ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე ცხოველები    

მურა დათვი (URSUS ARSTOS) არიდულ ეკოსისტემაში

მსოფლიოში ბინადრობს 8 სახეობის დათვი. ესენია: გიგანტური პანდა (Ailuropoda melanoleuca), რომელიც გავრცელებულია ჩინეთის ტერიტორიაზე; მალაიური დათვი (Helarctos malayanus), ბინადრობს მალაიზიის არქიპელაგის კუნძულებზე და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე; ტუჩა დათვის (Melursus ursinus), არეალი მოიცავს ინდოეთის ნახევარკუნძულს; ჰიმალაიური დათვი (Ursus thibetanus), გვხვდება ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; სათვალიანი დათვი (Tremarktos ornatus), ბინადრობს სამხრეთ ამერიკის ანდების ჩრდილოეთ ნაწილში; ბარი-ბალი (Ursus americanus), ჩრდილოეთ ამერიკაში, თეთრი დათვი (Ursus maritimus), ბინადრობს ჩრდილოეთ პოლუსზე; მურა დათვი (Ursus arctos), რომელიც ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული და მოიცავს მსოფლიოს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს - ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებს. იგი გვხვდება ტაიგასა და ტუნდრაში, მთიან რეგიონებში, არიდულ და სემიარიდულ ეკოსისტემებში და ზოგჯერ უდაბნოშიც კი (მაგალითად, გობის უდაბნოში).

მურა დათვი კავკასიაში

კავკასიაში გავრცელებულია მურა დათვის (Ursus arctos) სახეობა. იგი გვხვდება დიდ კავკასიონზე მთლიანად, მცირე კავკასიონის ზოგიერთ ნაწილში და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ - აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან (რუკა №1).


მურა დათვი. ფოტო ბ. ლორთქიფანიძისა

 

რუკა №1

კავკასიაში მურა დათვი ძირითადად ბინადრობს ტყისა და ალპურ სარტყელში. დიდ ინტერესს იწვევს დათვის ივრის ზეგანზე არსებობა, სადაც არიდული და სემიარიდული ეკოსისტემებია წარმოდგენილი. ლიტერატურიდან ცნობილია, რომ წინა საუკუნის დასაწყისში მურა დათვი ფართოდ იყო გავრცელებული ამ რეგიონში. ამიერკავკასიის არიდულ ეკოსისტემაში მურა დათვის გავრცელების შესახებ პირველ მონაცემებს გვაწვდიან ნ. დინიკი და კ. სატუნინი (Динник 1914, Сатунин 1915). ისინი აღნიშნავენ, რომ მურა დათვი მრავალრიცხოვანი იყო თბილისის გუბერნიაში. დათვი ბინადრობდა როგორც ალაზნის, ივრის ზეგანზე. წინა საუკუნის 30-იან წლებში ე. მარკოვი (Марков 1934) აღნიშნავდა, რომ მურა დათვის ზრდასრული ინდივიდი მოკლულ იქნა - ,,უდაბმოს" ხრიოკ გორაკებზე, რაც მიგვანიშნებს, რომ ამ პერიოდში დათვის არეალის საზღვარი თითქმის თბილისის მისადგომებამდე აღწევდა. დროთა განმავლობაში ტყის ჩეხვის, ნადირობისა და საძოვრების ინტენსიური გამოყენების შედეგად ამ ცხოველის არეალი რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა. ალ. არაბულის (1987) მონაცემების მიხედვით, 60-იან წლებში მურა დათვი უკვე აღარ ბინადრობდა დავით გარეჯის მიდამოებში და იგი გავრცელებული იყო ივრის ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში. დათვი ბინადრობდა ვაშლოვნის ნაკრძალში; ალაზნის ჭალებში, აზერბაიჯანის საზღვართან და მიმდებარე ჰემიქსელოფილურ ბუჩქნარიანებში.

 

რუკა №2

ჩვენს ხელთ არსებული ბოლო მონაცემების მიხედვით, არიდულ ეკოსისტემაში მურა დათვის არეალის საზღვრებს წარმოადგენს: ჩრდილო-სამხრეთით ივრის აღკვეთილის შუა წელი; ჩრდილო-აღმოსავლეთით მთა ,,ზილჩა კოსმატკა"-მდე მდებარე ჰემიქსელოფილური ბუჩქნარები, სამხრეთ-აღმოსავლეთით ,,ახარბახარის" ქედის ბოლო (რუკა №2).

გავრცელება და რიცხოვნობა

ბოლო წლებში ჩატარებული აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დაუშვათ, რომ მთლიანად არიდული და სემიარიდული ეკოსისტემის ფარგლებში გავრცელებულია დათვის დაახლოებით 10 ინდივიდი. ყველაზე მრავალრიცხოვნად დათვი წარმოდგენილია ვაშლოვნის ნაკრძალის ტერიტორიაზე და მიჯნის ყურის მიდამოებში. დანარჩენ ტერიტორიაზე დათვი იშვიათად გვხვდება. რითია გამოწვეული მისი ასეთი გავრცელება? ამ კითხვაზე პასუხი ისევ და ისევ ადამიანის ქმედებებში უნდა ვეძებოთ, როგორც ცნობილია, ვაშლოვნის ნაკრძალი და მიჯნის ყურის მიდამოებზე ანთროპოგენული პრესი შედარებით მცირეა. ცხვარი ნაკლებად აწუხებს ამ ადგილებს, დასახლებული პუნქტები შორს იმყოფება და შესაბამისად ბრაკონიერობა, სხვა ადგილებთან შედარებით, იშვიათია. აგრეთვე აღსანიშნავია რელიეფი, რომელიც გამოირჩევა ღრმა და გრძელი ხეობებით. ხეობები დაფარულია ღვიებითა და გაუვალი ბუჩქნარებით. ივრის ზეგანის სხვა ტერიტორიებთან შედარეით ყოველივე ეს დათვისთვის გაცილებით კარგ გარემოს წარმოადგენს. აქ დათვი უფრო დაცულად გრძნობს თავს და საკვებიც საკმარისი რაოდენობით მოიპოვება.

კვების რაციონი

დათვი ომნივორია (ყველაფრისმჭამელი) და ამიტომ მას აქვს უნარი, იარსებოს სხვადასხვა ეკოსისტემებში. არიდულ და სემიარიდულ ეკოსისტემაში (ივრის ზეგანზე) დათვის ძირითად საკვებს მცენარეები და მათი ნაყოფები წარმოადგენს. დათვის რაციონში შედის: ბროწეული, ღვია, ასკილი, საკმლის ხის ნაყოფი, აგრეთვე სხვადასხვა გარეული კენკრა და მარცვლოვნები. მზესუმზირისა და სიმინდის მომწიფების შემდეგ დათვი არ ერიდება იქ შესვლას. ამის გამო ხშირად ხდება მონადირის მსხვერპლი. ჩვენს მიერ დაფიქსირებულია ცხვრის ხორცით კვებაც, მაგრამ რადგან ზამთრის საძოვრებზე მყოფი მწყემსების თქმით, დათვი არ ესხმის ფარას, აღებული ინტერვიუების საუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უფრო ხშირად ცხვარს მგლები მოიპოვებენ და შემდეგ ნარჩენებს დათვი მიირთმევს. აღსანიშნავია, რომ მურა დათვის რაციონში წლის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახეობის მცენარე თუ ნაყოფი დომინირებს.

სივრცეში გადანაწილება

ივრის ზეგანზე მურა დათვის სივრცეში განაწილება მჭიდროდ არის დაკავშირებული წყლის რესურსებსა და შეწუხების ფაქტორის ინტენსიობასთან. წლის სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად ნათლად ჩანდა, რომ სხვადასხვა სეზონზე მურა დათვი სხვადასხვა ადგილებში იყო კონცენტრირებული, ზამთრის განმავლობაში ივრის ზეგანზე გამოსაზამთრებლად ჩამოყავთ ცხვარი, რომელიც დათვისთვის შემაწუხებელ ფაქტორს წარმოადგენს. იმ პერიოდში, როცა ცხვარი რეგიონში იმყოფებოდა, დათვის არსებობის კვალს ვაფიქსირებდით ცხვრისთვის მიუვალ ხეობებში, რომელშიც შესაძლებელი იყო წყლის მოპოვება (წვიმისგან დატოვებული გუბეები). ზაფხულში განაწილება სივრცეში უფრო ფართოა, რადგან შემსუბუქებულია ანთროპოგენული ფაქტორი. მისი კვალი შეიმჩნევა თითქმის ყველა ხეობაში. წყალს დათვი მოიპოვებს წვიმის შემდეგ დარჩენილ გუბეებში; აგრეთვე ხშირად ჩადის ალაზნისა და ივრის ნაპირებთან წყლის დასალევად.

აღსანიშნავია, რომ როგორც დათვის, ისე სხვა მსხვილი ძუძუმწოვრის კვალი არასდროს დაგვიფიქსირებია ხეობების ბოლოს. თითოეული ხეობა მთავრდება ვერტიკალური კედლებით და ამიტომ აქ მოხვედრილ ცხოველს საშიშროების შემთხვევაში აღარ აქვს გაქცევის შესაძლებლობა. ამიტომ მსხვილი ძუძუმწოვრები, მათ შორის დათვიც, თავს არიდებენ ხეობების ბოლოში გასვლას და მათი კვალი ძირითადად მანამდე გვხვდება, სანამ ერთი ხეობიდან მეორეში გადასვლაა შესაძლებელი.

მიგრაციები

დღეისათვის არ არის არავითარი ცნობები ივრის ზეგანიდან დიდ კავკასიონზე და პირიქით, მურა დათვის მიგრაციის შესახებ. კუდაკტინი და ჩესტინი (Кудактин, Честин, 1993) აღნიშნავენ, რომ მიგრაციისას დათვები იყენებენ ერთსა და იმავე მარშრუტს. სამიგრაციო გზების კონსერვატულობის მაგალითად ავტორს მოჰყავს დათვების გადაადგილება საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხიდან ვაშლოვნის ნაკრძალში. ეს საიმიგრაციო გზა აერთიანებდა ჩედილო და სამხრეთ პოლულაციებს, ხვდებოდა ინდივიდების მიმოცვლა ორ პოპულაციას შორის. თუმცა მარკოვი (Марков 1934) აღნიშნავდა, რომ ლაგოდეხის ტერიტორიაზე, გარდა მურა დათვის ვერტიკალური გადაადგილებისა, მას დათვის გადაადგილება დიდ დისტანციებზე არ დაუფიქსირებია. დღეისათვის არ გაგვაჩნია ცნობები მურა დათვის მიგრაციის შესახებ ვაშლოვნის ნაკრძალიდან დიდ კავკასიონზე და პირიქით. ამის არსებობა საკამატო საგანია, რადგან ივრის ზეგანსა და დიდ კავკასიონს შორის მდებარე ტერიტორია ძლიერი ანთროპოგენული გავლენის ქვეშ იმყოფება. ამ რეგიონში ჩვენს მიერ მოგროვილი მონაცემები გვაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მიგრაცია ამ ორ პოპულაციას შორის უკიდურესად შეზღუდულია ან საერთოდ არ არსებობს. თუმცა სასურველია ჩატარდეს მიზანმიმართული კვლევა ზემოთ აღნიშნული საკითხის საბოლოოდ გასარკვევად.

საფრთხეები

უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგიონში დათვისთვის საფრთხეს ადგილსამყოფელის დაზიანება წარმოადგენს, რაც ივრის ზეგანზე ცხვრის ჭარბი ძოვებით არის გამოწვეული. ცხვრის ძოვების ინტენსივობა აქ დაშვებულ ნორმებს რამოდენიმეჯერ აღემატება, რის შედეგადაც მრავალ ადგილას შეიმჩნევა ნიადაგის ეროზია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცხვარი არალეგალურად შეჰყავთ ნაკრძალის ტერიტორიაზეც. აღსანიშნავია აგრეთვე ბრაკონიერობა, რიცხოვნობის მალიმიტირებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ძირითადად ამ ცხოველებს ანადგურებენ ყანებში შესვლის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენს მიერ დაფიქსირებულია ნაკრძალსა და აღკვეთილებაში ნადირობის ფაქტებიც.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ თუ ივრის ზეგანზე წარმოდგენილ პოპულაციას განვიხილავთ, როგორც იზოლირებულს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იგი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. ამიტომ აუცილებელი ხდება აქ მობინადრე მურა დათვის პოპულაციის დამატებითად შესწავლა, რათა მოიძებნოს არიდულ ეკოსისტემაში მისი შენარჩუნების გზები.

ჯერ კიდევ შეუსწავლელია და მომავალი კვლევის ამოცანას წარმოადგენს მურა დათვის პოპულაციის ბევრი საკითხი: მიმდინარეობს თუ არა ინდივიდების მიგრაცია ივრის ზეგნიდან მაღალმთიან რეგიონებში და პირიქით; როგორ და სად იკეთებენ ბუნაგს ძუ დათვები და რამდენი ხნით რჩებიან ბელებთან ერთად ბუნაგში... შეიძლება დაიბადოს კითხვა, თუ რატომ არის საჭირო ამდენი დროისა და რესურსების ხარჯვა დათვის ბიოლოგიის შესწავლისათვის. ამაზე მარტივი პასუხი არსებობს; იმისათვის, რომ დავიცვათ იგი განადგურებისგან და მომავალს შევუნარჩუნოთ კავკასიის ერთ-ერთი ეფექტური და ლამაზი ცხოველი.

 

დათვის ბელი. ფოტო ბ. ლორთქიფანიძისა

დათვი

კლასი-ძუძუმწოვრები (Mammalia)


რიგი - მტაცებლები (Carnivora)

ოჯახი - დათვისებრნი (Ursidae)

სახეობა - Ursus arctos l

მურა დათვი საქართველოში მობინადრე ყველაზე მსხვილი მტაცებელია. ჩვენს პირობებში ამ ცხოველის ცოცხალი წონა 150-250 კილოგრამია, ფერი ცვალებადობს ღია ჩალისფერიდან მუქ წაბლისფრამდე.ზოგჯერ ბელებს გულზე აქვთ თეთრი არშია, რომელიც შემდეგ უქრებათ.

მძუნაობა იწყება მაის-ივნისში, მაკეობის ხანგრძლივობა 7 თვეა. ბელების მოსაგებად აუცილებლად ბუნაგში წვება. შობს ერთ, ორ, იშვიათად სამ ბელს. ახალშობილი ბელი თვალაუხილავია და წონით 500 გრამს აღწევს. მხედველობის საბოლოოდ ჩამოყალიბება ემთხვევა ბუნაგიდან გამოსვლის პერიოდს. ბელები მიყვებიან დედას და ცდილობენ გაიმეორონ ყველა მისი მოძრაობა. მძუნაობის პერიოდში ხშირია მამრების მიერ ბელების დახოცვის შემთხვევები, ამიტომ ხვადების გამოჩენისას დედა ცდილობს, პატარები იქაურობას გაარიდოს.

დათვი ნოემბრის დასაწყისში წვება დასაძინებლად და ბუნაგიდან მარტში გამოდის. ამ ვადების ცვალებადობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე: თბილი ზამთრისა და საკვების სიუხვის დროს დათვმა შეიძლება არც დაიძინოს.

მურა დათვი უპირატესად მცენარეული საკვებით იკვებება, მაგრამ მის რაციონში ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც შედის. ცხოველური საკევბი, როგორც ენერგეტიკულად უფრო მდიდარი, გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე ესაჭიროება.

საქართველოში მურა დათვის რიცხოვნობა თანდათან კლებულობს, რისი მიზეზიც უკონტროლო ნადირობა და საბინადრო გარემოს განადგურებაა.



წყარო: http://www.nplg.gov.ge
კატეგორია: საქართველოში მობინადრე ცხოველები | დაამატა: giohunt1982 (01.04.2013)
ნანახია: 4017 | რეიტინგი: 4.5/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика