ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » აპრილი » 23 » გიგანტური პირანია    

03:29:33
გიგანტური პირანია
ბრიტანელმა მეთევზემ ნიანგებზე მონადირე გიგანტური პირანია დაიჭირა
ბრიტანელმა მეთევზემ ნიანგებზე მონადირე გიგანტური პირანია დაიჭირა სამხრეთაფრიკული პირანია

აფრიკაში, მდინარე კონგოზე ექსპედიციაში მყოფმა ბიოლოგმა და ექსტრემალური თევზაობის მოყვარულმა ჯერემი უეიდმა ნიანგებზე მონადირე 50 კილოგრამიანი გიგანტური თევზი-ვეფხვი, პირანიის ერთ-ერთი სახეობა დაიჭირა.

მტკნარი წყლების ბინადარი თევზი-ვეფხვი სრულად ამართლებს თავის სახელს - მძვინვარე და გაუმაძღარი, ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს... მათზე ნადირობა საშიში და აზარტული საქმიანობაა, რადგან ეს გოლიათი რკინის ანკესებსაც კი მაკრატელივით ჭრის.

აფრიკელი აბორიგენებისთვის პირანიის ეს სახეობა ძალზე ძვირფასი ალაფია - მისი სამართლებელივით ბასრი კბილებისგან ისრებსა და დანებს ამზადებენ და სამკაულებსაც აკეთებენ, ცოცხალი კი დალაქის ფუნქციასაც წარმატებით ითავსებს.

KvirisPalitra.Geამისთვის თავი ახლოს უნდა მიიტანონ ურჩხულის დაკრეჭილ კბილებთან და ისიც კრეჭს და კრეჭს აბორიგენთა დალალებს. ერთია მხოლოდ - ყურადღება არ უნდა მოადუნო,  გულმოდგინე "სტილისტმა" თმას ყურებიც რომ არ მიაყოლოს. მეთევზეები თევზი-ვეფხვის თავებისგან ფიტულებსაც ამზადებენ თავიანთი საცხოვრებლის მოსართავად.

სამხრეთაფრიკული პირანიისგან განსხვავებით, სამხრეთამერიკული უფრო დაუნდობელი და სასტიკია. ამაზონის პირანია ადამიანს ესხმის თავს და თვალის დახამხამებაში უსწორდება.  1976 წელს ამაზონის სანაპიროზე ავტოკატასტროფა მოხდა და მგზავრებით სავსე ავტობუსი მდინარეში ჩავარდა.

მაშველებმა 39 ადამიანის გვამი ამოიღეს წყლიდან და მათი ამოცნობა მხოლოდ ტანსაცმლის ნაფლეთებითა და დაღრღნილი ფეხსაცმლით შეძლეს.

KvirisPalitra.Geუშიშარი მონადირე მხოლოდ პირანიებით როდია დაინტერესებული. ბერლინის შემოგარენში, მტკნარ წყალში ბინადრობს კატისებრი ლოქო, რომელზეც ლეგენდებს თხზავენ ადგილობრივი მცხოვრებნი. მათი გადმოცემით, ლოქო ადამიანებსაც ესხმის თავს და ხშირად ის 90 კილოგრამსაც აღწევს. ჯერემი უეიდი მდინარის ფსკერზეც კი ჩასულა მტაცებლის შესასწავლად.

ის არც ამერიკის ოკეანის სანაპიროს რისხვას - ხარისებრ ზვიგენს შეუშინდა, რომელიც არხეინად შედის მდინარეთა კალაპოტში, ხშირად კონტინენტის შუაგულამდე აღწევს, სადაც მას არავინ ელის და თამამად ესხმის თავს ადამიანებს. ასე რომ, ოკეანეების დარად, მტკნარი წყლებიც იდუმალი და სახიფათო, ჯერჯერობით შეუსწავლელი სამყაროა, რომელიც ჯერემი უეიდისებრ მამაც და გაბედულ მკვლევრებს ელოდება.
გაზეთი "კვირის პალიტრა"


წყარო
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 4298 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 15
0   Spam
15 alika-guria   (31.05.2014 13:01:42) [მასალა]
წყალში არა მარა ნაპირიდან თოფით კიმოვკლავდი 48 069

0   Spam
14 teri   (18.06.2011 00:48:22) [მასალა]
სერიოზული უხა გამოვიდოდა 069

0   Spam
13 toka_monadire   (29.05.2011 14:26:00) [მასალა]
აუ რა მაგარი კაცია...იცოდა და მაინც შევიდა წყალში პირანიის დასაჩერად 166 166 166

0   Spam
12 bizona   (14.05.2011 02:44:26) [მასალა]
რა გული ქონია მაგას უყურეე 069 069 069 069 მაგას ნაპირზე გამოტანილსაც არ მივუახლოვდები 069 069

0   Spam
11 vaxo_vaxo   (27.04.2011 15:30:16) [მასალა]
ამ თევზს ხელსაც არ მოვკიდებდი 069 069 069

0   Spam
10 gurami   (26.04.2011 16:00:14) [მასალა]
ცყალში სულ არ ჩავალ მაგ რო ვიცოდე რო ცყალში არის 069 069 069 069

0   Spam
9 27salo   (25.04.2011 18:50:35) [მასალა]
39 39 10 10 166 166

0   Spam
8 27salo   (25.04.2011 18:43:14) [მასალა]
ყოჩაღ მაგააას:166: 166 [size=8]

0   Spam
7 Burusa777   (25.04.2011 16:43:40) [მასალა]
ამის მწვადს კი გასინჯავდა კაცი.... 069

0   Spam
6 badri94   (24.04.2011 20:46:01) [მასალა]
მაგარი კაცი კია მაგრავ თამამად შემიძლია ვთქვა რომ ვერაა რაღაც მატორზე... 069 069 069 166 166

0   Spam
5 nisusa   (24.04.2011 19:41:08) [მასალა]
10 საგოოლ კაციი.... მაგარია .. ამაზე პატარა თევზით სახლში რა დააბრუნებდა 166

0   Spam
4 joksa   (24.04.2011 11:07:06) [მასალა]
სერიოზული რიბაკია ცოტა გარეკილი რო არ იყოს...... 167 167 167

0   Spam
3 tarantuli777   (24.04.2011 00:33:10) [მასალა]
აი მესმის ნანადირავი. 10 10 10 166

0   Spam
2 spai   (23.04.2011 14:12:04) [მასალა]
აუ რამხელააააააააააა

0   Spam
1 ლაშა86   (23.04.2011 03:35:04) [მასალა]
მალადეც ამ კაცს, მაგ თევზთან ერთად წყალში რა გამაჩერებს 069 069 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика