ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » ახალი რადიოგადაცემა მონადირეთა და მეთევზეთათვის - ”საუბრები კოცონთან”    

23:35:23
ახალი რადიოგადაცემა მონადირეთა და მეთევზეთათვის - ”საუბრები კოცონთან”


განვითარებულ და ცივილიზირებულ სამყაროში სპეციალურად ნადირობისათვის ტელეარხებია მიძღვნილი და მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ნადირობისადმი ინტერესი დიდია, ხოლო რადიო, ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები ბევრი, მონადირისათვის ასეთი რამ მაინც მწვავე დეფიციტს წარმოადგენს. განსაკუთრებით უძნელდება მონადირეს უსეზონობის დროს (ეს კი თითქმის 6 თვე გრძელდება) იმ ჟინის დაოკება, რომელიც ასე მძლავრადაა მასში. ამ თითქმის ცარიელ ნიშას შევსება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამ ფონზე ყველა ჩვენთაგანისათვის განსაკუთრებით სასურველი და სასიხარულოა რადიოგადაცემის შექმნა, რაშიც ხელი შეგვიწყო რადიოპალიტრის დირექციამ.

მონადირეებო! გახარებთ! 7 ივლისიდან, ყოველ ხუთშაბათს, 20 საათზე რადიოპლიტრა FM 103,9-ზე პირდაპირ ეთერში გავა ახალი რადიოგადაცემა ”საუბრები კოცონთან”, რომელსაც ჩვენი საიტის წევრი ბექა ყურაშვილი (BERG) წაიყვანს!

გადაცემა ეხება ნადირობას, თევზაობას, ბუნებაში აქტიურ დასვენებას, მოგზაურობას (ლაშქრობა, ექსპედიცია), ეკოლოგიას, ფლორასა და ფაუნას, სამონადირეო კანონმდებლობასა და ნადირფრინველს, ბაზიერობას, კინოლოგიას, სანადირო იარაღსა და ა.შ.

სასაუბროდ შეირჩევიან და მოწვეული იქნებიან სტუმრები: ბიოლოგები, ნადირობათმცოდნეები, სანადირო მეურნეობების მფლობელები, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტ-კინოლოგები, ბაზიერები, ვეტერინარები, იარაღის ექსპერტები, ცნობილი მონადირეები, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის წევრები. სტუმრის მოწვევა განპირობებული იქნება გადაცემის მთავარი თემით. პერიოდულად გადაცემაში მოხდება ორი დაპირისპირებული აზრის შეხვედრა. მაგ: წარმომადგენელი ცხოველთა დაცვის საზოგადოებიდან და გამოცდილი მონადირე, ან ბიოლოგი.

გადაცემა სტუმართან სუბრისას შეეხება აგრეთვე ახალ ამბებსაც (სტატისტიკა, ფაქტები მსოფლიოს მასშტაბით), ნადირობის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, განვითარებასა და დღევანდელობას.

მსმენელს შესაძლებლობა ექნება აგრეთვე სატელეფონო კავშირის მეშვეობით ჩაერთოს პოლემიკაში, დააფიქსიროს თავისი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, დასვას შეკითხვები. მომავალში აგრეთვე იგეგმება მსმენელთა ვიქტორინაში მონაწილეობა, გამარჯვებული დაჯილდოვდება სამახსოვრო პრიზით.

გადაცემის ძირითადი თემა ნადირობა იქნება, მაგრამ იგი გვერდს ვერ აუქცევს ისეთ ეკოლოგიურ საკითხებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, შემცირებული მტკნარი წყლის მარაგი, გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა სამყაროს სახეობების გადარჩენა, უზომოდ გამრავლებული მტაცებლების რაოდენობის შემცირების აუცილებლობა და ა.შ. საჭიროა ბუნებრივი რესურსების სწორი, რაციონალური გამოყენება და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანაში ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების შექმნა, სამონადირეო მეურნეობისა და სამონადირეო ტურიზმის განვითარება ერთადერთი მართებული გამოსავალია.

”საუბრები კოცონთან” - ეს იქნება გადაცემა ნამდვილი მამაკაცებისათვის! ნადირობა ხომ მამაკაცის უძველესი პროფესიაა!

და რაც მთავარია, რადიოგადაცემა გავა ინტერნეტტელევიზიითაც, მის ყურებას პირდაპირ ეთერში თქვენ შეძლებთ პალიტრამედიის ერთერთ საიტზე www.palitratv.ge.

მონადირეებო! მეთევზეებო! ბაზიერებო! ბუნებისმოყვარულნო! გილოცავთ ამ წინგადადგმულ ნაბიჯს და გემუდარებით, მოსდეთ მთელ ქვეყანას ეს ამბავი, თქვენს აქტიურობაზე, იმაზე, თუ რამდენად პოპულარულსა და რეიტინგულს გავხდით ამ გადაცემას, იქნება დამოლიდებული მისი სატელევიზიო გადაცემად გადაქცევის საკითხი!
Live TV

რადიო



წყარო
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 2890 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 5.0/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 331 2 3 »
0   Spam
33 uchaucha   (08.07.2011 18:31:08) [მასალა]
ბექა გილოცავ 39 მარა ვერავინ მეტყვით რატომ ვერ მოვუსმინე რადიოში? მობილურით ვუსმენდი და სიმგერები იყო მარტო 21: 20 მდე ვუსმინე

+1   Spam
32 simoni   (08.07.2011 18:16:13) [მასალა]
ბექა ყველაფერმა კარგად ცჰაიარა ჯიგარო, თავიდან ცოტა აღელვდი მაგრამ მერე მშვენივრად წავიდა ყველაფერი. მეც ცოტა დავიბენი ეთერში მაგრამ იმედია მაპატიებთ ყველანიიიიიი. კაკაბიო რომ გავიგე სულ გადავირიეეეეეე, მერე სტუმარმა რომ დაიწყო კაკანი კაკაბივით იმაზე ხომ სულ ავენთე. იმედია აწი სულ ეთერის სტუმრები ვიქნებით "ბაზიერლები". ყურებით მეც ვერ უყურე ამ ფლეშ პლეერმა ხომ გამაგიჯა რააა. 39 კიდევ ერთხელ მადლობა იმ ხალხს ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობა მიიღო, გოგი ბატონსაც და პალიტრასაცცც 23_30_126

+1   Spam
31 -BERG-   (08.07.2011 01:09:11) [მასალა]
აუ,მეც ვერ ვუყურე გადაცემას და რა ხდებოდა დაწერეთ ვინმემ 069
ან კარგი თქვით, ან ცუდი...

0   Spam
30 uchaucha   (07.07.2011 23:27:59) [მასალა]
ეეე დავრჩი ისე რა :( მოდემის ინტერნეტმა ვერ გამიქაჩა ,, ეხხხხხ... იმედი მაქვს მერე ცჰანაწერს მაინც ვნახავ :(((( მაგარი გული დამწყდა ეხ რა

0   Spam
29 uchaucha   (07.07.2011 20:55:37) [მასალა]
აბა დღეს არც ერთ ბაზიერელთან რადიო არ უნდა იყოს გამორთული!!! მე უკვე ვზივარ FM 103.9_ზე!!! ეს დღეც საიტის ისტორიაში ჩაიწერება 39 AllSmail133

0   Spam
28 valerika   (07.07.2011 02:08:43) [მასალა]
342 342 342 342 342 342 342 342 342 342 342 342 342 342 342 342 342

0   Spam
27 simoni   (06.07.2011 18:16:27) [მასალა]
მალადეც ბექა კაი ამბავია და იმედია ვიაქტიურებთ ყველანი

0   Spam
26 zaza1970   (06.07.2011 16:11:29) [მასალა]
გილოცავთ გულით და სულით ამ უდიდეს წინ გადადგმულ ნაბიჯს, ტელევიზიამდეც თუ მივაღწევთ ძალიან მაგარი იქნება 166 166 10

0   Spam
25 DatuNiko   (06.07.2011 16:02:39) [მასალა]
,,მონადირეებო! მეთევზეებო! ბაზიერებო! ბუნებისმოყვარულნო! გილოცავთ ამ წინგადადგმულ ნაბიჯს".
სწორება - ,,ბაზიერზე"!
ყურადღება - FM 103.9-ზე.
166

0   Spam
24 kusa   (05.07.2011 18:01:57) [მასალა]
კარგი საქმეა ნამდვილად გილოცავთ 10

0   Spam
23 aleko   (05.07.2011 17:45:17) [მასალა]
ყველა მონადირეს ვულოცავ, ბრწყინვალე ნაბიჯია გადადგმული უკეთესი მომავლისკენ,ფრიად სასიხარულო ამბავია , ორგანიზატორებს კი დიდი მადლობა ,ვუსურვებ ამაზე არ შეჩერებულიყვნენ და უკეთესი და უფრო მასშტაბური საქმეები განეხორციელებინოთ, დიდი მადლობა, გაიხარეთ 10 10 10 39 39 39 39 39

0   Spam
22 landia   (05.07.2011 14:00:47) [მასალა]
ბრავო მაესტრო ბრავო 10 10 10 10 10

0   Spam
21 lordi   (05.07.2011 13:42:56) [მასალა]
ბრწყინვალე წამოწყებაა და დროულიც! თქვენს გვერდით მიგულეთ ბიჭებო! გაიხარეთ! 39

0   Spam
20 -BERG-   (05.07.2011 13:15:30) [მასალა]
ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ფაქტი, რომელიც "მონადირე"-ს- ზურა მიქაიას ხელშეწყობით და "ბლატით"გაკეთდა 1a48
იმედია,უფრო დიდ პროექტში გადაიზრდება ადრე თუ გვიან.
მინდა ხაზი გავუსვა:FM 103.9 მოკლე ტალღაა და თბილისის გარეთ არ იჭერს, მაგრამ დანარჩენ საქართველოში შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით www.palitratv.ge-ზე მოისმინოთ და ნახოთ კიდეც.

0   Spam
19 ტყუპა   (05.07.2011 13:04:43) [მასალა]
ღმერთმა ამ წინსვლას გაუმარჯოს, აბა ბიჭებო დაიძრა ყინულიიიიი 166 166 166

1-15 16-30 31-33
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика