ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოს ფლორა    

დათვის კენკრა
მანანასებრთა ოჯახს ეკუთვნის. მიწაზე გართხმული ბუჩქია 80 სმ-მდე სიგრძით, ფოთლები უკუკვერცხისებრ წაგრძელებული ფორმისა, ტყავისებრი და კიდემთლიანი, 2,5 სმ-დე სიგრძის. ყვავილის ჯამი 5 წვერიანია. ყვავილის გვირგვინი კვერცხისებრქოთნისებურია, მოვარდისფრო. ყვავილები ტოტების კენწეროზე მოკლე მცირერიცხოვან ყვავილებიან თავჩაქინდრულ მტევნებშია შეკრებილი. 1-5 თესლიანი წითელი ფერის, მრგვალი ნაყოფი, კურკიანაა. გვხვდება ზღვის დონიდან 1000-2400 მ სიმაღლეზე. იზრდება ფიჭვნარებში, სუბალპებსა და ალპურ სარტყელში, მშრალ, ღორღიან ნიადაგებზე. შედარებით ხშირია აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოსა და იმერეთში. მედიცინაში ყვავილობის დროს მოკრეფილი ფოთლები გამოიყენება. მისი პრეპარატები ფართოდ გამოიყენება სადეზინფექციო და შარდმომგვრელ საშუალებად. საშარდე ბუშტისა და საშარდე გზების ანთებად დაავადებისას (პიელიტი, ცისტიტი, ურეტრიტი) ვეტერინარიაშიც ამავე მიზნით გამოიყენება. გარდა ამისა მას იყენებენ მასტიტის დროსაც. დალევის შემთხვევაში იგი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს, რაც ცალკეულ შემთხვევებში გამოხატულებას პოულობს გულის რევაში, პირღებინებასა და კუჭაშლილობაში. დათვის კენკრას იღებენ ცისტიტის დროს - იგი მადეზინფიცირებელ და დიურეტიულ მოქმედებას ახდენს, ამით საშარდე გზები "ირეცხება" ანთების გამომწვევი პროდუქტებისაგან და ამავე დროს დეზინფექციაც უკეთდება. დიდი დოზების დროს ვლინდება პირღებინება, გულისრევა, კუჭაშლილობა და სხვა მოვლენები. გამონახარშსა და ნაყენს არასასიამოვნო გემო აქვს. გამონახარში შემდეგნაირად მზადდება: 5 გ ფოთოლს ასხამენ 100 მლ წყალს. ფოთოლი 0,3-0,5 მმ ზომით ქუცმაცდება და ოთახის ტემპერატურის წყალს ასხამენ, ადუღებენ 15-30 წუთის განმავლობაში ნელი დუღილით და წურავენ. ინახავენ გრილ ადგილას. წყლით გამონაწვლილსაც გამონახარშივით აკეთებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მდუღარე წყალს ასხამენ და 5-10 წუთს ხარშავენ, ამის შემდეგ 40 წუთს დგამენ. იღებენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ. ხალხური მედიცინა დათვის კენკრას ჩვილ ფოთლებს სისხლგამწმენდ, ხოლო ზრდასრულ ფოთოლს შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო, სისხლშემადედებელ და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევს. ყვავილებიან ტოტებს იყენებენ გულის დაავადებების, ხოლო ნაყოფს კუჭაშლილობის დროს. ფოთლებისგან შესაძლოა შავი, მწვანე და ყავისფერი საღებავების მიღება. ნერვული დაავადებებისას დათვის კენკრას ფოთლებს ურევენ შავბალახას თანაბარი რაოდენობით, კერძოდ თითო სუფრის კოვზ დათვის კენკრას ფოთოლსა და შავბალახას იღებენ 3 ჭიქა წყალზე და ხარშავენ 1/3 წყლის აორთქლებამდე. დარჩენილ სითხეს წურავენ და ერთი დღის განმავლობაში 3-ჯერ სვამენ. დათვის კენკრის ფოთოლს ხმარობენ ქრონიკული ცისტიტისა და პიელიტის დროს. რაკი ტუტე რეაქციის პირობებში უფრო კარგად მოქმედებს, ამიტომ ურჩევენ რომ ფოთლების გამონახარშთან ერთად ერთი ჩაის კოვზი სასმელი სოდაც მიიღონ ავადმყოფებმა. ხანგრძლივ გამოყენებას არ ურჩევენ. გამოიყენება წყლიანი ნაყენის სახით: 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა ცივ წყალს და ასე დგამენ მთელი ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ ხარშავენ 5 წუთს, წურავენ და სვამენ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ. ნახარშს არ იყენებენ ადგილობრივი გაღიზიანებების თავიდან აცილების მიზნით.




წყარო: http://lexicon.psp.ge/?lang=geo&word=4248&name=%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%94
კატეგორია: საქართველოს ფლორა | დაამატა: lengo88 (03.05.2012)
ნანახია: 2256 | ტეგები: კენკრა, დათვი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика