireo-meurneoba.html
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 3992 | დაამატა: ENUQICHI | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 bosto   (17.03.2012 02:16:45) [მასალა]
და ძალიან კარგი მონადირე

0   Spam
2 bosto   (17.03.2012 02:16:27) [მასალა]
ვალიკო სულაშვილი ჩემი ნათესავია...

0   Spam
1 ENUQICHI   (17.03.2012 02:08:17) [მასალა]
ადმინს გააქიურებისათვის თანაც ასე უკეთ და კარგად 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 15
    სტუმარი: 15
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика