ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 4 » აშშ-ში პოლიციამ იშვიათი ჯიშის მტაცებლები გაჟლიტა - მხეცები ქალაქში დათარეშობდნენ    

02:16:49
აშშ-ში პოლიციამ იშვიათი ჯიშის მტაცებლები გაჟლიტა - მხეცები ქალაქში დათარეშობდნენ
აშშ-ში პოლიციამ იშვიათი ჯიშის მტაცებლები გაჟლიტა - მხეცები ქალაქში დათარეშობდნენ


ლაშა ბერულავა
12:32 22.10.2011

ისტორია აშშ-ში, ოჰაიოს შტატში მდებარე პატარა ქალაქ ზანესვილში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა, ერთ-ერთი უდიდესი სამხეცის მფლობელმა ტერი ტომპსონმა მტაცებელი ცხოველები დაცული ტერიტორიიდან გამოუშვა, თვითონ კი თავი მოიკლა.

შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ქალაქის ქუჩებში მტაცებელი ცხოველები, კერძოდ კი ლომები, ვეფხვები, დათვები, მგლები და მაიმუნები გამოჩნდნენ, პოლიციაში სამშაბათს შევიდა. ქალაქი, რომლის მოსახლეობა 25 ათას კაცს შეადგენს, სრულმა პანიკამ მოიცვა. პოლიციამ ხალხს მოუწოდა, სახლებიდან არ გამოსულიყვნენ და ღამღამობით ეზოში გამოსვლისგანაც შეეკავებინათ თავი. სწავლა შეწყდა ოთხივე სკოლაში, ქუჩები უკაცრიელი გახდა, მაღაზიები დაიკეტა - მოკლედ, ქალაქი ჩაკვდა.

ტერი ტომპსონი, რომელიც კერძო ნაკრძალის მფლობელი იყო, თანაქალაქელებს არც მანამდე ეხატებოდათ გულზე: მისი ნაკრძალიდან ცხოველები დროდადრო გარბოდნენ და პოლიციაში ამის თაობაზე არაერთი განცხადება იყო შესული. ტომპსონს სამართალდამცველებთანაც პრობლემები ჰქონდა: სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან, სადაც ერთწლიან სასჯელს იარაღის უკანონოდ ტარებისთვის იხდიდა. სავარაუდოდ, ფერმერმა გალიის კარები მხეცებს თვითონ გაუღო, ისინი ნაკრძალის გაღებულ ჭიშკრამდე მიაცილა და სიცოცხლე თოფიდან თავში გასროლით მოისწრაფა. ვარაუდობენ, რომ ამ საქციელით მან თანამოქალაქეებზე იძია შური...

სხვათა შორის, ტომპსონი არაერთხელ დაადანაშაულეს ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაშიც. ABC News-ის კორესპონდენტმა, რომელიც მომხდარის შემდეგ იმყოფებოდა ნაკრძალში, „აღმაშფოთებელი" უწოდა პირობებს, სადაც მტაცებელ ცხოველებს ცხოვრება უწევდათ.

ტომპსონის ასეთი საქციელის გამო ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მტაცებელთა დახოცვის ბრძანება გაეცა. სამართალდამცცველების მიერ მოწყობილ, რამდენიმედღიან საფარიში არამარტო ადგილობრივი პოლიციელები, დამატებით გამოგზავნილი სპეცრაზმელებიც მონაწილეობდნენ. საბოლოო ჯამში, მათ 48 მტაცებელი მოკლეს.

მოკლულ ცხოველთა შორის იშვიათი ჯიშის მტაცებლებიც არიან - 18 ბენგალიური ვეფხვი, 20 ლომი, 6 შავი დათვი, 2 დათვი გრიზლი და 2 მგელი. კიდევ ერთ ცხოველს მანქანამ გადაუარა. - ინფორმაციას ამის თაობაზე „ამერიკის ხმა" ავრცელებს.

„ყველა ცხოველის მოკვლის ბრძანება მე გავეცი", - აღიარებს პოლიციის შერიფი მატ ლუცი. – „რა თქმა უნდა, საუბარი არ იყო ომაზე, რომ მოგვეკლა ჩვეულებრივი შინაური ცხოველები - ბენგალიურ ვეფხვებზე ვამბობ, რომლებსაც სხვაგვარად ვერ გავანეიტრალებდით".

მასობრივ ჟლეტას მხოლოდ 6 ცხოველი გადაურჩა: დათვი გრიზლი, სამი ლეოპარდი და ორი მაიმუნი. ამ ისტორიაში ყველაზე მეტად იმ შიმპანზეებსა და ორანგუტანებს გაუმართლა, რომლებიც ნაკრძალში, თავიანთ გალიებში დარჩნენ - სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ნაკრძალის მფლობელი ჩქარობდა და მათთვის გალიის კარების გაღება დაავიწყდა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ გადარჩენილ ცხოველებს ოჰაიოს შტატის დედაქალაქის - კოლუმბუსის ზოოპარკს გადასცემენ.


წყარო: http://droni.ge


წყარო
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 1740 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 orioni   (04.11.2011 18:53:13) [მასალა]
რა ჯიშის მხეცები უყვნენ 23

0   Spam
4 fshavelo   (04.11.2011 17:58:39) [მასალა]
"დაეძინებინათ და ისე აეყვანათ, რას გაჟლიტეს..."
მართალი ხარ, ეგ რატო ვერ მოიფიქრეს ნეტავ?

0   Spam
3 tiniko1978   (04.11.2011 15:11:36) [მასალა]
ცოდვები არიან./.უნდა დაეძინებუინათ.და არ უნდა მოეკლათ.

0   Spam
2 ზურა333   (04.11.2011 12:24:52) [მასალა]
დაეძინებინათ და ისე აეყვანათ, რას გაჟლიტეს...

ამ ისტორიაზე ჰოლივუდი მძაფრსიუჯეტიან საშინელებათა ფილმს გადაიღებს აუცილებლად AllSmail133

0   Spam
1 მონადირე   (04.11.2011 12:22:20) [მასალა]
დაა?!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 12
    სტუმარი: 12
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика