ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » საქართველოს ტბები    

ჯანდარის ტბა

ჯანდარის ტბა

ჯანდარის ტბა მდებარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე,გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ჯანდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს

მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა.

მდებარეობა

აზერბაიჯანი

საქართველო

სიმაღლე ზღვის დონიდან

291,4 მეტრი

სიგრძე

6,4 კილომეტრი

სიგანე

3 კილომეტრი

ფართობი

10,6 კმ²

მოცულობა

51 კმ³

მაქსიმალური სიღრმე

7,2 მეტრი

საშუალო სიღრმე

3,75 მეტრი

ტბის ჩრდილო-დასავლეთით ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით

საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური

დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი

ნაპირიც. აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა (ძირითადად ლელი და ლაქაში). არხის

შესართავის მიდამოებში გვხვდება აგრეთვე შვიტი ანუ ძორის ძუა.

ჯანდარის ტბა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ის დაშორებით,რუსთავიდან კი 20 კმ-ის

მანძილზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის

გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლების მონაწილეობა მის

კვებაში უმნიშვნელოა. ჯანდარის ტბას არა აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ტბის

ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.

ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. მე-XIX საუკუნის 70-იან წლებში

მტკვრიდან გაიყვანეს არხი. 1927 წელს ჯანდარის ტბა დააშრეს. ხოლო 1928 წელს ხელახლა შეავსეს.

ზაფხულში ტემპერატურა 30-32°-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°), იშვიათად კი

იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს. ჯანდარის ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო

ფერისაა. მისი გამჭირვალობა დაახლოებით 1 მ-ია. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო.

სასმელად უვარგისია.ჯანდარის ტბით ირწყება აზერბაიჯანის (ყაზახის რაიონი) მინდვრები და

საქართველოს გარდაბნის რაიონის მიწები. მიმდინარე საუკუნის 60-იან წლებში ცნობილმა

იქთიოლოგმა ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის თევზები.

ჯანდარის ტბა (წყალსაცავი) საქართველოს შიდა წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის.

ტბაში ბინდარობს:

მტკვრის ნაფოტა:

კობრი:

ჭანარი:

ლოქო:

სქელშუბლა:

და სხვა. 



წყარო: http://hunters.ge/saqartvelos-tbebi/303-jandaris-tba.html
კატეგორია: საქართველოს ტბები | დაამატა: გიომონადირე (25.04.2012) W
ნანახია: 2753 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика