ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » აპრილი » 26 » ”ჩერნობილის რადიოაქტიური მგლები”    

23:19:34
”ჩერნობილის რადიოაქტიური მგლები”

სრულმეტრაჟიანი ფილმი ”Радиоактивные волки Чернобыля” გადაიღეს ცნობილმა ბელორუსმა კინორეჟისორ-ანიმალისტმა იგორ ბიშნევმა და ავსტრიის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ტელეარხების სპეციალისტებმა. ჩერნობილის მგლებზე ფილმის შესაქმნელად მათ მოუწიათ წელიწადნახევრის განმავლობაში ფაქტიურად ცხოვრება ბელორუსიის პოლესსკის რადიაციულ-ეკოლოგიურ ნაკრძალში, სადაც ადამინების ყოფნა აკრძალულია რადიონუკლიდებით ძლიერი დაბინძურების გამო. იგორ ბიშნევის თქმით, ასეთ ექსტრემალურ პირობებში ფილმი მას ჯერ არ გადაუღია. მაგრამ, ამ თითქმის ერთსაათიანმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და როგორც ვარაუდობენ, რეჟისორი დაიმსახურებს ბევრი ქვეყნის მაყურებლის ღირსეულ შეფასებას.

ბელორუსიაში მგელი ბევრია და თან განეკუთვნება ცხოველების არასასურველ სახეობას. ამიტომ მას არ უყურებენ, როგორც ეგზოტიკურს. დასავლეთ ევროპაში პირიქით, რუხი მტაცებელი იშვიათია, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში გაქრა მთლიანად. სწორედ ამის გამო, ევროპელები თვლიან მას ბუნების დაცვის სიმბოლოდ და ხარისხიანი კინოს ღირსეულ ”მსახიობად”. და სწორედ ამიტომ გადამღები ჯგუფები ავსტრიიდან, გერმანიიდან და აშშ-დან ჩამოვიდნენ ბელორუსიაში. თავიდან ფილმის ძირითადი ნაწილის გადაღება იგეგმებოდა უკრაინაში, მაგრამ ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გამო გადაწყვიტეს თავიანთი მიზნებისთვის ფრთები შეესხათ ბელორუსიაში, სადაც ყველა საბუთის გაფორმებას ერთნახევარი დღე მოანდომეს.

გადამღებ ჯგუფს საშუალება ჰქონდა, დაკვირვებოდა ცხოველების ყოფას, შეესწავლა მათი ურთიერთობები ველურ ბუნებაში. ხდებოდა, ბუნების ეს სურათები იყო ძლიერ საინტერსო და არაჩვეულებრივიც. ზამთარი გამოდგა ისეთი მკაცრი, რომ გარეული ღორის ნამატი მასიურად იღუპებოდა. რამოდენიმე პატარა ბურვაკი შეუერთდა დომბების (зубр) ჯოგს და მათან ერთად დადიოდა საკვებ მოედანზე. და დომბებს ისინი არ გაუყრიათ. რამოდენიმე დღის შემდეგ კი ღორები გაქრენ. ხალხმა, მგლების ნაკვალევებისა და თოვლზე სისხლიანი ლაქების მეშვეობით შეძლო თვითონ ბუნების მიერ დადგმული სპექტაკლის ამოკითხვა.

ჯგუფს საშუალება მიეცა, მგლების, ღორებისა და დომბების გარდა, დაკვირვება მოეხდინა პრჟევალსკის ცხენებზეც კი, რომლებიც პოლესსკის ნაკრძალში უკრაინიდან გადმოვიდნენ რამოდენიმე წლის წინ. პრჟევალსკის ცხენის გადაღების მცდელობა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. იგორ ბიშნევმა დაადგინა, რომ ცხენების რემა ღამის სათევად ირჩევდა მიტოვებულ ფერმას, მაგრამ მათთან მიახლოება შეუძლებელი აღმოჩნდა. შენობაში შესასვლელთან მუდმივად იდგა რემის წინმძღოლი და ყურადღებით უთვალთვალებდა არემარეს, ხოლო საშიშროების შემთხვევაში შეეძლო თავსდასხმაც. პრჟევალსკის ცხენს მგელი ვერაფერს აკლებს, ასე რომ, ამ მიწის პირისაგან თითქმის გამქრალ სახეობას აქვს ყველა შანსი, რომ დაფუძნდეს ნაკრძალში, სადაც მას არავინ და არაფერი ხელს არ უშლის.

თუმცა ნაკრძალში მგლები არც თუ ისე ცოტაა, მაგრამ გადამღებ ჯგუფს დიდი ხანი დასჭირდა, რათა მოხელთებინა ისინი სპეციალური საყელურებითა და რადიომაიაკებით აღჭურვის მიზნით. ამერიკულ რბილ ხაფანგებში, რომლებიც განკუთვნილია ცხოველების დასაჭერად ზიანის მიყენების გარეშე, ებმებოდნენ მაჩვები, ენოტისებური ძაღლები, მელიები და სხვა ტყის ბინადარნი, მაგრამ არა მგლები. ერთი კვირის შემდეგ მოხერხდა დედა მგლის დაჭერა და კიდევ ორი დღის შემდეგ ერთი ახალგაზრდა მგლის. ამ დრომდე, ფრთხილი და მოუხელთებელი მტაცებლების გადასაღებად გამოიყენებოდა სპეციალური ავტომატური კამერები, რომლებიც რეაგირებენ მოძრაობაზე.

ერთხელ ჯგუფის წევრებს მოუვიდათ აზრად, მგლები და დომბები ერთ კადრში გადაეღოთ. ველური მგლები ამისათვის არ გამოდგებოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს გაეკეთებინათ დადგმა. დახმარებისთვის მიმართეს ზოოლოგ დიმიტრი შამოვიჩს რუსეთში, სადაც მას ყავს სამი მოთვინიერებული მგელი. მან ჩამოიყვანა თავისი მგლები ამ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად. ყველაფერს ამას ხელი შეუწყო შემთხვევამაც: ნადირობათმცოდნემ ტყეში აღმოაჩინა დომბას მკვდარი ხბო, რომელთანაც ყოველდღიურად მოდიოდა დომბების ჯოგი. დომბების ახლოს გაშვებულმა მოთვინიერებულმა მგლებმა გამოხატეს აგრესია და აიძულეს მთელი ჯოგი, გაშორებოდნენ ხბოს. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ გოლიათები დაბრუნდნენ, აუჩქარებლად გარს შემოეწყვნენ მგლებს და გადავიდნენ შეტევაზე. მტაცებლები უკუიქცნენ. ხოლო ამ სიტუაციის განვითარების მაცქერალმა ადამიანებმა შეიგრძნეს, რომ იხილეს ველური ბუნების კიდევ ერთი ცოცხალი სურათი.

სრულმრტრაჟიანი ფილმის ხანგრძლივობაა 52 წუთი. თითქოს ცოტაა, ოთხი ქვეყნის სპეციალისტების წელიწადნახევრიანი თავდაუზოგავი შრომისათვის! მაგრამ ყველა იგორის მიერ აღწერილი სცენა, ამ ფილმის მასალასთან შედარებით, წარმოადგენს ზღვაში წვეთს.

”ჩერნობილის რადიოაქტიური მგლების” მსოფლიო პრემიერა შედგა. წინასწარი მოლაპარაკების თანახმად ლენტა გადაეცა ბელორუსიას, სადაც წარსდგა მაყურებლის სამსჯავროზე დღეს, 26 აპრილს - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის დღეს.

წმიდა ტრიფონის ნაციონალური ფონდი. მასალები სერგეი მურავსკის სტატიიდან



წყარო
კატეგორია: მიმოხილვა | ნანახია: 3959 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 WIWKAN@   (27.04.2011 13:59:26) [მასალა]
166

0   Spam
1 998   (27.04.2011 01:33:36) [მასალა]
ზურა მაგარი სტატია და ფილმია 10 :10: 10 166 :166: 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика