ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე თევზები    

შავი ზღვის ორაგული Salomo Fario Linne morpha labrax Pallas
ყბებზე, ენაზე, სასაზე, სახნისის ძვალზე კბილებია. ზურგის ფარფლის უკან ცხიმოვანი ფარფლია. კუდის ფარფლი მოზრდილებს ნაკლებად ამოჭრილი ან სწორი აქვთ.
ზურგი მუქი ნაცრისფერი, ლურჯი ფოლადის ელფერით. გვერდები და ზურგის მხარე მოვერცხლისფრო-თეთრი. სხეულზე შავი ლაქები, უმეტესად გვერდითი ხაზის ზევით. თავის გვერდებზე უფრო მსხვილი მუქი ლაქებია. ფარფლები ნაცრისფერი. ზურგის ფარფლზე მცირე მუქი ლაქების რამდენიმე მწკრივია. მკერდის მუცლისა და ანალური ფარფლების ფუძეები უმეტესად მოვარდისფროა. ზოგ ინდივიდს სხეულზე ლაქები არა აქვს. სიგრძე აღწევს 110 სმ-მდე, წონა 24 კგ-მდე, იშვიათად მეტს.
გავრცელება.
ბინადრობს შავ ზღვაში; საქართველოს სანაპიროებთან შედის შემდეგ მდინარეებში; ჭოროხი, მაჭახელა, კინტრიში, ენგური, კოდორი, გუმისთა, შავწყალა ბზიფი.
ბიოლოგია. 
გამსვლელი თევზია, გასამრავლებლად შედის მდინარეებში, დაწყებული მარტიდან ივლისამდე. მდინარეში მცირე მოზარდები რჩებიან 1-3 წლამდე, შემდეგ ჩადიან ზღვაში, სადაც ინტენსიურად იკვებებიან, სწრაფად იზრდებიან და იქედან ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნდებიან მდინარეში, სადაც სრულდება მათი სქესობრივი მომწიფება.
ორაგული ზღვაში ბინადარი კალმახი თავისი ძირითადი ფორმის - მდინარის კალმახისაგან განსხვავდება სწრაფი ზრდით, მაღალი ნაყოფიერებით, სხეულის ფორმით, შეფერილობით, რაც გამოწვეულია ზღვის თავისებური პირობების გავლენით. იკვებება მდინარეში კიბოსნაირებით, მწერთა მატლებით. ხმელეთიდან ჩაცვივნული ჭიანჭველებითა და სხვა მწერებით. ზღვაში ძირითადად იკვებება თევზებით (ქაფშია, ქარსალა და სხვ.), სხვადასხვა უხერხემლო ცხოველებით. მისი ზრდა მდინარესა და ზღვაში საკმაოდ განსხვავებულია - მდინარეში იზრდება ნელა, ხოლო ზღვაში სწრაფად.
სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკში, ზღვაში ერთი ორი წლის ყოფნის შემდეგ.
მდინარეში შედიან ჯერ მსხვილი ინდივიდები 80-100 სმ სიგრძისა, შემდეგ მცირე ინდივიდები 50-60 სმ სიგრძისა. მდინარეში ტოფობა გრძელდება ოქტომბრიდან თებერვლამდე. ორაგულის სატოფო ადგილები განლაგებულია მდინარის შუა და ზემო დინებებში, თხელწყლიან ქვა-ქვიშიან ადგილებში. ქვირითს ყრის თავის მიერ ამოთხრილ ორმოში. წყლის 4-8 გრადუს ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს 2.5-15.5 ათას ქვირითს. ორაგულის ქვირითის განაყოფიერებაში მონაწილეობს აგრეთვე მდინარის კალმახი. ორაგული ტოფობის შემდეგ ბრუნდება ისევ ზღვაში.
ქვირითის განვითარება დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, 9-10 გრადუსი ცელსიუს ტემპერატურისას ინკუბაცია გრძელდება 40-50 დღე-ღამეს.
ორაგულისა და კალმახის ახალგაზრდა თაობა მდინარეში ერთიან ფონდს შეადგენს, რაც ცხოვრების მეორე წელს ცალკევდება (ითიშება) მდინარეში დამრჩენ კალმახად და ზღვაში ჩამსვლელ ორაგულად, ამ დროს საორაგულე მოზარდები ღებულობენ ვერცხლისფებრ შეფერილობას და ეშვებიან ზღვისკენ; როგორც წესი, ძირითადად მიდის მდედრობითი სქესის ინდივიდები, რაც შეადგენს 80-90%, ხოლო მდინარეში რჩება უმთავრესად მამრობითი სქესი.
ძვირფასი სარეწაო თევზია.  


წყარო: http://metevze.ucoz.com/
კატეგორია: საქართველოში მობინადრე თევზები | დაამატა: giohunt1982 (08.04.2013)
ნანახია: 5835 | რეიტინგი: 1.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика