ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » სასიკვდილოდ განწირულები    

00:01:26
სასიკვდილოდ განწირულები
სასიკვდილოდ განწირულები
სასიკვდილოდ განწირულებიამერიკის ერთ-ერთ ქალაქში ძაღლთან ერთად მოსეირნე ხნიერ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა. ძაღლი მიცვალებულს გვერდიდან არ მოშორებია - დიდხანს დასჩერებოდა, მერე გვერდით მიუწვა და თავი დაადო.

ძაღლებმა ხომ საოცარი მეგობრობა იციან. ადამიანი კი ყოველთვის როდი პასუხობს იმავე გრძნობით. ულამაზეს ქართულ ნაგაზს ერთი თბილისელი ბიჭი მხოლოდ იმისთვის ზრდიდა, რომ სხვა ძაღლებთან ეჩხუბებინა და ამ სანახაობაში აღებული ფულით თავი ერჩინა. ლომა გმირულად იბრძოდა და იგებდა ყველა შერკინებას. ერთხელ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს შეახვედრეს... ლომა  დამარცხდა, თავის აწევაც კი არ შეეძლო. ესმოდა პატრონი როგორ  დაღრიალებდა, - როგორ დამარცხდიო და  მერე ერთი-ორი წიხლიც უთავაზა. ლომა მარტო დარჩა, თუმცა გამოჩნდა კეთილი ადამიანი, რომელმაც უპატრონა და გადაარჩინა. ისევ დამშვენდა ლომა, არაფერი აკლდა საიმისოდ, რომ ბედნიერად არ ეგრძო თავი, მაგრამ პატრონი ენატრებოდა, მერე რა, რომ მოძალადე იყო, და ამ ნატვრაში გულის ინფარქტით დაიღუპა. მისმა გადამრჩენელმა  თამაზ ელიზბარაშვილმა კი ლომას ხსოვნის უკვდავსაყოფად გადაწყვიტა, პატრონებისგან მიგდებული ძაღლები დაეცვა და დააარსა თავშესაფარი, სადაც, არსებობის ხუთი წლის მანძილზე უამრავი ჩხუბში დამარცხებული, დასახიჩრებული, სასიკვდილოდ განწირული ძაღლი მიუყვანიათ. 

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ასეთი ბინადარი გამოჩნდა თავშესაფარში, კავკასიური ნაგაზი, ძუ კატო. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ცხოველების მიმართ სისასტიკეს, საქართველოში ძალიან ხშირად ეწყობა სისხლიანი სანახაობა.  ძუს შერკინებაც ჩვეულებრივი მოვლენაა გლადიატორთა ბრძოლის მოტრფიალე საზოგადოებაში. სუსტი სქესი კი ძაღლებშიც სუსტია და კატოც დამარცხდა. ძაღლს გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. სამწუხაროდ, კატო არ იქნება უკანასკნელი ძაღლი, რომელიც კაცთა სისასტიკეს ეწირება. (!) 

კატოს გულშემატკივრებისგან გავიგე, - კვირა არ გავა, სადმე ძაღლების ჩხუბი არ გაიმართოსო. ახლა თბილისში კავკასიურ ნაგაზებში ყველაზე ძლიერი მოჩხუბარი მახო ყოფილა. ბოლო ხანს კახელ ჯარჯისთან” უჩხუბებიათ.  ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში მათ პატრონებს მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან მიღებული  კანონი აუკრძალავს ძაღლებისადმი სასტიკად მოპყრობას და მახო  და ჯარჯი ლომას ბედს არ გაიზიარებენ. 
ძაღლების ჩხუბის ერთ-ერთ მოტრფიალეს ვკითხე, - გიყვარს შენი ძაღლი-მეთქი? ძალიანო. ჩხუბის დროს რომ მოგიკვდეს, არ შეგრცხვება საკუთარი თავისა? - ჩავეძიე. არ მოკვდება. ძაღლი იმისთვის არის, რომ უნდა აჩხუბოო. 
აი, დიალოგი ერთ-ერთი მოჩხუბარი ძაღლის პატრონთან:

- სად მართავთ ხოლმე ამ სისხლიან სცენებს?

- თბილისში, კახეთში, ბოლოს საგარეჯოში ვიყავით. ლოტკინზე და თბილისის ზღვაზე განსაკუთრებით ბევრი ხალხი მოდის. მალე მახოს უნდა ჩამოუყვანონ აზერბაიჯანის ჩემპიონი და ბევრი მაყურებელი მოიყრის თავს. 

- როგორ იგებს ხალხი ამ სანახაობის თარიღს?
- ერთმანეთს ვურეკავთ, ინტერნეტით ვატყობინებთ. 

- კანონის არ გეშინიათ?
- არც კი ვიცოდი, თუ რაიმე კანონი არსებობდა... თბილისის ზღვაზე საპატრულო პოლიციაც კი შეგვიმჩნევია, მაგრამ არასოდეს არაფერი უთქვამთ.

- ფულის გამო აჩხუბებთ ძაღლებს?

- ზოგი ფულის, ზოგიც სახელის გამო. გამარჯვებული ძაღლის ლეკვები კარგად იყიდება... მაინც ფულისთვის გამოდის შერკინება. ისე,  თუ გადარჩება, კარგია, თუ არადა, ძაღლი კი არა, კაციც კვდებაო(?!) - დასძინა საუბრის დასასრულს ჩემმა მოსაუბრემ. "რა უნდა მეთქვა, "რკინის ლოგიკაა".” 

უცნაურია, რომ ამ აკრძალულ სანახაობებზე ყურს არ იბერტყავენ სამართალდამცველები. არადა, ინტერნეტი აჭრელებულია ბრძოლის ამსახველი ვიდეომასალით და ფოტოებით. ამასთან, კანონის დარღვევა არის არა მხოლოდ ძაღლების მიმართ სასტიკად მოპყრობა, არამედ ამ სისასტიკის ამსახველი მასალების გავრცელებაც. 
ძაღლების შერკინება შორეული წარსულიდან მოდის, მაგრამ ცივილიზებულმა დასავლეთმა კარგა ხანია, აკრძალა ეს სისხლიანი სანახაობა. ასევე აიკრძალა შინაურ პირობებში მებრძოლი ძაღლების ყოლა, რადგან მათი არამდგრადი ფსიქიკა ერთ დღეს შესაძლოა ოჯახური ტრაგედიის მიზეზი გახდეს, რაც არცთუ იშვიათად მომხდარა. აკრძალვას შემდეგი მოტივი განაპირობებს: ეს სანახაობა არა მხოლოდ ცხოველების მიმართ მავნებლობაა, ხელს უწყობს აგრესიულობის განვითარებას ადამიანებშიც. საქართველოში უსაზღვროდ გაზრდილი საზოგადოებრივი აგრესიულობიდან გამომდინარე, ეს განმარტება ძალიან დამაფიქრებელია. 

P.S. ამ სისხლიანი სანახაობის შემდეგ გულქვა უნდა იყოს ადამიანი, გულგრილი რომ დარჩეს ძაღლების მიმართ. 
ადამიანო, კანონიც რომ არ გაიძულებდეს, ნუ გაწირავ მეგობარს, თუნდაც ოთხფეხს, რომელსაც ერთგულებაში ვერც ერთი სულიერი ვერ შეედრება.

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი

1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე, ცხოველის წვალება - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
სამწუხაროდ, დღემდე კანონი მხოლოდ ქაღალდზე კანონობს.   

სისხლიანი ორთაბრძოლა

XIX საუკუნის დასაწყისში ლონდონის დაბალმა ფენამ ფულის შოვნის "იდეალურ" გზას მიმართა: შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ძაღლებთან ერთად უშვებდნენ ათობით, ზოგჯერ ასობით ვირთხას და იწყებოდა სანახაობა. ამ სისხლიან ორთაბრძოლას თანამედროვე ენაზე შეიძლება ვირთხის ტოტალიზატორი ვუწოდოთ. გადარჩენილი ვირთხის პატრონი იმ დროისთვის საკმაოდ დიდ თანხას იღებდა. გამოხდა ხანი და ვირთხები ძაღლებით ჩაანაცვლეს. ასე გაჩნდა ძაღლების ორთაბრძოლა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ირლანდიასა და შოტლანდიაში, ის კი არა, ექსპერიმენტების ჩატარებაც დაიწყეს ტერიერსა და ბულდოგზე და მათი შეჯვარებით იდეალური მებრძოლი ბულტერიერი მიიღეს. 1835 წელს ინგლისში მიიღეს კანონი ძაღლების ორთაბრძოლის აკრძალვის შესახებ.
ამერიკაში ძაღლების ჩხუბი 1866 წელს აიკრძალა.

კიდევ ერთი სისასტიკე - მამლების ჩხუბი

მამლების ჩხუბი ჯერ კიდევ უძველეს დროს იმართებოდა  ინდოეთში, ჩინეთსა  და სპარსეთში. ბრძოლის დაწყების წინ მამლებს დეზებზე ლითონის ან ძვლის დაახლოებით 4-სანტიმეტრიან დეზებს წამოაცვამდნენ ხოლმე, ხანდახან უფრო გრძელსაც იყენებდნენ.
მებრძოლი მამლები ბაბილონში დაახლოებით ჩვ. წ.-მდე 700 წელს მოხვდნენ ინდოეთში ლაშქრობიდან დაბრუნებულ ირანელ ჯარისკაცებთან ერთად.
საბერძნეთში კი ისინი პოპულარები თემისტოკლეს დროს გახდნენ. მოგვიანებით მამლების ჩხუბი აზიასა და სიცილიაშიც გავრცელდა. რომაელები მასხრად იგდებდნენ მამლების ბრძოლას, მაგრამ ნაშრომებში იმდროინდელ სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე არის ჩანაწერები, სადაც ნათქვამია, რომ ზოგიერთმა ბრძოლის მოყვარულმა ქონებაც კი წააგო. მამლების ბრძოლა, როგორც სანახაობა, რომიდან ბელგიაში, ინგლისში, შოტლანდიაში, უელსში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და ლუქსემბურგშიც გავრცელდა. რა თქმა უნდა, ეკლესია წინ აღუდგა მამლების ბრძოლის გავრცელებას, მაგრამ ვერაფერს გახდა.
ბრიტანეთში მამლების საბრძოლო არენა პირველად მეფე ჰენრიხ VIII-მ ააგო. ჩანს, მამლების ბრძოლამ უდიდესი პოპულარობა იმიტომაც მოიპოვა, რომ მის გასამართად არცთუ ბევრი ადგილი და ფული იყო საჭირო.
დიდ ბრიტანეთში მამლების ჩხუბი 1849 წელს აიკრძალა, კუბაში კი 1959 წელს, ხელისუფლებაში ფიდელ კასტროს მოსვლისთანავე. 


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/public/11042-sasikvdilod-gantsirulebi.html
კატეგორია: მიმოხილვა | ნანახია: 5627 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 11
0   Spam
11 niksitine   (09.02.2012 19:29:10) [მასალა]
საერთოდ ისე პიტბულები მოჩხუბარი ჯისშია ეგ ძაგლები მაგისაა მარა კაი იქნბება ტუ არ აჩხუბებენ

0   Spam
10 gonchi   (09.02.2012 18:15:34) [მასალა]
დაუკვიდი შენ ბიჯო მე რას მწერ ნაგაზის დედაც ....... მე.და ვაფშე რომ იცოდე კაცზე აგრესიულია ეგ ძაგლი.პატრონზე არამაქ საუბარი

0   Spam
9 GuDa   (09.02.2012 17:04:03) [მასალა]
აი ვიპოვე (( მახოს და ლომას ჩხუბი ttp://www.youtube.com/watch?v=0ICiBFiH2KI&feature=colike

0   Spam
8 GuDa   (09.02.2012 16:53:09) [მასალა]
წიწკანაააა . გაითვალისწინე შე სატანა შენა 069

0   Spam
6 qorbude   (09.02.2012 14:17:07) [მასალა]
GONჩHI ეგ არ არი ძმა სწორი მიდგომა,როგორც გონჩი არ უნდა ანადირო ფრინველზე და მეძებარი ნადირზე,ისუ არ უნდა აჩხუბო მეცხვარეც,ეგ მისი მოვალეობა არ არი,მისი მოვალეობა ნახირი და მისი დაცვაა,საბრძოლველად არი სპეციალურად გამოყვანილი ჯიშები,რავი მე ასე ვფიქრობ,ეს ჯიში მონასტრიდან შემიყვარდა რა
და საჩხუბრად მე პირადად ვერ გავიმეტებ

+1   Spam
5 xarata   (09.02.2012 13:49:55) [მასალა]
gonchi ,nika-nika რასაც თქვენ ამბობთ არ არის სწორი მეც მყავდა დაახლოებით 7 წლის წინ წმინდა ყაზბეგური ნაგაზი თეთრი იყოო 80 კილოიანი ძაღლი გაიზარდა და მისი დამმარცხებელი არავინ იყოო მერე გავაჩუქეთ ხაშურში (არ ვიცი ვის აჩუქა მამაჩემმა) რაღაც ფერმაში ყავდა კაციშვილი ვერ ეკარებოდა იმ ტერიტორიას სადაც ძაღლი იყო (დაბმული) ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვერ იტანდა ხალხს არამედ იგი იცავდა მის ტერიტორიას( ანუ ყარაულობდა) მაგრამ ბოლოს გაცოფიანდა და გარდაიცვალა 7 წლის იყოო ახლაც თვალ წინ მიდგას როგორ მოიყანა მამაჩემმა სახლში პატარა ლეკვი საწყალს გაბო ერქვა. არ მინდა რო სხვა ძაღლებსაც ასე დაემართოთ და ამიტო ვწერ ამას. მეც მიყვარს ჩხუბის ყურება,მაგრამ არა ჩემი ძაღლის იმიტო რო მე ის მიყვარს და იგი ერთადერთი ოთხფეხა მეგობარია ჩემთვის!!!!!!!!

-1   Spam
3 nika-nika   (09.02.2012 11:34:46) [მასალა]
დაგლების ჩხუბს რა ჯობია დიდი სიამოვნებით უკურებდი ნებისმიერი დაგლის ჩხუბს

-1   Spam
2 gonchi   (09.02.2012 11:21:51) [მასალა]
კაი რააა.საშინელება არა ისა კიდეე.ძან მაგარია ძაგლების ჩხუბი და დიდი სიამოვნეება კიდეც.ნაგაზიო რომ თქვი პირიქიტ ადამიანებს ვერ იტანს.

0   Spam
4 kiro   (09.02.2012 13:00:52) [მასალა]
ძმაო არ გეწყინოს მაგრამ ალბათ შენ არასოდეს გყოლია ეგ ძაღლი და მიტომ ამბობ ეგრე . მე მყოლია და ვიცი თუ რა არის მასში.ნაგაზი ნამდვილი მეგობარია ადამიანის 166

0   Spam
7 fshavelo   (09.02.2012 14:50:51) [მასალა]
ადამიანებს ვერ იტანს და ცხვარს ხოო?! და მგელთან ძმაკაცობს არააა?!
დაუკვირდი რას წერ რაააა !!!!

0   Spam
1 bendeksi   (09.02.2012 03:50:20) [მასალა]
საშინელებააა... მართლაც როგორ იმეტებენ ასე ძაღლებს, კიდევ შეიძლება დაუშვა მებრძოლი ძაღლების ჩხუბი, მაგრამ ნაგააზი? ის ხომ მსოფლიოში ყველაზე მგრძნობიარე ძაღლია... :((((((((:((((((((

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика