ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » საქართველოს ბუნება    

შურუბუმუს მიწისქვეშა სასახლე

შურუბუმუს მიწისქვეშა სასახლე

.
"შურუბუმუს” გამოქვაბული მდებარეობს დასავლეთ  საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირქვულ მასივში… გამოქვაბულის სახელი უძველესი კოლხური სიტყვაა მითოსის, იდუმალების ბურუსით მოცული, დაახლოებითი თარგმანი  ”სულგანაბული”   იქნება.
.
.
.
ათასწლოვანი ბზის კორომი  ხასხასა მწვანე ხავსის საფარი მეგზურივით მიაცილებს მნახველს მღვიმის შესასველისკენ, აქ კი უკვე  სტალაქტიტები და სტალაგმიტები გარინდულან. დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, თუ სად იწყებოდა  "შურუბუმუს”   გამოქვაბული და რა მანძილს მოიცავდა იგი.
.
.
2004 წელს მიგარიის მასივში, საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე ფრანგმა და ქართველმა სწავლულებმა გადაწყვიტეს შეეღებათ უფსკრულ  "ხავერდოვანაში”  მიმავალი პატარა მდინარე. მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, შეღებილი წყალი შეღებვიდან მეოთხე დღეს  "შურუბუმუს” გამოქვაბულის იმ ადგილას გამოვიდა, რომელსაც ოდითგანვე "დეიძახი”,  ანუ დევის ძახილი ერქვა. ამით, ფაქტობრივად, დამტკიცდა მიგარიის მასივზე მდებარე უფსკრულ "ხავერდოვანას” უშუალო კავშირი "შურუბუმუს” გამოქვაბულთან.
.
.
ასევე უტყუარი შეიქმნა დიდი მიწისქვეშა  ტბების არსებობა, რომელთა განმუხტვის წერტილი "შურუბუმუს” მიწისქვეშა მდინარეა, მიგარიის მთაზე მცირე წვიმაც კი ამ მდინარის არნახულ ადიდებას იწვევს, რომელსაც წინ უსწრებს შიდა სივრცეებიდან გამოვარდნილი ჰაერის შემზარავი ზუზუნი, ეს მაუწყებელია იმისა, რომ უმჯობესია გაეცალო იქაურობას, ვიდრე საკუთარ თავზე გამოსცადო თავაწყვეტილი ჩანჩქერის "ამო ალერსი” . ეს ავდრისას. ეს ადგილი გვართა დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გამხდარა.
.
.
იდუმალი ტბა მდიდარი ყოფილა თევზით და მის გამოსასვლელზე მეთევზეები  "გეჩას” (თევზის მოსაპოვბელი ძველიძველი საშუალება) დგამნენ,  "ონძილე” (თევზით მდიდარი ადგილი) ხან ერთი გვარის ხელში იყო, ხან მეორისაში და ვისაც გაუმართლებდა, ის დატვირთული ჯორით ბრუნდებოდა შინისკენ.
.
.
ცხადია, რომ გამოქვაბულს დიდი პერსპექტივები შეიძლება ქონდეს, ახლა მთავარია, დადგინდეს, შეიძლება თუ არა, მიწისქვეშ იმ ათობით კილომეტრის გავლა, რომელიც ორ გამოქვაბულს აკავშირებს. ეს მუყაითი გარჯის და თანამედროვე მეცნიერული ტექნოლოგიების გამოყენებითაა შესაძლებელი და ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ ქართველი და უცხოელი მკვლევარები.
.
.
.
.
ვინ უწყის, აეხდება თუ არა "შურუბუმუს” საიდუმლოებას ფარდა, შეაბიჯებს თუ არა ადამიანი საკუნეებით ფეხდაუკარებ სივრცეებში, კიდევ ერთხელ  ნახავს თუ არა, მიწისქვეშა სამყაროს ბინადარ თევზებს, რომელთაც ბუნებამ საოცარი ცხოვრების წესი არგუნა. ამ იდუმალებას ოხოჯედ წოდებული ტბა "ცაშკიბულის ტობავარჩხილი” ეხმიანება.
.
.
ეგრისის ქედის ამ მარგალიტს მეჯოგენი მუდამჟამ ეკრძალებოდნენ. ლეგენდის მიხედვით: თუ ვინმე ტბაში დაიბანდა ხელს ან სხვაგვარად ეცდებოდა მისი მყუდრების დარღვევას, საშინელი სასჯელი დაატყდებოდა თავს. ღრუბლები წამში მოიყრიდნენ თავს და გამაყრულებელი ჭექა-ქუხილით აიძულებდნენ მომხვდურს, გასცლოდა იქაურობას. ამიტომაც იტყოდნენ,  "ვაშინერს”  (ტაბუ, მიახლოებით არ ეგების) ტბის  ხელყოფაო. ეს ტაბუ იცავდა და იცავს დაკბილულ ქედებს შორის მოქცეულ ვერცხლის ტბას, რომელიც  უდავოდ მშვენიერების და სრულყოფილების განსაცდელად შეუქმინია მამაზეციერს.
.
.
.
.
.
რომან თოლორდავა


წყარო: http://dudana.kvirispalitra.ge/?p=3619
კატეგორია: საქართველოს ბუნება | დაამატა: Admin (23.03.2012)
ნანახია: 5887 | ტეგები: მიწისქვეშა, შურუბუმუ, სასახლე | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика