ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » იანვარი » 8 » გამაოგნებელი სოკო კორდიცეპსი    

16:37:39
გამაოგნებელი სოკო კორდიცეპსი

კორდიცეპსი არის სოკო, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ჯუნგლებში და მრავლდება როგორც ყველა სხვა ჩვეულებრივი სოკო სპორებით, ოღონც კორდიცეპსი უბრალო სოკო არ გეგონოთ, კორდიცეპსი არის პარაზიტი რომელსაც შეუძლია მწერების მთლიანი კოლონიების სრული მოსპობა, დავუშვათ როდესაც ჭიანჭველების რაოდენობა ეკოსისტემაში კრიტიკულ ზღვარს აღწევს, უცებ არსაიდან იწყება კორდიცეპსის ეპიდემია. რომელიმე ჭიანჭველა შეისუნთქავს კორდიცეპსის სპორებს და იწყებს უცნაურ ქმედებებს, ის ისე იქცევა როგორც გიჟი, (ჭიანჭველების გადმოსახედიდან მაინც).

მისი არადამახასიათებელი ქმედებები კიდევ უფრო უცნაური ხდება როცა ჭიანჭველა ცდილობს რაც შეიძლება მაღლა აძრომას, რა ჭირს ამ დროს საწყალ ჭიანჭველას, რა აიძულებს მას რომ უმიზეზოდ სადღაც მაღლა აძრომა მოინდომოს? ეს ჩემი აზრით კორდიცეპსის ყველაზე უფრო დაუჯერებელი და საშინელი თვისებაა, ჭიანჭველას შესუნთქული სპორები ხვდებიან მის ტვინში, იმორჩილებენ მას და იმას აკეთებინებენ რაც მათ სურთ, დიახ მეც ეგეთივე სახის გამომეტყველება მქონდა როდესაც ეგ პირველად გავიგე, როდესაც "დაზომბირებული” ჭიანჭველა აძვრება მაღლა, მისი სხეულიდან იწყება სოკოს სამ კვირიანი ზრდა, რის შემდეგაც ის იწყებს სპორების გავრცელებას. თუ ეს ჭიანჭველების კოლონიასთან ახლოს მოხდა, დამიჯერეთ ეს კოლონია განწირულია, თუმცა ჭიანჭველებმა იციან რა უნდა მოიმოქმედონ როდესაც რომელიმე მათგანს კორდიცეპსი შეეყრება, როდესაც ჭიანჭველები ხედავენ რომ სხვა ჭიანჭველა უცნაურად იწყებს ქმედებას, ის მაშინათვე მიყავთ კოლონიისგან შორს, რომ თავიდან აირიდონ საფრთხე.

ჭიანჭველების მაგალითი იმიტომ იყო მოტანილი რომ ისინი ერთ-ერთ ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი და საშიშები არიან ეკოსისტემის ბალანსისათვის. ალბათ გინახავთ მონადირე ჭიანჭველების არმია რომლის წინაშეც მათზე გაცილებით უფრო დიდი არსებებიც კი უძლურნი არიან, ჭიანჭველების გარდა კორდიცეპსი ყველა სხვა მწერსაც ეყრება, საინტერესოა რომ ყოველი მწერის სახეობას ექსკლუზიურად მასზე დასპეციალიზებული კორდიცეპსი ყავს. როგორცკი რომელიმე მწერის სახეობა იწყებს უკონტროლოდ ზრდას შანსი რომ კორდიცეპსი მათ დაერევა შესაბამისად იზრდება, ხოლო როგორც კი სახეობის პოპულაცია იკლებს, კორდიცეპსით დაავადების შანსიც კლებულობს.

ახლა კი კითხვა რომელიც ყველას გაგიჩნდათ მაგრამ გეშინიათ რომ დაუსვათ თქვენს თავს, შეიძლება კი კორდიცეპსი ადამიანებს შეეყაროს? ჯერჯერობით ეგეთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ ეს სოკო ბუნების იარაღია რომელიც ზედმეტად გამრავლებულ სახეობის პოპულაციას ამცირებს, მაშინ ლოგიკური იქნება რომ ბუნება შეეცდება 7 მილიარდი გაუმაძღარი და ცალკეული ეკოსისტემისათვის კი არა მთლიანად პლანეტისათვის საშიში ადამიანების რაოდენობის დაგდებას. აქვე დავამატებ რომ ჩინელები კორდიცეპს როგორც წამალს ისე ხმარობენ.

კორდიცეპსი და ადამიანი უკვე რამდენიმე ათასი წელია იცნობენ ერთმანეთს და აქმდე კორდიცეპსი გვშველოდა, აქამდე ადამიანები დიდ საფრთხეს არც წარმოადგენდნენ ბუნებისათვის, რადგან მხოლოდ XIX საუკუნეში შეძლო ადამიანის სახეობამ გამხდარიყო 1 მილიარდი, მაგრამ ორ საუკუნეზე ნაკლებ ხანში ჩვენ შევძელით 7-ჯერ მეტნი გამხვდარიყავით, უამრავ რესურს მოვიხმართ და საფრთხეს ვუქმნით ყველა ცოცხალ ორგანიზმს ამ პლანეტაზე ჩვენი თავის ჩათვლით, კითხვას ახლა თქვენ უპასუხეთ!!!

ვინც ინგლისური იცის ეს ვიდეო ნახოს აუცილებლად.




პოსტის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ

youtube.com

google.com

radikal.ru

და თქვენი მონა-მორჩილი






წყაროhttp://ucnauri.com
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 3030 | დაამატა: dudu-duda | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 oto_rugby   (28.07.2013 16:24:49) [მასალა]
13

0   Spam
1 oto_rugby   (28.07.2013 16:24:38) [მასალა]
54 javascript:// 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 16
    სტუმარი: 16
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика