ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები მწერებზე    

თუთის აბრეშუმხვევია
თუთის აბრეშუმხვევია (Bombyx mori), პეპელა ნამდვილი აბრეშუმხვევების (Bombycidae) ოჯახისა. განვითარების ფაზებია: კვერცხი (გრენა), ჭია (მუხლუხი, მატლი), ჭუპრი, პეპელა.

გრენის ფაზაში ჩანასახი ვითარდება. არამოზამთრე გრენა იმავე წელიწადს გვაძლევს ჭიას, ხოლო მოზამთრე - დიაპაუზის გავლის შემდეგ მომავალ წელიწადს. გრენიდან გამოსული ჭია მაშინვე იწყებს ჭამას, იზრდება და აგროვებს საკვებს მომდევნო ფაზებისათვის და აბრეშუმის პარკის გასაკეთებლად. 25-30 დღეს ცოცხლობს. ამ პერიოდში 4-ჯერ იცვლის კანს და 5 სხვადასხვა ასაკს გადის. იკვებება თუთის ფოთლით. ერთი ჭია სიცოცხლეში 20-25 გ ფოთოლს ჭამს. თუთის აბრეშუმხვევიას სხეული წაგრძელებულია, თითქმის ცილინდრული ფორმა აქვს, შეიცავს სეგმენტებს და შედგება თავის, მკერდისა და მუცლისაგან. მე-5 ასაკში ჭიის სქესის გარკვევა ადვილია: დედალს მუცლის ქვედა მხარეს, მერვე და მეცხრე სეგმენტზე, აქვს ოთხი პატარა ლაქა შუაში წერტილებით, რომლებსაც იშივატის დიკოები ეწოდება. ჭია საძაფე (აბრეშუმგამომყოფი) ჯირკვლებიდან პირველივე ასაკიდან გამოყოფს აბრეშუმის ძაფს, ხოლო მე-5 ასაკში ჯირკვლები ინტენსიურად ეზრდება და სხეულის საერთო მასის 40%-ს აღწევს. ამის შემდეგ ჭია წყვეტს კვებას, ადის ცახზე და ახვევს პარკს. ეს პროცესი 3 დღეს გრძელდება.
თუთის აბრეშუმხვევია 30 დღისას

პარკში ჭია ჭუპრად იქცევა. ეს მეტამორფოზის ფაზაა. ჭუპრს თითისტარისებრი ფორმა აქვს, ჯერ ყვითელია, შემდეგ - მუქი ყავისფერი, 10-15 დღეს ცოცხლობს. მისგან გამოსული პეპელა ზრდასრული ფაზაა. პეპლის ფუნქციაა გამრავლება, ფრენის უნარი მას დაკარგული აქვს. მამალი უფრო აქტიურად მოძრაობს. პეპელა უმთავრესად მოთეთროა, მისი სხეული მთლიანად დაფარულია ქერცლით. დედალი პეპელა 500-700 გრენს დებს და 10-15 დღეს ცოცხლობს.

თუთის აბრეშუმხვევიას ჯიშები განსხვავდებიან წარმოშობის ადგილის მიხედვით, ჭიის ფაზების ხანგრძლივობით, გრენის ზომით, შეფერილობით, პარკის სიდიდით, წონით, ფორმით, ფერით, მარცვლოვნებით და სხვა. გეოგრაფიული წარმომავლობის მიხედვით არის თუთის აბრეშუმხვევიას იაპონური, ჩინური, ევროპული, მცირეაზიური, კავკასიური და სხვა ჯიშები.

ვოლტინურობის მიხედვით - მონოვოლტინური (იძლევა 1 თაობას), ბოვოლტინური (იძლევა 2 თაობას) და პოლივოლტინური (იძლევა რამდენიმე თაობას). საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია ადგილობრივი გამოყვანილი თეთრპარკიანი ჯიშები: "იმერული", "კახური", "თბილნიიშ-3", "ქართლი", "თბილისური", "ჩინებული", "ივერია" და ძირითადად მათი ჰიბრიდები.


წყარო: http://.wikipedia.org
კატეგორია: სტატიები მწერებზე | დაამატა: butatino (13.03.2013) | ავტორი: butatino E
ნანახია: 3020 | ტეგები: თუთის აბრეშუმხვევია | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика