ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » საქართველოს მდინარეები    

არაგვი


მცხეთასთან მტკვარს მდინარე არაგვი ერთვის. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი,ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

საკუთრივ არაგვი ერთია და ის რამდენიმე არაგვის შეერთებით იქმნება. არაგვი მთიულეთის ანუ თეთრი არაგვისა და ფშავის არაგვის შეერთებით იქმნება სოფ. ჟინვანთან. მაშასადამე, არაგვს ორი სათავე აქვს, ორთავ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე. მთიულეთის არაგვი იწყება ხევის ყელთან მთიულეთში, მას სოფელ ფასანაურამდე თეთრ არაგვსაც უწოდებენ.დიადი სანახავია მთიულეთის არაგვის ხეობა! სადღაც შორსა და ღრმად, ვერცხლისფერი თოკივით მიიკლაკნება ბობოქარი თეთრი არაგვი, ხეობის ნაპირს მიუყვება ტყიანი ფერდობი, რომელთაც უხვად რწყავს ანკარა წყაროები და ნაკადულები. სოფ. ფასანაურთან მას უერთდება გუდამაყრის არაგვი, ანუ შავი არაგვი.

მდინარეები წყალდიდობის დროსაც კი არ ერევიან ერთმანეთში და საკმაოდ დიდ მანძილზე, ინარჩუნებენ თავის ფერს: თეთრი არაგვი მორძისფეროა, ხოლო შავი არაგვი მოშავო ფერისაა.

ფასანაურის ქვემოთ მდინარეს ისევ მთიულეთის არაგვს უწოდებენ. იგი ფასანაურიდან, ანანურამდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოედინება ლამაზ, ვიწრო ტყიან ხეობაში.
ჟინვანთან მთიულეთის არაგვს მარცხნივ ფშავის არაგვი უერთდება. სწორედ აქედან იღებს მდინარე საკუთრივ არაგვის სახელს. მდ. ფშავის არაგვის ნაპირას, პატარა მარცხენა შენაკადის ჩარგლულას პირას. სოფ. ორწყალთან ფშავის არაგვს მარჯვნიდან ხევსურეთის, არაგვი ერთვის. ამრიგად, ყველა არაგვი, შავია თუ თეთრი, ფშავისაა თუ ხევსურეთის, ჟინვანთან იყრის თავს და მეტად მძლავრ, წყალუხვ მთის მდინარე არაგვს ჰქმნის. ჟინვანის ქვემოთაც არაგვის ქვებითა და ლოდებით ამოვსებული კალაპოტი ძლიერ დაქანებულია, ნაპირები კლდოვანი აქვს.
მერე ხეობა ფართოვდება და არაგვიც ბარში_მუხრანის ქვაბულში ჩამოდის, სადაც ვაკის მდინარედ გადაიქცევა, იტოტება და აჩენს კუნძულებს.
საგურამოს ქედსა და სხალტბის შორის არაგვის ხეობა ვიწროვდება, მაგრამ კალაპოტი მას მაინც ფართო აქვს.

არაგვის სიგრძე (თეთრი არაგვის სათავიდან) 112 კმ უდრის. წყალდიდობა მასზე აპრილ-ივლისის თვეებში იცის. იგი უფრო წყალუხვია ზაფხულში, ვიდრე გაზაფხულზე, რაც გამოწვეულია მაღალმთის ზონაში მუდმივი თოვლისა და ყინვარების მოგვიანებული დნობით.

არაგვის ქვემო დინების ფარგლებში გამოედინება ბულაჩაურის, ნატახტრისა და საგურამოს წყაროები, რომლებიც ქ. თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს. არაგვის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა.

გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვი, მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის რაიონში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2940 მ. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს.
ფშავის არაგვი სათავეს იღებს ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმადგენს სამი ხევის შენაკადი: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის ხეობაზე თანდათანობთ ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ. წაწადა და მდ. ვარეულა; დამასტეს ხატთან - მათურხევი (მათურის წყალი), სოფ. შუაფხოში თეთრახევა, ნაროულა და ხატისხევა. შუაფხოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით (ორწყალი- 1154 მ.) ფშავის არაგვს ეუერთდება ხევსურეთის არაგვი. ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს გეზს და გზადაგზა იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის მარჯვენა შენაკადებია: ბეტიჩდილის წყალი, აფშოს წყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლულა და სხვ.






წყარო: http://hunters.ge/mdinareebi/202-aragvi.html
კატეგორია: საქართველოს მდინარეები | დაამატა: გიომონადირე (26.04.2012) W
ნანახია: 5208 | რეიტინგი: 3.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика