ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » გამოჩენილი ქართველები    

ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველი

კეცხოველი ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე _ ბოტანიკოსი, საზოგადო მოღვაწე და მწერალი. დაიბადა 1897 წლის 26 დეკემბერს, გორის რაიონის სოფელ ტყვიავში. 1918 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. 1911 წელს საბავშვო ჟურნალ "ნაკადულში” გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები.

1919-26 წლებში სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1921 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ბოტანიკურ ბაღში. 1929 წლიდან თსუ-ის ბოტანიკის კათედრის დოცენტია, ხოლო 1933 წლიდან ამ კათედრის უცვლელი გამგე. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარე (1942-57), ბიოლოგიის განყოფილების თავმჯდომარე (1957-63), ვიცე-პრეზიდენტი (1943-45), თსუ-ის რექტორი (1945-52), 1936 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს სსრ ბოტანიკის საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (1958) და უცვლელი თავმჯდომარე.

ნიკო კეცხოველის შრომები ძირითადად ეძღვნება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკური და ბოტანიკურ-გეოგრაფიული სისტემების კვლევას, მათ მდგომარეობას, აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. მეცნიერული მუშაობის პარალელურად იგი ქმნიდა საყმაწვილო წიგნებს: "თოვლიან მთებში" (1927), "მეცხრე მთაც გადავიარე", "კიდევაც დაიზრდებიან" (1978) და სხვა. წიგნისათვის "არსიანიდან მოვდივარ, მომიხარია" 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის სახელობის პრემია.

ნ. კეცხოველი იყო ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1938), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945). 1939 წელს დაჯილდოვდა სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის მცირე ოქროს მედლით. მიღებული აქვს საკავშირო საზოგადოება "ცოდნის" პრემია (1975), თსუ-ის პრემია (1975). დაჯილდოებულია  ლენინის 3 ორდენით, შრომის 3 წითელი დროშის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენით,   ი. გოგებაშვილის (პუბლიცისტური მოღვაწეობისათვის) 1960, ივ. ჯავახიშვილის სახელობის (1970) და სხვა მედლებით. 1983 წელს საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტს მიენიჭა კეცხოველის სახელი.

1980 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

გარდაიცვალა 1982 წლის ნოემბერში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

წყარო: საპატიო მოქალაქეები. – თბ. – 2006.

  * * *

 

ნიკო კეცხოველს უსაზღვროდ უყვარდა თავისი პატარა, მრავალტანჯული სამშობლო. იყო დრო, როდესაც მან თავიც გასწირა სამშობლოს დასახსნელად. დიახ, იყო დრო, როცა იგი ომობდა კიდეც ბოლშევიკური "წითელი არმიის” წინააღმდეგ, მისი სამშობლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის; მძიმედ დაჭრილა და მარცხენა ხელი სამუდამოდ დამახინჯებული დარჩა, უძნელდებოდა მისი ხმარება.

 

მაშინ, ბატონი ნიკო 23 წელს გადაცილებული ჭაბუკი იყო. მისი თანამებრძოლი და ჩვენი შესანიშნავი მეცნიერ-ნუმიზმატიკოსი, ბატონი დავით კაპანაძე იხსენებდა ხოლმე, როგორ გამოიტანა მან ბრძოლიდან საკუთარი ზურგით ნიკო და ამით, ალბათ, დაიხსნა კიდეც სიკვდილისგან... ეს მონაწილეობდა კოჯორთან ბრძოლაში, ჩვენმა "ძველმა ბოლშევიკებმა” არასდროს არ დაუვიწყეს ბატონ ნიკოს (ისინი არ ივიწყებდნენ მხოლოდ იმას, რაც თავიანთთვის საზიანოდ მიაჩნდათ, თორემ კარგი რამ თუ ვინმემ გაუკეთა – ამას კი მაშინვე ივიწყებდნენ ხოლმე) და, როცა ვისმე მათგანს შეეკამათებოდა ან თუ ნიკო რითიმე არ ასიამოვნებდა, მაშინვე გაახსენებდნენ:

 - გახსოვს?!.

  

* * *

 

ერთხელ, ელდარში ჩასული ბატონი ნიკოსთვის არტემ კაკულიას გარეულ ღორზე ნადირობა შეუთავაზებია. ნაკრძალთან მოშორებით, ბუღათმოედნისაკენ გრუნტის წყალი იყრის თავს და დასიცხული ნადირიც დასარწყულებლად ღამით ესტუმრება ხოლმე იქაურობას. მასპინძლის წინადადებით, ღორს გრუნტის წყალთან ახლოს მოზარდ საკმლის ხეზე ასულები, ღამით უნდა დადარაჯებოდნენ, მასპინძელმა სტუმარს ასპროცენტიანი საფარი – ნადირობაში წარმატება – აღუთქვა. სხედან საკმლის ხის ფართო ვარჯში თოფმომარჯვებული მონადირეები. გახდა ღამის თერთმეტი საათი, მკვეთრი კონტინენტური ჰავის გამო, ზაფხულში იქ რომ დღისით აუტანელი ხვატია, ღამით – ცივა. ეტყობა, შეწუხდა ბატონი ნიკო.

 

- სად არის, არტემ, შენი ღორი? – ეკითხება ნიკო კეცხოველი, მძიმე ქართული კილოთი.

- ცოტაც მოითმინეთ, ბატონო ნიკო, და აუცილებლად გამოივლის – პასუხობს არტემი, მკვეთრად გამოხატული მეგრული აქცენტით.

                გახდა თორმეტი საათი. ღორი ისევ არ ჩანს.

- რატომ არ მოდის, არტემ, შენი ღორი? – გაბრაზება შეეტყო ბატონ ნიკოს კილოში.

- კიდევ ცოტა მოითმინე, გენაცვალე, ბატონი ნიკო, და უეჭველად ჩამოივლის.

                გახდა პირველი საათი.

- ბოლოს და ბოლოს მოვა, არტემ ეგ შენი ღორი თუ არა? – განრისხდა ბატონი ნიკო.

- კაცო, თუ მომსვლელია მოვა ეგ წყეული, თორემ მე მართლა "სვიდანია” კი არ დამინიშნავს მაგ შეჩვენებულისათვის! – შეტევაზე შეტევითვე უპასუხნია ბატონ არტემს...

 

 

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - ნიკო კეცხოველის ხსოვნის კრებული. – თბ. 1998. 




წყარო: http://www.nplg.gov.ge/
კატეგორია: გამოჩენილი ქართველები | დაამატა: giohunt1982 (10.04.2013)
ნანახია: 3883 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика