ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » დაცული ტერიტორიები    

სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და ხიბ­ლი


ეს ლე­გენ­და "ცა-ფი­რუზ ხმე­ლეთ-ზურ­მუხ­ტით” იწყე­ბა და მას­ზე ზრუნ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შექ­მ­ნას ნიშ­ნავს, რო­მელ­საც, რო­გორც ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს, შე­უძ­ლია თა­ო­ბებს ემ­სა­ხუ­როს…

პირ­ვე­ლი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია – ლა­გო­დე­ხის სა­ხელ­მ­წი­ფო ნაკ­რ­ძა­ლი, ჯერ კი­დევ 1912 წელს შე­იქ­მ­ნა. ამ­ჟა­მად კი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 495 892 ჰექ­ტარს შე­ად­გენს, რაც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 7 %-ია. დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 14 სა­ხელ­მ­წი­ფო ნაკ­რ­ძა­ლი, 8 ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, 12 აღ­კ­ვე­თი­ლი, 14 ბუ­ნე­ბის ძეგ­ლი და 2 და­ცუ­ლი ლან­დ­შაფ­ტია. მათ სა­ნა­ხა­ვად მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­გიძ­ლი­ათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკი­დუ­რე­სი აღ­მო­სავ­ლე­თი­დან – ვაშ­ლო­ვა­ნის ნაკ­რ­ძა­ლით და­იწყოთ და კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბით და­ას­რუ­ლოთ.

ვაშ­ლო­ვა­ნი – ქარ­თუ­ლი სა­ვა­ნა

ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ას მოგ­ზა­უ­რებ­მა "ქარ­თუ­ლი სა­ვა­ნა” უწო­დეს აფ­რი­კულ ლად­შაფ­ტ­თან მი­სი მსგავ­სე­ბის გა­მო. ეს ეფექ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რ­დე­ბა მზის ჩას­ვ­ლი­სას – ვე­რაფ­რით და­ი­ჯე­რებთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხართ. ეს არის ად­გი­ლი, რომ­ლის სიმ­შ­ვი­დეს გი­ურ­ზე­ბი იცა­ვენ, ხო­ლო მის ეგ­ზო­ტი­კას ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მო­ჩე­ნი­ლი ლე­ო­პარ­დი "ნოე” აგ­რ­ძე­ლებს.

და თუ კირ­ქ­ვი­ან კლდე­ებ­ზე შერ­ჩე­ნი­ლი სამ­ხ­რე­თუ­ლი სპი­ლოს გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ძვლე­ბი და პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ხა­ნის მო­ლუს­კე­ბის ნი­ჟა­რე­ბი თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას მი­ლი­ო­ნი წლის უკან გა­და­ის­ვ­რის, ტახ­ტი-თე­ფას ტა­ლა­ხო­ვა­ნი ვულ­კა­ნის ხილ­ვი­სას ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­გე­უფ­ლე­ბათ, რომ არა­თუ სხვა ქვე­ყა­ნა­ში, სხვა პლა­ნე­ტა­ზე მოხ­ვ­დით: ვულ­კა­ნის მო­თეთ­რო ბორ­ც­ვე­ბი გა­მუდ­მე­ბით ფეთ­ქავს და თუხ­თუ­ხებს.

თქვენს გაკ­ვირ­ვე­ბას ცი­ცა­ბო თი­ხის ფლა­ტე­ებ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი მერ­ცხ­ლე­ბის ქა­ლა­ქე­ბი და უიშ­ვი­ა­თე­სი საკ­მ­ლის ხე­ე­ბიც გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ, რო­მელ­თა ვაშ­ლის ხე­ებ­თან მსგავ­სე­ბამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ად­გი­ლის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა გან­საზღ­ვ­რა.

"ორ­ბი რომ ბუ­დობს, ჩან­ჩ­ქე­რიც გად­მო­ქუხს ლა­ღი, წყლი­ა­ნი”…

ლა­გო­დე­ხის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ას სწო­რედ ჩან­ჩ­ქე­რე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად უნ­და ეწ­ვი­ოთ. ალ­პუ­რი იალა­ღე­ბის თავ­ზე მთის არ­წი­ვე­ბი, ბატ­კან­ძ­რე­ბი და ორ­ბე­ბი და­ლივ­ლი­ვე­ბენ, აქ მო­ბი­ნად­რე რო­ჭო და შურ­თხი კი ის ფრინ­ვე­ლე­ბია, რო­მელ­თაც მხო­ლოდ კავ­კა­სი­ა­ში შეხ­ვ­დე­ბით. თუ გინ­დათ, იხი­ლოთ, რო­გორ გად­მო­ქუხს ლა­ღი და წყლი­ა­ნი ჩან­ჩ­ქე­რე­ბი, შრო­მის­ხევ­სა და ნი­ნოს­ხევს ფე­ხით უნ­და შე­უყ­ვეთ. 7-8 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა არაფ­რად მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ იმ სა­ნა­ხა­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, რი­თაც წყალ­ვარ­დ­ნი­ლე­ბი სტუმ­რებს ეგე­ბე­ბი­ან. გზა­ში შე­იძ­ლე­ბა შველს, ირემს ან გა­რე­ულ ღორ­საც გა­და­აწყ­დეთ.

ლა­გო­დე­ხის ნაკ­რ­ძა­ლი და აღ­კ­ვე­თი­ლი კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი ქე­დის სამ­ხ­რეთ კალ­თებ­ზეა გან­ფე­ნი­ლი და მი­სი სი­მაღ­ლე ზღვის დო­ნი­დან 400-დან 3500 მეტ­რამ­დე მერ­ყე­ობს. 2850 მეტ­რ­ზე ასუ­ლებს "შა­ვი კლდე­ე­ბის ტბე­ბი” დაგ­ხ­ვ­დე­ბათ, რომ­ლე­ბიც მყინ­ვა­რის დად­ნო­ბის შე­დე­გად წარ­მო­იშ­ვა. კლდე­ებ­ში ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი ტბე­ბის სი­ლა­მა­ზე მნახ­ველ­თა გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს.

გა­ო­ცე­ბას იწ­ვე­ვეს ფოთ­ლო­ვა­ნი ტყე­ე­ბის სა­მე­ფოს წიფ­ლი­სა და რცხი­ლას ქალ­წუ­ლებ­რი­ვი ტყე­ე­ბიც, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ანა­ლო­გი არ მო­ე­ძებ­ნე­ბა და ის ფაქ­ტიც, რომ აქ ფლო­რის 121 სა­ხე­ო­ბა კავ­კა­სი­ის, ხო­ლო 9 სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენ­დე­მია, სა­ი­და­ნაც 7 მხო­ლოდ ლა­გო­დეხ­ში გვხვდე­ბა.

ვი­ზი­ტად დი­ნო­ზავ­რე­ბის სამ­ყა­რო­ში

სა­თაფ­ლი­ა­ში მივ­დი­ვართ, რა­თა კი­დევ ერ­თხელ გა­და­ვა­ბი­ჯოთ ათას­წ­ლე­უ­ლებს, და­ვი­ვიწყოთ ცი­ვი­ლი­ზა­ცია და პრე­ის­ტო­რი­ულ ხა­ნა­ში დავ­ბ­რუნ­დეთ. ამ შეგ­რ­ძ­ნე­ბებს კი დი­ნო­ზავ­რის ნაკ­ვა­ლევ­თან შეხ­ვედ­რა იწ­ვევს. დავ­ყუ­რებთ მათ და იურუ­ლი პე­რი­ო­დის ცხო­ველ­თა გრგვინ­ვა ჩაგ­ვეს­მის.

ამის მე­რე რომ თა­ვის შე­ფა­რე­ბა მი­წის­ქ­ვე­შა მღვი­მე­ში მოგ­ვინ­დეს, რა გა­საკ­ვი­რია? მარ­თა­ლია, იქაც არა­ნაკ­ლე­ბი მძაფ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი გვე­ლო­დე­ბა: 320 მეტ­რ­ზე გა­ჭი­მულ სტა­ლაქ­ტი­ტე­ბი­სა და სტა­ლაგ­მი­ტე­ბის სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რე­ო­ბა 1 სა­ათს გრძელ­დე­ბა და არა­რე­ა­ლო­ბის ისე­თი გან­ც­და გვე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს ეს ჩვენ კი არ ვართ, არა­მედ ჩვენს შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ ფილმს ვუ­ყუ­რებთ.

სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე ჭა­ო­ბე­ბი

კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბის ხსე­ნე­ბი­სას, პირ­ველ რიგ­ში, ხში­რი წვი­მე­ბი, ჭა­ო­ბე­ბი და პა­ლი­ას­ტო­მის თავ­ზე მო­ყაპყა­პე ფრინ­ველ­თა გუნ­დე­ბი გვახ­სენ­დე­ბა. მი­სი უნი­კა­ლუ­რო­ბაც სწორდ ესაა: ეს ჭარ­ბ­ტე­ნი­ა­ნი ეკო­სის­ტე­მა მსოფ­ლიო ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში სწო­რედ ჭა­ო­ბის მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და წყლის ფრინ­ველ­თა სა­ბი­ნად­როდ ვარ­გი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მო მო­ექ­ცა.

კოლ­ხე­თის პარ­კი რე­ლიქ­ტუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბის სამ­შობ­ლოა, იმ ტრო­პი­კუ­ლი და სუბ­ტ­რო­პი­კუ­ლი ლან­დ­შაფ­ტის ნაშ­თია, 10 მი­ლი­ო­ნი წლის წინ, კა­ი­ნო­ზო­ურ ხა­ნა­ში მთელ ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე უწყ­ვეტ ზო­ლად რომ იყო გა­და­ჭი­მუ­ლი. ამ ად­გილს გამ­ყინ­ვა­რე­ბა არ შე­ხე­ბია. მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მქო­ნე ის­პა­ნის, იმ­ნა­თის, ნა­ბა­და­სა და ანაკ­ლია-ჭუ­რი­ის სფაგ­ნუ­მის ხავ­სე­ბი, თა­ვის­ზე 25-ჯერ მე­ტი წყლის შე­წო­ვა რომ შე­უძ­ლი­ათ, ათას­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწეს­რი­გებ­დ­ნენ კოლ­ხე­თის ნი­ა­დაგს, ვიდ­რე 20-ე სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მის გა­ნად­გუ­რე­ბას და­იწყებ­დ­ნენ. ეს ჭა­ო­ბე­ბი ევ­რა­ზია-აფ­რი­კა­ში მიგ­რი­რე­ბა­დი და მო­ზამ­თ­რე ფრინ­ვე­ლე­ბის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია შე­მოდ­გო­მა­სა და გა­ზაფხულ­ზე.

კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ში 194 სა­ხე­ო­ბის ფრინ­ვე­ლი ბი­ნად­რობს. მა­თი ნახ­ვა ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე შე­იძ­ლე­ბა, აქ არა მხო­ლოდ მო­ბუ­დარ, შო­რე­ულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში დაძ­რულ ფრინ­ველ­თა უზარ­მა­ზარ გუნ­დებ­საც შეხ­ვ­დე­ბით. მდი­ნა­რე­ე­ბის ზღვას­თან შე­სარ­თა­ვებ­ში კი შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­ფ­რე­ნი შა­კის თევ­ზ­ზე ნა­დი­რო­ბაც ნა­ხოთ. თუ­კი პა­ლი­ას­ტომ­ზე, მდი­ნა­რე ფი­ჩორ­ზე ან ჭუ­რი­ა­ზე ნა­ვით მოგ­ზა­უ­რობთ, ის ტყის მა­სი­ვიც კი, რაც დღემ­დე შე­მორ­ჩა, სუ­რო­ე­ბი­თა და ლი­ა­ნე­ბით, გა­უ­ვალ კედ­ლად აღ­მარ­თუ­ლი ბზის ბუჩ­ქ­ნა­რით, იელით და შქე­რით სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კუ­ლი ჯუნ­გ­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას გიქ­მ­ნით. გზად და­ნა­ხუ­ლი ვე­ლუ­რი ბი­ნად­რე­ბი კი ამ ასო­ცი­ა­ცი­ას უფ­რო ამ­ძაფ­რე­ბენ: მზეს ეფიცხე­ბი­ან წყლი­დან ამოშ­ვე­რილ ხის მო­რებ­ზე მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი ჭა­ო­ბის კუ­ე­ბი და წყლის ან­კა­რა გვე­ლე­ბი, წყლის პა­ტა­რა ქა­თა­მუ­რე­ბი წყალ­ზე ფრთე­ბის დგა­ფუ­ნით იმა­ლე­ბი­ან ლე­ლი­ან­ში, ხი­დან ხე­ზე გა­დაფ­რინ­დე­ბი­ან დამ­ფ­რ­თხა­ლი მტა­ცებ­ლე­ბი და ყან­ჩე­ბი, თქვენს კა­ტერს კი წინ, თით­ქოს თა­მაშ-თა­მა­შით, ლურ­ჯი ალ­კუ­ნი მი­უძღ­ვის.

ყვე­ლა­ზე მტი­რა­ლა მთა

ეს ყვე­ლა­ზე ნა­ლე­ქი­ა­ნი და მტი­რა­ლა ად­გი­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ამ­ბო­ბენ, აჭა­რის მთე­ბი ზღვის ტე­ნი­ან ჰა­ვას აკა­ვე­ბენ და ნა­ლე­ქე­ბის სი­უხ­ვე­საც ეს ქმნი­სო. მტი­რა­ლას მთა­ზე წლის მან­ძილ­ზე იმ­დე­ნი ნა­ლე­ქი მო­დის, რაც არა­თუ აჭა­რის, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც აჭარ­ბებს. და ეს ნის­ლ­მოხ­ვე­უ­ლი მთა და მი­სი შე­მო­გა­რე­ნი დღემ­დე რჩე­ბა კოლ­ხე­თის ცხო­ველ­თა და მცე­ნა­რე­თა უიშ­ვი­ა­თე­სი, გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი ენ­დე­მუ­რი და რე­ლიქ­ტუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბის თავ­შე­საფ­რად. თით­ქ­მის ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი კოლ­ხუ­რი ტყე კი უნი­კა­ლუ­რი მერ­ქ­ნი­ა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბით, მტი­რა­ლას პარ­კის გლო­ბა­ლურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას გან­საზღ­ვ­რავს და მას პრი­ო­რი­ტეტს ანი­ჭებს ევ­რო­პის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­თა შო­რის.

ნის­ლ­ში ჩა­კარ­გულ ბი­ლი­კებს ელ­ფე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­ყავ­ხართ, მი­უყ­ვე­ბით მდი­ნა­რე ჩაქ­ვის­თა­ვის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს და გზად გხვდე­ბათ წი­თელ წიგ­ნ­ში შე­ტა­ნი­ლი ქარ­თუ­ლი ნი­გო­ზი, კოლ­ხუ­რი თხი­ლი, უნ­გერ­ნი­სა და პონ­ტოს შქე­რი. სულ ად­ვი­ლად შე­საძ­ლოა მუ­რა დათვს, კვერ­ნას, მე­ლას, მთის არ­წივს, ირა­ოს, მი­მი­ნოს, შაშ­ვ­სა და მტრედს გა­და­ე­ყა­როთ. და­ახ­ლო­ე­ბით 2 კმ-ის გავ­ლის შემ­დეგ, თუ სამ­ხ­რეთ-და­სავ­ლე­თით გა­და­უხ­ვევთ, ბი­ლი­კი კოლ­ხურ ბზა­სა და სუ­რო­ში ჩაფ­ლულ ჩან­ჩ­ქე­რამ­დე მი­გიყ­ვანთ, რომ­ლის სი­მაღ­ლე 12 მეტრს აღე­მა­ტე­ბა. ჩან­ჩ­ქე­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით კი, კლდე­ებს შო­რის მი­ე­დი­ნე­ბა მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც იქ­ვე გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და კალ­მა­ხე­ბით მდი­დარ ტბად იქ­ცე­ვა. მის ახ­ლოს სა­პიკ­ნი­კე, სა­ცეცხ­ლე და სა­კარ­ვე ად­გი­ლე­ბია და ზღა­პა­რიც იწყე­ბა…

"იქ, სა­დაც ალა­ზა­ნი ბო­ბოქ­რობს თავ­ნე­ბა”…

თუ ვიტყ­ვით, რომ თუ­შე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­დაა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი, ალ­ბათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ვახ­დენთ. თუ ვიტყ­ვით, რომ თუ­შე­თის ფლო­რის 230 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კავ­კა­სი­ის ენ­დე­მია, ხო­ლო აქე­დან 11 სა­ხე­ო­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­ი­პო­ვე­ბა, ამით თქვენს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას კი­დევ უფ­რო გავ­ზ­რ­დით. თუ იმა­საც და­ვა­მა­ტებთ, რომ ეს ნა­შა­ლი ფერ­დო­ბე­ბი და მი­უ­ვა­ლი კლდე­ე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ­კავ­კა­სი­უ­რი ჯიხ­ვის, არ­ჩ­ვი­სა და ნი­ა­მო­რის სამ­შობ­ლოა, ხო­ლო მათ მე­ზობ­ლად კავ­კა­სი­ის სხვა ენ­დე­მე­ბი – კავ­კა­სი­უ­რი შურ­თხი, დე­კი­ა­ნებ­სა და არ­ყ­ნა­რებ­ში კი კავ­კა­სი­უ­რი რო­ჭო ცხოვ­რობს, და ეს კლდე­ე­ბი ორ­ბე­ბის, ბატ­კან­ძე­რე­ბი­სა და მთის არ­წი­ვე­ბის სა­ბუ­და­რია, აქ­ვე ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ფრთო­სა­ნი – შე­ვარ­დე­ნიც ბი­ნად­რობს, ნე­ბის­მი­ე­რი თქვენ­გა­ნი სი­ა­მა­ყეს იგ­რ­ძ­ნობს და კავ­კა­სი­ო­ნის მთე­ბი­სა­კენ ოც­ნე­ბით გა­ი­ხე­დავს. მაგ­რამ ვე­რა­ვი­თა­რი სიტყ­ვა ვერ გად­მოს­ცემს იმას, რა­საც თუ­შე­თის ნახ­ვი­სას იგ­რ­ძ­ნობთ.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი და­ცუ­ლი ლან­დ­შაფ­ტი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და ეს თუ­შე­თის ლან­დ­შაფ­ტია, რომ­ლის შექ­მ­ნაც ამ უნი­კა­ლუ­რი სოფ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი იერ­სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. თუ­შე­თის ხიბ­ლი ძვე­ლი სოფ­ლე­ბი და ნა­სოფ­ლა­რე­ბია, რო­მელ­თა დიდ ნა­წილ­ში კარ­გა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი გვი­ა­ნი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ცი­ხე-კოშ­კე­ბი, რა­საც ემა­ტე­ბა თუშ­თა მომ­თა­ბა­რე და რო­მან­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი, სა­ზაფხუ­ლო ხა­ტო­ბა-დღე­ო­ბე­ბი – ათინ­გე­ნო­ბე­ბი, ნა­ბად-ფარ­და­გე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი, ლექ­სე­ბი…

თუ­შე­თის შეც­ნო­ბა გზი­დან იწყე­ბა, რო­მე­ლიც სო­ფელ ფშა­ვე­ლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­მან­ქა­ნო გა­და­სას­ვ­ლე­ლის – აბა­ნოს უღელ­ტე­ხი­ლის (2926მ.) გავ­ლით ომა­ლო­ში ჩა­დის. ექ­ს­ტ­რე­მის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსგავს შეგ­ძ­რ­ნე­ბებს დიდ­ხანს ეძებ­დ­ნენ, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი კი თვალ­ზე ხელს იფა­რე­ბენ და ღმერთს მინ­დო­ბილ­ნი კან­კა­ლით ის­მე­ნენ უფ­ს­კ­რუ­ლებ­ში გაფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნე­ბი­სა და მგზავ­რე­ბის ის­ტო­რი­ებს. აბა­ნოს უღელ­ტე­ხი­ლი წლის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მის გა­დავ­ლას ივ­ლის-აგ­ვის­ტო­ში გვირ­ჩე­ვენ.

ომა­ლო­ში ჩა­სუ­ლებს, სურ­ვი­ლი­სა და გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით, შე­გიძ­ლი­ათ აგე­ურ­თა-დიკ­ლო-შე­ნა­ქოს მხა­რეს წახ­ვი­დეთ, ალ­პუ­რი მდე­ლო­ე­ბით დიკ­ლოს მთის­კენ გა­უყ­ვეთ და და­ღეს­ტი­ნის სა­საზღ­ვ­რო გა­ლავ­ნის -ბა­ცი-ბუ­ცის ქედს გა­ხე­დოთ. თუ გზას სო­ნე­ხის მთის­კე­ნაც გა­აგ­რ­ძე­ლებთ, მი­სი წვე­რი­დან თუ­შე­თის ოთხი­ვე ხე­ო­ბას და 14 სო­ფელს და­ი­ნახვთ. ომა­ლო­დან შე­გიძ­ლი­ათ ხო­შა­ნეს ხევს გა­უყ­ვეთ, ოღო­ნეს მეცხ­ვა­რე­თა სად­გო­მი გა­ი­ა­როთ და ორეთ­ში მწვა­ნედ მო­ხას­ხა­სე ტბა "უძი­რო” ნა­ხოთ. ორე­თი­დან კი მთელ თუ­შეთს გა­და­ხე­დოთ: მწვერ­ვალ თე­ბუ­ლო­დან დიკ­ლოს მთამ­დე. ომა­ლო­დან პი­რი­ქი­თის გზას თუ და­ად­გე­ბით, სა­ლო­ცავ "სა­ხე­ო­დან” ბი­ლი­კი ულა­მა­ზეს სო­ფელ დო­ჭუმ­დე მი­გიყ­ვანთ და თუ­შუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­დევ­რებს იხი­ლავთ: სამ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლებს, დარ­ბა­ზებ­სა და საქ­ვა­ბეს. თუ დარ­თ­ლოს­კენ წახ­ვალთ, ჯერ თუ­შე­თის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად ქცე­უ­ლი ეს სო­ფე­ლი გა­გა­ო­ცებთ და მოგ­ხიბ­ლავთ, პი­რა­მი­დას ფორ­მით რომ შე­ფე­ნი­ლა მთა­ზე, მე­რე მის თავ­ზე წა­მო­მარ­თუ­ლი კვავ­ლო, მე­რე შე­მოგ­ხ­ვ­დე­ბათ ჭე­შო, ფარ­ს­მა და თუ ნა­ყა­ი­ჩოს უღელ­ტე­ხილს გა­და­ივ­ლით, გო­მეწ­რის ხე­ო­ბა­ში გა­დახ­ვალთ, აქ შე­იგ­ძი­ლი­ათ სო­ფელ ვერ­ხო­ვან­ში გა­ჩერ­დეთ, ან გზა წო­ვა­თას ნა­სოფ­ლა­რე­ბის­კენ გა­აგ­რ­ძე­ლოთ. ფარ­ს­მა­დან გი­რე­ვის­კენ თუ წახ­ვალთ, ნა­კუ­დარ­თა, ჰე­ღო, და­ქი­ურ­თა და ბო­ლოს სა­საზღ­ვ­რო სო­ფე­ლი ჭონ­თი­ოც შე­მოგ­ხ­ვ­დე­ბათ.

და რო­ცა ამ ყვე­ლა­ფერს ნა­ხავთ და შე­იგ­რ­ძ­ნობთ, მიხ­ვ­დე­ბით, რა­ტომ ვერ უძ­ლე­ბენ მი­სი სტუმ­რე­ბი "გა­თუ­შე­ბის” ცდუ­ნე­ბას, ან ერ­თხელ ასუ­ლე­ბი რა­ტომ მი­ის­წ­რა­ფი­ან კვლავ და კვლავ მის­კენ.

ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი

ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ცნე­ბა ჩვენ­ში ბორ­ჯობ-ხა­რა­გა­უ­ლი­დან იწყე­ბა და იგი მი­ნე­რა­ლურ წყა­რო­ებს, მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტყე­ებს და ამ ტყე­ებ­ში მო­სე­ირ­ნე ირ­მებ­სა და ნი­ა­მო­რებს უკავ­შირ­დე­ბა. ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის სი­ა­მა­ყე კავ­კა­სი­უ­რი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ირე­მი, რო­მე­ლიც ბრა­კო­ნი­ე­რო­ბის გა­მო გა­ნად­გურ­და, ბო­ლო წლებ­ში კვლავ აღ­დ­გა. ნი­ა­მო­რე­ბის გამ­რავ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა კი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­იწყო. ეს ულა­მა­ზე­სი ცხო­ვე­ლე­ბი სომ­ხე­თი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს და ჯერ­ჯე­რო­ბით შე­გუ­ე­ბის პე­რი­ოდს გა­დი­ან.

ბორ­კომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­უ­ლი კუთხის გა­ნა­პი­რა ნა­წი­ლებს აერ­თი­ა­ნებს: თო­რის, იმე­რე­თის და სამ­ცხის. სი­მაღ­ლის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად იც­ვ­ლე­ბა ტყე­ე­ბიც: წიფ­ლ­ნა­რებს შე­რე­ულ­ფოთ­ლო­ვა­ნი ტყე­ე­ბი ენაც­ვ­ლე­ბა, რცხილ­ნა­რებს – წიფ­ლ­ნარ-წაბ­ლ­ნა­რე­ბი, ნაძ­ვ­ნა­რე­ბი, სოჭ­ნა­რე­ბი. ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლო­სა და ნო­ემ­ბ­რის და­საწყის­ში გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­წარ­მ­ტა­ცია პარ­კის ჩარ­დი­ლო­ე­თი ნა­წი­ლი. 1800 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან კი სუ­ბალ­პუ­რი მდე­ლო­ე­ბი იწყე­ბა და ყვა­ვილ­თა იმ ფე­რა­დოვ­ნე­ბით გვა­ხა­რებს, რა­ზეც მხო­ლოდ გვი­ოც­ნე­ბია.

პარ­კის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 61235 ჰექ­ტა­რია და მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ 9 სხვა­დას­ხ­ვა გზა აირ­ჩი­ოთ ცხე­ნით ან ფე­ხით. ე.წ რო­მა­ნო­ვის ბი­ლი­კით ლი­კა­ნი­დან სო­ფელ მა­რე­ლი­სამ­დე ლაშ­ქ­რო­ბას სა­მი დღე სჭირ­დე­ბა, იგი­ვე დრო უნ­და აწყუ­რი­დან მა­რე­ლი­სამ­დე "ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ბი­ლი­კით”, ამ გზა­ზე პარ­კის უმაღ­ლეს მწვერ­ვალს, 2642 მეტ­რის სი­მაღ­ლის სა­მეცხ­ვა­რი­ოს მთას გა­და­ივ­ლით. თუ­კი ხე­დე­ბით დატ­კ­ბო­ბა გინ­დათ, პარ­კ­ში აწყუ­რი­დან უნ­და შეხ­ვი­დეთ და ამა­რა­თამ­დე რთულ და წრი­ულ ბი­ლიკს და­ად­გეთ. ყვე­ლა­ზე მოკ­ლე ბი­ლი­კი კი, რო­მე­ლიც პარკს კვეთს, ნუ­ნი­სი­დან ზა­ნა­ვამ­დე გა­დის, ხე­ლულ­ხე­ბელ ტყე­ებს გა­ივ­ლის და გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზია გა­ზაფხულ­ზე, დე­კის ყვა­ვი­ლო­ბი­სას. აბას­თუმ­ნი­დან სა­ირ­მემ­დე მოგ­ზა­უ­რო­ბა ზე­კა­რის უღელ­ტე­ხი­ლის გავ­ლით მთის ვე­ლო­სი­პე­დი­თაც შე­გიძ­ლი­ათ. ერ­თი ბი­ლი­კი მდი­ნა­რე მეღ­რუ­კის ხე­ო­ბა­საც მი­უყ­ვე­ბა, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი მწყემ­სის ბი­ლი­კით კი შე­გიძ­ლი­ათ შავ სერს შე­უყ­ვეთ და ლო­მის მთა გა­და­ი­ა­როთ. ამ ყვე­ლაფ­რის ნახ­ვის მე­რე კი, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სულ სხვა სი­ა­მა­ყით იტყ­ვით: "ცა ფი­რუზ, ხმე­ლეთ ზურ­მუხ­ტო, ჩე­მო სამ­შობ­ლო მხა­რეო”…



წყარო: http://consulate-georgia.org/?p=3885
კატეგორია: დაცული ტერიტორიები | დაამატა: butatino (08.03.2013) | ავტორი: butatino E
ნანახია: 2482 | ტეგები: და­ცუ­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ტე­რი­ტო­რი­ე­ბი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика