ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » აპრილი » 14 » რუსეთში საგაზაფხულო ნადირობის სეზონისათვის ემზადებიან    

18:08:25
რუსეთში საგაზაფხულო ნადირობის სეზონისათვის ემზადებიან

მართალია ეს ჩვენ, საქართველოში ვერაფერ ხეირს ვერ მოგვიტანს, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე მოკლე ინფორმაციის მოწოდება რუსეთში საგაზაფხულო ნადირობის შესახებ იმდენად, რამდენადაც მინდა, მონადირეთა ყურადღება მივაქციო იმ გარემოებისაკენ, რასაც, ასე თუ ისე, სახელმწიფოს მიერ ”ზრუნვა” ჰქვია მონადირეებზე. ამას ხომ ჩვენ მთლიანად მოკლებული ვართ.

ბურიატია

დათვზე ნადირობის სეზონი ბურიატიაში გაიხსნება 15 აპრილს. დათვის მონადირება დაშვებული იქნება 15 მაისამდე.

7-დან 22 მაისამდე ბურიატიის სამხრეთ რაიონებში გახსნილი იქნება სეზონი მამალ იხვზე, ბატზე, ტყის ქათამზე, როჭოზე და ყრუალაზე ტიხტიხის დროს (глухаря на току). ხოლო ჩრდილოეთ რაიონებში ფრინველების მონადირება შესაძლებელი იქნება 14-დან 29 მაისამდე.

მორდოვა

მორდოვაში საგაზაფხულო ნადირობის სეზონი დაიწყება 16 აპრილს და გასტანს 1 მაისამდე.

ყრუალაზე ნადირობა დაშვებული იქნებ ტიხტიხისას, ბატზე - სამალავიდან, სატყუარებისა და პროფილების გამოყენებით, ტყის ქათამზე - საღამოსა და დილის გადაფრენებზე (на тяге). მოპოვების ლიმიტი: მაქსიმუმ 5 ტყის ქათამი და 3 მამალი იხვი დღეში.

ტატარსტანი

ტატარსტანში ასევე საგაზაფხულო ნადირობის სეზონი დაიწყება 16 აპრილს და გაგრძელდება 1 მაისამდე.

ტომსკი

ტომსკის ოლქში სეზონი გაიხსნება 23 აპრილს და 8 მაისამდე გაგრძელდება ოლქის სამხრეთი რაიონებისათვის, ხოლო ჩრდილოეთ რაიონებში ნადირობა იწარმოებს 7-დან 22 მაისამდე.

ერთ მონადირეს დღე-ღამის განმავლობაში შეეძლება მოიპოვოს 2 ბატი, 3 მამალი იხვი, 5 ტყის ქათამი, 1 ყრუალა და 2 მამალი როჭო. თუ მონადირე გადააჭრბებს ნორმას, მას მოუწევს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა 2000 რუბლის ოდენობით.

სახალინი

სახალინზე 20 აპრილიდან დაშვებული იქნება ნადირობა მურა დათვზე ცენტრალურ და სამხრეთი რაიონებისათვის. გაგრძელდება სეზონი 20 მაისამდე. ჩრდილოეთი რაიონებისათვის - 1 მაისიდან 1 ივნისამდე.

მონადირეებს ეძლევათ 168 დათვის მონადირების უფლება. ყველა ლიცენზია, რომლის ფასია, 3000 რუბლი, უკვე გაყიდულია. მაგრამ რეზერვის სახით გათვალისწინებულია კიდევ 24 ცხოველის მონადირება მათი მხრიდან საშიშროების შემთხვევაში, მაგალითად, საქონელზე თავდასხმა.

ჩელიაბინსკი

23 აპრილს გაიხსნება ნადირობის სეზონი ჩელიაბინსკის ოლქშიც. სეზონი იქნება ხანმოკლე. მამალ როჭოზე და ყრუალაზე - 8 მაისამდე, ხოლო წყალმცურავებზე მხოლოდ სამდღიანი.

საერთო სარგებლობის სანადირო სავარგულებში სეზონი წყალმცურავებზე არ გაიხსნება საეროდ. გარდა ამისა, ბატზე ნადირობა აკრძალულია მთელი ოლქის ტერიტორიაზე. ეს დაკავშირებულია პოპულაციის შემცირებასთან.

წყალმცურავებზე ნადირობა იწარმოებს მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ ტბებზე, როჭოზე და ყრუალაზე - ეგერების კონტროლის ქვეშ. აკრძალულია ნადირობისას წყალსატევებს შორის გადაადგილება და სროლა მფრინავ ობიექტებზე. ტიხტიზხე ნადირობისას რეკომენდირებულია, მონადირემ არ გამოიყენოს ხრახნილლულიანი იარაღი.

რესპუბლიკა ”მარიი ელ”

16 აპრილს რესპუბლიკაში იხსნება ნადირობის სეზონი. ამ გაზაფხულზე აკრძალული იქნება ყრუალაზე ნადირობა რესპუბლიკის ყველა საერთო სარგებლობის სანადირო სავარგულში, აგრეთვე როჭოზე და ტყის ქათამზე ნადირობა რიგ რაიონებში.

საზაფხულო ნადირობის სეზონის დროს 1 ივნისიდან 26 აგვისტომდე აკრძალული იქნება ნადირობა გარეულ ღორზე მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
სანადირო რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული განცხადებების მიღება და ნადირობაზე უფლების გაცემა ხდება ცხოველთა სამყაროს დეპარტამენტში, აგრეთვე თითოეულ რაიონში სახელმწიფო ინსპექტორების მიერ.



წყარო
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 2476 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 SNAIPER   (14.04.2011 22:13:01) [მასალა]
დამატებით საგაზაფხულო ლიცენზიები გასცენ, დამათებითი თანხა შევა ბიუჯეტსა შინა მაგენიც იხეირებენ და ჩვენც კმაყოფილი დავრჩებით მონადირეები. 19 23

0   Spam
1 SNAIPER   (14.04.2011 21:04:11) [მასალა]
აი ზრუნავს სახელმწიფო მონაადირეებზე და ითვალისწინებს მათ აზრებსაც როგორც ეტყობა.
ჩვენთან მარტის შუარიცხვებიდან მოდის წვრილი იხვი ჩიროკი და შილახვოსტები,რომლებიც გადამფრენია და არცერთი ჩვენთან არ რჩება და არ ბუდობს,რატომ არ უნდა იყოს დაშვებული მათზე ნადირობა. 23 სადაც ბუდობს იქაა დაშვებული ეხლა მათზე ნადირობა ჩვენ რატო ვიჩაგრებით,გარემოს დაცვის სამინისტრომ იქნებ გულდასმით მოეკიდოს და სწორ ჭრილში გააანალიზოს ეს საკითხი,და სწორი მიდგომა თუ იქნება ამ საკითხების მიმართ იქნებ გამოიჩინონ კეთილი ნება და დაუშვან ჩვენტანას გადამფრენ წყალმცურავებზე საგაზაფხულო ნადირობა 23 19

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика