ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » საქართველოს რეგიონები და ქალაქები    

მშვენიერი წალენჯიხა

მშვენიერი წალენჯიხა

სამეგრელოს ულამაზეს ადგილებს ამშვენებს წალენჯიხის სანახები… ერთი თვალის შევლებითაც კი  სამარადჟამოდ მოგნუსხავთ აქაური ბუნება.
ლაკადა მთისწინა სამეგრელოს აღნიშნავს…
.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერს  სამკაულად მორგებია მდინარე ინწრა… 35 მ სიმაღლიდან ეშვება მდინარის ჩანჩქერი და ხავსების საუფლოში, ბზის ათასწლოვან კორომთა შორის მირაკრაკებს …აქ ყველაფერი მისტიკური ეჩვენება ადამიანს… ვიწრო ბილიკი ალპური მინდვრებისკენ უხმობს თავგადასავლის მოყვარულს.   ყოველი ნაბიჯი ყვირას მასივს გაახლოებს…
.
.
.
მსოფლიოს ერთ-ერთ იშვიათობას "ქუაქანცალიას" აქ ნახავთ …სამეცნიერო ლიტერატურა აი, რას გვიყვება მის შესახებ: ”ქვაცანცალა -მოქანავე ლოდი, მდებარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1800 მ. სიმაღლეზე, მთა ყვირას უტყეო ზონაში. "ზის" კირქვული ლოდი, რომლის სიგრძე 2 მ აღემატება, ხოლო წონა 10-12 ტონას. ქვაცანცალას ლოდი, მის რომელიმე წიბოზე თუნდაც სუსტი მიწოლით (ხელის მიბჯენით) იწყებს ქანაობას და თან კაკუნის ხმას გამოსცემს.”
.
.
.
.
ყვირას მასივი კარსტული გახლავთ და ამდენად სპელეოლოგებისთვის მეტად საყურადღებოა. სამეცნიერო ლიტერატურაში (დოკუმენტი სამეგრელოს დაცული ტერიტორიების შესაქმნელად) ამგვარ ინფორმაციას ვკითხულობთ:  ”წულიშის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ყვირას კირქვული მასივი, რომელიც მდ. მაგანასა და ჭანისწყლის წყალგამყოფის დასავლეთ დაბოლოებს ქმნის. ყვირას მასივი სამკუთხედის ფორმისაა, რომლის მახვილი მაღალი დაბოლოება ზღვის დონიდან 2037 მ-მდეა ამაღლებული. ყვირას მასივის ჩრდილო ფერდობი კირქვებით აგებული ქარაფებით არის წარმოდგენილი. სამხრეთი ფერდობის ზედა, ტყის საფარს მოკლებული ნაწილი მდიდარია სხვდასხვა სიდიდისა და სიღრმის კარსტული ძაბრებით, ხოლო შუა ნაწილი, რომელიც ტყით არის შემოსილი, სუსტად არის დანაწევრებული. მდ. ინწარასა და მორჟას შენაკადებით ყვირას მასივი კარსტული რელიეფის ინტენსიური განვითარებით გამოირჩვა. აღსანიშნავია ამ მასივზე განვითარებული ცოტნე დადიანისა და ალბოვის ღრმა კარსტული ჭები, რომლებიც ზედაპირიდან მხოლოდ 50-80 მ-სიღრმემდე არის შესწავლილი."
.
.
.
ამგვარად,  ტურისტებს მრავალმხრივი სანახაობა ელოდებათ…თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჭითაგვალას და ტობავარჩხილის შემოგარენი გპირდებათ… ზღვის დონიდან 2664 მ-ზე "ჭითაგვალას ტობავარჩხილი” ჯერ მაგანას ჩანჩქერს მოგაგებებთ, მერე კი გულში ჩაგიკრავთ და საუკუნოვან მითთა იდუმალებით მოგხიბლავთ…
.
.
.
.
.
.
.
.
.
.

.

.

.

.

.



წყარო: http://dudana.kvirispalitra.ge/?p=3644
კატეგორია: საქართველოს რეგიონები და ქალაქები | დაამატა: Admin (23.03.2012) | ავტორი: რომან თოლორდავა
ნანახია: 6682 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика