ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე    

ექსპანსიური ვაზნების შესახებ


რას წარმოადგენს ექსპანსიური ტყვია?

ექსპანსიური ტყვია, არის სპეციალური კონსტრუქციის ტყვია, რომლეიც საშუალებას აძლევს მას ქსოვილებში მოხვედრისას გაიშალოს, გაზარდოს ტავისი დიამეტრი და მაქსიმალურად გაზარდოს დაზიანებული ქსოვილების რაოდენობა. კონსტრუქცის მიხედვით არსებობს უამრავი კონსტრუქციის ექსპანისური ტყვია, მაგრამ ყველაზე გავრცელებული დიზაინი არის ჩახვრეტილ თავიანი ტყვია. ექსპანსიურმა ტყვიებმა დიდი გზა გაიარეს მარტივი ტყვიისგან დამზადებული ცახვრეტილი ჭურვებიდან თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ პროდუქტამდე, რომელშიც გამოიყენება ყველაზე თამამედროვე ტექნოლოგიები, მასალები და ურთულესი და მრვალმხრივი ტესტირებები. ამა თუ იმ ტიპის ექსპანსიური ვაზნების გამოყენება არის ჩვეულებრივი ამბავი ნებისმიერ სამართალდამცავ სტრუქტურაში, რომელიც სერიოზულად უდგება თავის საქმეს, ისევე როგორც ნებისნმიერი კანონმორჩილი იარაღის მფლობელის შემთხვევაში.

ამ სტატიაში განხილული იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპანისური ვაზნების ტიპები, რომლებიც განაპირობდნენ ექსპანსიური ვაზნების კონსტრქუციის განვითარებას. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ განსხვავებით სხვა ქვეყნებისა მაგალითად აშშ–ში სამართალდამცავის მიერ იარაღის გამოყენება არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და იარაღის გამოყენებისას ის ვალდებულია რაც შეიძლება ამლე ა ეფექტურად გაანეიტრალოს საფრთხე, გამაფრთხილებელი გასროლა, ფეხში სროლა და ასეთი სისულელეები აშშ–ს სამართალდამცავების ტაქტკაში არასდროს არ განიხილენა. თუ ოფიცერმა გადაწყვიტა სროლა, ის ისვრის მოსაკლავად და არა გასაფრთხილებლად ან შესაშინებლად. აქიდან გამომდინარე გასაგები ხდება, რატომ ექცევა აშშ–ში ამხელა ყურადღება ტყვიაწამალს და მის ეფექტურობას. კრიტიკულ სიტუაციაში ოფიცერი, ისევე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ თუ მან თავისი გააკეთა ტყვიაც თავისას გააკეთებს, გამოიყვანს მოწინააღმდეგეს მწყობრიდან სწრაფად და ეფექტურად.

დისკუსიები ამა თუ იმ ტიპის ტყვიის და კალიბრუის ეფექტურობის გარშემო მუდამ წარმოებს, როგორც ოფიციალურ დონეზე ასევე სპეციფიურ წრეებში, კონსტრუქტორებში, ძალოვნებში და იარაღის უბრალო მფლობელებში. ამის შედეგად წლიდან წლამდე სულ უფრო უკეთესი და დახვეწილი ტყვიაწამალი ჩნდება, ისევე როგორც იხვეწება ტყვიაწამლის ეფექტურობის დადგენის მეთოდოლოგია და ასე შემდეგ.


პირველები თავის კლასში – Express Bullets

ექსპანსიური ვაზნების ისტორია დაიწყო მე–19 საუკუნის ბოლოს, როდესაც გაჩნდა იდეა ჩახვრეტილ თავიანი ტყვეიბის გამოშვების. თავდაპირველად ეს კეთდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ შემცირებულიყო ტყვიის მასა და გაზრდილიყო მათი სიჩქარე. პირველად ასეთი ტყვიბი დეტალურად მიმოხილული იყო ე.წ. “იდეალურ საძიებელში”, რომელსაც უშვებდა ჯონ ბარლოუ. აღნიშნული გამოცემა იყო კატალოგების და ინსტუქციების კრებული, რომელიც რეგულარულად გამოდიოდა აშშ–ში. 1890 წლის მეოთხე გამოშვებაში იყო დეტალურად აღწერილი პირველი ტყვიები ცახვრეტილი თავებით (Hollow Points). ეს იყო “ექსპრესს” კალიბრების აღმოცენების დრო, სადაც სხვა და ხვა მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ყველაზე სწრაფ ტყვიანი კალიბრის გამოგონებაში. თავდაპირველად ჩახვრეტილ თავინი ტყვიებს უწოდებდნენ “ექსპრესს ტყვიებს” ხოლო სარეკლამო პროსპექტები იუწყებოდნენ, რომ აღნიშნული ტყვიების გამანაგურბლი ძალა 50% მეტი იყო ვიდრე ჩვეულებრივი ტყვიების შემთხვევაში. მოგვიანებით პირველი ცახვრეტილ თავიანი ტყვიები გაჩნდა უკვე რევოლვერის კალიბრებში: 32-20, .38-40 და 44-40 ვინჩესტერი. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი მასალა – ტყვია იყო საკმარისად რბილი, ექსპანსიის ეფექტი ადვილად მიღწევადი იყო რევოლვერებშიც.

Dum-dum ინდოეთიდან

ადრინდელ ექსპანსიურ ვაზნებს ასევე გნეკუტვნება ე.წ. Dum-dum ტყვიები. აღნიშნული ტყვიების კონსტრუქციის ავტორი იყო ინგლისელი კაპიტანი ნევილ ბერტიე–კლეი. მისი კონსტრუქციის ტყვიებს უშვებდა ინდოეთში კალკუტას მახლობლად განლაგებული დუმ–დუმის არსენალი. ტყვიები განკუთვნილი იყო .303 British კალიბრისთვის, რომელიც იყო სტანდარტული კალიბრი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში. ტერმინი დუმ–დუმ ასევე ფართოდ გამოიყენებოდა ჟარგონში, სხვა და სხვა ექსპნსიური ვაზნების დასახელებებში, მაგრამ ნამდვილი დუმ–დუმი არის მხოლოდ .303 კალიბრის ექსპანიური ტყვია. ისტორია, რომელიც მოყვა აღნიშნული ტყვიების მიღებას გახდა მიზეზი, რის გამოც ჰააგის მშვიდობის კონფერენციაზე 1899 წელს გახდა ასეთი ტიპის ტყვიების შეიარაღებულ ძალებში აკრძალვის მიზეზი.

ელმერ კეიტი და მისი Semi wad cutter hollow point

1930 წლამდე დიდი არაფერი არ ხდებოდა ექსპანსიური ტყვიების სამყაროში. მაგრამ უკვე 1931 წელს ლეგენდარულმა ელმერ კეიტმა დაუმატა ნახვრეტი თავისი ტყვიის დიზაინს, რომელიც დღემდე ცნობილია როგორც semi wad cutter, განსაკუთრებული ფორმის ტყვია, ბრტყელი თავით, გარსის გარეშე, რომელიც განკუთვნილი იყოს სასროლოსნო შეჯიბრებებისათვის. 1937 წელს ელმერ კეიტის კონსტრქუციის ტყვიები semi wad cutter hollo point წარმოადგენდა სპეციალურად მოკლელულიანი იარაღისთვის შექმნილ ექსპანსიურ ვაზნებს და მაგ დროისთვის გამოდიოდა .38 special, .357 magnum და .44 special კალიბრებისთვის.

აშშ–ში 1931 წელს დაბადებული ლი ჯურასი ხელით ტენიდა ვაზნებს 12 წლის ასაკიდან. 1950–ან წლებში ის ატარებდა სხვა და სხვა ექსპერიმენტებს .35 კალიბრის შაშხანებისთვის გათვლილ ტყვიებთან. 1963 წელს ქალაქ სელბივილში (ინდიანას შტატი) ის ქმნის საკუთარ კომპანიას სახელად Super Vel და ხდება პირველი ვინც შესთავაზებს მსროლელებს გარსით დაფარული ჩახვრეტილ თავიან ტყვიებს. მთავარი იდეა: გარსით დაფარული ჩახვრეტილ თავიანი ტყვია, რომელიც მაღალი სისიწრაფის ხარჯზე განიცდიდა ექსპანიას (კონტროლირებად დეფორმაციას). ამასთანავე მისი ვაზნები ოპერირებდნენ სტანდარტული წნევებით. ლი ჯურასის კონსტრუქციის ტყვიებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს. მანამდე ძირითადად სამართალდამცავები და ჩვეუოებრივი მოქალაქეები იყენებდნენ ან ჩვეულებრივ მთლიანად გარსით დაფარულ ტყვიებს ან ტყვიებს, ჩახვრეტილი თავებით, რომლებსაც ქონდათ გარსით დაფარული ფუძე, რომელიც არანაირად არ მოქმედებდა ექსპანსიაზე. გარდა ამისა ექსპანსიისთვის საჭირო იყო მინიმუმ 330 მეტრი წამში სიჩქარე რაც სტანადტული წონის ტყვიებში იმ დროს ძნელად მისაღწევი იყო. ამ დროს ლი ჯურასის 9მმ–ნი ლეგენმდარული 90 გრანიანი გარსით დაფარული ჩახვრეტილ თავიანი ტყვია, რომელიც ავითარებდა საწყის სიჩქარეს 450–480 მეტრს წამში აღმოჩნდა სრული სენსაცია. სამწუხაროდ ლი ჯურასს არ გააჩნდა უნარი ემართა კომპანია ასეთი სწრაფი ზრდის პირობებში, იზრდებოდა მოთხოვნა, მა სუწევდა უფრო მეტი და მეტი კომპონენტების შეძენა, რომლებსაც ის ვერ აწარმოებდა საკუთარი ძალებით, რამაც სულ მალე კომპანია რთულ პირობებში ჩააყენა და 1974 წელს კომოპანიან კარებები დახურა. იმ დროისთვის სახელწოდება სუპერ ველ იყო სინონიმი მაღალსიჩქარიანი ექსოპანისური ვაზნების.



წყარო: http://ucnauri.com/
კატეგორია: სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე | დაამატა: giorgi1998 (06.06.2014)
ნანახია: 2116 | ტეგები: ს შ | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    gio90

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика