მონადირეების საიტი - სტატიები და ჟურნალები




მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [20]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [157]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
მიმინოს დაჭერა   
tyupi008პასუხების რაოდენობა: 126
პნევმატური იარაღები   
tyupi008პასუხების რაოდენობა: 1141
ალალის დაჭერა   
dudu-dudaპასუხების რაოდენობა: 40
კირკიტას დაჭერა   
dudu-dudaპასუხების რაოდენობა: 27
მტაცებელი ფრინველების ...   
dudu-dudaპასუხების რაოდენობა: 38
დრათჰაარი   
giorgi1998პასუხების რაოდენობა: 2396

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები    

ალფონს დოდე. ბიოგრაფია
ცნობილი ფრანგი რომანისტი და დრამატურგი ალფონს დოდე 1840 წლის 13 მაისს დაიბადა პროვანსის ქალაქ ნიმში, აბრეშუმის ქსოვილების მცირე ფაბრიკის მფლობელ ვინსენ დოდეს ოჯახში. 1848 წელს მამა გაკოტრდა, ფაბრიკა გაყიდეს და ოჯახი ლიონში გადავიდა.

იმის გამო, რომ მატერიალური შესაძლებლობები არ ჰყოფნიდათ უმაღლესი განათლების მისაღებად, მომავალმა მწერალმა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პროვინციულ კოლეჯში მასწავლებლის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, თუმცა მალე მიატოვა ეს საქმიანობა და 17 წლის ასაკში უფროს ძმა ერნესტთან ერთად პარიზში გადავიდა, რათა ჟურნალისტობით ერჩინა თავი. 

ცხოვრების ამ პერიოდზე მოგვი­თხრობს მისი ავტობიოგრაფიული რომანი "პატარა”, თუმცა პოპულარობა მწერალს უფრო ადრე ეწვია - პროზაული კრებულის "წერილები ჩემი წისქვილიდან” გამოქვეყნების შემდეგ (1866 წელს).

ალფონს დოდე 1859 წლიდან იწყებს თანამშრომლობას რამდენიმე გაზეთთან, როგორც რეპორტიორი და თეატრალური კრიტიკოსი. 1860 წელს ჰერცოგ დე მორნის წარუდგინეს, რომელიც მეორე იმპერიის კორპუსის კანონმდებლობის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მასთან დოდემ ერთ-ერთი მდივნის თანამდებობა მიიღო, რასაც ხელი არ შეუშლია მისთვის, ჟურნალისტიკითა და ლიტერატურული მოღვაწეობით დაკავებულიყო. დე მორნისთან დოდემ თითქმის ხუთი წელი გაატარა, თვით ჰერცოგის 

გარდაცვალებამდე - 1865 წლამდე.

1866-1868 წლებში რეგულარულად იბეჭდებოდა მისი ორიგინალური ლირიკული ნოველები პროვანსის ბუნებასა და ხალხზე. 

1867 წელს ახალგაზრდა მწერალი დაქორწინდა და მას მერე მხოლოდ ლიტერატურული მოღვაწეობით იყო დაკავებული. იბეჭდებოდა უკვე არა მხოლოდ ნოველები, არამედ რომანებიც. 30 წლისა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა, ქვეყნის წამყვან ლიტერატორებს დაუახლოვდა, დაუმეგობრდა ფლობერს, ზოლას, ძმებ გონკურებს.

მწერლის მთავარი ნაწარმოებები, რომლებმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა, ერთი ათწლეულის განმავლობაში დაიწერა (1866-1876 წლებში), თუმცა მან კიდევ ოცი წელი იცოცხლა და 1897 წელს გარდაიცვალა. მანამდე თითქმის ყოველ წელს თითო რომანს უშვებდა და XIX საუკუნის ბოლოს გამოჩენილი მწერლების პირველ "ხუთეულში” დაასახელეს. 

 ”ტარტარენ ტარასკონელი” წიგნის მთავარი პერსონაჟი ტარტარენ ტარასკონელი ერთი ტრაბახა, ფანტაზიორი, მატყუარა, მხიარული და ილუზიებით შეპყრობილი კაცია, რომელსაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ უშიშარი გმირია. ამ პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავდა – მწერლის შორეული ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც ალფონს დოდემ ალჟირში იმოგზაურა.                                                                                                                                     დახასიათება
,,საოცრათ ლამაზი სახე, ქარვისფერი ფერმკრთალი კანი სწორი და ხშირი წარბები, ღრმათ ჩასმული , ერთდროულათ ანთებული და ნამიანი, ოცნებაში წასული თვალები, სისხლივით წითელი,ვნებიანი ტუჩები, ჩვილის თმასავით რბილი წვერი. უცნაურია, მაგრამ ამ ქალურ სინატიფესთან ერთად ალფონს მამაკაცური იერი და ამაყი გამოხედვა ქონდა… ამ გარეგნობით იგი თამამი და მომთხოვნი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში ის მწერალთა შორის ყველაზე მგრძნობიარე და დელიკატური მწერალი-პოეტია” ასე ახასიათებდა ალფონ დოდეს თეოდორ დე ბენვილი.

ბავშვობა
ალფონს დოდე საფრანგეთის სამხრეთით,ულამაზეს ქალაქ ნიმში დაიბადა 1840 წელს, მამა აბრეშუმის წარმოებას მისდევდა და საწარმოც ქონიათ. დედაც ამავე პროფესიის ოჯახის ჩამომავალი იყო. დოდე ჯერ ნიმში სწავლობდა და რვა წლამდე ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მაგრამ 1848 წლის რევოლუციის შემდეგ მამას საქმეები ცუდათ წაუვიდა და გაკოტრდა ამას ძმების სიკვდილი დაერთო ოჯახის მატერიალურმა მდგომარეობამ და ხშირმა გლოვამ ძირფესვიანათ შეცვალა მისი უდარდელი ბავშვობა.

ქალაქის შეცვლა
ოჯახი საცხოვრებლათ ლიონში გადავიდა, სადაც დოდემ ლიცეუმში განაგრძო სწავლა. როგორც ღარიბების შვილს ბევრი დამცირების გადატანა მოუხდა. ცუდათჩაცმულს, მასწავლებელი კაცუნას ეძახდა.მოგონებებში იგი ამბობს ლიონის გახსენებაზე გული მეკუმშებაო.

გამგზავრება პარიზში
ერთ სუსხიან ზამთრის დღეს დოდე პარიზში მიემგზავრება.მშიერი,მწყურვალი,გათოშილი, იგიდედაქალაქშიჩადის.მართალია,ბედნიერია
რომ ალეს მოსცილდა,შეხვდა ძმას რომელიც რედაქციაში მუშაობდა. დოდესთვის უმძიმესი პარიზული ცხოვრება დაიწყო.ძმასთან ერთად ერთი მანსარდიდან მეორესჰი გადადიოდა. თავს გადაწერით ირჩენდა ხანდახან შიმშილისგან ღონებმიხდილი რამდენიმე დღე
საწოლიდან ვერ დგებოდა.ერთ სუსხიან ზამთრის ღამეს, სახლის პატრონმა გამოაგდო ქირის გადაუხდელობისთვის. მთელი ღამე ქუჩაში იხეტიალა სანამ შემთხვევით გათენებისას ნაცნობს არ წააწყდა და დროებით თავისტან შეიფარა.

1858 წელი დოდე ლექსებს წერს
დოდე ლექსების წერას იწყებს რომლებიც ძალიან ჰგავს მიუსეს, ბანვლისა და თეოფილ გოტიეს ლექსებს.
1858 წელს დოდე აქვეყნებს ლექსებისკრებულს ,,შეყვარებულნი” ეს ლექსები მარტივი და გასაგები იყო ყველასთვის. ამ ლექსების წყალობიტ გავლენიანი მინისტრის მდივნატაც დაინიშნა, მაგრამ ამ სამსახურს აგდებულატ უყურებდა თავისი საქმიანობით იყო გართული.

ავადმყოფობა
სუსტი იყო და პარიზის ჰავაც ცუდათ მოქმედებდა. ექიმებმა მასალჟირში გამგზავრება ურჩიეს. მცხუნვარე მზის სხივებმა დოდე გამოაკეთა.აფრიკის გარემომ კი რამოდენიმე მოთხრობა ზღაპარი,და ცნობილი ,,ტარტანელის თავგადასავალი” დააწერინა.

დაბრუნება პარიზში
პარიზში დაბრუნების შემდეგ დოდე თეატრზე ოცნებობდა. მთელი ცხოვრება დრამებსა და კომედიებს წერდაზოგიერთი იდგმებოდა კიდეც. პოესები დიდი მხატვრობით ღირებული არ იყო . მაგრამ ,,თეთრ მიხაკს” ,,უფროსს ძმას” და კიდევ რამოდენიმეს წარმატება ერგო.

1862 წელს დოდეს ჯანმრტელობა კვლავ გაუარესდა. ამჯერად მას ექიმებმა სამკურნალოდ კორსიკაში გამგზავრება ურჩიეს. მერიმეს მსგავსათ ამ მშვენიერ კუნძულზე ცხოვრებამ,დოდეს შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიკავა. ,,წერილები ჩემი წისქვილიდან” ,,ორშაბათის ზღაპრები”

დაოჯახება
1868 წელი დოდე ცოლათ ირტავს ნიჭიერ, გემოვნებიან, ჭკვიან,ხელოვნების მოყვარულ ქალიშვილს ჯულია ალარს,რომელიც მისი შემოქმედების აქტიური მონაწილე ხდება და დიდ დახმარეაბს უწევს მწერალს.

პროვანსი
დოდეს ძალიან უყვარდა თავისი მშობლიური პროვანსი. როცა ძალიან უჭირდა ავათ იყო ან ცუდი ხდებოდა მის გარშემო რამე ის პროვანს მიაშურებდა. სიცოცხლის ბოლო წლებშიც, როცა განუკურნებელი სენით იკო დააავადებული ის თავის პროვანსელ ემგობრებს წერდა: ,,როცა მცივა, როცა ტკივილებია უტანელი ხდება-ეს კი თითქმის გამუდმებითაა, მე ვთბები იმის წარმოდგენით , რომ თქვენთან ვარ, გესაუბრებით, ვსეირნოფ ხეივანში ველური ქონდრის სურნელი რომ ასდის”.

,,ტარტარენ ტარასკონელი”
1872წელს გამოდის დოდეს ნაწარმოები ,,ტარტარენტარასკონელი უჩვეულო თავგადასავალი”
,ეს მოთხრობა მკიტხველში სიცილს იწვევს რადგან პერსონაჟის საგმირო სააქმეები მოთხრობილია კომიკურ ეპოპეის სტილში.დოდე აღიარებს ტარტარენ ტარასკონელის ტხრობის სტილი არც ისე დახვეწილია, და არც შეკრული უფრო მეტიც ის ამას ,,ფეხზე დამდგარ ლიტერატურას უწოდებს”.

ვანგოგის შეფასება
მხატვარმა ვანგოგმა წიგნის წაკიტხვის შემდეგ ძმას მისწერა:,,აუცილებლათ წაიკითხე ტარტარენი.დილიჟანსის ამბავი გახსოვს? ეგ მშვენიერი ადგილი; ჰოდა,მე ეს -ეს არის დავხატე ეგ წიტელი კარეტა მწვანე ფუნდუკი ეზოში აუცილებლაფ გაჩვენეფ”.

გარდაცვალება
სუსტი გარეგნობის,დახვეწილი ნაქვთების მქონე დოდეს ტკივილების გამო ჯვარცმულს უწოდებდნენ. მიუხედავათ ამისა, ვაშკაცურათ იტანდა ყველაფერს , წერდა მოგონებებს, ეხმარებოდა ახალგაზრდა მწერლებს,ადამიანების მიმართ კეთილ განწყობა და სითბო არასოდეს დაუკარგავს. იგი გარდაიცვალა თავის საწერ მაგიდასტან მუშაობისას 1898 წლის 16 დეკემბერი.



წყარო:
კატეგორია: მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები | დაამატა: giohunt1982 (16.04.2013)
ნანახია: 2670 | ტეგები: ბიოგრაფია, დოდე., ალფონს | რეიტინგი: 5.0/4

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

მაღაზიები

იცოდით თუ არა, რომ
ნადირობის აკრძალულ ვადებში მონადირე ძაღლის დაგეშვისას,თოფში უნდა იდოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები
1. ვიცოდი ეს ინფორმაცია
2. არ ვიცოდი ეს ინფორმაცია
სულ პასუხი: 220

ონლაინში
საიტზე სულ: 14
სტუმარი: 11
მონადირე: 3
balu78 , stoeger1 , hunter_buda

დღეს საიტზე იყვნენ
giiiivi, hunter_buda, geojorjika, balu78, giorgi1998, chinka

დაბადების დღეს
გილოცავთ!!!
biznesgeo(28) , aoeeeeeeeee(21) , gocha-tita(43) , Zaza37(41) , goga-monadire(37) , tengo2011(27) , zurimonadire(32) , mggia(52) , dato1992(22) , starik8358(56) , besiki969(19) , monadire55(21) , zvio(25) , სოფიკო(21) , mchela1991(23) , butabuta15(84) , gegi48(16) , iliko83(31) , shuker(30) , mano(36) , otoooo(21) , tornike=)(24) , giorgigurgenidze(18) , fencho(28) , jeimsperde(32) , SALO(21) , faxito(18)

facebook

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика www.wsa.ge  Create a website for free