ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » მაისი » 23 » 22 მაისი - ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე    

21:41:06
22 მაისი - ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოს დაცვის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) მხარდაჭერით საქართველოს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით "ბაღის ფრინველთა საათი" გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ და მათთვის ნაცნობი ფრინველები სპეციალურ ბროშურებში აღრიცხეს. "ბაღის ფრინველთა საათის" კამპანია, ბოტანიკური ბაღის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სკოლის ათასობით მოსწავლე იყო ჩართული.
ღონისძიება საქართველოში მესამე წელია ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნების ღირებულების, სასიცოცხლო გარემოსათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მეცნიერული მიდგომის ჩამოყალიბებას, ცოდნის გაღრმავებას გარემოსდაცვით საკითხებში და ფრინველთა სამყაროს მიმართ ინტერესის გაღვივებას. ფართოდ გავრცელებული ფრინველების შესახებ მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებით, კამპანია ხელს უწყობს ბუნებრივი გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის კეთილდღეობას შორის არსებული მჭიდრო კავშირის გაცნობიერებას, ვინაიდან ბაღის ფრინველთა არსებობა და რაოდენობა კარგი მანიშნებელია, თუ რამდენად ჯანსაღია ჩვენი საცხოვრებელი გარემო.

გარემოს დაცვის სამინისტროში კი ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ. დაცული ტერიტორიების სააგენტო კი მათ საჩუქრად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეკო-ტურს მოუწყობს. ღონისძიება ევრაზიის ფონდის და BP-ის მხარდაჭერით გაიმართა.

moe.gov.ge-ს მასალების მიხედვით



წყარო
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2187 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 SNAIPER   (23.05.2011 22:18:46) [მასალა]
10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика