ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » აპრილი » 25 » 23000 "სააღდგომო" ბოცვერი მოკლეს ახალ ზელანდიაში    

22:45:27
23000 "სააღდგომო" ბოცვერი მოკლეს ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში აღდგომასთან დაკავშირებულ საქველმოქმედო მონადირულ ფესტივალზე მოკლულ იქნა 23000-ზე მეტი ბოცვერი. "სააღდგომო" ცხოველების მასშტაბურმა მკვლელობამ ( "სააღდგომო" კურდღელი ან ბოცვერი ითვლება აღდგომის სიმბოლოდ აშშ-სა დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში) გამოიწვია ბუნების დამცველებისა და ეკოლოგების აღშფოთება.

თუმცა, ორგანიზატორები "ბოცვრებზე დიდი სააღდგომო ნადირობისა" (Great Easter Bunny Hunt), რომელმაც წელს 20 წლის იუბილე აღნიშნა, ამტკიცებენ, რომ მათი ღონისძიებები მხოლოდ ეხმარება ფერმერთა სავარგულებს მავნებლებისაგან გასანთავისუფლებლად. გარდა ამისა, მათ შეძლეს ადგილობრივი ბიუჯეტისათვის 3 500 ახალ ზელანდიური დოლარის ოდენობით შეწირულობების შეგროვება. (2 600 აშშ დოლარი).

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო მთელი ახალი ზელანდიიდან 47 ჯგუფმა, თითოეულ ჯგუფში 12 მსროლელის შემადგენლობით.

როგორც ადგილობრივ ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში განაცხადეს, დაუცველი მღრღნელების მკვლელობას ჰქონდა "საღამო"-ს ხასიათი და მიმდინარეობდა "დღესასწაულის ატმოსფეროში'.

"ცხოველებზე სროლის საშუალება მისცეს ისეთ ადამინებს, რომელთაც ეს არ ეხერხებათ. მონადირეთა გამოუცდელობის გამო ბევრი ბოცვერი მძიმედ დაიჭრა და საათობით წვალობდა წინასასიკვდილო აგონიაში" - ჰყვებოდნენ ისინი.

ru.tsn.ua-ს მასალების მიხედვით

ცნობისათვის

ბოცვერები ითვლებიან ერთ-ერთ უდიდეს უბედურებად ახალი ზელანდიისა და ავსტრალიისათვის, სადაც ისინი შეყვანილ იქნენ 1859 წელს. 16 შემოყვანილმა ბოცვერმა გამრავლება იწყო და 1900 წლისათვის მათი რაოდენობა ამვსტრალიაში უკვე 20 000 000-ს აღწევდა.

ბოცვერი ჭამს ბალახს და ამით კონკურენციას უწევს ცხვარსა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. უფრო მეტ ზარალს იგი აყენებს ავსტრალიის აბორიგენულ ფაუნასა და ფლორას, რადგან მიირთმევს მცენარეთა რელიქტურ სახეობებს და ავიწროვებს ადგილობრივ სახეობებს, რომლებიც ვერ უძლებენ სწრაფი გამრავლების უნარის მქონე ბოცვრებთან კონკურენციას. ბოცვრებთან საბრძოლველი მეთოდებია ნადირობა და მოწამლული სატყუარების გამოყენება. გარდა ამისა, ავსტრალიაში შეყვანილ იქნა ევროპული მტაცებლები: მელა, ქრცვინი (хорёк), ყარყუმი (горностай), სინდიოფალა (ласка). ზოგ ადგილებში აყენებენ სპეციალურ ბადისებრ ღობურებს, რათა შეზღუდონ ბოცვრის მიერ ახალი რაიონების ათვისება. ყველაზე უფრო ეფექტურ ბრძოლის მეთოდად გამოდაგა "ბაქტერიოლოგიური ომი" 1950-იან წლებში, როდესაც სცადეს ბოცვრების ინფიცირება მწვავე ვირუსული დაავადებით "მიქსომატოზით", რომელიც ენდემურია სამხრეთ ამერიკისთვის. პირველადი ეფექტი იყო ძალიან დიდი, ავსტრალიის ბევრ რეგიონში დაიხოცა ბოცვრების 90 %-ზე მეტი. გადარჩენილებს გამოუმუშავდათ იმუნიტეტი.

ბოცვრების პრობლემა დღემდე მწვავედ დგას ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. მხოლოდ ახალ ზელანდიაში ამჟამად ბინადრობს დაახლოებით 30 000 000 გარეული ბოცვერი.

წმიდა ტრიფონის ნაციონალური ფონდის მასალების მიხედვით



წყარო
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 4641 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 12
0   Spam
12 alika-guria   (31.05.2014 12:52:35) [მასალა]
ტურები მაინც გაუგზავნოთ ჩვენც დავისვენებთ და ისინიც 069

0   Spam
11 cxadaze   (21.08.2012 16:52:52) [მასალა]
48

0   Spam
10 teri   (18.06.2011 00:46:27) [მასალა]
სიამოვნებით ვინადირებდი 48

0   Spam
9 bizona   (28.04.2011 13:36:21) [მასალა]
30 000 000 კიარა 30 ცალი მაინც მეგულებოდეს სადმე რო ძაღლი დავგეშო 069 069 069 ეეე რა დრო იყო ჩემი დორა იმას რო ფიქრობდა რომელს გაკიდებოდა და ეხლა ერთ ადგილზე მეგულება და იქ დავდივარ უტოფოდ და ვატარებ ნადირობა როარ დაავიწყდეს 069 069 069

0   Spam
8 ლაშა86   (26.04.2011 22:02:58) [მასალა]
zaza-50 ეგ რომ გააკეთო მაშინვე წაიყვანენ ჩვენ ბრაკონიერებს როგორც ანტიკუდრაჭების დესანტს კოდური სახელით :ფანარი" 069 069 069

0   Spam
7 zaza-50   (26.04.2011 20:28:21) [მასალა]
ეგ ავსრალიელები უნდა ჩამოიყვანო აქ და წაიყვანო სანადიროდ და აყურებინო სანთლით როგორ უნდა კურდღლის ძებნა და ნახე რა სტატიები დადონ იქაურ გაზეთებში

0   Spam
6 Burusa777   (26.04.2011 18:35:30) [მასალა]
არ დაუჯუჯავთ საწყლებიი... 48

0   Spam
5 gurami   (26.04.2011 15:57:23) [მასალა]
რაგა მეხორცე ბრაკონიერებმა ისიამოვნონ 069 ჩვენ ვინადიროთ მანდ 069 069 069

0   Spam
4 zaza1970   (26.04.2011 15:36:57) [მასალა]
ნეტაი საქართველოში არ გამრავდება ეს ბოცვრები თუ რაღაც ჯანდაბაა 23 069

0   Spam
3 პედიატრი   (26.04.2011 14:28:20) [მასალა]
ხო, ერთი-ორი სეზონი ეყოფათ

0   Spam
2 grenader21   (26.04.2011 03:48:10) [მასალა]
3 წელიწადში დაცვის ქვეშ დააყენებდნენ

0   Spam
1 ლაშა86   (26.04.2011 01:58:46) [მასალა]
მანდ უნდა ჩაყვანო ჩვენი მტაცებლები და მეხორცე ბრაკონიერები, რას იგულავებენ 069 069 069

ჩვენც დავისვენებდით და კურდგელიც გამრავლდებოდა


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика