ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » მგლის საათი    

23:56:11
მგლის საათი
06-02-2012
მგლის საათი
მგლის საათიანუ ახმეტა მგლების ხროვას კომენდანტის საათით "ებრძვის"(?!)

"არ გვინდა,  მალე ჩვენი შვილები ვიპოვოთ მგლისგან ყელგამოჭმული!"


- იცი, ჩვენთან კომენდანტის საათია... ასე, სიტყვასიტყვით, ისე უშფოთველად და ჩვეულებრივად მითხრა ერთმა ახმეტელმა, როგორც...  ვთქვათ იმას იტყვიან, - ამ დილით ადრე ავდექიო. ამიტომ მეც ჩვეულებრივად ვუთხარი, - კარგი, რა-მეთქი და ლაპარაკი განვაგრძე. იმან, - შენ კი არ გჯერა, მაგრამ გაფრთხილებული ვართ, შებინდებისას გარეთ არ გამოვიდეთ, ამ დროს ქუჩაში მარტო პოლიცია დადისო! რას ამბობ-მეთქი! და... - ქალაქი მგლებით არის სავსე, აქამდეც ასე იყო, მაგრამ ახლა კომენდანტის საათი დააწესესო - ისე ჩვეულებრივად დაამატა, უცებ მივხვდი, რომ  მგლების შემოსევა მისთვის ჩვეულებრივი ამბავი გამხდარიყო. 
ახლა იმაზე ლაპარაკი არ ღირს, ამ ფაქტთან შეგუება კარგია თუ ცუდი, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება და ისიც ფაქტია, ჩვენი რეალობა მატყუარა ბიჭზე შეთხზული ზღაპარი არ აღმოჩნდა, რომელმაც იმდენჯერ იცრუა, - მგელი მოდის, მგელიო, როცა მართლაც მოვიდა, აღარ დაუჯერეს... 

მგლების შემოსევებზე ჩვენს გამუდმებულ ლაპარაკს კი ის მოჰყვა, რომ არა მხოლოდ სოფლად, მგლები ქალაქის ქუჩებშიც თავისუფლად დასეირნობენ და კვალსაც ტოვებენ - ჯერჯერობით მხოლოდ ყელგამოღადრულ ძაღლებს, მაგრამ... მაგრამ ვისაც მგლის შესახებ რამე გაუგია, ისიც ეცოდინება, რომ ხვალ მისი მსხვერპლი შეიძლება ადამიანიც გახდეს. ასე რომ, როცა ახმეტელ ჟურნალისტ ბელა ბიტარიშვილს დავუკავშირდი, საიმედო და  დამამშვიდებელი ვერაფერი მითხრა: "ახმეტაში მგლების შემოსევის ახალი ტალღა ბოლო დღეების დიდთოვლობას მოჰყვა - ბახტრიონის ტყეებში მგელმა საკვები ვეღარ იპოვა და დასახლებისკენ დაიძრა,  როგორც ბახტრიონის მიმდებარე სოფლებისკენ, უკვე ქალაქისკენაც. 

სოფელ მატანში ხალხს დილით პირუტყვი დახვდა ყელგამოღადრული, ქალაქში, თავად ვიპოვე ყელგამოჭმული ძაღლი. მგელი, ძაღლი რომ მოიგერიოს, მასავით ყმუილს ასტეხს, მიიტყუებს და მერე ყელს ღადრავს. მოსახლეობამ შებინდებისას მეორე საჯარო სკოლასთანაც მგლების ხროვა ნახა, -  ხუთი მგელი თოვლში ერთად მიძუნძულებდაო,  ერთი უკვე მოკლეს ქალაქში.
ჩვენში მგლების შემოსევები უცხო ნამდვილად აღარ არის. ოღონდ აქამდე ქალაქისთვის არ შემოუტევიათ. ახლა ხალხმრავალ ადგილებსაც აღარ ერიდებიან. ეს ძალიან საშიშია. მგლები შებინდებისას, ანუ ისეთ დროს შემოდიან ქალაქში, როცა ქუჩებში ძირითადად ბავშვები არიან - კერძო გაკვეთილებიდან ბრუნდებიან შინ... 

ახმეტის მუნიციპალიტეტმა საგანგებო ზომები მიიღო - კომენდანტის საათი შემოიღო. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ხალხის მტრები იქნებოდნენ! ყველა გააფრთხილეს, შებინდებისას შინიდან არ გამოხვიდეთო. ამას  სახანძრო-სამაშველო სამსახური აკონტროლებს  - ყოველ ღამე დადიან, რათა შეამოწმონ ვინმე ხომ არ არის გარეთ. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ ბრიგადაც კი შექმნა მგელზე სანადიროდ, - ეს უკვე ადამიანებზე თავდასხმაა, ასეთ შემთხვევებში მგლებზე ნადირობის აკრძალვის კანონი აღარ მოქმედებსო. მაგრამ მგელი ჭკვიანი ცხოველია და ვერ გეტყვით, რა შედეგი დადგება..."

მონადირეებმა ზუსტად იციან, რა შეიძლება მოხდეს. თუმცა დარწმუნებული არ არიან, რომ მგლის მოკვლისთვის ხვალ საჯარიმო ქვითარს არ მიუტანენ. ამიტომ ვინაობის გამხელა არ ისურვეს, მაგრამ შედეგი ზუსტად აღწერეს:
"ხვალ ჩვენს ტყეებში ნადირ-ფრინველი აღარ იქნება, ახლომდებარე დასახლებებში კი მგლებისგან ყელგამოჭმული ადამიანების რიცხვი გაიზრდება... მგელზე ჭკვიანი ცხოველი არ არსებობს. ნადირობის დროსაც კი, როცა წრეს ოცი ადამიანი არტყამს და მგელს აიძულებს თავშესაფრიდან გამოვიდეს, შეიძლება გვერდით ისე ჩუმად ჩაგიაროს, მიიხედო და მხოლოდ კვალი აღმოაჩინო... მგელმა რომ იარსებოს, დღეში ათი კილო ხორცი მაინც სჭირდება და აბა, გადაიანგარიშეთ მგლის სიცოცხლის განმავლობაში (დაახლოებით, 16 წელიწადი) რამდენი კილო გამოდის! ვიღაცას შეიძლება ბნელები ვგონივართ, მაგრამ\ მშვენივრად ვიცით, რატომ მოქმედებს ნადირობის აკრძალვის კანონი 

- რაღაც ორგანიზაციები ასეთ კანონებში უცხოელებისგან ფულს აკეთებენ, ამას ახლა გრანტები ჰქვია. ჰოდა, მგელიც იმან შეინახოს, ვინც ეს კანონი დააარსა. ჩვენ თავი დაგვანებონ, არ გვინდა, მალე ჩვენი შვილები ვიპოვოთ მგლისგან ყელგამოჭმული!"

ახმეტაში უკვე მგლის, ანუ კომენდანტის საათი მოქმედებს. ხვალ სხვა, მგელსაშიშ რაიონებში რა მოხდება, ძნელი გასათვლელია. ერთი კია, - ადამიანური კანონი მგლის შიშით ცხვარს არ წყვეტს, მაგრამ თუკი მგელი ცხვარს თავადაც მოუღებს ბოლოს, მგელი კანონზე მაღლა მდგომი აღმოჩნდება!

P.S. ალბათ, კანონის წინაშე პირნათელი კი დარჩებიან, მაგრამ თუკი ახმეტაში ტრაგედია მაინც მოხდა, ვეჭვობთ სინდისის წინაშე პირნათელი დარჩნენ ისინი, ვისაც ამ ტრაგედიის საწინააღმდეგოდ რაიმე შეეძლო და არაფერი მოიმოქმედა. ამასთან დაკავშირებით შევეცადეთ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძეს დავკავშირებოდით, რაც სამწუხაროდ, არ მოხერხდა. შეკითხვებზე გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნონა ხელაიამ და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ გვიპასუხეს. 

კობა მაისურაძე: "შევიტყვეთ თუ არა ქალაქის ცენტრში მგელი მოკლესო, მეორე დღესვე შევქმენით საგანგებო ჯგუფები, რომელშიც დაახლოებით 20 მონადირე  გაერთიანდა, ისინი   ტყვია-წამლით მოვამარაგეთ. ახმეტის გარშემო ტყე ბევრია, ამიტომ საშიშროება მგლების შემოსევისა დიდია. როცა ადამიანების სიცოცხლე დგება საფრთხეში, მაშინ ვერანაირი კანონი ვერ წავა იმის წინააღმდეგ, რომ ეს საფრთხე თავიდან იქნას აცილებული".
ნონა ხელაია: - სამწუხაროდ, ამ შემთხვევის შესახებ არაფერი გამიგია, რადგან რეგიონებში შესაბამისი ცნობების მომწოდებელი სამსახურები აღარ არსებობს. მაგრამ როცა მგელი ადამიანს თავს ესხმის ან ამის საშიშროებაა, მგლის მოკვლა არ იკრძალება. 

- მგლები იმდენად გამრავლდნენ, რომ ქალაქში ჩამოდიან. მონადირეები ამბობენ, რომ მოსალოდნელი ტრაგედიის თავიდან ასაცილელად მგლებზე ნადირობა კანონით უნდა დაიშვას. რატომ არის ეს შეუძლებელი?
- იცით, ასეთმა გადაწყვეტილებამ ევროპა როგორ დღეში ჩააგდო? აღარ იციან ტყეები ირმებისგან როგორ დაიცვან. ჩვენ ყველაფერი დასაცავი გვაქვს და ახლა ირმებისგან დასაცავი ვერ გავხდებით! 


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/public/11138-mglis-saathi.html
კატეგორია: მგლები და ტურები | ნანახია: 2939 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 14
0   Spam
14 ბუთუთი   (22.07.2012 21:57:08) [მასალა]
მალე შინაური ცხოველებიც არარ დაააკმაყოფილებთ და გადავლენ ადამიანებზე

0   Spam
13 zaza123   (22.07.2012 21:37:47) [მასალა]
ამ განცხადების გამკეტებელს უნდა დაესიონ მგლები და ნახავს მერე თუ დაიცავს ამ საშინელებას,რაგაც კინკილა ირემი დადის საქართველოში და იმისაგან გვინდა დაცვა?მგელი რასაც აკეთებს იმაზე უარესს რას გააკეტებს ირემი?ეს არის ხალხის დაცინვა 23_30_126

0   Spam
12 zazaaaaa   (09.07.2012 19:17:02) [მასალა]
ეს არის იდიოტიზმი,ირემისგან თავი როგორ დავიცვათო სასაცილოა,აბა მგელი ჯობია?

0   Spam
11 version   (11.03.2012 15:47:12) [მასალა]
დაგვაძალეს მგლები ჩვენ მოგვამრავლებინეს და თვითონ შემცირებული რაოდენობით ყავთ რათა ადამიანისთვის სასარგებლო ნადირ-ფრინველი მომრავლებულიყო.რას ვუჯერებთ ევროპას,საქართველო ისე უნდა მოიქცეს როგორც თავისთვის იქნება კარგი.

0   Spam
10 version   (11.03.2012 15:44:46) [მასალა]
აუ რა სისულელეა ირემი თურმე ისე გამრავლდა აღარ იციან რა ქნან 069 არა და მსოფლიოში საკვების კრიზისია,ფასები იმატებს ხორცის პროდუქტებზე და ევროპა გადათელა ირემმა და ვერ უხერხებენ ვერაფერს. 069

0   Spam
9 gigilo   (05.03.2012 06:36:19) [მასალა]
მართლაც ძალიან გამრავლდა მგელი საქართველოში, სანამ ადამიანებზე გადავლენ აუცილებელია ნება დართონ ნადირობაზე დროებით მაინც სანამ შემცირდება მატი რიცხვი, ისე სიმართლე ითქვას მგლისგან თავის დაცვას ირმისგან თავის დაცვა ნამდვილად ჯობია 25 25 25

0   Spam
8 77777   (05.03.2012 03:49:16) [მასალა]
სადაც ვნახავ სულს გავაფრტხობინებ საღორიის ტყეში უკვე სახიფათოა უთოფოდ სიარული გოდოგან ნაგარევის გორეზე აღარაფერს ვამბობ კაცი ზლივს ჩამოვიყვანეტ ხიდან ისე შეასინა დილამდე უცდიდა 48

+1   Spam
7 merabnozadze   (09.02.2012 22:20:52) [მასალა]
მართლა სასაცილოა მაღალი ეშელონებიდან ასეთი კომენტარები. 069

+1   Spam
6 მონადირე   (09.02.2012 21:21:33) [მასალა]
mesximonadire , რატომ არ ესროლეთ?

-1   Spam
5 mesximonadire   (09.02.2012 17:29:37) [მასალა]
დღეს სანადიროდ ვიყავი და ოთხი მგელი ვნახე არცკი მისროლია. მაგარი ცხოველია. მაგრამ თუ ძაღლი ტყეში დაგრცჩა ცოცხალს ვეღარ იპოვი.

0   Spam
4 fshavelo   (09.02.2012 15:05:43) [მასალა]
ეს ყველაფერი საშინელებაა მაგრამ, მგელს დღეში 10 კილო ხორცი ნამდვილად არ სჭირდება

0   Spam
3 zaza1970   (09.02.2012 13:25:11) [მასალა]
მგელი მანახა და კანონი ნაკლებად გამახსენდება მაშინ. ისე მე თუ მკითხავს ვინმე, ირმებიდან უფრო სასიამოვნია თავის დაცვა ვიდრე მგლებიდან.qorbude-ე გეთანხმები ძმავ,ასეთი უაზრო არგუმენტი ჯერ არ გამიგონია, ამის დამწერი დარწმუნებული ვარ ტყეში ნამყოფი არ იქნება 167

0   Spam
2 nika-nika   (09.02.2012 11:41:29) [მასალა]
მგლებს გარეული ცხოველები აღარ კოფნიტ და ახლა შინაურებზე გადმოვიდნენ ის კი არა ქალაქშიც შემოვიდნენ. ჩემი აზრით მგლის მოკვლა დასაშვები უნდა იკოს ოგონდ ნორმის პარგლებში

+2   Spam
1 qorbude   (09.02.2012 00:38:37) [მასალა]
(- მგლები იმდენად გამრავლდნენ, რომ ქალაქში ჩამოდიან. მონადირეები ამბობენ, რომ მოსალოდნელი ტრაგედიის თავიდან ასაცილელად მგლებზე ნადირობა კანონით უნდა დაიშვას. რატომ არის ეს შეუძლებელი?
- იცით, ასეთმა გადაწყვეტილებამ ევროპა როგორ დღეში ჩააგდო? აღარ იციან ტყეები ირმებისგან როგორ დაიცვან. ჩვენ ყველაფერი დასაცავი გვაქვს და ახლა ირმებისგან დასაცავი ვერ გავხდებით! )
ამ არგუმენტზე მეტი უაზრო,აბსურდული და სასაცილო თუ მოუსმენია ვინმეს რამე?
თქვენ მიბაძეთ ევროპას და ირმებისგან ჩვენ დაგიცავთ 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика