ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 5 » ფრთხილად, მკვლელი მცენარეები!    

02:49:39
ფრთხილად, მკვლელი მცენარეები!
ფრთხილად, მკვლელი მცენარეები!
ფრთხილად, მკვლელი მცენარეები!მშვენიერება მაცდურია! ფრაზა, რომელიც ბუნების ერთ-ერთ ულამაზეს ქმნილებაზე, ქალზე შეიქმნა, როგორც ჩანს, ყოველივე მშვენიერზე ვრცელდება. ყოველ შემთხვევაში, სწორედ დედამიწის ათი ულამაზესი ყვავილი მიიჩნევა ათ ყველაზე საშიშ მცენარედ. მათ შორის არიან "შინაურები", რომლებიც ჩვენს ბაღებშიც თავს დიდებულად გრძნობენ. მათი შხამი მომაკვდინებელია, თუმცა ამის მიუხედავად, ამ ყვავილების სილამაზით ყველა ტკბება, ალბათ - მსხვერპლიც.

ოლეანდრი
იმდენად შინაურია, მის მშვენიერებას ვეღარც ვამჩნევთ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარეა. მისი ფოთლები, ყვავილები და ნაყოფი შეიცავს გულის ამაჩქარებელ გლიკოზიდებს, რომლებსაც სამკურნალოდ უდიდესი სიფრთხილით იყენებენ - რადგან თუკი მისი შხამი ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვდება, გულს წამში აჩერებს.

დიონია მუსციპულა
საკვირველად სწრაფია! საკმარისია მსხვერპლი ზედიზედ მის ორ წვრილ გამონაზარდს ერთდროულად შეეხოს, რომ ხახაში იქცევს, რომელსაც ნახევარ წამში ხურავს, რათა მშვიდად გამოწუწნოს. ბოტანიკოსები დღემდე იტეხენ თავს ამ მოქმედების მექანიზმის ამოსახსნელად. 

ეპენტესი
ეს მცენარე ფილიპინების ისეთ მიუვალ ადგილებში ხარობს, თუ არა ტურისტები, შესაძლოა მკვლელ მცენარეთა სიაში სულაც არ მოხვედრილიყო - ადგილობრივები მისი ეგზოტიკურობით თავს სწორედ ტურისტებთან იწონებენ. ამ კოკისებრ მცენარეს, რომლის ყვავილის დიამეტრი 30 სმ-ია, ფრიად უყვარს ხორცი! მართალია, მღრღნელების მეტს ვერაფერს მოინადირებს, მაგრამ მათ უდიდესი სიამოვნებით აკოკლოზინებს. ამისათვის კი იმ ნივთიერებას იშველიებს, რომელსაც მსხვერპლის შეხებისთანავე გამოყოფს. წებოვანი ნივთიერებების სურნელოვანი მორევი მსხვერპლს ისე ითრევს და ალპობს, რომ საბრალო თავს ვეღარასოდეს დაიხსნის.

ანგელოზის საყვირი 
ამ მცენარეს ანგელოზის საყვირი ალბათ სილამაზის გამო შეარქვეს, თორემ, თავისი მოქმედებით, დემონური უფროა. სამხრეთ ამერიკის რეგიონებში გავრცელებული ეს მცენარე ისეთ ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რომ ორგანიზმში მისი მოხვედრისას ადამიანი მალევე კვდება. მისი მტვერის კანზე შეფრქვევაც კი ზოგჯერ მომაკვდინებელია.

კირკირი

ოვიდიუსი მედეას მიაწერდა კირკირის საწამლავად გამოყენების ტექნიკას - მას თურმე კირკირით თეზევსის მოწამვლა სურდა. პლუტარქე კი წერდა, - მარკუს ავრელიუსის მეომრები ისრების წვერს კირკირის შხამში ავლებდნენო. შემდგომში მედიცინამ შეძლო კირკირი სამკურნალოდ გამოეყენებინა.

თეთრი გველისძირა

ამბობენ, ამ მცენარემ ამერიკის ერთ-ერთი უჭკვიანესი პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის დედა, ნენსი ჰენქსი მოკლა. თეთრი გველისძირას შხამმა ოჯახში პირუტყვის მეშვეობით შეაღწია - მცენარე ლინკოლნების ძროხამ მოძოვა, რომელსაც მცირე რაოდენობის შხამი ვერ მოერია, თუმცა, მომაკვდინებელი აღმოჩნდა დიასახლისისთვის, რომელიც რძით მოწამვლისთანავე გარდაიცვალა. 

დიდფესვა 

დიდფესვა დიდი სიამოვნებით მიირთმევს წყლის პატარ-პატარა სულდგმულებს. მათ მკვლელი ბუშტუკების მეშვეობით იზიდავს, რომელებიც წყალში ტივტივებენ და მაშინვე ამოქმედდებიან, როგორც კი მსხვერპლი გამოჩნდება. ბუშტუკები მსხვერპლს ჯაგრისებურ გამონაზარდებში იტყუებენ და როცა დალპება, მას უკვე მცენარის კედლებზე განლაგებული ბუშტუკები შეიწოვენ.

აბუსალათინი
ეს "შინაური მკვლელი" კეკლუცად იწონებს თავს ჩვენს ბაღებში. მისი თესლის შეძენაც ყველგან შეგვიძლია, თუმცა აზრადაც არ მოგვდის, რომ  სწორედ ეს თესლი შეიცავს იმ მომაკვდინებელ შხამს, რომელსაც ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად იყენებენ. 

ცუდი ქალი
სამხრეთ-დასავლეთ მექსიკის ამ საშინელ ეკლიან მცენარეს ისეთი რძის მაგვარი წვენი აქვს, რომ კანს შეხებისთანავე წვავს და ბუშტუკებს აჩენს, რაც ადამიანს საშინელ შესახედავს ხდის. ბოლომდე გამოჯანსაღება კი შეუძლებელია. 


წყლის კონიო

ჩრდილოეთ ამერიკაში ის ყველაზე შხამიან მცენარედ მიიჩნევა. მისი შხამი თიშავს მთელ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. წყლის კონიოს არც ხმელეთის შხამიანი კონიო ჩამორჩება, რომლის გამანადგურებელი თვისებები ჯერ კიდევ სოკრატემ აღწერა. ეს უკანასკნელი ადამიანს სასუნთქი სისტემის პარალიზებით კლავს. კონიო სტაფილოსებრთა ოჯახის წარმომადგენელია.


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/mozaika/11054-frthkhilad-mkvleli-mcenareebi.html
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 5208 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 tatoxoni   (06.02.2012 22:09:56) [მასალა]
23_30_126

0   Spam
1 bizona   (05.02.2012 13:52:23) [მასალა]
საინტერესო ინფორმაციააა და კიდე კაი ჩვენთან არ ხარობს ყველა 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика