მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
კეფალი   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 8
მშვილდ-ისარი და არბალე...   
panatiპასუხების რაოდენობა: 268
ნადირობა იხვზე   
moriak007პასუხების რაოდენობა: 6109
ქორის დაგეშვა   
Hunting2005პასუხების რაოდენობა: 55
ტყის ქათამზე ნადირობა   
STORMEპასუხების რაოდენობა: 3930
კურცჰაარი   
Hunting2005პასუხების რაოდენობა: 3835

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » დაცული ტერიტორიები    

კინტრიშის დაცული ტერიტორიები


კინტრიშის
 დაცული ტერიტორიები

ფოტო გალერეა

კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. კინტრიშის დაცული ტერიტორიები შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +24 გრადუსი, ხოლო იანვრის +4 გრადუსია. ნაკრძალის მთიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი საერთო სიგრძე 45 კილომეტრია.
კინტრიშის დაცული ტერიტორიების მთიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი საერთო სიგრძე 45 კილომეტრია. ნაკრძალის დანარჩენი მდინარეები და ღელეებია: ხეკნარა, პერანგა, მამედაღი, დიდღელე, მისანათის ღელე, რომელზეც 30 მეტრიანი თვალწარმტაცი ჩანჩქერია, ბოლქვაძეების ღელე და ჩრდილა - ორსაფეხურიანი 70 მეტრის სიმაღლე წყალვარდნილით სწორედ კინტრიშის შენაკადებს წარმოადგენს. მაღლა მთებში 2200 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია ორი პატარა ტბა – თბიყელი და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1,5 ჰექტარს არ აღემატება. აქედან პირველი ტბა უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული, მეორე კი – მის საზღვრებს გარეთ.
კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორისთვის აჭარული ენდემების, მდიდარი მარადმწვანე ქვეტყის, გვიმრების და ლიანების სიმრავლეა დამახასიათებელი. ნაკრძალის დენდროფლორა 102 სახეობას ითვლის. აქ 46 სახეობის ხის, 4 სახეობის ბუჩქის და ლიანების 8 სახეობის ნახვაა შესაძლებელი. აქაური რელიქტებია: პონტოური მუხა, მედვედევის არყი, უნგერნის შქერი, უთხოვარი, კოლხური ჯონჯოლი, თაგვისარა, კავკასიური ხურმა, ჩვეულებრივი წაბლი. 7201 ჰექტარი აქ წიფლნარ ტყეებს უკავიათ, 2912 – წაბლნარებს, რცხილნარები 496 ჰექტარზე გვხვდება, მუხნარი – 389 ჰა, სოჭნარ-ნაძვნარი – 140 ჰა, ცაცხვნარი – 40 ჰა, თხილნარი – 33 ჰა, მურყნარი – 12 ჰა, აბზინები – 4 ჰა, წყავის რაყები 727 ჰა, პონტოური დეკის – 712, კავკასიური დეკის – 172 ჰა, შქერიანებს - 1611 ჰექტარი უჭირავს.
კინტრიშში მრავალი საინტერესო მცენარე იზრდება: შქერი, პონტოს როდოდენდრონი, კავკასიური დეკა, მოცვი, წყავი, იელი, არყი და პონტოს მუხა. 
კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდინარეები და ხევები მდიდარია კალმახით. მდინარე კინტრიშის ქვემო დინებაში ხშირად შეხვდებით შამაიას და საზანს. ამბობენ, რომ ადრე კინტრიშს შავი ზღვიდან საქვირითოდ ხშირად სტუმრობდა ორაგული. 
კინტრიშში გვხვდება სამი სახის ხვლიკი და გველის რამდენიმე სახეობა. ამფიბიებიდან ნაკრძალში მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები, აგრეთვე, ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა გვხვდება.
ნაკრძალის ორნითოფაუნა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი ფრინველებით. აქ აღრიცხულია ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა; აგრეთვე, ღამის მტაცებლები: ზარნაშო, წყრომი და ჭოტი. სხვა ფრინველებიდან კინტრიშში ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური და აგრეთვე ისეთი იშვიათი ფრინველები, როგორებიცაა: კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი. 
მცირე ძუძუმწოვრებიდან კინტრიშის ხეობის მკვიდრები არიან: თხუნელა, სინდიოფალა, კავკასიური (სპარსული) ციყვი, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა, წავი. 
ჩლიქოსნებიდან ნაკრძალის ტყეებში ბინადრობს შველი, უფრო მაღლა კი ალპური და სუბალპური სარტყლების საზღვარზე არჩვი და გარეული ღორი. მტაცებლებიდან ნაკრძალში მურა დათვი ბინადრობს, რომლის პოპულაცია საკმაოდ სტაბილურია. 
აქ საქართველოს „წითელი ნუსხის" შემდეგი სახეობებია გავრცელებული: კალმახით, კავკასიური სალამანდრა, მურა დათვი, წავი, კავკასიური როჭო, კასპიური შურთხი, ბეგობის არწივი, შავარდენი, მცირეაზიური ტრიტონი.
კინტრიშის დაცული ტერიტორიების განლაგებულია ისტორიულ აჭარაში („აჭარის ქვეყანა", „აჭარის ხეობა", როგორც მას ძველ მატიანეებში მოიხსენებენ). მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში ქრისტიანობის ქადაგება ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დაიწყო ანდრია მოციქულმა. მდინარე კინტრიშზე შემორჩენილია შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდების ნანგრევები. ხოლო მის უშუალო სიახლოვეს მყოფი ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: ნინოწმინდის ეკლესია სოფელ დიდვეკის მახლობლად, ელიას ციხე სოფელ აჭყვისთავთან და მამუკას ციხე სოფელ ალამბარის მახლობლად. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე კიდევ უფრო ძველი – ქრისტიანობამდელი ძეგლებიცაა აღმოჩენილი. მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვეის III-II ათასწლეულების კოლხური ნამოსახლარები და რკინის საბადოების ნანგრევები. მდინარე კინტრიშის მარჯვენა ტერასაზე, სოფლების – ხუცუბნისა და ქობულეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ადრინდელი ნეოლითის კაჟისა და ობსიდიანის იარაღი.

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ის სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან, სადაც მრავალრიცხოვანი სასტუმროები, რესტორნები და ოჯახური სასტუმროები არსებობს. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. დაცულ ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში გაიხსნება ტურისტული მარშრუტები.
კინტრიშის ნაკრძალი

 

მომსახურების სახეები
ღირებულება (ლარი)
ღირებულება (ლარი) ფასდაკლება 10 კაცზე
ცხენით მომსახურება 
1 დღე
45
არ ვრცელდება
საკარვე ადგილი
1 დღე
5
2
საპიკნიკე ადგილი #11 დღე150
საძილე ტომარა/დამატებითი პარალონი1 დღე52

კარავი 

1 დღე108
ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში1 დღე/ 1 ადგილი15არ ვრცელდება
ზურგჩანთა1 დღე52

 

კინტრიშის ვიზიტორთა ცენტრი გთავაზობთ 2 ტურისტულ მარშუტს:


1.  "თამარის თაღოვანი ხიდი და ბზების კორომი” – 1კმ, ნახევარ საათიანი, საფეხმავლო.
2.  "უთხოვარი და ტბა ტბიყელი” – 7 – 8 საათიანი, 37 კმ, საფეხმავლო და საცხენოსნო.

 

 

იხილეთ კინტრიშის ნაკრძალის ტურისტული რუკა      

 

 

აქტივობები: 
•  ლაშქრობა
•  ცხენოსნობა

•  სპორტული თევზაობა

 


როგორ  მოვხვდეთ  კიტრიშის  დაცულ  ტერიტორიებზე?

კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ქობულეთის რაიონში, ქ. თბილისიდან 360 კმ-ში.  
დრო: ავტომანქანით  მგზავრობისას  კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე მოსახვედრად საჭიროა  6-7 სთ-მდე, მატარებლით ქ. ქობულეთამდე -  6 სთ.
ადმინისტრაციის მისამართი ქ. ქობულეთი ლესელიძის ქ. #4. 
ქობულეთამდე სამარშუტო ტაქსები გადიან დიდუბისა და ვაგზლის ავტოსადგურიდან, მგზავრობის ღირებულება არის 20 ლარი ( 1 ადამიანი). Aასევე შესაძლებელია ქ. ქობულეთში მოსახვედრად  სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობა, რეისით თბილისი - ბათუმი: ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობის ღირებულება არის 20 ლარი, ღამის მატარებლით – 18 ლარი (1 ადამიანი).

 

როგორ  ჩავიცვათ  კინტრიშის  დაცულ  ტერიტორიებზე  ვიზიტისას?
სასურველია სპორტულად და თავისუფლად ჩაცმა: სქელძირიანი, დახურული, საველე ფეხსაცმელი, ქუდი, საწვიმარი., სპორტული შარვალი

 

  • კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილება ხდება მაღალი გამავლობის მანქანებით, რომლებიც ქირავდება ადგილობრივი მოსახლეების მიერ. მანქანების დასაჯავშნად გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ  ნომრებზე:
    1. 593 41 65 09 რევაზ ოქროპირიძე;
    2. 599 11 79 47 მერაბ გოლომანიძე.

.

დასაჯავშნად გთხოვთ, დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ შემდეგ კონტაკტებზე: 

 

 

 

577 10 18 03; 577 90 72 72; * 8 8 8 8; kintrishis@yahoo.com;  info@apa.gov.ge

 

 

 

შეთავაზება სკოლის მოსწავლეებისთვის

 

V, VI, VII, VIII კლასებისთვის:

ტურისტული მარშრუტების მოკლე აღწერილობა


  • #1 თამარის თაღოვანი ხიდი და ბზების კორომი – საფეხმავლო.

          ბილიკის სიგრძე –1 კმ
          ხანგრძლივობა – 30 წთ.
          ბილიკის სირთულე: მარტივი

ტურზე მოინახულებთ თაღოვან ხიდებს, რომლებიც არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია და 9-12 საუკუნეებს მიეკუთვნება. ასევე მოინახულებთ ბზების კორომს, რომლის საშუალო ასაკი 300-400 წლისაა, სიმაღლე 15-16 მ, დიამეტრი 16-32 სმ. , წმ. გიორგის სახ. ეკლესია, უძველესი ჭურები, რომლებიც დაახლოებით 400 წლისაა.
სასურველია: ბილიკზე მოსწავლეებს თან გაჰყვეს დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ან რეინჯერი, რომელიც ბავშვებს მიაწოდებს სრულყოფილ ინფორმაციას იქ არსებული ბიომრავალფეროვნებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.

 

IX, X, XI, XII კლასებისთვის:
ტურისტული მარშრუტების მოკლე აღწერილობა

  • #1 თამარის თაღოვანი ხიდი და ბზების კორომი – საფეხმავლო.
    ბილიკის სიგრძე –1 კმ
    ხანგრძლივობა – 30 წთ.
    ბილიკის სირთულე: მარტივი

ტურზე მოინახულებთ თაღოვან ხიდებს, რომლებიც არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია და 9-12 საუკუნეებს მიეკუთვნება. ასევე მოინახულებთ ბზების კორომს, რომლის საშუალო ასაკი 300-400 წლისაა, სიმაღლე 15-16 მ, დიამეტრი 16-32 სმ. , წმ. გიორგის სახ. ეკლესია, უძველესი ჭურები, რომლებიც დაახლოებით 400 წლისაა.

  • #2 უთხოვარი და ტბა ტბიყელი – საფეხმავლო ან საცხენოსნო

          ბილიკის სიგრძე –37 კმ
          ხანგრძლივობა – 8 სთ, 2 დღე
          ბილიკის სირთულე: რთული

 

ტურის განმავლობაში მოინახულებთ სოფელ დიდვაკეში 30-40 საუკუნის უთხოვრებს, ტბა "ტბიყელს”, სადაც  კავკასიური ტრიტონ ბინადრობს. 



წყარო: http://www.dpa.gov.ge/?site-id=39&page=3&id=34
კატეგორია: დაცული ტერიტორიები | დაამატა: dudu-duda (04.02.2012) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 6500 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    კობა1973, giorgi_niqo, raptor, panati, პედიატრი, luka-b, bizona, gugalo, gugaa1987, giohunt1982, tengo81, koba30, ნუგომონადირე, კიკო, bubusicha, ИЖ_27_ЕМ, Hunting2005

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика