სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
gugunaპასუხების რაოდენობა: 4054
BROWNING MAXUS   
minchaninპასუხების რაოდენობა: 77
ნადირობა იხვზე   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 6257
პოინტერი   
irakligvenetadzeპასუხების რაოდენობა: 4156
დავდოთ რა სურათებიც გი...   
vanoarchiპასუხების რაოდენობა: 334
შოტლანდიური სეტერი   
xanjalaპასუხების რაოდენობა: 307

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები მწერებზე    

ფუტკარი, ბუნების საოცრება

www.ucnauri.com

ფუტკარი — მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. ფუტკარი ოდითგანვე ადამიანის თანამგზავრია. მრავალი ზღაპარი თუ ლეგენდა შეითხზა ფუტკრის შესახებ.

ეგვიპტური რწმენის მიხედვით, სული, სხეულს რომ დატოვებს, ხშირად ფუტკრის ფორმაში გარდაისახება. ძველ ბერძნებს არტემიდა ფუტკრის სახით ესახებოდათ. ხალხში ახლაც ცოცხლობს ჩვეულება, შეატყობინონ სკის მობინადრეებს მახლობელი ადამიანის სიკვდილი. აუცილებელ პირობად ითვლება, რომ ფუტკრებს ყოვლად ტავაზიანად მოეპყრან, არ დაიშურონ მათთვის საალერსო სიტყვები, სხვანარიად ხომ შეიძლება, რომ ფუტკრები განაწყენდნენ და სკა მიატოვონ.

ფრანგებში ყოველი მეომარი ვალდებული იყო მოეშენებინა ფუტკარი. ფუტკარი მაშინ ეროვნულ ემბლემად იყო ქცეული და შემდგომში ნაპოლეონმა ერთი ხნით კვლავ დაუბრუნა მას იგივე როლი. ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ დიდი საიდუმლოებითაა მოცული მეფუტკრეობა ჩვენს დროშიც. მეფუტკრეს ახლაც მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობიან და ისიც დიდად ამაყობს ამით. თავად შეიცნო საკუთარი პროფესიის ყველა საიდუმლო, თუ რომელიმე მოხუცმა მოძღვარმა აზიარა მას, იდუმალებით მოცული ატმოსფერო, რომელშიც შესწავლა მიმდინარეობდა, თავისთავად განაპირობებს მის მიერ მეცნიერების მიღწევათა უარყოფას და მიუღებლობას, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მოხუცი ბიძისგან ნასწავლი და თითო ჭიქა სანთლის არყით მონათლული ჩვევები გაცილებით ძვირფასია.

www.ucnauri.com

მეფუტკრეობის ტექნიკა და სკების მოწყობილობა საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებოდა. მნიშვნელოვანი აღმოჩენები – ცენტრიდანული ტაფლსახდელი და განსაკუთრებით, ჩარჩოიანი სკა სულ რაღაც ასი წლის წინ შემოვიდა. კიდევ უფრო გვიან დაიწყო ფუტკრებში საჯიშე სამუშაოები – შერჩევას უხსოვარი დროიდან აწარმოებდა ადამიანი შინაურ ცხოველებში. ახლა უკვე ფუტკრების მოშენება-გამრავლებაშიც იყენებენ ხელოვნურ განაყოფიერებას. ეს კი მეცხოველეობისათვის დიდი ხანია ნაცნობია.

www.ucnauri.com

ბოლო დროს, მეფუტკრეობის განვითარებამ ხელი შეუწყო ფუტკრისებრთა ოჯახის შესწავლას, ამ ოჯახში რამდენიმე სახეობის ფუტკარი და ბზიკი ერთიანდება. არსებობს მარტოხელა ფუტკრის მრავალი სახეობა, მისი ნახვა ტყეში, ყვავილის მტვრის შეგროვებისას შეიძლება, ზოგიერთი მათგანი თაფლის ფუტკარზე ცოტა პატარაა (მაგ. მიწის ფუტკარი ანდრენი) ზოგი კი სულ ნამცეცა (გალიკტი). სამხ. ამერიკაში გავრცელებულია მეკიპონი. ევროპაში გავრცელებულია ფრანგული თაფლის ფუტკარი, რომლის მონათესავეა ქართული რუხი ფუტკარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშისაა.

www.ucnauri.com


ქართული ფუტკარი

შრომისმოყვარე ქართველი ხალხისთვის ფუტკარი ისეთივე გარჯის საგანი იყო როგორც ვენახის მოვლა. ოდითგანვე ქართული ჯიშის ფუტკარი გამოირჩეოდა გამძლეობით, ღალიანობით და არააგრესიულობით.
ფუტკრის ჯიშები

www.ucnauri.com

არსებობს ფუტკრის ოთხი სახეობა: ინდოეთის დიდი ფუტკარი, ინდოეთის პატარა ფუტკარი, ინდოეთის საშუალო ფუტკარი და თაფლის მომცემი ფუტკარი. პირველი სამი სახეობის ფუტკარი ბინადრობს გარეულ პირობებში, აშენებენ მხოლოდ ერთ ფიჭას ხის ტოტზე და თაფლს აგროვებენ მარტო თავიანთ გამოსაკვებად. მათ სამრეწველო მნიშვნელობა არ აქვთ. თაფლის შემგროვებელი ფუტკარი ადამიანის მიერ დიდი ხნის მოშინაურებულია. ფიქრობენ, რომ შინაური ფუტკრის სამშობლოა აზია, რადგან ფუტკრების ყველა სახის წარმომადგენლებს აქ ვხედავთ. ქართული ფუტკარი თავისი დადებითი თვისებებით მსოფლიოში აღიარებულ ფუტკრად ითვლება. იგი ძველ და ამჟამინდელ ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია კავკასიური ფუტკრის სახელწოდებით. ქართული ფუტკრის შესწავლა იწყება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ადმინისტრაციულად კავკასიაში შედიოდა. ამჟამად კავკასიურ ფუტკარში იგულისხმება ქართული ფუტკარი. საბოლოოდ უნდა დადგინდეს, რომ ქართულ ფუტკარს მსოფლიოს ყველა ლიტერატურულ წყაროებში დაერქვას თავისი კუთვნილი სახელი.

www.ucnauri.com

ქართული ფუტკრის მეურნეობრივად სასარგებლო ნიშან-თვისების გამოკვლევამდე (მე-19 საუკუნის დასასრულს). მსოფლიოში გავრცელებულ ფუტკრებს შორის ყველაზე თვინიერად და მაღალპროდუქტიულად ითვლებოდა იტალიური ფუტკარი. ევროპის ცენტრთან სიახლოვის გამო, იტალიური დედა ფუტკრების შეყვანა ევროპაში 75 წლით ადრე დაიწყო, ვიდრე ქართული ფუტკრისა.
www.ucnauri.com

1886 წლიდან საფუძველი ეყრება საქართველოში ქართული ფუტკრის დედების გამოსაყვანი საჯიშეების ჩამოყალიბებას. საჯიშეები ჩამოყალიბდა სოხუმში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალ ათონში, გორში, ქუთაისში, გაგრაში, სოჭში, ბათუმსა და მცხეთაში. თბილისში საჯიშე ჩამოყალიბდა 1893 წელს.

www.ucnauri.com

1928 წელს დიდი მუშაობა ჩატარდა საქართველოში გავრცელებული ფუტკრის შესწავლის მიზნით. ექპედიციის მასალების მიხედვით ქართული ფუტკრის აფხაზური პოპულაციის ხორთუმის სიგრძე 7.01 მმ-ს შეადგენს, მეგრულის _ 7.10 მმ-ს, სვანურის _ 6.89 მმ-ს და იმერულის _ 6.89 მმ-ს.

www.ucnauri.com

ქართული ფუტკრის დამახასიათებელი საშუალო მაჩვენებლები:

შეფერილობა _ რუხი
ხორთუმის სიგრძე _ 7.20 მმ.
პროდუქტიულობა _ 17.31 კგ.
საშუალო დღეღამური კვერცხმდებლობა _ 1160 ც.
ფრთის სიგრძე _ 9.45 მმ.
ფრთის სიგანე _ 3.22 მმ.
ზამთარგამძლეობა _ კარგი
თვინიერება _ თვინიერი.
უღელდადგმული მწერი

www.ucnaui.com

ფუტკარი დედამიწის გაცილებით ადრეული ბინადარია, ვიდრე ადამიანი, მას, როგორც ბიოლოგიურ ინდივიდს, გამოვლილი აქვს უამრავი კლიმატური თუ სხვა ცვლილებები დედამიწის ისტორიაში. მიუხედავად ამისა ადამიანმა შესწორებები შეიტანა მის ცხოვრებაში და ამუშავებს და აცხოვრებს ფუტკარს ისე , როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. ამ ჩარევის შედეგი სავალალოა. ფუტკარი გადაშენების გზას ადგას.

რას ნიშნავს ჯანმრთელი ფუტკარი?

ფუტკარი ყოველთვის ახერხებდა დაავადებებისგან თავის დაღწევას და ბიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას.დღეს კი ცნობილია რომ შინაური ფუტკარი ველურ პირობებში ვეღარ ხარობს. მას მუდმივი მოვლა და მკურნალობა სჭირდება.

ფუტკარი კრიტიკული რგოლია ეკოსისტემაში.
აუცილებელია ყველა მეფუტკრემდე მიაღწიოს ინფორმაციამ ფუტკრის მოვლის ჯანსაღი გამოცდილების შესახებ. ასევე შეიქმნას ფუტკრის მოვლის ალტერნატიული წესის და პრაქტიკის გაზიარების საშუალება.

ფუტკრების შემსწავლელ მეცნიერებას აპიოლოგია (აპიდოლოგია) ჰქვია. დაახლოებით 30 ათასი სახეობის ფუტკარი, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე ბინადრობს. ამ მწერის შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეგვიპტელი ფარაონი "ფუტკართა მბრძანებლის” ტიტულს ატარებდა. ფუტკარი სამეფო ემბლემაზე იყო გამოსახული, ხოლო ფარაონის გარდაცვალების შემდეგ, ამ მწერს მის აკლდამაზე გამოსახავდნენ.

ძველი ბერძნები დარწმუნებული იყვნენ, რომ ზევსი ჩვილობაში ფუტკრის ნექტრით გამოკვებეს. ხშირად, ცხოველებისა და ნადირობის ქალღმერთ არტემიდესაც ფუტკრის თანხლებით გამოსახავდნენ. თაფლის სამკურნალო თვისებები ჰიპოკრატემ შეისწავლა და აღწერა.

პალეონტოლოგთა აზრით, ფუტკრები დედამიწაზე 30 მლნ წლის წინ გაჩნდნენ, ადამიანებმა კი თაფლი ჯერ კიდევ ქვის ხანაში გასინჯეს. ესპანეთის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე აღმოჩენილია ნახატი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 7 ათასი წლის წინაა შექმნილი და მასზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც ფუტკრის ბუდიდან თაფლს იღებს.

ცნობილი ფაქტია, რომ ბრძოლისას მოკლული ალექსანდრე მაკედონელის ცხედარი თაფლში მოათავსეს და რამდენიმეკვირიანი მგზავრობის შემდეგ, მისი გაუხრწნელი სხეული სამშობლოში ჩაიტანეს.
ჰერალდიკაში თაფლი და ჭიანჭველა მოთმინებასა და შრომისმოყვარეობას აღნიშნავს. ფუტკრებს ხშირად, ბანკების სიმბოლოებად გამოსახავენ.

100 გრამი თაფლის შესაგროვებლად ფუტკარს 46 კმ-ის გაფრენაც უწევს. ზოგიერთი ჯიშის ფუტკარს საკუთარ წონაზე სამჯერ მეტი ტვირთით ფრენა შეუძლია. ფუტკარი 65 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს, თაფლით დატვირთული – ორჯერ ნაკლები სიჩქარით. ყვავილის არომატს ფუტკარი 1 კმ-ის მანძილზე გრძნობს. სხვათა შორის, გაწვრთნილი მწერები ნარკოტიკს ადამიანსა და ძაღლზე სწრაფად, შეუცდომლად პოულობენ. ლაბორატორიებში გაზრდილ ფუტკრებს ისეთ სურათებზე უყვართ "ჩამოჯდომა”, სადაც ყვავილები ხატია, მათი საყვარელი ტილო კი – ვან გოგის "მზესუმზირები” გახლავთ.

ბუნებაში ალბინოსი ფუტკრებიც გვხვდება. ყოველწლიურად, ამ მწერის ნაკბენისგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე – გველის. ფუტკრები "მათემატიკოსები” არიან: მათ მიერ აშენებული ფიჭის კუთხეები ყოველთვის ტოლია.

ფუტკარს ლეჩხუმში ბუზული ჰქვია. ,,რო გაზაფხულდებოდა იყრიდა ბუზული.” ეს პატარა მწერი მეტად შრომის მოყვარეა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ხალხის რწმენით ,,ბუზულმა ზღვის წყალი თუ არ მოიტანა, თაფლი არ გაკეთდება.”
ფუტკრის აღმნიშვნელად ბუზული გვხვდება ლეჩხუმურ მასალებში. ,,ღოფირას ქონდა დატოვებული ბუზულის სასულე.” (შიანმრეწვ; ტ IV ნაწII გვ28) საინტერესოა ამ სახელწოდების ძირისეული ფორმის დაძებნა. ჩაფიქრებულია რომ ეს სიტყვა სვანური ენიდან იყოს შემოსული ლეჩხუმურ დიალექტიკაში. სვანეთში ეძახიან ,,თვით ფუტკარს ღობის, სკის ლაღბა-ბუზ-უღა-ს; დედალს-დი ბუზ-ული; მამალს-ყვინჩ (ყოჩ) ბუზ-ულს; მუშა ბუზს- მიშა ბუზ-ულს, არა მუშა ფუტკარს კი ეძახიან ულს”(შიანმრეწვ; ტ IV ნაწII გვ29).
მ. ალავიძის ახსნით ბუზულა არის ,,ბუზუნა, ბუზი”(მ.ალავ.-1) ხევს ბუზურა თაფლს აკეთებს, მაგრამ კლდეში , ოჯახი არა აქვს(ალ. ჭინჭარ).
სხვა ქართულ დიალექტებში, კერძოდ ფსაურსა და მთიულურში თაფლის გამკეთებელი მწერს ბუზურა ჰქვია. ,,მწერი, რომელიც მიწაში აკეთებს თაფლს.’’
,,ბუზურა ბევრი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო”(ი.ჭყონ). ,,ბუზი”(ლ. კაიშ). (ალ.ღლ). ,,ბუზურები ბზუოდნენ მრავალსა, განა ცოტასა.”(ქეგლ).
ბუზულს ლეჩხუმში ბუზსაც უწოდებენ, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ფუტკართან. ის არის ,,შავი მწერი”(საბა) ,,მუზი ფურსი ყადიმას ენითა, ე.ი. ძველის სპარსული ენითა.”(თ. ბაგრატ.)
ამ პატარა მწერმა ისიც კი უნდა იცოდეს, ამა თუ იმ მცენარის ნექტარი რა დოზით მიიტანოს სკაში ,,ბუზულმა იელის ყვავილი თუ ბევრი შეზიდა, თაფლი მწარეა, ცოტა კი აუცილებლად უნდა შეზიდოს.’’
ზარმაცებს ვერ იტანენ, ამიტომაა, რომ ხშირად ხოცავენ მამრ ფუტკრებს, შიგნით მოკლავენ და გარეთ გამოყრიან პატარა საცეცებით.’’

ფუტკრის ჭუჭყი

ფუტკრის ჭუჭყს წურწუმალას ეძახიან, ის შავი ფერის მასაა, ,,ბუზულების წურწუმალა გადნება”.
ფუტკრის მიერ ამზადებული ეს შავი წებოვანი სითხე სხვა სახელითაც გვხვდება ლეჩხუმურ მეტყველებასი. ქვედა საირმეში მას შავ ფისს ეძახიან. ,,ფუტკრის შავი ფისი, იმით გმინავს ფუტკარი სკას, რომ არაფერი შევიდეს შიგ.’’
,,დინდგელი ფუტკრის მიწაა, ჭუჭყი, ზამთრისთვის ამით ავსებენ ზოლებს, რომ სიცივე არ შევიდეს სკაში.’’
დინდგელი გამოიყენება ხეხილის მყნობისას, წებოვანია, ფერი შავი აქვს, წყალს არ ატარებს. ,,სკი მიწას იყენებდნენ მცენარის ნამყენის გაკეთებისას.”
დინდგელი ქელში ასეა ახსნილი: 1),, სკის შავი ცვილი.” იმავე უცხერში დინდგელს ფუტკრის მიწასაც უწოდებენ. ,,დინდგელი ფუტკრის მიწაა.’’დღნორისშიკი სკი მიწადაა ცნობილი. ,,სკი მიწა-ფუტკრის მიწაა, ამით ამოლესავს ის ჭურჭუმელებს.’’
,,ზამთარში თავად გამოაკავებდა სკიმიწითო ბუზული’’(შინამრეწვ. ტ.IV ნაწII გვ.28).
,,სკი მიწა შავი სანთელივით სქელი მასაა, ამით გმანავს სვირიტინებს იაშიკში ბუზული.”

www.ucnauri.com

მკურნალობა ფუტკრის პროდუქტებით. გამოიყენაბა თაფლი, ფუტკრის შხამი, დინდგელი, ჭეო, ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე, მკვდარი ფუტკრები (პოდმორ). აპითერაპია არსებობს უძველესი დროიდან და მის მიმართ ინტერესი არ შემცირებულა, რაც აიხსნება მისი ეფექტურობით, ბუნებრიობით და ხელმისაწვდომობით.

ადამიანის ორგანიზმი არსებობს გამომუშავებული და ევოლუციურად დამტკიცებული შინაგანი კანონების მიხედვით. დაავადება – ამ კანონების დარღვევის შედეგია. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი. ზოგიერთ გარეგან ფაქტორს, რომლის შეცვლაც შეუძლებელია, ორგანიზმი ეგუება იმუნური სისტემისა და სხვა დამატებითი რეზერვების ჩართვით. ასე, შეუძლებელია შევცვალოთ, ტექნოგენური ფაქტორებით გაბინძურებული ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, მაგრამ შეგვიძლია არ გავართულოთ სიტუაცია სიგარეტის მოწევით, რაც სხვებსაც საფრთხეს უქმნის. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთა რეგულირება შეუძლია ადამიანს და ვალდებულიც არის. ასეთებია: საკვების შემადგენლობა და ხარისხი, კვების რეჟიმი, ზოგადი ჰიგიენა, ფიზიკური კულტურა და სხვ.

მაგრამ უმთავრესი ფაქტორი, რომელსაც გააჩნია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზემოქმედება, ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობაა, მისი სულიერი წონასწორობა. ადამიანს შეუძლია იყოს ჯანმრთელი, ძლიერი და ენერგიით სავსე, თუ არ იქნება კონფლიქტში საკუთარ თავთან და ირგვლივ გარემოსთან. ამ ფაქტორის მართვის შესაძლებლობა ნიშნავს შინაგან ჰარმონიას, ხოლო ჰარმონია გამორიცხავს დაავადების არსებობას.



წყარო: http://ucnauri.com/
კატეგორია: სტატიები მწერებზე | დაამატა: butatino (07.03.2013) | ავტორი: butatino E
ნანახია: 7268 | ტეგები: ფუტკარი | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 7
    მონადირე: 1
    gugalo

    დღეს საიტზე იყვნენ
    gugalo, vanichka86

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика