ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » აპრილი » 28 » 226 წლის წინ დაიბადა ჯონ ჯეიმს ოდიუბონი    

19:44:19
226 წლის წინ დაიბადა ჯონ ჯეიმს ოდიუბონი

გუშინწინ, 26 აპრილს შესრულდა 226 წელი მას შემდეგ, რაც ქვეყანას მოევლინა მეცნიერ-ორნიტოლოგი მხატვარ-ანიმალისტი ჯონ ჯეიმს ოდიუბონი, ცნობილი, როგორც ყველაზე ძვირადღირებული წიგნის ”ამერიკის ფრინველები”-ს შემქნელი. წიგნი შედგება 4 ტომისაგან და არის ვეებერთელა ალბომის სახის, ზომით, პრაქტიკულად ადამიანის ნახევარი სიმაღლისა (ესტამპები 99 სმ x 66 სმ.) 2010 წელს აუქციონზე ”Sotheby's” წიგნი გაიყიდა 11,5 მილიონ დოლარად.
ჯონ ჯეიმს ოდიუბონი დაიბადა 1785 წლის 26 აპრილს ლე-კეში სანტო-დომინგოში (ამჟამად ჰაიტი). რატომღაც ყველგან ფიგურირებს მისი სახელის ამერიკული ვარიანტი, ჯონ ჯეიმს ოდიუბონი, თუმცა მამამ, საფრანგეთის ფლოტის კაპიტანმა, მას დაარქვა ჟან ჟაკი. იქვე, მამის შაქრის პლანტაციაზე მუშაობდა ოდიუბონის დედაც. იგი მალე გარდაიცვალა და დაახლოებით 1794 წლისათვის მამამ ჟან ჟაკი წაიყვანა საფრანგეთში თავის კანონიერ ცოლთან. რომ დაემალა შვილის უკანონოდ გაჩენის ფაქტი, მამა იგონებდა მისი ამ ქვეყნად მოვლენის ათასგვარ ისტორიებს. და ერთხანად შეძლო დაერწმუნებინა ხალხი იმაშიც კი, რომ ბიჭის მამა იყო თავად საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XVI.

პარიზში ბიჭს ხატვას ასწავლიდა ცნობილი მხატვარი დავიდი. ჟან ჟაკს უყვარდა მცენარეებისა და ცხოველების ხატვა, მაგრამ განსაკუთრებით ფრინველების.
როცა ბიჭი წამოიზარდა, 1803 წელს მამამ იგი გააგზავნა ამერიკაში, პენსილვანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რათა გამხდარიყო ტყვიის საბადოების მმართველი. მაგრამ კომერცია მას არ აინტერესებდა. ფული არასდროს არ ჩერდებოდა მის ჯიბეში, ხოლო ”სავაჭრო” მოგზაურობებში ის მხოლოდ ხატვით იყო დაკავებული. ის დაინტერსდა ფრინველთა დარგოლვით. იგი ვერ გახდა კომერსანტი, მაგრამ იქ გაიცნო ლუსი, რომელზეც იქორწინა. ლუსის მხარდაჭერა აღმოჩნდა გადამწყვეტი, მისი როგორც მახატვარის წარმატებაში. ჟან ჟაკი ისე გაიტაცა ფრინველების ხატვამ, რომ მიატოვა ყველა საქმე და ბოლოს ციხეში აღმოჩნდა ვალის გამო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოდიუბონი გახდა ქუჩის მხატვარი. 1821 წლის იანვარში იგი ჩავიდა ნიუ ორლეანში, სადაც მას შეუერთდა ოჯახიც. თუმცა, კვლავ სიღარიბეში აღმოჩნდა და 1822 წელს გადავიდა ნატჩეზში, სადაც ასწავლიდა ფრანგულ ენას, ხატვასა და ცეკვას, ხატავდა პორტრეტებს, მოხატვას უკეთებდა მდინარისათვის განკუთვნილ ხომალდებს და ხატავდა საგზაო ნიშნებსაც კი.

გულგატეხილმა იმით, რომ ამერიკაში ვერ შესძლო თავისი ნახატების გამომცემლის პოვნა, ოდიუბონი დაჰყვა შარლ ლუსიენ ბონაპარტის, ნაპოლეონ I-ის ძმის შვილისა და სახელგანთქმული ნატურალისტის რჩევას, ეპოვნა გამომცემელი და გამომწერები ევროპაში. სწორედ ამ მიზნით ოდიუბონი 1826 წელს გაემგზავრა ლივერპულში, მოგზაურობისას იგი აკეთებდა ზღვის ფრინველების ჩანახატებს. ინგლისში მან მიმართა სახელგანთქმულ გრავიორს, რობერტ ხალველლ უფროსს, რომელიც აღტაცებაში მოიყვანა ნანახმა, მაგრამ თვითონ იყო უკვე მოხუცი ამ სამუშაოსათვის. ოდიუბონს დაეხმარა გრავიორის შვილი, რომელიც დაუმეგობრდა მას. მათ ერთად გამოსცეს ოთხტომეულის პირველი ტომი 1827 წელს, რამაც მათ დიდი აღიარება მოუტანა. ოდიუბონი არჩეულ იქნა ლონდონის სამეფო საზოგადოებისა და ლინეის საზოგადოების წევრად. კიუვემ მის ნახატებს ორნიტოლოგიის ძეგლი უწოდა. ”ამერიკის ფრინველები” (Birds of America), რომელიც გამოიცემოდა 12 წლის განმავლობაში, შედგება 435 სიუჟეტისაგან, რომლებშიც ფრინველები ნატურალურ ზომებშია გამოსახული. ბოლო, მე-4 ტომი გამოიცა 1838 წელს. ოდიუბონი უკვე 53 წლის იყო, როდესაც ეს გრანდიოზული შრომა დასრულდა. წიგნი შეიცავს 500 სხვადასხვა სახეობის ფრინველის 1000-მდე გამოსახულებას. ოდიუბონმა 12 წელიწადი გაატარა მთელი ამერიკის ტერიტორიაზე ფრინველების გამოკვლევასა და მათ მონადირებაში, რათა შემდეგ ზუსტად დაეხატა ისინი.
ითვლება, რომ გამოცემის 200 ეგზემპლიარიდან შემონახულია 119, რომლებიდანაც 108 ინახება მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკების საცავებში, მუზეუმებსა და უნივერსიტეტებში. მათ შორის რუსეთში: რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, დარვინის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში.

გარდა ამისა, 1831 წელს გამოიცა ოდიუბონის ”ორნიტოლოგიური ბიოგრაფიის” (Ornithological Biography) პირველი ტომი, ხოლო 1839 წელს ედინბურგში - ამ გამოცემის ბოლო, მე-5 ტომი. ოდიუბონი შემდეგი პროექტის განსახორციელებლად აგრძელებდა მოგზაურობას ფრინველებისა და ცხოველების შესასწავლად ნატურალისტ ბახმანთან და მის შვილებთან ერთად და ამ შრომის ნაყოფია სამტომეული ”ჩრდილოეთ ამერიკის ოთხფეხა ცოცხლადმშობელები” (Viviparous Quadrupeds of North America). მასალის მოსაძიებლად მეცნიერი გაემგზავრა სანაოსნოდ მდინარე მისურიზე, მას სურდა გასულიყო წყნარი ოკეანის სანაპიროებამდე, მაგრამ შეძლო მხოლოდ ჩრდილოეთ დაკოტაში ტომი ”მანდანის” დასახლებამდე მიღწევა. გარდაიცვალა ოდიუბონი ნიუ იორკში 1851 წლის 27 იანვარს.

წიგნი ”ამერიკის ფრინველები” გამოცემისას ღირდა 800$. 2000 წელს ერთერთი ეგზემპლიარი, უფრო სწორედ, ხელით ნაკეთობის რამდენიმე ასეული ფერადი ფურცელი ფრინველების გამოსახულებებით, გაიყიდა აუქციონზე ”Christie`s” 8,8 მილიონ დოლარად. (მოგვოიანებით მყიდველი იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც კატარის შეიხი, საუდ ბენ მუხამმად ბენ ალი ალ-ტხანი). როგორც ექსპერტიზამ დაანახა, ფურცლები იყო ამოჭრილი უნიკალური, 1827-1838 წლებში გამოცემული ეგზემპლიარიდან და მოპარული სანკტ-პეტერბურგის ერთერთი ბიბლიოთეკიდან. აღმოაჩინეს ეს ძალიან გვიან, მხოლოდ მაშინ, როდესაც მომდევნო მკითხველმა გადაშალა ვეებერთელა ფოლიანტი და მისგან გადმოცვივდა წინდახედული ქურდის მიერ ჩალაგებული გაზეთის ფურცლები. აუქციონერების ცნობების მიხედვით, ამის შემდეგ კერძო გაყიდვაში იყო ორი ეგზემპლიარი. აქედან ერთი ”შეთანხმება” ჩაიშალა, რადგან მყიდველს არ აწყობდა ფასი, 10 მილიონი დოლარი. 2005 წელს არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლიარი, თან აუკინძავი, გაიყიდა მხოლოდ 5,6 მილიონ დოლარად.

2010 წელს აუქციონზე ”Sotheby's” პრეტენდენტი იყო 20-მდე კოლექციონერი, მათ შორის სუპერმარკეტების იმპერიის შთამომავალი (ქალბატონი), ჰეჯ-ფონდების რამოდენიმე მენეჯერი. წინასწარი სავარაუდო ესტიმეიტი იყო: 6,2-დან 9,3 მილიონ დოლარამდე.

აუქციონი ”Christie`s” აგრეთვე აპირებს ”ამერიკის ფრინველები”-ს ეგზემპლიარის გაყიდვას. აუქციონი შედგება 2012 წლის იანვარში.
ჯონ ოდიუბონის სახელი ჰქვია ნაციონალურ ოდიუბონის საზოგადოებას, პირველ ბუნებისდაცვით ორგანიზაციას მსოფლიოში, აგრეთვე ქალაქებს, პარკებსა და ქუჩებს ატლანტიკის ორივე მხარეს.

გამოყენებულია წმიდა ტრიფონის ნაციონალური ფონდის მასალები



წყარო
კატეგორია: მიმოხილვა | ნანახია: 4360 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 vaxo_vaxo   (30.04.2011 00:17:46) [მასალა]
10 10 10 საღოლ მაგარია

0   Spam
1 bizona   (29.04.2011 16:06:53) [მასალა]
10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика