ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » აპრილი » 13 » ცაში ფრთოსანი მონადირეა!    

18:41:57
ცაში ფრთოსანი მონადირეა!

ყაზახეთი

ყაზახეთში სოფელ აიშა-ბიბიში ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი სპორტის ნაციონალურ სახეობაში არწივით მონადირეთა შორის «Ең алғыр қыран», რომელიც მიეძღვნა ყაზახეთის დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილეს.

25 საუკეთესო არწივით მონადირე (беркутчи) ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან ჩამოვიდა ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ტურნირის ძირითადი მიზანია დამჭერი ფრინველებით ნადირობის ძველისძველი ნაციონალური სახეობის შენარჩუნება, რომლის ხელოვნებაც სათუთად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, რადგან იყო სასიცოცოხლო მნიშვნელობის მომთაბარეთათვის. კარგად დაგეშილ არწივს ხომ, ისევე როგოც ყაზახურ ტაზის (სახელგანთქმული აბორიგენული ძაღლის ჯიში) შეეძლო რამოდენიმე ოჯახის გამოკვება შიმშილობის წლებში.

შეჯიბრის მონაწილეებმა მოახდინეს მტაცებლების ხელზე მოსვლის დემონსტრირება 50, 75, 100 და 150 მეტრი დისტანციებიდან. არწივები და ქორები ანადირეს ”шырға”-ზე - მელიის ტყავზე, რომელსაც მიათრევდა მხედარი, შემდეგ ბოცვრებზე - 60 და 150 მეტრი მანძილიდან, აგრეთვე ტურაზე და მტრედზე.

გამარჯვებული გამოვიდა კოზი-კორპეშ ბაიდაულეთული, არწივით მონადირე აკტიუბინის მხარიდან. მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ ბაზიერები ალმატინის და სამხრეთ-ყაზახეთის ოლქებიდან.

ქორების შეჯიბრებაში საპატიო ფიედესტალზე ადგილები დაიკავეს ჟამბილელმა ბაზიერებმა (құсбегі) ბაუირჟან ეშმეტოვის დინასტიიდან შერნიაზ და ტურნიაზ ბაუირჟანებმა და ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილემ - 6 წლის გაზიზხან ბაუირჟანმა.


გამარჯვებული კოზი-კორპეშ ბაიდაულეთული თავისი არწივით

ბოლო წლებში ჟამბილის რეგიონში წარმატებულად ვითარდება ბაზიერული ხელოვნება. 2008 წელს ტურიზმის, ფიზკულტურისა და სპორტის საოლქო სამმართველოს ინიციატივით შეიქმნა ორი საბაზიერი სკოლა «құсбегі» ჟამბილისა და მოიინკუმის რაიონებში.

გამოცდილი ოსტატების, ბაუირჟან ეშმეტოვისა და ჟაფარ სატილგანოვის ხელმძღვანელობით ათობით ახალგაზრდა ეუფლება ბაზიერობის საიდუმლოებებს. როგორ დაიჭირო და შემდეგ როგორ მოათვინიერო არწივი, შევარდენი და ქორი ისე, რომ ნადირობისას მან ყოველმიზეზგარეშე და ზუსტად შეასრულოს პატრონის ბრძანება? როგორ უნდა დაეუფლო ყაზახეთის ბაზიერების ფრინველთან იმ ”განსაკუთრებული კონტაქტის” დამყარების უნიკალურ ხელოვნებას, რომლის მეშვეობითაც უკვე დაგეშილ და გაწრთვნილ ფრინველებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ ბუნებრივ გარემოს და მოკლეხნიანი ადაპტაციის შემდეგ იცხოვრონ ადრინდელი თავისუფალი ცხოვრებით?

აი, ამისა და სხვა ძველისძველი მეთოდების საიდუმლოებების შესახებ იღებენ ცოდნას ამ არაჩვეულებრივი სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეები.

ემირატები

ყველა აზიურ ქვეყანაში დამჭერი ფრინველებით ნადირობა აღიარებულია ნაციონალურ მემკვიდრეობად. არაბეთის ემირატებში შევარდნით ნადირობა - ეროვნული სპორტია. ბაზიერობით გატაცებულია ქვეყნის თითქმის ყველა ადგილობრივი მცხოვრები, დაწყებული ჩვეულებრივი მოქალაქეებიდან, დამთავრებული შეიხებით. გართობის ამ სახეობას ისტორიის სიღრმეში აქვს გადგმული ფესვები, როდესაც შევარდნით ნადირობა ემსახურებოდა ადგილობრივი მოსახლეობისათვის საკვების მოპოვებას. მოთვინიერებული შევარდნებით არაბები ნადირობდნენ მანამდეც, სანამ მათ მიწებზე აღმოცენდებოდა ისლამი.

ეხლა ეს ელიტარული გართობაა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მდიდართათვის. შევარდნის შენახვა და გაწრთვნა ჯდება ძალიან ძვირი - 100-დან 800 ათას დოლარამდე. მაგრამ ფრინველის მიტევების ყურებით განცდილ სიამოვნებას, რომელიც ელვისებურად იღებს სიმაღლეს, მონადირის გათვლილ მოძრაობებს, თითქოს ეს რაღაც მაგიური ცეკვააო, იღებს აბსოლუტურად ყველა - ახალგაზრდაც და მოხუციც, ღარიბიც და მდიდარიც. განსაკუთრებით, როდესაც შევარდენი ეწევა მსხვერპლს, ისეთი ვირტუოზული მანევრირებით, როგორიც მხოლოდ ამ ფრინველს შეუძლია.

დამოკიდებულობა ბაზიერობასთან ძალზედ სერიოზულია. კარგ შევარდენში იძლევიან ხუთამდე სპორტულ აქლემს. ამ ნაციონალური ნადირობის სხვა თავისებურებები გამოიხატება შემდეგ სიტყვებში. ”დიდი ჯგუფი მთელ კვირას და უფრო მეტსაც ვატარებთ ხეტიალში, ქალაქის ხმაურისა და აურზაურისაგან მოშორებით ყველა თანასწორია: მეფეები და ვაჭრები, ემირები და ბედუინები. ყველა ჭამს ერთნაერ საჭმელს, სვამს ერთიდაიგივე წყალს. ესეთი შეხვედრები ჭკუის სასწავლებელია. აქ გებულობ ხასიათებს. აქ გამოიცდებიან ადამიანები” - წერს თავის წიგნში პრეზიდენტი შეიხ ზაიდი, რომელმაც ბრწყინვალედ იცის ამ საქმის ”ენა”. 16 წლის ასაკში ის დაემშვიდობა იარაღს და შეცვალა კარაბინი ”ფრთოსანი ტყვიით”.

ემირატებში შევარდენთათვის არსებობს სპეციალური საავადმყოფოები აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით, ისეთები როგორიცაა რენტგენი, გულის სტიმულატორები და ა.შ. არის შევარდენთა ბაზრები, ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები შევარდნით ნადირობაში, შევარდნების გამოფენები.



წყარო
კატეგორია: ბაზიერი | ნანახია: 4073 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 10
0   Spam
10 skilleta   (20.08.2011 14:26:33) [მასალა]
ეს რა პრინველია? 23_30_126

0   Spam
9 ახოტნიკ   (28.07.2011 12:56:54) [მასალა]
166 166 166 166

0   Spam
8 giorgparkauli   (23.06.2011 19:00:04) [მასალა]
ჯიგარი ხარ ზურა!!!
39

0   Spam
7 WIWKAN@   (17.04.2011 23:39:02) [მასალა]
166 23_30_126

0   Spam
6 Admin   (15.04.2011 21:51:10) [მასალა]
23_30_126 23_30_126 23_30_126

0   Spam
5 vaxo_vaxo   (15.04.2011 16:58:37) [მასალა]
ყოჩაღ ავტორს მართლაც რომ საინტერესო ინფორმაციაა 10 10 10 10

0   Spam
4 SNAIPER   (14.04.2011 10:37:30) [მასალა]
ეს ნაღდად არ ვიცოდი შევარგნებს თუ სპეციალური საავადმყოფოები ქონდა,აი რა დონეზეა აყვანილი ეს ხელოვნება,საღოლ.
მონადირეს დიდი მადლობა ასეთი საინტერსო ინფორმაციებისათვის 10 10 166

0   Spam
3 bizona   (14.04.2011 00:08:08) [მასალა]
10 10 მაგარი საინტერესოა 10 10

0   Spam
2 krimanjuli   (13.04.2011 21:17:41) [მასალა]
მაგარი ინფორმაციაა.. ბევრის მთქმელი, მოკლე და კონკრეტულიი. ასეთი იფორმაციებისა და ისეთი ადამიანის დამსახურებით როგორიცაა ''მონადირე'' ჩვენმა საიტმა მონადირეთა შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა და სერიოზული ნაბიჯები გადადგა წინ, მონადირებში საიტის მონადირებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ სტუმრებს და ''გზააბნეულ მაძიებლებს''
გაიხარე ზურა.. მაგარიი ხარრ...

0   Spam
1 gigagiga239   (13.04.2011 20:58:23) [მასალა]
10 10 10 10 39 39 39 23_30_126 23_30_126
უმაგრესია .. ბრავო

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика