ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 3 » ყველაზე ძვირად ღირებული ძაღლები    

15:46:23
ყველაზე ძვირად ღირებული ძაღლები
ყველაზე ძვირად ღირებული ძაღლები
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, თუმცა ამ ძაღლურ მეგობრობას თავისი ფასი აქვს. ძაღლის ფასი მისი ჯიშის, გვარის, ასაკისა და სხვა ფაქტორების მიხედვით დგინდება.

წარმოგიდგენთ ძაღლის ყველაზე ძვირად ღირებულ ჯიშებს. 

1. სალუკი

ის ასევე ცნობილია, როგორც "მეძებარი ქურციკი", "არაბული მონადირე" და "სპარსული მეძებარი". სალუკი მოშინაურებული ძაღლების ერთ-ერთ უძველეს სახეობად ითვლება. ის ბიბლიაშიც კია ნახსენები. სალუკი ძალიან პოპულარული იყო ეგვიპტელ ფარაონებშიც. ძაღლი ტანით საკმაოდ დიდია, მას გრძელი ფეხები და მაღალი ყელი აქვს, რაც მფლობელისგან გარკვეული პირობების შექმნას მოითხოვს: მას სჭირდება დიდი ოთახი, რომ იმოძრაოს და საჭმელთან დაკავშირებით ძალიან პრეტენზიულია. სალუკის ლეკვის შეძენა 2500 აშშ დოლარი დაგიჯდებათ.

2. უელსური კორგი პემბროკი

ეს ჯიში უელსიდან მოდის, სადაც პემბროკშაირის ნაციონალური პარკი მდებარეობს. კორგი პემბროკი ელიზაბეტ II საყვარელი ძაღლის ჯიშია. სამეფო ოჯახში პემბროკები უკვე 70 წელზე მეტია ბინადრობენ. ელიტური ჯიშის ლეკვი, დაახლოებით 1000 აშშ დოლარამდე ღირს.


3. ჩაუ-ჩაუ

სალუკის მსგავსად, ჩაუ-ჩაუც საკმაოდ ძველი ჯიშია. ის ჩინური წარმოშობისაა. ჩაუ-ჩაუს ჩინური სახელი "შანხაის დედოფალია". "ფუმფულა ლომი ძაღლი" - სიტყვასიტყვით მისი სახელი ასე ითარგმნება. მეგობრული ჩაუ-ჩაუს ფასი 1000-იდან 8500 დოლარამდე მერყეობს.

4. ეგვიპტური ფარაონი


ეს ჯიში სპეციალურად შექმნეს ძველ ეგვიპტეში. ისინი ფარაონების მეგობრების სტატუსით სარგებლობდნენ. მოგვიანებით ეს ჯიში მალტაზეც გამოიყვანეს. 1974 წელს ეგვიპტური ფარაონი მალტის ნაციონალურ ჯიშად აღიარეს. ექსკლუზიურობის გამო, ეგვიპტური ფარაონის ფასი 2500-დან 6500 დოლარამდე მერყეობს.

5. ძველი ინგლისური ბულდოგი


შესაძლოა, მისი ფორმებისა და გამომეტყველების გამო, ვინმეს ეგონოს, რომ ინგლისური ბულდოგი საშიში და ავი ძაღლია. მაგრამ ამ ჯიშის ძაღლის პოპულარობა სწორედ მისმა ლმობიერმა ხასიათმა განაპირობა. ინგლისური ბულდოგის პოპულარობა ბოლო დროს ძალიან გაიზარდა. მისი ფასი 9000 აშშ დოლარია.

6. კანადური ესკიმოსი

მე-19 საუკუნეში კანადური ესკიმოსი ძალიან პოპულარული იყო პოლარულ მოგზაურთა შორის, მაგრამ ამ მოგზაურობებმა ეს ჯიში გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენა. მათ გადარჩენას არაერთხელ შეეცადნენ, თუმცა ლეკვების უმეტესობა დაბადებისთანავე იღუპება. იშვიათობის გამო, კანადური ესკიმოსის ფასი 7000 დოლარს აღწევს.

7. Löwchen - პატარა ლომი


Löwchen, იგივე პატარა ლომი, ევროპული ჯიშია, რომელის რენესანსის ეპოქამდე წარმოიშვა. ამ ჯიშის პოპულარობა 1800 წელს გაგრძელდა. საწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომმა ძაღლის ამ ჯიშის გამრავლებაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. პატარა ლომის ფასი დღეს 5000-იდან 8000 დოლარამდე მერყეობს.

8. სამოედი


ეს ციმბირული ჯიშის ძაღლი ერთ-ერთი ყველაზე მოდურია. ის ზედგამოჭრილია ძაღლების შოუებისა და გამოფენებისთვის. ეს ძალიან თბილი და ენერგიული ძაღლია. ამ ძაღლის მოვლა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა არა იმდენი, რამდენიც მისი პირველადი ფასია. სამოედის ლეკვი დაახლოებით 11 000 დოლარი ღირს.

9. კინგ ჩარლზ სპანიელი

კიდევ ერთი სამეფო ჯიშის ძაღლი, რომელიც ძალიან პოპულარულია. ამ ჯიშმა საკუთარი დახვეწილობის გამო არა მხოლოდ ადამიანები, არამედ კინოინდუსტრიის ყურადღებაც მიიპყრო. ის ხშირად გვხვდება სხვადასხვა ფილმებში. კინგ ჩარლზ სპანიელის ჯიში სპეციალურად გამოიყვანეს. ის სერ ენტონი ვან დეიკის პორტრეტზე გამოსახულ ძაღლს უნდა დამსგავსებოდა. მისი ფასი, სწორედ მისმა სამეფო წარმომავლობამ განაპირობა. კინგ ჩარლზ სპანიელის ლეკვი 10 000-იდან 14 000 დოლარამდე ღირს.

10. გერმანული ნაგაზი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ძაღლი, გერმანული ნაგაზი, შესაძლოა იყოს როგორც შინაური, ისე სანადირო თუ სახლის მცველი. ამ ჯიშის ძაღლი 10 000-დან 24 000 დოლარამდე ღირს. გაწვრთნილი გერმანული ნაგაზის ფასი დაახლებით 50 000 დორამადე აღწევს. ცოტა ხნის წინ, ჟურნალ " New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, სამი წლის გერმანული ნაგაზი რეკორდულ ფასად, 230 000 დოლარად გაიყიდა. 

მომზადებულია learnvest.com-ის მიხედვით.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/47519-yvelaze-dzvirad-ghirebuli-dzaghlebi.html#ixzz1lJneCi81


წყარო
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 5484 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 11
0   Spam
11 DatuNiko   (22.08.2012 15:33:56) [მასალა]
ბატონებო!
სრული კომპეტეციის უფლებით გაცნობებთ,რომ მოწოდებული ფასები ზედმეტად გადაჭარბებულია!!!....

0   Spam
10 gocha   (02.03.2012 16:40:37) [მასალა]
გერმანული ნაგაზი მართლაც ძაან მაგარია, სიამოვნებით მოვუვლი საკუთარი სახლი როცა მექნება 10 10 10

0   Spam
9 grishk100   (05.02.2012 01:12:55) [მასალა]
166 166 166

0   Spam
8 doxe   (04.02.2012 16:21:45) [მასალა]
ფული აქვთ და აღარ იციან რაში გახარჯონ 23

0   Spam
7 aleko   (04.02.2012 13:59:36) [მასალა]
166 166 166 10 10

0   Spam
6 fshavelo   (04.02.2012 04:20:05) [მასალა]
ამათგან სალუკის და სამოედს ვიყოლიებდი სიამოვნებით 166 166

0   Spam
5 nugomonadire   (04.02.2012 03:58:40) [მასალა]
omo_96 გერმანული ჯიშის სუფთა სისხლის ნაგაზი მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან ძაღლად არის აღიარებული. მას შეუძლია ადამიანის აზრების სრული 60-70 პროცენტით ამოცნობა. ინტუიციის შესანიშნავი ალღო აქვს და საუცხოვოდ ხვდება ადამიანზე მოსალოდნელ, მოახლოებულ უბედურებას და ავადმყოფობას. ამიტომაც არის ეს განსაკუთრებული ჯიშის არსებები ასეთი ძვირი. 23 167

0   Spam
4 nika-nika   (03.02.2012 22:18:54) [მასალა]
სურათებშიც ეტკობათ სუფთები რო არიან

0   Spam
3 nika-nika   (03.02.2012 22:16:16) [მასალა]
10 10 10

0   Spam
2 zuraba   (03.02.2012 21:27:40) [მასალა]
069

0   Spam
1 omo_96   (03.02.2012 17:02:03) [მასალა]
საკმაოდ საინტერესო მასალაა მაგრამ გერმანულ ნაგაზზე ცოტა გადაჭარბებულად ხომ არ არის ნათქვამი? იმიტომ რომ ეს ჯიში საქართველოშიც გავრცელებულია და ნორმანულ ლეკვს 300 აშშ დოლარად თავისუფლად შეიძენ... თუ ესენი არ არიან ისეთი სუფთა სისხლის როგორიც ნამდვილებიი?? 23 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика