ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოს ფლორა    

მუხა
Quercus robur

    მუხა , მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ზაფხულმწვანე ხეებია. 450–ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში; მცირე ნაწილი — სამხრეთ ამერიკაში. კავკასიაში — 18–მდე სახეობაა, საქართველოში გავრცელებული 7 სახეობა გაერთიანებულია გრძელყუნწიანი (ჰართვისის მუხა, ჭალის მუხა,იმერული მუხა) და მოკლეყუნწიანი ან მჯდომარენაყოფებიანი (პონტოური მუხა,ქართული მუხა, მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა, ჭოროხის მუხა)მუხების ჯგუფში.საქართველოში გავრცელებულ მუხებს შორის ყველაზე დიდი ფართობი უჭირავს ქართულ მუხას. იგო მთელ ტყიან საქართველოში გვხვდება. მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა  უმეტესად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში მხოლოდ რაჭასა და სვანეთში გვხვდება. იგი 20–28 მეტრი სიმაღლის ხეა. აქვს სქელი მუქი ქერქით დაფარული მოკლე და მსხვილი ღერო, ტყავისებრი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან მოყვითალო–მონაცრისფრო ან მურა ბუსუსით მოფენილი ფოთლები. იზრდება 1700–2400 მეტრ სიმაღლეზე და სამხრეთით მშრალ ფერდობებზე ქმნის მეჩხერ ტყეებს. ხარობს ტენიან ფერდობებზეც. ცოცხლობს 450 წლამდე. იმერული მუხის ხელუხლებელი მასივები შემორჩენილია საღორიისა და აჯამეთის ტყეებში. პონტოური მუხა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. სხვებისაგან განსხვავებით, დიდი და მთლიანი ფოთლები აქვს. ჭოროხის მუხა  პატარა ხე ან ბუჩქია. სწორი ან ტანბრეცილი ღერო აქვს, იზრდება აჭარაში ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე, ქვიან და ღორღიან კალთზე უხრავთან, რცხილასთან და ფიჭვთანერთად. დასავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე გავრცელებულია ჰართვისის მუხა. ჭალის მუხა  30 მეტრამდე სიმაღლის უხვად დატოტვილი ხეა. ბურთისებრი ვარჯი და ღრმად დანაკვთული ფოთლები აქვს. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობიდან 1100 მეტრ სიმაღლემდე. მდინარე მტკვრის, არაგვის, ივრის, ალაზნისადა მათი შენაკადების ჭალებში, მდინარისპირა ტერასებზე, დაბლობებზე, ხევებზე და ტაფობებში ქმნის ტყეებს. მუხა ძალიან ნელა იზრდება, 80–100 წლისა კიდევ იმატებს სიმაღლეში, შემდეგ კი სისქეში, ღრმა ფესვთა სისტემა აქვს და ქარგამძლეა. ცოცხლობს 800 წელზე მეტს (თუმცა ასეთი ხანდაზმული მუხა ჩვენში უკვე იშვიათია). სინათლისა და სითბოს მოყვარულია, მაგრამ საკმაოდ ყინვაგამძლეცაა. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. ზოგჯერ გადაწვენით. მუხის მერქანი მაგარი და გამძლეა, მაღალი ღირსების. იყენებენ მშენებლობაში, სავეჯე და სადურგლო წარმოებაში. ქერქი და მერქანი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ზოგიერთი სახეობის (კორპის მუხა) ქერქი იძლევა კორპს. რკოსაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუხის ბევრი სახეობა (მაგ: წაბლფოთოლა მუხა — Quercus castaneifolia) დეკორატიულია, რგავენ ბაღებსა და პარკებში ხეივნებად, ზოგ სახეობას — ქვიანი ფერდობების გასამწვანებლ


წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%90
კატეგორია: საქართველოს ფლორა | დაამატა: გიომონადირე (03.04.2012) W
ნანახია: 3657 | ტეგები: მუხა | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика