ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სამხატვრო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა    

19:58:31
დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სამხატვრო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემ ერთობლივი შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტო ხელს შეუწყობს სტუდენტებისათვის დაცულ ტერიტორიებზე ექსკურსიების და ლაშქრობების მოწყობას, დაინტერესებული მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის ვიზიტს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებში და მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

„დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა. სამხატვრო აკადემიასთან გაფორმებული მემორანდუმის ძირითადი მიზანია სტუდენტების ჩართვა ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში. იგეგმება სხვადასხვა გამოფენების, კონკურსების განხორციელება." განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ.

აკადემია ხელს შეუწყობს სასწავლო-შემოქმედებითი სამუშაოების განხორციელებას საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, საშუალება მისცემს სააგენტოს წარმომადგენლებს, ისარგებლონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით დაგეგმილი ღონისძიებების ჩასატარებლად, მონაწილეობას მიიღებს სააგენტოს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამებში, კონკურსებში, გამოფენებში და ა. შ.
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით მოხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება. ეს ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ღონისძიებები განვახორციელოთ. გვეძლევა ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ახლგაზრდების, ჩვენი სტუდენტების მონაწილეობით ვემსახუროთ არაჩვეულებრივ ბუნებას." აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემ.

ღონისძიების პარალელურად მოეწყო თუშეთის ეროვნული პარკის ფოტო-გამოფენა, რომელიც სამხატვრო აკადემიაში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. აგრეთვე, მოწვეული სტუმრები საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ.

moe.gov.ge-ს მასალებიდან



წყარო
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1968 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 uchaucha   (06.04.2011 14:39:36) [მასალა]
ვახ ვახ აკადემიაში კიდე ხო არაფერს იტყვიან რა.. ტუფტა თვითმართველობა გვყავს აკადემიელებს :(

0   Spam
1 tolia   (06.04.2011 00:00:02) [მასალა]
კარგია ძან. ჩემ სტუდენტობის დროს მაქვს გამოფენაში მონაწილეობა მიღებული ''გარემოს დაცვა'' 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика