ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » დაცული ტერიტორიები    

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ლაგოდეხის ნაკრძალს და აღკვეთილს, განფენილია დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს.


ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია. აქაური ნიადაგი ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება. ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან წყალუხვია. ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისწყალი და მაწიმისწყალი ის მთავარი მდინარეებია, რომლებიც სათავეს მაღალ მთაში იღებს, ისინი ქმნიან უამრავ წყალვარდნილსა და ჩანჩქერს, რომლებიც ტყის ქვედა სარტყელში შედარებით მდორედ მოედინება. 
ლაგოდეხის ალპურ სარტყელში მყინვარული წარმოშობის რამდენიმე ძალიან ლამაზ ტბაა, მათგან ყველაზე დიდი შავი კლდის ტბა – რომლის სიღრმე თოთხმეტ მეტრს აღწევს. იგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სიმდიდრე ბუნებაა. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ვერტიკალური ზონირება და ჰაბიტატთა მონაცვლეობაა. ენდემიზმის მაღალი დონე აქ გასაოცარია. ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა - კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ამ უკანასკნელთაგან 7 კახეთის, პრაქტიკულად კი თავად დაცული ტერიტორიის ვიწრო ენდემს წარმოადგენს. ლაგოდეხი განთქმულია თავის საუკეთესოდ შემონახული ხელუხლებელი წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებით.
ნაკრძალში მცენარეულობის ყველაზე გავრცელებული ტიპი წიფლნარი ტყეა, თუმცა დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება მურყნარები, რცხილნარები, პატარა ნაკვეთებად ქართული მუხის ტყე და შერეული ფოთლოვანი ტყეები. ნეკერჩხლის კორომებს, შემდეგ კი მაღალმთის მუხის ტყე, სუბალპურ ზონაში არყნარია გავრცელებული, დეკის ბუჩქნარს უკავია.
მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორის ადგილსამყოფელებში ასევე მდიდარი და თვალწარმტაცი ფაუნის წარმომადგენლებია გავრცელებული. აქ ხერხემლიანი ცხოველების 126 სახეობის ცხოველია აღწერილი, მათგან თევზების - 4 სახეობა, ამფიბიების 5 სახეობაა, ქვეწარმავლების 12, ფრინველების 150 სახეობაა და ძუძუმწოვრების 53 სახეობაა გავრცელებული. ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ასევე მდიდარია უხერხემლოების ფაუნა, იგი ბოლომდე არ არის შესწავლილი.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ საფრთხის წინაშე მყოფი და გადაშენების პირას მყოფი ისეთი ცხოველები, რომლებიც საქართველოს "წიტელ ნუსხაშია” შეტანილი, ასეთებია: არჩვი, კავკასიური ჯიხვი , ირემი, რომლის მხოლოდ რამოდენიმე პოპულაციაა შემორჩენილი საქართველოში, შველი, გარეული ღორი.
მტაცებლებიდან აღსანიშნავია ფოცხვერი, მგელი , ასევე საქართველოს "წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვი.
ფრინველებიდან ყურადღებას იქცევენ მტაცებელი ფრინველები, რომლის გარეშე ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი წარმოუდგენელია. აქ ბინადრობს კრავიჭამია ანუ ბატკანძერი, მთის არწივი, შევარდენი, მთის  და ველის არწივი, ბექობის არწივი.
კავკასიის ენდემები ფრინველებიდან ლაგოდეხში გავრცელებულია კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი .  
ლაგოდეხის რაიონში მრავლადაა წინაქრისტიანული ნასახლარი და სამარხი. ბრინჯაოს ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები სოფ. ულიანოვკის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ძეგლები ლაგოდეხში და მის შემოგარენში ბევრია. ზოგიერთი მათგანი, მეთორმეტე საუკუნის მაჭის (ანუ თამარის) ციხის მსგავსად, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. დაცული ტერიტორიის მახლობლადაა XI-XII საუკუნის წმინდა თევდორეს ეკლესია, ლაკუასტას ციხე-სიმაგრის VIII საუკუნის ნანგრევები, ფონის, არეშფერანისა და ხოშტას ეკლესიები, ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ნაგებობების და ხიდების ნანგრევები. 



წყარო: http://hunters.ge/nakrdzalebi/134-lagodexis-daculi-teritoriebi.html
კატეგორია: დაცული ტერიტორიები | დაამატა: გიომონადირე (24.04.2012) W
ნანახია: 2145 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика