ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » აპრილი » 14 » 2011 წლის „ჰიტი" - სათაფლიას ზღაპარი -თბილისის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის    

17:56:37
2011 წლის „ჰიტი" - სათაფლიას ზღაპარი -თბილისის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის
2011 წლის „ჰიტი" - სათაფლიას ზღაპარი -თბილისის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის

თბილისის გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯია" -ს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა CTF 2011 გაიხსნა. კავკასიის მე-13 საერთაშორისო გამოფენა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გამოფენაზე სპეციალური საინფორმაციო კუთხე აქვს წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში საგამოფენო ცენტრში დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ ლაგოდეხის, ვაშლოვანის, თუშეთის, ქობულეთის, კინტრიშის, იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიებისა და კოლხეთის, ბორჯომის, მტირალას ეროვნული პარკების ტურისტულ ინფრასტრუქტურას და სერვისებს გაეცნონ. საგამოფენო სტენდებზე ტურისტული რუკების გარდა წარმოდგენილი არის ორიგინალური ექსპოზიციები, ბუნების უნიკალური ძეგლების და სხვა ღირსშესანიშნაობების ფოტო, ვიდეო და ბეჭდვითი მასალები.

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს შეუძლია თავისი გამორჩეული წვლილი შეიტანოს საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. წელს ჩვენ, გარდა სხვა ინფორმაციებისა წარმოდგენილი გვაქვს წლევანდელი „ჰიტი," ეს არის სათაფლიას ნაკრძალი. ყველას მოვუწოდებ, რომ ნახონ ეს თანამედროვე ზღაპარი, რომელიც სათავეს იღებს ძალიან, ძალიან ბევრი საუკუნის წინ." - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.

2011 წლის გამოფენის მთავარი მიზანია შიდა ტურისტული ბაზრის წარმოჩენა, ახალი ტურისტული პროდუქტების, კურორტების, პროექტების პრეზენტაცია-პოპულარიზაცია, ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, ქართული და უცხოური ტურისტული სააგენტოების შიდა და გარე ტურების შეთავაზება მომხმარებლისთვის.

„ამ წელს გამოფენაში როგორც თურქეთიდან, ისე ირანიდან, ყაზახეთიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. იმედი გვაქვს, რომ ისევე როგორც პირველ კვარტალში, როდესაც 41 %-ით გაიზარდა საქართველოში ტურისტების რაოდენობა, მომავალშიც გაგრძელდება ვიზიტორების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ასევე ამ სფეროში განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი." - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.

გამოფენა კომპანია "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარდა ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, სასტუმროები, რესტორნები, სადაზღვევო კომპანიები, გამომცემლობები, ტურისტული ასოციაციები და სხვა.

moe.gov.ge-ს მასალებიდან



წყარო
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2433 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 nukrifox   (17.04.2011 16:05:35) [მასალა]
მშვენიერი რამეა. შიდა ტურიზმი რო განვითარდეს და რეგიონებს დამატებითი 1-2 კაპიკი საბადო შეემატოს. 166 166 166 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика