ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
უძველესი ხეწლნაწერი   
Ciallinallპასუხების რაოდენობა: 12
ტყის ქათამზე ნადირობა   
Iraklisnipპასუხების რაოდენობა: 4105
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 195
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 257
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4138

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » ერთად მოვიძიოთ "ჩაქირა"- ერთადერთი ქართული მონადირე ძაღლი.    

05:18:12
ერთად მოვიძიოთ "ჩაქირა"- ერთადერთი ქართული მონადირე ძაღლი.
2013 წლისთვის მზადდება ქართულ-უკრაინული ექსპედიცია "ლაზისტანი 2013", რომლის ერთერთი ძირითადი მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე ჩაქირას მოძიებაა. თუმცა ჯერჯერობით ინფორმაციის სიმწირე იგრძნობა.თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობთ ამ თემასთან დაკავშირებით,თუნდაც მცირედს დაწერეთ. არ იქნება ურიგო, მოვიკითხოთ ჩვენ-ჩვენ ნათესავებში,მეგობრებში,ახლობლებში,ნაცნობებში თუ ... ამ ძაღლის შესახებ ინფორმაცია. უფრო გურია-აჭარის რეგონში, თურქეთშიც.
შეიძლება ჯერ კიდევ არის შანსი რომ გადარჩეს ეს ჯიში. ამ ძაღლის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, უკვე ძალიან ბევრმა მონადირემ გამოთქვა სურვილი იყოლიოს ჩაქირას ლეკვი, თუნდაც მარტო იმისთვის რომ საქართველოს მომავალ თაობას გადავურჩინოთ ეს უნიკალური ჯიშის მონადირე ძაღლი.
დაწვრილებითი ინფორმაცია ფორუმში http://www.bazieri.ge/forum/15-525-1




წყაროhttp://www.bazieri.ge/forum/29-743-1
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 9268 | დაამატა: Admin | ტეგები: ჩაქირა, მონადირე, ერთადერთი, ერთად, ქართული, ძაღლი, მოვიძიოთ | რეიტინგი: 5.0/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 331 2 3 »
0   Spam
33 panati   (13.12.2015 14:35:58) [მასალა]
ეს ძაღლი გადმოდემით ვიცი ლაზებს ყოლიათ სულ ამ ძაღლებით ნადირობდნენ ტყეში, მეც ლაზივარ და გადმოცემით ვიცი ,ეს ძაღლი მაჩუქა ბიძაჩემმა ადრე 1995-ცლებში სარფის საბაჟოში მუშაობდა და მაშინ ლეკვებით ვაჭრობდენ თურქეთში და მაშინ აჩუქეს და მე მომიყვანა იქიდან ვიცი რომ მეკვერნე იყო, ზემოთაც ავღვნიშნე ყველა ცაყვანაზე ან კვერნას ან მაჩვს პოულობდა

0   Spam
32 panati   (13.12.2015 14:23:34) [მასალა]
ცოტა ფერში განსხვავდებოდა ჩემი თორემ ზუსტათ ეგეთი იყო ,მე დზირითადათ პრინველზე მონადირევარ და მყავდა მონადირე სეთერი,მაგი მაჩუქეს თუ ფოტო მოვიპოვე დავდებ აუცილებლად,ანუ სანადიროდ რომ ცავიდოდი კვერნა ან მაჩვი არ ეპოვა და თან დზალიან,სცრაფი, მოქნილი და მორბენალი იყო სადღაც ათი ცელი გავიდა მოხუცდა და მოკვდა

0   Spam
31 hunter_nika   (18.12.2013 15:06:18) [მასალა]
ბიჯებო რა ხდება ჩაქირასთან დაკავშირებით?

0   Spam
29 BATUMELI   (22.02.2013 18:03:50) [მასალა]
მოგესალმებით აჭარიდან მეკვერნე ძაღლის ბედით დაინტერესებულ ყველა მონადირეს.

საჭიროდ მივიჩნიეთ გამოგხმაურებოდით "ლაზისტანი 2013" ექსპედიციასთან დაკავშირებით,ვინაიდან ამ ეტაპზე მსგავსი ექსპედიცია ნაადრევად მიგვაჩნია შემდეგი მიზეზების გამო:

1) ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერნეტ საიტებზე გავრცელებული ინფორმაციით მათ აქვთ სურვილი ამ ჯიშის თავად დარეგისტრირებისა და თუ ჩვენი თანამემამულები შეეცდებიან ექსპედიციის მსგავსი რამით ინფორმაციის მოპოვებას ეს შესაძლოა გამოიწვევს არასასურველ რეაქციას,რასაც შესაძლოა მოყვეს გარკვეული საკონტროლო ზომები.....რაც არ არის სასურველი.
2) გარდა ამისა ამ ჯიშის ძაღლი იმდენად მცირერიცხოვანია მეზობელ ქვეყანაში,რომ ძალიან რთული არის რაიმე ინფორმაციის მოპოვება ჩვენი თანამემამულეებისთვის,ასევე სირთულეს წარმოადგენს შესაფერისი ექსტერიერის ძაღლის შეძენაც,ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა,რომ ქვეყანაში სადაც მიმდინარეობს ჯიშის დარეგისტრირებასთან დაკავშირებული პროცესი მოხდეს ძაღლის გასხვისება სხვა ქვეყნის მოქალაქეზე. ამიტომ ამ ეტაპზე ალტერნატივად ვიყენებთ ჩვენ მიერ არსებულ კონტაქტებს ძაღლების შესაჯვარებლად და არა შესაძენად.
3) ჩვენი თანამემამულებისთვის,ვინც არ არის ამ თემასთან გაცნობიერებული მოგახსენებთ,რომ მცდარია ის მოსაზრება ვითომდა ეს ძაღლი მხოლოდ გურიაში იყო გავრცელებული და რომ ის სრულად გადაშენებულია,აჭარის მაღალმთიან სოფლებში დღესაც არის შემორჩენილი კარგი ექსტერიერის ეგზემპლარები,რომლებიც სათანადოდ გვყავს აღრიცხული ფოტო მასალასთან ერთად,რასაც თან ერთვის ას წელს მიღწეული მონადირეების კომენტარები.გარდა ამისა ამ საქმით დაინტერესებული პირები 5 წელზე მეტია ვაწარმოებთ სათანადო გამრავლება-სელექციას,რის შედეგადაც მიღებული გვაქვს სასურველი შედეგი.
ვეცდებით რამოდენიმე ეგზემპლარი წარმოვადგინოთ თბილისის სანადირო ძაღლის 2013 წლის საზაფხულო გამოფენაზე.
4) უპირველეს ყოვლისა მინიმუმ ერთ წელიწადში უნდა მოვახერხოთ საკმარისი რაოდენობის ეგზემპლარების შერჩევა და ჯიშის დარეგისტრირება საქართველოში.მხოლოდ ამის შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ექსპედიციის მოწყობა მეზობელ ქვეყანაში,სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაჟღერებული ის აზრი,რომ ჩვენში ეს ჯიში საკმაოდ მცირედ არის შემორჩენილი.ვინაიდან პრეტენზიების შემთხვევაში უნდა შეგვეძლოს დასაბუთება იმისა,რომ ჯიში არსებობს და დარეგისტრირებულია საქართველოში.
5) შევეცადოთ ნაკლებათ მოვიხსენიოთ "მეკვერნე ძაღლი-ანუ ქართული მყეფარა", ჩაქირად,ვინაიდან ეს სიტყვა არ არის ქართული წარმოშობის და ამ სახელით აჭარაშიც ნაკლებად ცნობილია,ჩვენში მას 'მეკვერნიას" ეძახიან.ჩაქირა კი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლექსიკონიდან აღებული სიტყვის დამახინჯებული ფორმაა,და თუ როგორ წარმოითქმება ეს სიტყვა გამართულად საჭიროების შემთხვევაში მაგასაც მოგახსენებთ.გარდა ამისა ამ სიტყვამ შესაძლოა სადავო გახადოს ჯიშის წარმოშობის საკითხი.

პოსტსკიპტუმ

ვინაიდან ზემოდ აღნიშნული საკითხები საკმაოდ სენსიტიურია ნუ გაგიკვირდებათ ინფორმაციის მცირეოდენი კონსპირირება.

0   Spam
30 babuka   (22.05.2013 12:03:24) [მასალა]
მოგესალმებით!!!ესეთ კარგ საქმეში დახმარება შეგვიძლია?

0   Spam
28 gugalo   (31.12.2012 00:34:50) [მასალა]
გილოცავთ ბაზიერელებო დამდეგ ახალწელს.ერთხელ შევიკრიბოთ და ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და დავგეგმოთ ნადირობა,ასევე სხვა ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები.პატივისცემით ყველა ბაზიერის წავრს ღმერთი გფარავდეთ.ამინ.

0   Spam
27 ogafa   (26.12.2012 02:03:50) [მასალა]
ძალიან დიდი საქმე გაკეთდებადიდი შრომაც დაჭირდება

0   Spam
26 gugalo   (18.12.2012 02:25:25) [მასალა]
გამარჯობათ გილოცავთ ბარბარობის დგესასწაულს. ამ საქმეს მონდომება და ცოტა თანხა სჭირდება.ანუ კონკრეტულად ორხიდიანი ავტომობილით წასვლა სოფლებში და შემდეგ საქმე თვითონ გაჩვენებს რა და როგორ. gimili

0   Spam
25 cq   (16.12.2012 14:07:03) [მასალა]
კარგი იქნება ტუ ფულს შე ვაგროვებთ და ორ ცალს დედალ მამალს ვიყიდიტ და მერე http://www.bazieri.ge ს წევრებს დაურიგებტ ლეკვებს 167 167

0   Spam
24 tarti   (02.12.2012 15:15:35) [მასალა]
დზალიან საინტერესო იქვება ამ დზაგლიტ ნადირობა

0   Spam
23 chibati   (24.11.2012 18:43:50) [მასალა]
ჩაქირას თაობაზე წავიკითხე და ოზურგეთში მოვიკითხე ,მითხრეს ილო თოიძეს ყავსო მაკვანეთში,და კიდევ ირაკლი ჭელიძემ წამოიყვან მისგანო.მე არ მინახავს სუფთა ჯიშია თუ არა ,მოკითხვა შეიძლება. .ბიძაჩემს
ყავდა კარგა ხნის წინ და ვიცი მაგ ჯიშის შესახებ ,უნიკალურია თუ რამეში დაგეხმარებათ ეს იმფორმაცია კარგია 23

0   Spam
22 qorbude   (23.11.2012 14:08:51) [მასალა]
გამარჯობათ მონადირეებო,გარკვეული მიზეზის და გამო დიდი ხანია საიტზე არ შემომიხედავს,მაგრად გამიხარდა ამდენ მონდომებულ ადამიანს რომ ვხედავ, ფირალი მე ვაკიჯვრელი ვარ ძმა და ან სახელი ან რამე არ იცი პატრონის შესახებ?დღესვე გავარკვევ

0   Spam
21 alx471   (23.11.2012 06:04:14) [მასალა]
სენაკის მხრიდან სანამ ფოთში შეხვალ არის ხიდი რიონზე ადრე იქ მილიციის პოსტი იყო, მარცხენა მხარეს ჩადის გზა რომელიც 2-3კილომეტრში შედის სოფელში ეს სოფელი არის აჭარიდან ჩამოსახლებულების. 12-13 წლის უკან ამ სოფელში მოგვიწია ნადირობა მე და ჩემს მეგობრებს. ადგილობრივებს ვისთან ერთადაც ვინადირეთ ყავდათ უცნაური ძაღლები რომლებიც ჩვენდა გასაკვირად ნადირობდნენ, ის ძაღლები ძალიან გავდნენ აქ აღწერილ ძაღლს, ჩვენ მაშინ იხვზე ვნადირობდით და ჩვენს ჯიშიან ძაღლებს ტოლს არ უდებდნენ. არ არის გამორიცხული იმ ბიჭებს ის ძაღლები კიდევ ყავდეთ ისინი ამტკიცებდნენ რომ ეს მონადირე ძაღლები არიანო მართალი გითხრათ თავიდან გვეცინებოდა. დიდი დრო კია გასული მის შემდეგ.

0   Spam
20 ფირალი   (21.11.2012 01:45:45) [მასალა]
ზუსტად ეგეთი ძაღლი ყავდა ბატონ ილი თოიძეს აჭარიდან ჩამოყვანილი, რაც ამ სურათებში ჩანს, ოღონდ თუქრები უფრო შორს წასულან და პირდაპირ ლაიკის ყურები დაუსვავთ თავისი ძაღლებისთვის,( ჩვენთან აჭრიდნენ) . ჩაქირას თემაში ვწერდი და ეხლაც მოვიძიე ისევ იმფორმაცია , თურქეთიდან ყავთ ჩამოყვანილი 1 ეგზემლარი, რომელიც ცხოვრობს გურიის სოფელ ვაკიჯვარში, რომელსაც აქვს დაუჭრელი ყურები დაცქვეტილი როგორც ნებისმიერ მყეფარას.
ამ ლინკებში მშვენივრად ჩანს ამ ძაღლების გავრცელება და განვითარება და რომც დაარეგისტრირონ ჩვენმა მეზობლებმა ვერანაირ წინაააღმდეგობასას ვერ გავუწევთ,(მიზეზი ყველამ ვიცით).
რაც შეეხება სიტყვას ;ჩაქირა" როგორც ამიხსნეს თურქულიდან მოდის და მემგონი აქიდან გამომდინარე კიდევ ბევრი რამ გვექნება გასარკვევი.

+2   Spam
18 shotawilosani   (19.11.2012 13:44:57) [მასალა]
გაუმარჯოს, მე ლანჩხუტსჰი ვცხოვრობ და აქ ვნახე ეგ მეკვერნია სუსტი დზაგლი ყავისფერი საშვალო ტანის ჩემს მეზობლად არის

0   Spam
19 giohunt1982   (19.11.2012 14:33:48) [მასალა]
ჯიგარო იქნებ კორდინატები და ტელ ნომერი დადო მაგ კაცის ვისაც ჩაქირა ყავს, მე ვაპირებ ლანჩხუთში წასვლას და ვნახავდი აუცილებლად, როცა ჩავალ ლანჩხუთში.

0   Spam
17 bereta88   (19.11.2012 05:27:33) [მასალა]
ბიჭებო მე ვიცი აჭარის მხოლოდ ერთ სოფელშია ეს ძაღლები შემორჩენილი. მიგნება შეიძლება

1-15 16-30 31-31
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 22
    სტუმარი: 22
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика